19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.
ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.
საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.
„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.
დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.
YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.
Reuters
















ამ ფონზე, თითქმის 60-იანი წლების დასაწყისიდან, 40 წელიწადში, ქვეყანამ შეძლო ორ უკიდურესობაში ყოფილიყო, ყველაზე დაბალგანვითარებული აგრარული ქვეყნიდან მსოფლიოს ეკონომიკურ ორბიტაზე, ყველაზე მაღალგანვითარებულ ინდუსტრიული ქვეყნა შეექმნა – ეს სამხრეთ კორეაა. კორეის რესპუბლიკა საბაზრო ეკონომიკის მქონე მსოფლიოს სიდიდით 15-ე ქვეყანაა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ის არის მსოფლიოს დიდი G20 საპატიო წევრი. სამხრეთ კორეა დღესაც განვითარების პროცესშია, აქტიურად ავითარებს ბაზრებს გლობალური მიმართულებით, ატარებს რეფორმებს და უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ შემოსავალს. ის გახლავთ OECD (ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია) წევრი. სამხრეთ კორეა „აზიური ვეფხვების“ უძლიერესი წევრია. კორეის რესპუბლიკა მსოფლიოში ცნობილია ეკონომიკის განვითარების ყველაზე მაღალი ტემპებით, რომელიც 1960-დან 1990 წლამდე ფიქსირდებოდა. 2000 წლისთვის იყო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა, აზიური ვეფხვების სხვა წევრებთან ერთად. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის, ქვეყანას ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი აქვს.

























