close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოასაქართველო

გამოკვებე პლასტმასის ბოთლის ჩაგდებით უპატრონო ძაღლი — თბილისში ახალი აპარატები გამოჩნდა

თბილისში უპატრონო ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები განთავსდება. მერიის განცხადებით, ძაღლების კვების აპარატები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება.

ამ ეტაპისთვის შერჩეულია სამი წერტილი:  რიყის პარკი, ვერის ბაღი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკი.

კვების აპარატები ეკომეგობრულია, გადამუშავების პროცესს უწყობს ხელს და მზის ენერგიას იყენებს. მათი მოხმარება მარტივია.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციამსოფლიო

ტექნოლოგიების დახმარებით, საწოლს მიჯაჭვული ადამიანები კაფეში დისტანციურად მუშაობენ

იაპონიის ერთ-ერთ კაფეში რობოტი მიმტანები ჰყავთ, რომლებსაც საწოლს მიჯაჭვული ადამიანები მართავენ და ამ გზით ისინი საკუთარი თავის ფინანსურ უზრუნველყოფასაც ახერხებენ.

ისინი ყველაფერს მათ თვალწინ დამონტაჟებულ ეკრანზე ხედავენ, მიმტანი რობოტი კი მათი თვალის მოძრაობებს ემორჩილება და სხვადასხვა დავალებებს ასრულებს – იღებს შეკვეთებს, მოაქვს ყავა, ან სულაც კლიენტებს ესაუბრება.

ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ან ელემენტარულ მოძრაობასაც კი ვერ ახერხებენ, ასეთი სამსახური მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ეხმარებათ, რადგან საათში $9 გასამრჯელო სულაც არ არის ცუდი თანხა.

“მინდა, რომ ხელი შევუწყო ისეთი მსოფლიოს შექმნას, სადაც ეს ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ და სამსახურიც ექნებათ”, – ამბობს კენტარო იოშიფუჯი.

სამწუხაროდ კაფე, რომელშიც რობოტების დახმარებით საწოლს მიჯაჭვული ადამიანები არიან დასაქმებული, ახლა სატესტო რეჟიმშია და მხოლოდ რამდენიმე კვირა იმუშავებს. მისი საბოლოო გახსნა კი 2020 წლისთვის იგეგმება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

როდის გამოჩნდება ბაზარზე ხისგან დამზადებული, ეკოლოგიურად სუფთა ტანსაცმელი?

ფინეთის პირველი ლედი ოფიციალურ წვეულებაზე არყის ხისგან დამზადებული კაბით გამოჩნდა. ამ ჟესტით ჟენი ჰაუკიომ მხარდაჭერა გამოხატა ახალი ტექნოლოგიის -Ioncel-ის მიმართ, რომლის საშუალებითაც საფეიქრო ქსოვილს მიღება ისეთი მასალისგან ხდება, როგირიცაა ხე, გადამუშავებული გაზეთები, კარდონი და ძველი ბამბის ქსოვილი. მიღებული ქსოვილისგან კი შესალებელია ვაქციოთ კაბად, შარფად, ჯემპრად და ა.შ.

კაბა, რომელიც ფინეთის პირველ ლედის ეცვა, აალტოს უნივერსიტეტის აკადემიკოსებმა შექმნეს.

ისინი აცხადებენ, რომ Ioncel-ის ტექნოლოგია უფრო ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე ბამბისა და სინთეზური ბოჭკოები.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ფინეთის ტყეებში ხშირად ტარდება გამოხშირვის პროცედურა, როდესაც პატარ-პატარა არყის ხეებს ჭრიან. ეს ხეები კი შესაძლოა, ტანსაცმლის წყაროდ იქცნენ.

ექსპერტები აცხადბენე, რომ გლობალური ნახშიროჟანგის ემისიის 10 პროცენტს მოდის ინდუსტრია იწვევს. ამ ინდუსტრიის ნაწილის, პოლიესტერის ფიბრის შესაქმნელად 70 მილიონი ბარელი ნავთობი იხარჯება. პოლიესტერის დაშლას კი 200 წელზე მეტი ჭირდება.სინტეტიკური ქსოვილის პლასტიკური მიკროფიბრა, რომლის უდიდესი ნაწილი ოკეანეებში ხვდება, გარემოს დაბინძურების კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება.

სხვადასხვა კამპანიის მონაწილეები მომხმარებელს მოუწოდებენ, ახალი ტანსაცმელი ნაკლებად ხშირად იყიდონ, თუმცა მომხმარებლის ქცევის შეცვლა რთულია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მოდის კომპანიები ყოველ სეზონზე ახალ ხაზებს ქმნიან.

მიუხედავად იმისა, რომ Ioncel-ის ტექნოლოგია აალტისა და ჰელსინკის უნივერსიტეტების ქიმიკოსებმა და ინჟინრებმა განავითარეს, ექსპერტების განმარტებით, იმისათვის, რომ ტექნოლოგიის საშუალებით შექმნილი ტანსაცმელი პოპულარული გახდეს, საჭიროა, რომ მათ შექმნაზე დიზაინერებმა იმუშაონ.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის პირველი ლედი პირველი ცნობილი ადამიანი არ გახლავთ, რომელმაც Ioncell-ი ჩაიცვა, საფრანგეთის პრეზედენტი მაკრონს აგვისტოში, აალტას უნივერსიტეტში სტუმრობისას ლურჯი ჯინსის გადამუშავების შედეგად მიღებული შარფი ეკეთა.

აალტას უნივერსიტეტის გუნდი საპილოტე წარმოების ხაზის შექმნას 2020 წლისთვის აპირებს. ისინი იმედოვნებენ, რომ გადამუშავებული არყის ხისგან შექმნილი ტანსაცმელი საშობაო საყიდლების სიაში 2025 წელს გამოჩნდება.

https://www.bbc.com

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ყავა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას არ აზიანებს

იმისთვის, რომ მაგარმა სასმელმა არ გვავნოს და პირიქით, მაქსიმალური სარგებელი მოგვიტანოს, აუცილებელია დავუმატოთ ლიმონი დილის ყავას.
ლიმონიან ყავას თავისი სახელწოდება შემთხვევით არ მიუღია. მის სამშობლოდ იტალია ითვლება, უფრო ზუსტად კი, რომი. მის მოსამზადებლად მხოლოდ ყავის ნატურალურ მარცვლებს, ლიმონის ახალგამოწურულ წვენსა და ცედრას იყენებენ.
მოგეხსენებათ ლიმნის წვენს უნიკალური თვისება აქვს -ამცირებს კოფეინის ნეგატიურ ზეგავლენას ორგანიზმზე. მისი მიღება პრაქტიკულად ყველას შეუძლია. რამდენიმე რჩევა ექიმებისგან თუ რატომ არის სასარგებლო ყავა „რომანო“
1. რომანო სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც უმადობა აწუხებს. ეს ყავა კუჭს აიძულებს, არ იზარმაცოს და წვენი გამოიმუშაოს. უმჯობესია, თუ რომანოს ჭამის შემდეგ დალევთ.
2. სასარგებლოა მათთვის, ვინც ბევრს მუშაობს, ცოტა სძინავს და სასიცოცხლო ძალების ნაკლებობას განიცდის. იმისთვის, რომ რომანომ მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ, დალიეთ დილით ადრე, საუზმიდან 40-60 წუთის შემდეგ.
3.კოფეინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას, ანორმალიზებს გაცვლით პროცესებს და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ყავა გაცივების საწინააღმდეგო საშუალებად შეგვიძლია გამოვიყენოთ და თუ მას ლიმონსაც დავუმატებთ, მისი გამაჯანსაღებელი ეფექტი გაორმაგდება

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ამერიკის კინო აკადემიის მიერ გამორჩეული ფილმები ჟურნალისტების შესახებ

არსებობის ისტორიაში ჰოლივუდი თითქმის ყველა პერიოდში ქმნიდა ჟურნალისტებსა და რეპორტიორების შესახებ საინტერესო ფილმებს. უმრავლესობა მათგანი დადებითი შეფასებებითა და საყოველთაო აღიარებით გამოირჩევა. ის რაც ჩამოთვლილ ხუთივე ფილმს აერთიანებს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოებია, მათგან ოთხი კი რეალური მოვლენების მიხედვითაა გადაღებული:

1.„All the President’s Men“ (1976) – რეჟისორ ალან ჯ. პაკულას

2.“Network“ (1976) – სიდნი ლიუმეტის ფილმი

3.„Good Night, and Good Luck“ (2005)

4.„Spotlight“ (2015) – ოსკარების დაჯილდოების გამარჯვებული ფილმი, დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე

5.„The Post“ (2017) – სტივენ სპილბერგის ფილმი

წყარო : Inc.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

ფუტურისტული ტუალეტი Microsoft-ის შემქმნელისგან – უნიტაზი წყლისა და მილების გარეშე

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა ფუტურისტული ტუალეტი წარმოადგინა, რომელსაც წყალი და საკანალიზაციო მილები არ ჭირდება და ფეკალურ მასებს ქიმიკატების საშუალებით ამუშავებს.

როგორც ბილ გეითსმა როიტერსთან საუბარში განაცხადა, ტუალეტის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაშია დამზადებული. ზოგი -ჩინეთში, ზოგი ტაილანდში, ზოგი კი – შეერთებულ შტატებში.

ტუალეტი, რომელიც გეითსის განცხადებით, ბაზარზე გასატანად მზადაა, იმ სამეცნიერო პროექტების იდეაა, რომელსაც ბილ და მელინდა გეითსების ფონდი აფინანსებს. ეს გახლავთ მსოფლიოს უდიდესი ფილანტროფული ორგანიზაცია.

ბილ გეითსის განმარტებით, ახალ ტუალეტსა და დღევანდელ ტუალეტებს შორის დაახლოებით ისეთი განსხვავებაა, როგორიც თანამედროვე კომპიუტერსა და თავდაპირველად შექმნილ კომპიუტერს შორის.

არასათანადო სანიტარული მდგომარეობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ხუთწლამდე ასაკის ბავშვი იღუპება, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები 200 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

გეითსის ფონდმა პროექტზე დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა და იმისათვის, რომ ტუალეტები ფართომასშტაბიანი დისტრიბუციისთვის იყოს ხელმისაწვდომი სავარაუდოდ დამატებით იმავე რაოდენობის თანხაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ გეითსის ფონდმა ტუალეტის პრეზენტაცია ჩინეთში გამართა, რომლის პრეზიდენტმა სი ძინპინი ქვეყანაში სამწლიანი „ტუალეტის რევოლუცია“ დააანონსა, რომლის ფარგლებში 2020 წლისთვის 64,000 საზოგადოებრივი  ტუალეტის მშენებლობა იგეგმება, რომლის მიზანი ტურიზმის განვითარება და ეკონომიკის ზრდაა.

გეითსი აცხადებს, რომ შემდგომი ნაბიჯი მწარმოებლების წახალისებაა. მისი პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის ტუალეტების ბაზარი 6 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
წყარო : https://www.reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოარელიგია და მეცნიერება

ნაკურთხი წყლის სასწაულებრივი ძალა – თანამედროვე მეცნიერული მტკიცებულებები

მეცნიერება მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით ცდილობს ახსნას სამყაროში მომხდარი თუ არსებული პარადოქსები და სასწაულები. მეცნიერების სწრაფმა განვითარებამ XX ს. საშუალება მოგვცა ადამიანური წარმოსახვის დონეზე ჩავწვდომოდით ბიბლიურ მტკიცებულებებს. XX ს. კაცობრიობამ დაიწყო კოლოსალური მნიშვნელობის აღმოჩენათა სერია: მეცნიერებამ დაამტკიცა სამყაროს წარმოშობის ბიბილური ვერსია “დიდი აფეთქების თეორიის” სახით; მოხდა ქრისტეს კვართის ე.წ. ტურინის სუდარის აუტენტიფიკაცია და ა.შ. მიუხედავად ამისა, მეცნიერება ვერ ხსნიდა ქრისტესა და წმინდანების ერთ-ერთი სასწაულის – წყალზე სიარულის ფენომენს. რამოდენიმე ხნის წინ თანამედროვე მეცნიერება დაინტერესდა წყლით და დაიწყო მისი გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიებით. ამ გამოკვლევებმა, რომლებიც პარალელურად რამოდენიმე ქვეყანაში ტარდება, საოცარი შედეგები გვიჩვენეს…
მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი ზღვის წყალი ძლიერ მარილიანია და სიმჭიდროვე ყველა სხვა წყალზე მაღალი აქვს (1,3-1,4 გ/სმ2 ) მასზე სიარული რა თქმა უნდა მაინც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე სულ ბოლო დრომდე მეცნიერულად არ დასტურდებოდა ამგვარი ფენომენის შესაძლებლობა ფიზიკურად. როგორც გაირკვა, მეცნიერებას XXI ს.-მდე ძლიერ მწირი ინფორმაცია გააჩნდა წყალზე. ეს სუბსტანცია ძალზედ იდუმალი და ცვალებადი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის ცოცხალია!
პირველად მეცნიერებაში ტერმინი “ცოცხალი წყალი” 1920 წ. -დან გაჩნდა, როდესაც ავსტრიელმა ინჟინერ-ჰიდროლოგმა ვიქტორ შაუბერგერმა აღმოაჩინა, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში წყალს აქვს გარკვეული ვიტალური ძალა. მილებში გავლისას წყალი კარგავს თავისი ელექტრონების ნაწილს, რის გამოც მისი მოლეკულების გეომეტრიული სტრუქტურა ირღვევა. თუ გამოვიკვლევთ წყაროს წყალს, მაშინ შევნიშნავთ ფიფქის მსგავს ექვსკუთხოვან სტრუქტურებს. დაახლოებით ამგვარი სტრუქტურა შეინიშნება ახალშობილი ბავშვის უჯრედშორის სითხეში, მაგრამ დროთა განმავლობაში რადიაციის და სხვა დამაბინძურებელი ფაქტორების შედეგად ეს სტრუქტურა ირღვევა; იწყება სხვა და სხვა სახის დაავადებები, დაბერება (თავდაპირველად ჯერ უჯრედულ დონეზე) და ა.შ. შაუბერგერმა დაამუშავა ახლებური მიდგომა წყლის შესაფასებლად, და როგორც ეკოლოგმა შეძლო კიდეც გარკვეული პრაქტიკული სარგებლის მიღება.
სამწუხაროდ, ზეწოლისა და კრიტიკის შედეგად შაუბერგერი თანდათან გაუჩინარდა მეცნიერული სპექტრიდან. სულ რამოდენიმე წლის წინ დიდი მეცნიერის შრომებმა დამსახურებული აღიარება მოიპოვეს. წყლის შესწავლა ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანაში დაიწყო. თანამედროვე მეცნიერებაში წყლის მკვლევართა შორის ერთ-ერთი სახელგანთქმული და ავტორიტეტული მკვლევარი, რუსი მეცნიერი სტანისლავ ზენინი (რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი) თვლის, რომ წყალს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც განპირობებულია ე.წ. “ინფორმაციულ-ფაზურ მდგომარეობაში” სტრუქტურული მეხსიერების გამოვლენის ფენომენით. წყალს შეუძლია მიიღოს, დაიმახსოვროს და გადასცეს ინფორმაცია ელექტრომაგნიტური რხევების შედეგად!
რუსმა მეცნიერმა წყლის გამოკვლევა დაიწყო ჯერ კიდევ 1995 წლიდან. ზენინის გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ წყალი შედგება კლასტერული უჯრედებისგან, რომლებიც მინიატურულ ბიოკომპიუტერებს წარმოადგენენ. ადამიანი 70% წყლისგან შედგება, აქედან გამომდინარე მასზე დიდ ზემოქმედებას ახდენენ გარე ფაქტორები, მაგ. ქიმიური, ელექტრომაგნიტური, მექანიკური და ა.შ. წყლის მოლეკულები ზემოქმედების შედეგად “გადაეწყობიან” და იცვლიან თავიანთ გეომეტრიულ წყობას. აღსანიშნავია, რომ ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა ურთიერთობაც. ზემოქმედების შედეგად იცვლება აგრეთვე დნმ-ს მოლეკულა, რომელიც შესაძლოა სრულიად განადგურდეს. სენსაცია მოახდინა ნაკურთხი წყლის გამოკვლევის შედეგებმა.
მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ნაკურთხი წყალი მართლაც, დიდხანს არ “ფუჭდება” და მას შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება; ურთულესი დაავადებები კი იკურნება განსაკუთრებულად ნაკურთხი წყლით (ე.წ. трёхзвонная вода) შემდეგი მეთოდით: წყალს აკურთხებენ სამ მართმადიდებლურ ეკლესიაში, რომელთა ზარის ხმაც არ უნდა სწვდებოდეს ერთმანეთს. მღვდლებს ან ბერებს წყალი მდუმარედ მოაქვთ და შემდეგ აერთებენ. ასეთ წყალს საოცარი აღმდგენი თვისებები გააჩნია! პროფესორ პავლე გოსკოვის ლაბორატორიაში ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი: ნაკურთხი წყალი გაურიეს ჩვეულებრივ წყალში, რომელიც სხვადასხვა ზომის ჭურჭელში იყო მოთავსებული.
მიუხედავადიმისა, რომ თანაფარდობა იყო უმნიშვნელო (დაახლ. 10 გ./60 ლ.) შემდგომმა ანალიზმა ცხადყო, რომ უბრალო წყალი მთლიანად გადაიქცა ნაკურთხ წყლად, როგორც სტრუქტურულად, ისე ბიოლოგიური თვისებებით. გამოკვლევათა შედეგები განსაკუთრებულად თვალსაჩინოდ წარმოაჩინეს იაპონელმა მეცნიერებმა მასარუ ემოტოს (იოკოჰამის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი მედიცინაში) ხელმძღვანელობით. დოქტორმა ემოტომ ჩაატარა ძვირადღირებული ექსპერიმენტები; მან გაყინა წყალის წვეთი -5°С და მიკროსკოპით დააკვირდა წარმოქმნილ კრისტალებს, შემდეგ კი მიკროსკოპში ჩამონტაჟებული ციფრული ფოტოკამერით გადაიღო უნიკალური სურათები. ემოტომ სხვა და სხვა სახის ზემოქმედება მოახდინა წყალზე, ისევ გაყინა, სურათები გადაუღო და ერთმანეთს შეადარა. დადგინდა, რომ წყლის მოლეკულარულ სტრუქტურას ცვლის ადამიანის ენერგია, ფიქრები, ხმები…


იოანეს სახარებაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც მაცხოვარმა წყალი სთხოვა სამარიელ ქალს. მან კი გაიკვირვა, რადგან სამარიელები და იუდეველები ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ. ქრისტემ მიუგო მას: “შენ რომ იცოდე ღვთიური ნიჭი და ის, თუ ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს” (იოან. 4:10). შემდეგ ქრისტე განმარტავს: “…ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.” (იოან. 4:14). სახარებისეული ეს სიტყვები ჩვეულებრივ განიმარტება, როგორც საუბარი რწმენაზე. თუმც, ვინ იცის… მაცხოვარი ყოვლისშემძლეა და შეუძლია წყლით განკურნება. არამარტო წყლით, არამედ საერთოდ სითხით. გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ქრისტემ განკურნა ბრმა: ქრისტემ “…მიწაზე დააფურთხა, ფურთხით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას, უთხრა “წადი და დაიბანე სილოამის აუზში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.” (იოან. 9:6-7).

მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე წყალზე სიარულის სასწაულის ახსნა. სახარებაში აღწერილია მომენტი, როდესაც ქრისტე და მოწაფეები ზღვაში ნავით მიცურავდნენ. უცაბედად, გრიგალი ამოვარდა. მოწაფეები პანიკაში ჩავარდნენ და მაცხოვარი გააღვიძეს. ქრისტე “წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: დადუმდი, ჩადექ!” (მარკ. 4:38-39). სხვა შემთხვევაში ქრისტე ხმელეთზე იყო, ხოლო მოწაფეები ნავით ზღვაში გავიდნენ. ამ დროს ამოვარდა ღელვა. “…მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს” (მათ. 14:24-26). წყალი ისევ დამშვიდდა. დაახლოებით იგივე მოვლენას ჰქონდა ადგილი, როდესაც მოსემ ზღვა ორად გაჰყო. ებრაელებმა ფსკერზე მშვიდობით გაიარეს, ხოლო ეგვიპტელები წყალმა შთანთქა (გამოს. 14:21, 26). მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სულიერი ძალა რეალურად მართავს წყალს; აწესრიგებს და “ამშვიდებს” მას.

ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა სრულიად განწმენდილი წყლის მიღება? როგორც გაირკვა, არა. არც ბუნებაში არ არსებობს იდეალურად წმინდა წყალი. აბსოლუტურად წმინდა წყალს, მეცნიერთა აზრით ისეთი თვისებები ექნებოდა, რომ წარმოსახვაც კი გაგვიჭირდებოდა. პროფესორ პავლე გოსკოვის ლაბორატორიაში უდიდესი შრომის ფასად მიიღეს წმინდა წყალი მომცრო, სულ რაღაც 2,5 სმ. დიამეტრის კოლბაში. შედეგმა ყველა გააოცა. მოლეკულათა შეჭიდების ძალა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მის გასახლეჩად მეცნიერებს დასჭირდათ 900 კგ. ძალის გამოყენება!

ასეთი წყლის ტბაზე ან ზღვაზე არა თუ ადამიანი, ტანკიც კი თავისუფლად გადავიდოდა; ციგურებით სრიალიც კი იქნებოდა შესაძლებელი! მაცხოვარი თავისი სულიერი ძალით განწმენდდა და ამშვიდებდა ყოველგვარ სითხეს. ქრისტეს მიერ განწმენდილ წყალს კი ადამიანთა მიერ განწმენდილი წყალი ვერ შეედრება, უდაოდ. როგორც მეცნიერები გვირჩევენ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ მივიღოთ ცოცხალი წყალი, რომელსაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, განკურნების დიდი ძალა აქვს.

წყარო:Dრონი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამანქანათმშენებლობამსოფლიო

პირველი წყალბადზე მომუშავე მატარებელი მსოფლიოში

წყალბადის საწვავი საკმაოდ კარგი საშუალებაა სხვადასხვა მანქანისა თუ მატარებლისთვის, რადგან იგი არ აბინძურებს გარემოს და ასევე სხვა საწვავთან შედარებით საგრძნობლად იაფია.

არსებობდა მანქანები, რომლებიც წყალბადის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ გერმანიაში შექმნეს მსოფლიოში პირველი მატარებელი, რომელიც წყალბადით ივლის, მას შეუძლია ერთი სავსე ავზით 1000 კილომეტრი გაიაროს და მიაღწიოს 140 კმ/სთ სიჩქარეს.

შემქმნელები ამბობენ, რომ ჰიდროგენისა(წყალბადი) და ოქსიგენის(ჟანგბადი) კომბინაციის დროს ვიღებთ წყალს, რაც გვაძლევს შედეგს, რომ გარემოს დაბინურება და ხმაური მინიმუმამდე დავიყვანოთ. ასევე მათ განაცხადეს, რომ თუ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს ახალი მატარებლები მათი მასიური გამოშვებაც დაიწყება.

წყარო : Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

გიგანტურმა, 1000-მეტრიანმა ობობების ქსელმა ტბა დაფარა

ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ტბა ვისტონიდა საშინელებათა ფილმის სცენას დაემსგავსა. უამრავმა ობობამ ტბის ზედაპირზე უზარმაზარი- 1000 მეტრიანი ქსელი გააბა.
ტბის ფოტოებზე კარგად ჩანს თუ როგორაა დაფარული ტბის მიმდებარედ არსებული ბუჩქები, ღობეები და პატარა ხეები ობობების ქსელით.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს იშვიათი ფენომენი ასობით ათასმა ტეტრაგნატამ [ობობის სახეობა] გამოიწვია, რომელთა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი შემოდგომის სეზონისთვის არაბუნებრივად თბილი ამინდი გახდა. გარდა ამისა, ობობების რაოდენობის ზრდა კოღოების რაოდენობის ზრდამაც განაპირობა, რომლებსაც ობობები საკვებად იყენებენ.
ბიოლოგისტები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია ქსელის კიდევ უფრო მომატება, ვინაიდან უახლოეს მომავალში კიდევ ტემპერატურის ზრდაა მოსალოდნელი.
მსგავს შემთხვევას საბერძნეთში სექტემბერშიც ჰქონდა ადგილი, როცა რამდენიმე ასეულ მეტრიანმა ობობების ქსელმა აიტოლიკოში ლაგუნას მთელი აღმოსავლეთ მხარე დაფარა.
წყარო : independent.co.uk/news/
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ბამბის ქსოვილი და ტანსაცმელი პლასტმასისგან

400 მილიონი ტონა პლასტმასი იწარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად, მხოლოდ 18 პროცენტი მუშავდება. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ეკონომიკის ფორუმმა განაცხადა – დაახლოებით, 8 მილიარდი კილოგრამი პლასტმასი იძირება ოკეანეში, რაც ყოველ წუთში თითო დიდ სატვირთო პლასტმასს ნიშნავს.

სხვადასხვა ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც წარმატებულია  მოდის სფეროში და სხვადასხვა ტანსაცმელს აწარმოებს, გადაწყვიტა, რომ ასეთი დიდი რაოდენობით პლასტმასს შეეძლო დიდი დახმარება გაეწია მათთვის და გადამუშავების შედეგად, მიიღეს ბამბის ქსოვილი.

ამგვარი CSR-ის ( კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა)  შედეგი არის ის, რომ ოკეანის დასუფთავებაც უფრო აქტუალური გახდა და, ასევე, ნაკლები კაპიტალი იხარჯება ბამბის ქსოვილის მოსაპოვებლად.

წყარო:Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
1 55 56 57 58 59 95
Page 57 of 95