close

კვლევები

კვლევები

კვლევა : ბავშვობის პერიოდში მიღებულმა ანტიბიოტიკებმა შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იმოქმედოს

ბავშვობის პერიოდში მიღებულმა ანტიბიოტიკებმა შესაძლოა  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იმოქმედოს, – ამის შესახებ დანიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომლის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ JAMA Psychiatry-შია გამოქვეყნებული.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ანტიბიოტიკები ინტენსიურ მიკრობიომაზე მოქმედებენ, რის გამოც ანტიბიოტიკები ფსიქიკური დაავადების მაღალ რისკთან არიან დაკავშირებული.

კვლევა 17 წლამდე ასაკის მილიონ ზე მეტი ადამიანის კლინიკურ მონაცემებს ეფუძნება.

 

ანტიბიოტიკები, აუტიზმი და დეპრესია

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაწლავების მიკრობიომი, ბაქტერიების მრავალფეროვანი ჯგუფი , რომელიც ჩვენს ნაწლავებში ბინადრობს, ტვინს სიგნალებს უგზავნის, რომელიც ახდენს ჩვენი განწყობის, ფსიქიკური დაავადების მიმართ ჩვენი მგრძნობელობის მოდულირებას.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად ბაქტერიასა და დეპრესიას შორის კავშირი დადასტურებულია. ერთ-ერთმა ცდამ აჩვენა, რომ იმ თაგვების ნაწლავების მიკრობიომმა, რომლებსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, ცვლილება განიცადა და მახსოვრობაზე უარყოფითად აისახა.

ცხოველებს, რომლებსაც ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად ნაწლავების ბაქტერია ამოეწურათ, სხვადასსხვა დარღვევა აღენიშნათ, მათ შორის, აუტისტური სპექტრი, ნეიროდეგენერაციული დარღვევები, როგორიცაა მაგალითად ალცჰეიმერის დაავადება და დეპრესია.

 

ბაქტერია, როგორც დეპრესიის სამკურნალო საშუალება?

2018 წლის დეკემბერში ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელშიც ბოსტონის უნივესრიტეტის მეცნიერები ფილიპ სტრადვიცი და მისი კოლეგები იშვიათი, KLE1738-ის სახელით ცნობილი ბაქტერიის შესახებ საუბრობენ.

ეს იშვიათი ბაქტერია გამა-ამინოობიტური მჟავით იკვებება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც GABA. სხვადასხვა ტიპის ბაქტერიები, ბაქტერიოიდები, აწარმოებენ GABA-ს და უნარჩუნებენ სიცოცხლეს KLE1738-ს რომელიც  გამა-ამინოობიტური მჟავით იკვებება.

აღნიშნული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნაწლავებში სხვადასხვა სახის ბაქტერია ერთად მუშაობს. GABA გახლავათ ნეიროაქტიური ნარევი, რომელიც ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ძირითადი დეპრესიული აშლილობები კი GABA-ს დონის შემცირებასთანაა დაკავშირებული.

სტრადვიცი ვარაუდობს, რომ ის ადამიანები, რომელთა მიკრობიომები გამა-ამინოობიტური მჟავის წარმომქმნელ მეტ ბაქტერიას შეიცავენ, უფრო ბედნიერები არიან.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ჩატარდა, აჩვენა, რომ იმ პაციენტებს, რომელთა ორგანიზმშიც მეტი ფეკალური ბაქტეროიდებია, რომელიც GABA-ის წარმომქმნელი ბაქტერიაა, შედარებით მსუბუქი დეპრესია ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები საბოლოო არაა, ის ძლიერი დეპრესიის მოდიფიცირებაში ბაქტერიების როლზე მიანიშნებს.

www.sciencealert.com

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რატომ შეიცვალა მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებულმა ტაჯ მაჰალმა ფერი?

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას დაავალა, დახმარებისთვის უცხოეთს მიმართოს, რათა გაირკვეს, რატომ ეცვლება ტაჯ მაჰალს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, ფერი.

სასამართლომ განაცხადა, რომ მე-17 საუკუნეში თეთრი მარმარილოსგან აშენებული მავზოლეუმი ჯერ გაყვითლდა, ახლა კი ყავისფერი და მწვანე შეფერილობის ხდება.
მიზეზებს შორის ასახელებენ დაბინძურებას, მშენებლობასა და მწერების ფეკალიებს.
მთავრობამ ტაძრის მახლობლად ათასობით ქარხანა დახურა, მაგრამ სპეციალისტები აცხადებენ, რომ მარმარილო ბრწყინვალებას მაინც კარგავს.

ტაჯ მაჰალის მშენებლობა 1632 წელს დაიწყო და 21 წლის განმავლობაში გაგრძელდა. აშენების ბრძანება იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა გასცა. ის მან  საყვარელი მეუღლის მუმთაზ-მაჰალის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც მშობიარობის დროს დაიღუპა. მშენებლობაზე 20 ათასი მუშა იყო დაკავებული. ტაჯ მაჰალს ყოველდღიურად დაახელოებით 70,000 ადამიანი სტუმრობს ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.
წყარო: http://www.bbc.com
მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკვლევებისაქართველო

თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის დასახელდა

ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევით პორტალ  Numbeo-ზე, თბილისი უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში დაწინაურდა. საერთაშორისო კვლევით პორტალზე Numbeo გამოქვეყნებული დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების შესაბამისად, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის მოხვდა.

Numbeo-მ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 337 ქალაქის უსაფრთხოება და კრიმინალური ინდექსები გამოიანგარიშა. უსაფრთხოების ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი კრიმინალური ინდექსის მქონე ქალაქებიდან, თბილისთან ერთად მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქებს შორის დასახელდა: მიუნხენი, ციურიხი, ჰონგ-კონგი, აბუ-დაბი და ოსაკა.

გასული წლის ანალოგიური კვლევით, თბილისი 327 ქალაქს შორის მე-16 ადგილზე იყო. წელს თბილისში დანაშაულის დონე შეფასებულია მაჩვენებლით – ძალიან დაბალი (15,64); ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული ავტომანქანების გატაცება (10,73), თავდასხმა და შეიარაღებული ძარცვა (16,86) და სხვ.

თბილისში, პიროვნების უსაფრთხოების ინდექსი, დღის საათებში 91,4, შეფასებულია როგორც ძალიან მაღალი, ხოლო იგივე ინდექსი ღამის საათებში – 78,18, შეფასებულია როგორც მაღალი.

საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი Numbeo-ს კვლევებით 2018 წელსაც გაუმჯობესდა. ცნობილ კვლევით პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შარშან საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით მე-5 ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო კვლევითი პორტალი Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

სრულად ნახვა
განათლებაკვლევები

მეცნიერების თქმით, წიგნის კითხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

დღეში საშუალოდ  ერთი თავის წაკითხვა ცოტახნით მაინც ,,გადაწევს” სიკვდილს.

იელის უნივერსიტეტის ბოლო კვლევების თანხმად, რომელიც ონლაინჟურნალ – ,, Social Science & Medicine-ში“ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ,,12-წლიანი კვლევის საფუძველზე, წიგნის მკითხველებს არამკითხველებთან შედარებით, 20 პროცენტით ნაკლები  სასიკვდილო რისკი ახასიათებთ.“

კვლევისას შეისწავლეს 3 635 ადამიანი, ყველა 50 წელზე უფროსი, რომლებიც, მკვლევრებმა დაყვეს 3 ჯგუფად: 1. ისინი, ვინც არ კითხულობდნენ წიგნებს, 2. ისინი, ვინც  3,5 საათზე ნაკლებს კითხულობდნენ კვირაში და 3. ისინი, რომლებიც 3,5 საათზე მეტხანს კითხულობდნენ კვირის განმავლობაში.

კვლევის შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა – წიგნის მკითხველები, საშუალოდ, 2 წლით მეტხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე ისინი, ვინც კითხვით თავს არ იწუხებდნენ.

ისეთი ცვლადების აღრიცხვის მსგავსად, როგორიცაა, მაგალითად, სხადასხვა ტიპის საგანმანათლებლო საფეხური, შემოსავლისა და ჯანმრთელობის სტატუსი, კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, რომლებიც კვირაში 3,5 საათზე მეტ დროს უთმობდნენ კითხვას, 23 %-ით ნაკლებად იყვნენ მიდრეკილი სიკვდილიანობისკენ აღებული 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში. ისინი კი, რომლებიც 3,5 საათზე ნაკლებ დროს უთმობდნენ ანუ საშუალოდ, ნახევარ საათს დღეში, 17 %-ით ნაკლებად.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯანსაღი დიეტისა და ვარჯიშის მსგავად, წიგნებს ,,აღსანიშნი გადამრჩენი უპირატესობა აქვთ,“ – აღნიშნავენ მეცნიერები.

უნდა ითქვას, რომ კვლევა მთლიანად  ცხადიც ვერ არის, რადგან ის მხოლოდ ასოციაციას წარმოგვიდგენს წიგნის კითხვასა და ცხოვრების ხანგრძლივობას შორის, თუმცა, არა მათ კაუზალურობას, ურთიერთკავშირს.  არც აღმოჩენებია დიდად გასაოცარი, რადგანაც ამ თემაზე ხშირად მიდის განხილვა. მაგალითად, ერთ-ერთი უკანასკნელი კვლევის თანახმად, რომანების კითხვა ამაღლებს ორივე – როგორც კოგნიტურ, ასევე ემოციურ, მდგომარეობას.

კითხვის სტატისტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში უჩვეულოდ გაიზარდა, ,,Nielsen BookScan-ის“,  ყველაზე მთავარი მონაცემთა შემგროვებლის წიგნების გამოცემის ინდუსტრაში, მიხედვით,  სულ მცირე, 652 მილიონი ბეჭდური და ელექტრონული წიგნი გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წელს.

 

წყარო: The Washington Post

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიფსიქოლოგია

ბრიტანელი მეცნიერი ბედნიერებისა და წარმატების „რეცეპტს“ გვთავაზობს

 მეცნიერები აცხადებენ, რომ ბედნიერებისა და წარმატების საიდუმლო მარტივია.

დღემდე არ არსებობს კონსენუსი იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ადამიანის წარმატებას, ან როგორ ცდილობენ ან აღწევენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ.

თუმცა, პორტსმუთის უნივერსიტეტის სპორტისა და ვარჯიშის მეცნიერი დოქტორ დენიელ ბრაუნი ამტკიცებს, რომ ცხოვრების კოდი „გატეხა“ და შინაარსიანი ცხოვრების ,,საყიდლების სია“  შეადგინა.

ექსპერტმა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რა აბედნიერებთ ადამიანებს. სიაში შედის თვისებები, როგორიცაა ოპტიმიზმი, მოტივაცია და თვითდაჯერებულობა.

 ადამიანებს ბედნიერების მიღწევაში შესაძლოა ეკლესიურობა ან რელიგიურობა, მშვიდი გარემო და მაღალი ხარისხის ავტონომიაც დაეხმაროს.

დოქტორ ბრაუნი აცხადებს, რომ  წარმატების გასაღებს წარმოადგენს ასევე ,,გამოწვევებსა და სირთულეებთან ბრძოლა მართვად დონეზე”.

მისი ,,საყიდლების სია” მოიცავს ორ სვეტს, თუ „როგორი უნდა იყოს ადამიანი” და „რა უნდა ჰქონდეს” მას.

ის ამბობს, რომ ცხოვრებაში ,,წარმატება” მოდის პოზიტიურობისგან, სულიერებისგან, პრო-აქტიურობისგან, მოქნილობისგან, თავდაჯერებულობისა და სოციალურად კომპეტენტურობისგან. თუმცა შესაძლებლობები, ოჯახის მხარდაჭერა, გამოწვევები, მშვიდი გარემო, ნდობა და ავტონომია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

წარმატებული ადამიანი არის:

ოპტიმისტი,

ეკლესიური ან რელიგიური,

მოტივირებული,

აქტიური,

ბეჯითი,

მოხერხებული,

ადაპტირებადი,

სოციალურად კომპეტენტური,

თვითდაჯერებული/თვითშეფასების უნარის მქონე.

წარმატებულ ადამიანს აქვს:

შესაძლებლობა,

დამსაქმებლის/ ოჯახის / სხვათა მხარდაჭერა,

გამოწვევები და სირთულეები მართვად დონეზე,

მშვიდი გარემო,

ავტონომიის მაღალი ხარისხი,

მიიჩნევენკომპეტენტურად.

 

დენიელ ბრაუნი აცხადებს, რომ წარმატების მისაღწევად საკმარისია სიიდან რამდენიმე დასახელების კომბინაცია და არა მთელი ჩამონათვალი.

 სიის შესაქმნელად, დოქტორმა ბრაუნმა გამოიყენა ბავშვებსა და მოზარდებზე, მხატვრებზე, დასაქმებულ ადამიანებზე, სპორტსმენებსა და მოხუცებზე ჩატარებული კვლევები.

,,წარმატებული – ეს არის სიტყვა, რომლის მოსმენას საკუთარი თავის დახასიათებისას ყველა ისურვებდა, თუმცა მეცნიერებამ დღემდე ვერ მოახერხა მისი აღწერა და კლასიფიცირება. წარმატება ესაა ცხოვრებითა და საკუთარი თავით ტკბობა და რაიმეს კარგად კეთების უნარი ,“ – აცხადებს დოქტორ ბრაუნი.

წარმატებისკენ სწრაფვა განიხილეს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ზოგჯერ მას აღწერდნენ, როგორც სიცოცხლისუნარიანობას, სწავლას, გონებრივ სიმტკიცეს, ან ამ და სხვა თვისებებს კომბინაციას.

იგი ასევე განიხილებოდა სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის სამხედრო, ჯანმრთელობა და ბავშვთა განვითარება.

 ,,XX საუკუნის დასასრულის შემდეგ, მეცნიერებაში დაისვა საკითხი ადამიანის თვით რეალიზებისა და წარმატების უკეთ გაგების შესახებ, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ. თუმცა, კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა ერთი მიზეზის გამო – არ არსებობს სათანადო კვლევები,“ – აცხადებს დოქტორი ბრაუნი.

მისი კვლევა მომავალი კვლევებისთვის ექვს რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის ზუსტი გამოკვლევის საჭიროება იმის შესახებ, თუ რა ხდის წარმატების მიღწევას შესაძლებელს და აქვს თუ არა წარმატებას გრძელვადიანი და კუმულაციური გავლენა ადამიანებზე.

ბრაუნის კვლევა სამეცნიერო ჟურნალ ,,European Psychologist-ში” გამოქვეყნდა.

 

წყარო: https://medicalxpress.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

კვლევა : დენისოვანები იმაზე მეტად განვითარებული იყვნენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

მეცნიერებმა ციმბირის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტებისა და კბილების გამოსაკვლევად თანამედროვე ტექნიკა გამოიყენეს და ადამიანის ერთ-ერთი გადაშენებული სახეობის შესახებ საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს.

ახლახანს ახალი კვლევა გამოაქვეყნდა, რომელიც დენისოვანის სახელწოდებით ცნობილი სახეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და მიანიშნებს, რომ ისინი იმაზე უფრო განვითარებულები ყოფილა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

ამ სახეობის წარმომაგდენლის სამი კბილი და ხელის თითის ძვალი გახლავთ ის უმწირესი მასალა, რომელიც დღემდეა აღმოჩენილი. ახალგაზრდა გოგონა, რომლის დედა სავარაუდოდ ნეადერტალელი იყო, მამა კი – დენისოვენელი რუსეთში, ალთაის მთებში მდებარე დენისოვას მღვიმეში აღმოაჩინეს.

გამოქვაბულში აღმოჩენილ დნმ-ზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, დენისოვანები გამოქვაბულში დაახლოებით 200,000-50,000 წლის წინ ცხოვრობდნენ, ხოლო ნეადერტალელები -200,000 -80,000 წლის წინ. აღმოჩენილი ქვის იარაღები კი მიანიშნებს, რომ ერთ-ერთმა, ან ორივე სახეობამ, გამოქვაბული 300,000 წლის წინ დაიკავა.

რაც შეეხება გოგონას, რომელსაც ზედმეტსახელად „დენი“ უწოდეს და რომლის ძვლის ფრაგმენტიც დენისოვას გამოქვაბულში აღმოაჩინეს, ახალი კვლევის თანახმად ის დაახლოებით 100,000 წლის წინ ცხოვრობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცხოველების კბილებითა და ძვლებით მიერ დამზადებული სამკაულები, დაახლოებით 43,000-49,000 წლის წინანდელია და დენისოვანებს ეკუთვნით, ეს კი მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე მიანიშნებს.

„ტრადიციულად, ეს ნივთები დასავლეთ ევროპაში ადამიანის სახეობის გავრცელებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ კონკრეტულ გამოქვაბულში აღმოჩენილი ნაკეთობების ავტორი შესაძლოა დენისოვანები იყვნენ, ვინაიდან არ არსებობს ამ გამოქვაბულში თანამედროვე ადამიანის წინაპრის – ჰომო საპიენის ყოფნის მტკიცებულება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დენისოვანები გაცილებით უფრო განვითარებულები ყოფილან, ვიდრე აქამდე მივიჩნევდით,“ განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის ადამიანის ისტორიის მეცნიერების არექოლოგიურმა მეცნიერმა კატერინა დუკმა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – პირდაპირი ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან

თითქმის ყველას გვყავს ისეთი მეგობარი, რომელიც ძალიან გვიყვარს, მაგრამ ამავდროულად, გვაღიზიანებს, რადგანაც გამუდმებით შეცდომებზე მივგითითებს და რასაც ფიქრობს პირდაპირ გვეუბნება.

კვლევის თანახმად, თუ გვერდით ასეთი ვინმე გყავთ, უნდა გიხაროდეთ, ვინაიდან ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხართ და საუეთესო სურს თქვენთვის.

კვლევა პლიმუთის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მეგობრებს შეცდომები დაანახონ, რეალურად ასე იმიტომ იქცევიან, რომ საუკეთესო სურთ მათთვის.

უნდათ, რომ თვალი აუხილონ და სწორი გზა უჩვენონ, ღელავენ მათზე და სურთ გულწრფელად, პატიოსნად, პირფერობის გარეშე დაანახონ რეალობა. შედეგად, ასეთი ქცევით დიდი სარგებელი მოაქვთ მეგობრებისთვის.

კვლევის ავტორი, ბელენ ლოპეზ-პერესი წერს, რომ ზოგჯერ, როცა ადამიანი გვეჩხუბება, ასე იმიტომ კი არ იქცევა, რომ ვეზიზღებით და სურს გული გვატკინოს. არამედ იმიტომ, რომ ის ზრუნავს ჩვენზე და საუკეთესო სურს. უხეშობითა და პირდაპირობით ცდილობს თვალი აგვიხილოს.

წყარო : trend.ge

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიო

მთვარეზე ბამბის ყვავილმა გაიხარა

ჩინეთის ნაციონალურმა კოსმოსურმა ცენტრმა განაცხადა, რომ მთვარეზე ჩინურმა მისიამ Chang’e-4 თესლი დანერგა, რომლისგანაც ბამბის ყვავილმა გაიხარა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთვარეზე რაიმე ბიოლოგიური ნივთიერება გაიზარდა.

2019 წლის 3 იანვარს მთვარეზე ჩინური სადგური Chang’e-4 დაეშვა. ისტორიაში პირველად, ის მთვარის მეორე, შეუსწავლელ მხარეს დაჯდა.

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი ექსპერიმენტები, რითაც დედამიწის ატმოსფეროს მოდიფიცირება განხორციელდა

ჩინეთმა და რუსთმა მაღალი სიხშირის რადიო ტალღების საშუალებით დედამიწის ატმოსფეროს გარდაქმნის მიზნით ერთობლივი ექსპერიმენტები ჩაატარეს, რამაც ექსპერტთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

რუსეთის მიერ ქალაქ ვასილსურსკი მახლობლად დამონტაჟებული Sura Ionospheric Heating Facility-გან მეცნიერებმა მაღალი სიხშირის რადიო ტალღები მიიღეს, რათა იონოსფეროს მანიპულირება მოეხდინათ, ხოლო ჩინური Seismo‐ElectromagneticSatellite-ის საშუალებით ორბიტიდან პლაზმის რღვევის ზეგავლენის ხარისხი გაზომეს.

ეს მსგავსი კვლევის ჩატარების პირველი შემთხვევა არაა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი რუსულ-ჩინურ ექსპერიმენტში პოტენციური სამხედრო აპლიკაციის საშიშროებას ხედავს.

იონოსფერო და იონიზირებული აირი (პლაზმა) რადიო კომუნიკაციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ზემო ატმოსფეროს ამ ნაწილის დამუხტულ ნაწილაკებზე ზეგავლენის ოხდენით მეცნიერებს და მთავრობებს ეორიულად რადიო სიგნალების გაძლიერება ან დაბლოკვა შეუძლიათ.

აღნიშნული ექსპერიმენტის დროს პირველ შემთხვევაში იონოსფეროს რადიუსმა, რომელზეც  ზეგავლენა მოახდინეს 126,000 კილომეტრი შეადგინა, ხოლო იონიზებული აირის ტემპერატურამ 100 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა.  თუმცა მეცნიერები, რომლებიც ექსპერიმენტში არიან ჩართული, აცხადებენ, რომ კვლევა სუფთა სამეცნიერო ხასიათისაა და ის გარემოსთვის უსაფრთხოა.

ჩვენ არ ვთამაშობთ ღმერთობანას და არც ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს. იგივეს სხვა სახელმწიფოებიც აკეთებენ,“ აცხადებს ერთ-ერთი ჩინელი მეცნიერი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

Sura-ს ბაზა ყოფილმა საბჭოთა კავშირმა 80-იან წლებში დააარსა. ამბობენ, რომ დაახლოებით 10 წელიწადში აშშ-მ ალასკაში დააარსა Sura-ზე უფრო დიდი ატმოსფერული  გამაცხელებელი ობიექტი theHigh Frequency Active Auroral Research Program (HAARP)-ი შექმნა.

HAARP-ს თავდაპირველად აშშ-ს სამხედრო ხელისუფლება აფინანსებდა, ახლა კი მის ადმინისტრირებას ალასკას უნივერსიტეტი ახორციელებს.  

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იონოსფეროს გამაცხელებელს სამხრეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ სანიაში ჩინეთიც აშენებს.  

თუმცა, ჯერ-ჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ექსპერიმენტიარაკეთილსინდისიერი მიზნით ჩატარდა, თუმცა მიმდინარე წელს რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს GPS სიგნალის ჩახშობაში, რაშიც, შესაძლოა, იონოსფეროს მანიპულირებელიექსპერიმენტებიც იყოს ჩართული.

წყარო : www.sciencealert.com

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ბავშვის გენეტიკის შეცვლისთვის ჩინეთის მთავრობამ, მეცნიერს, სამუშაოების შესრულების უფლება შეუჩერა

ჩინელმა მეცნიერმა He Jiankui-მ დამიანის “დე-ენ-ემ”-ი წარმატებით შეცვალა და ექსპერიმენტის შედეგად ტყუპი გოგონები, ლულუ და ნანა დაიბადნენ.
მეცნიერის თქმით, მან ექსპერიმენტი ამერიკის ნაცვლად ჩინეთში ჩაატარა, რადგან ამერიკაში გენეტიკის შეცვლის მცდელობაც კი არაკანონიერია.
მაგრამ,  ექსპერიმენტი კანონიერი არც ჩინეთში აღმოჩნდა.  ამ დროისთვის ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს მეცნიერული სამუშაოების შესრულების უფლება შეჩერებული აქვს.

ექსპერიმენტის მონაწილე მეცნიერის, He Jiankui-ს თქმით მან შვიდი წყვილის კვერცხუჯრედებში შეიტანა ცვლილებები, მათ შორის კი წარმატებით განაყოფიერდა ერთი. ის ამბობს, რომ ექსპერიმენტის მიზანია არა გენეტიკური დაავადებებისგან ნაყოფის დაცვა, არამედ მისი უნარის გაძლიერება იმასთვის, რომ სამომავლოდ შეებრძოლოს ინფექციებს, მათ შორის შიდსს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 70 71 72 73 74 99
Page 72 of 99