close

ფრაზები

რაზები

ოთარ ჭილაძე : “თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავისუფლებამ გამოაჩინა მონობაში დაგროვებული”

28577708_1470052886456470_8854066525053756908_n

– უწიგნურებას განუკითხაობა მოსდევს. რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყავს ხალხს, მით უფრო ძლიერია და სახელოვანი, – ამბობდა მწერალი ოთარ ჭილაძე და მის ნათქვამში ნამდვილად არის ჭეშმარიტება:

“თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავისუფლებამ გამოაჩინა მონობაში დაგროვილი (გნებავთ შეძენილი).

ერთადერთი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენც ხალხი ვართ, კულტურაა, წერა-კითხვა ვიცით.

ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი, ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზე – რატომღაც ისინი წარმართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.

მხოლოდ ჩვენს სინამდვილეში შეიძლება, ამდენი ქომაგი ჰყავდეს ხალხს და, ამავე დროს, სრულიად უპატრონოდ იყოს მიგდებული. საქართველოს თავისუფლებისათვის კი არ იბრძვიან, არამედ ხელისუფლებისთვის, ყველაფრის უფლების თვის.

უწიგნურებას განუკითხაობა მოსდევს.

რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყავს ხალხს, მით უფრო ძლიერია და სახელოვანი. ჩვენც, ქართველები, შვილებს კი ვანათლებთ სხვებივით, მაგრამ ისინი ან აღარ გვიბრუნდებიან, ან მხოლოდ იმიტომ გვიბრუნდებიან, ცხვირი რომ აგვიბზუონ და დაგვამადლონ თავიანთი “განათლებულობა”.

მართალია, მაინცდამაინც დიდი აზრის არ ვარ ჩვენს საზოგადოებაზე, მაგრამ, დამერწმუნეთ, თავად განვიცდი ამას. საზოგადოების გარეშე ქვეყანა არ არსებობს. საზოგადოების სიავკარგე განსაზღვრავს ქვეყნის კეთილდღეობას, საზოგადოების სიჯანსაღე განსაზღვრავს ხელისუფლების ხარისხს.”

2004 წელი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რაზები

ათი ცხოვრებისეული ფრაზა ოთარ ჭილაძისგან

crop

1. ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ კი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი.

2. მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება მისი სურნელი კი არა.სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე..

3. სახლი კი მხოლოდ იმ ადგილს ნიშნავს,სადაც სხეული ეშვება ხოლმე, ვით სულის ღუზა.

4. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რას ფიქრობს გულში. მთავარია, ვინ რას სჩადის, შეგნებულად თუ მისდაუნებურად. ორივე შემთხვევაში ღმერთის ნებით სჩადის, რადგან ღმერთი არა მარტო მსაჯულია, არამედ წარმმართველი ჩვენი გრძნობებისა. დავუჯერებთ – დაგვსჯის, არ დავუჯერებთ და, უარესად ! საოცარი და საწყენი სწორედ ის არის, დამჯერი გაცილებით მკაცრად რომ ისჯება. ასეთია ღვთაებრივი სამართალი, რასაც ჩვენ (ბრმები, სულელები, უმწეონი) უსამართლობას ვეძახით და არც კი ვუკვირდებით, რამდენად უსამართლონი ვართ თავად ღმერთის მიმართ.

5. მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

6. სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობს გასაგები გახდეს ვინმესთვის.

7. ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.

8. ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორად საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით გულმოკლული და შეძრწუნებული ახლობლებისა. ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ, უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლად იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთ გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი დაეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სსხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი”

9. რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ მით უკეთესი, მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს. თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს, მოსამზადებელი დროა, აი როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები – ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები.

9. მთავარი უბედურება კი ისაა, თავად რომ არის ადამიანი ყველაფერში დამნაშავე, თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი და ყური – ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც… მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება სულ, გაჩენის დღიდან, და აქამდე არ იცის ვერ დაუდგენია, რომელი ურჩევნია, რომელ ნაპირს მიეტმასნოს უფრო მეტად, რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით, რომელს მიეფეროს და რომელს გაულაწუნოს მღვრიე ტალღა სილასავით.

10. თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს.. ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით..

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რაზები

გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი

59160-890x395_c

იანუშ კორჩაკი (Janusz Korczak, ნამდვილი სახელი – Henryk Goldszmit; 1878 — 1942) – გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე.

პოლონეთის ოკუპაციის წლებში იბრძოდა ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის. დაიღუპა ტრებლინკის გაზის კამერაში თავის 200 აღსაზრდელთან ერთად.

ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.

ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.

არ დაამცირო

არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.

ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.

შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.

გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.

გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.

წყარო : www.jolo.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ატეგორიის გარეშერაზები

40 გენიალური მოკლე პასუხი კითხვაზე რა არის ბედნიერება

bednieri_mini_mini

ბედნიერებაა:

1. შეყვარება

2. სახის კუნთების ატკიებამდე სიცილი

3. ცხელი შხაპი

4. როდესაც სუპერმარკეტში რიგი არაა

5. ლამაზ გზაზე ავტომობილით სიარული

6. საყვარელი სიმღერის რადიოში “დაჭერა”

7. საწოლში წოლა და გარეთ წვიმის ხმის მოსმენა

8. შოკოლადისა და რძის (ან ვანილის…. ან მარწყვის…) კოქტეილი

9.  ქაფიანი აბაზანა

10.  ხითხითი

11. საუბარი საინტერესო ადამიანთან

12. პლაჟი…

13. შარშანდელი 20 ლარიანის აღმოჩენა პალტოს ჯიბეში

14. საკუთარ თავზე სიცილი

15. თვალებით კონტაქტი საწინააღმდეგო სქესის სექსუალურ წარმომადგენელთან

16. ზარი შუა ღამეზე, რომელიც საათობით გრძელდება

17. ეზოს სარწყავი ფანტანის ქვეშ სირბილი

18.  სიცილი სრულიად უმიზეზოდ

19. როდესაც გყავს ადამიანი, ვინც გეუბნება, რომ ლამაზი ხარ/კარგად გამოიყურები

20.  მეგობრები…

21. შემთხვევით ყურის მოკვრა ვინმეს საუბარზე, რომელიც შენზე სასიამოვნო რაღაცებს ამბობს

22. გაღვიძება და იმის გააზრება, რომ კიდევ რამდენიმე საათი გაქვს ძილისთვის

23. პირველი კოცნა (ან პირველი კოცნა ახალ პარტნიორთან)

24. დროის გატარება ძველ მეგობრებთან

25. ლეკვთან თამაში

26. გყავდეს ვინმე, ვინც შენს თმას ეთამაშება

27. ტკბილი სიზმრები

28. ცხელი შოკოლადი

29. ლაშქრობა მეგობრებთან ერთად

30. ზღვის ტალღებთან თამაში

31. მომხიბლავი უცნობის მზერა

32. შოკოლადის ნამცხვრების გამოცხობა და ჭამა…

33. საყვარელი ადამიანის ხელის ხელში ჭერა

34. ძველ ნაცნობთან შევლა და იმის გაცნობიერება, რომ ზოგი კარგი რამ არასდროს იცვლება

35. სიხარულის ემოცია სხვის სახეზე, როდესაც ის შენს საჩუქარს ხსნის

36. მზის ამოსვლის ყურება

37. როდესაც იღვიძებ და მადლიერი ხარ კიდევ ერთი ლამაზი დღის

38. როდესაც იცი, რომ ვიღაცას ენატრები

39. საყვარელ ადამიანთან ჩახუტება

40. როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ სწორად მოიქეცი და მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ სხვები

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
აქართველოილოსოფიარაზები

ოტია იოსელიანის ცხოვრებისეული გამონათქვამები : “სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს!”

0E9A02D3-D4A6-4C6E-87AC-A2FD86CF55D9_cx0_cy3_cw0_w1023_r1_s

ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.

  • ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.
  • ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?
  • არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის….
  • დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.
  • გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.
  • შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება.
  • თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?
  • სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…
  • ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.
  • ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.
  • ჭკუა თავშია და არა ხანში.
  • სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!
  • სიყვარული… შენ სიყვარული კი არა ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყავს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს – თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი.
  • ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა…მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…
  • ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.
  • თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა, არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება.
  • სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ილოსოფიარაზები

გურამ რჩეულიშვილის უკანასკნელი წერილი დედას

guram_17

,,მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, რომ არა ვარ ამ ქების ღირსი, ჯობია – დამეთანხმე – გაგინებდნენ და არ იყო ამ გინების ღირსი, თუნდაც აკეთებდე ცუდს და არ იყო სინამდვილეში ცუდი, ვიდრე გაქებდნენ და ტყუილა, აკეთებდე კარგს და იყო ცუდი კაცი, თვალთმაქცი.

გეფიცები, დედა, დედას გეფიცები, რომ მე ალბათ ღმერთის სამსჯავროს წინაც არ გავიმართლებდი ასე მხურვალედ თავს; თვითონ იცი, რომ როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მე სიტყვით მხოლოდ ვუორკეცებ ხოლმე მთქმელს თავის აზრს, რადგან ზიზღს იწვევს ჩემში ყოველგვარი თავის მართლება;

და მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის; თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის.

კარგად იყავი, ჩემო დედა.

გწამდეს ჩემი.

როგორმე მოუარე ნერვებს ასეთ პირობებში.

თუმცა ძალიან ძნელია თვითეული კალმის მოსმა ჩემთვის ამ სიყალბისა და თვალთმაქცების ხელში, მაგრამ შედეგი ორმაგად ძვირფასი იქნება და ყველაზე პირველმა მინდა, რომ შენ გაიგო ეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე და დილით საშინელი თავის ტკივილით ავდექი, როცა მამასგან შენი ავად გახდომის ამბავი გავიგე.’’

გურამი წერილის დაწერიდან 4 დღეში დაიღუპა.

სრულად ნახვა
რაზები

ასწავლეთ თქვენს შვილებს მადლიერება – დეილ კარნეგის 7 წესი სულიერი სიმშვიდისკენ

00751565.jpg

წესი 1. თქვენი გონება დატვირთეთ აზრებით სიმშვიდეზე, სიმამაცეზე, ჯანმრთელობასა და იმედზე, “ჩვენი ცხოვრება ხომ ისაა, რასაც ვფიქრობთ მასზე”;

წესი 2. ნურასოდეს ნუ შეეცდებით თქვენს მტრებთან ანგარიშის გასწორებას, რამეთუ ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ – ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გიყვართ.

წესი 3. იმის მაგივრად, რომ უმადურობის გამო განიცადოთ, მისთვის მზად იყავით. გახსოვდეთ, რომ იესომ ერთ დღეში ათი კეთროვანი განკურნა და მხოლოდ ერთმა გადაუხადა მადლობა. რატომ ელოდებით უფრო მეტ მადლიერებას, ვიდრე იესომ მიიღო? – გახსოვდეთ, რომ ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხია არა მადლიერების მოლოდინი, არამედ მადლის ქმნა მისგან მიღებული სიხარულის გამო. – გახსოვდეთ, რომ მადლიერება ხასიათის ისეთი ნიშანია, რომელიც აღზრდის შედეგია, ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები მადლიერები იყვნენ, ასწავლეთ მათ ეს.

წესი 4. აღრიცხეთ თქვენი წარმატებები და არა თქვენი უსიამოვნებები!

წესი 5. ნუ მიბაძავთ სხვებს. იპოვნეთ საკუთარი თავი , “შური ხომ უცოდინრობაა, მიბაძვა კი, თვითმკვლელობა”.

წესი 6. როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ.

წესი 7. დაივიწყეთ თქვენი საკუთარი უსიამოვნებები, ეცადეთ სხვებს მიანიჭოთ მცირეოდენი ბედნიერება. “სხვისთვის სიკეთის კეთებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეხმარებით”.

ამონარიდი დეილ კარნეგის წიგნიდან “როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება”

სრულად ნახვა
რაზები

ჯემალ ქარჩხაძე – პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია 🇬🇪

250px-Jemal_qarchxadze

„პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულზე დადიოდეს და შენს სხეულს თელავდეს.”

ჯემალ ქარჩხაძე 🇬🇪

სრულად ნახვა
რაზები

სტივენ ჰოკინგის ცხოვრებისეული წესები

20011009_zaf_t54_001-pic685-685×390-46729

აზრზე არ ვარ რამდენია ჩემი IQ , ეს მხოლოდ წარუმატებელ ადამიანებს აინტერესებთ.

შესაძლოა რაღაცები კარგად გამომდის, მაგრამ მთლად აინშტაინი არ ვარ.

ჩემი მიზანი ძალიან უბრალოა. მე მინდა შევიცნო სამყარო: რატომ არის ის ასე მოწყობილი და რატომ ვართ ჩვენ აქ.

განტოლება მათემატიკის ყველაზე მოსაწყენი ნაწილია, მე ვცდილობ ყველაფერს გეომეტრიის ტერმინებით ვუყურო.

ჩვენ მხოლოდ  მაიმუნების განვითარებული შთამომავლები ვართ, პატარა პლანეტაზე მცხოვრებნი, არაფრით გამორჩეული მზით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სამყარო შევიცნოთ! აი, ეს კი გამორჩეულებს გვხდის.

ჩემი აზრით, კომპიუტერული ვირუსები სიცოცხლის ფორმად უნდა მიიჩნეოდეს, ეს კარგად მეტყველებს ადამიანის ბუნებაზე: ერთადერთი სიცოცხლის ფორმა, რომელიც დღემდე შევქმენით – დამანგრეველია: ჩვენ ვქმნით სიცოცხლეს, რომელიც ბუნებით ძალიან ჰგავს ჩვენსას.

არ უნდა გვიკვირდეს, რომ სამყარო სიცოცხლისთვის ხელსაყრელად არის მოწყობილი. ეს სულაც არ ამტკიცებს იმას, რომ მისი შექმნა სწორედ ამისთვის იყო ჩაფიქრებული.

ჩვენ შესაძლოა დავაკავშიროთ სამყაროს მოწყობა ღმერთის სახელთან, მაგრამ ეს იქნება უპიროვნებო ღმერთი. ფიზიკის კანონებში არ არსებობს პიროვნული მახასიათებლები.

ცოდნის მთავარი მტერი, არა უცოდინრობა, არამედ ცოდნის ილუზიაა.

მთელი ჩემი ცხოვრება მაოცებდა ის მთავარი კითხვა, რომელსაც მუდმივად ვეჯახებოდი და რომელზეც პასუხის პოვნას მეცნიერულ დონეზე ვცდილობდი, ვფიქრობ, ამიტომ გავყიდე ფიზიკის შესახებ დაწერილი იმაზე მეტი წიგნი, ვიდრე მადონამ – სექსის შესახებ დაწერილი წიგნები გაყიდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა მუშაობაში მეხმარება, მაგრამ ის მეხმარება ვკონცენტრირდე კვლევებზე, ლექციებiსა და მოსაწყენი კონფერენციების თავის არიდებით.

ოდესღაც მხოლოდ ერთი საშუალებით შემეძლოა კომუნიკაცია: წარბს მაღლა ვწევდი, როდესაც ბარათზე დაწერილ ასოს მაჩვენებდნენ. ეს ძალზე ნელი პროცესი იყო, მე არ შემეძლო ლაპარაკი ადამიანებთან და, რაღა თქმა უნდა, არ შემეძლო სამეცნიერო ნაშრომის დაწერა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მაქვს საკმარისი ძალა ხელებში, რომ დავაჭირო პატარა ჩამრთველს თითი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან, მის მონიტორზე კი მუდმივად მოძრაობს კურსორი, რომელიც  მეხმარება ეკრანზე გამოსახული სიიდან სიტყვების არჩევაში. სიტყვები, რომლებიც უკვე არჩეული მაქვს, მონიტორის ზედა ნაწილში გამოისახება, როდესაც ფრაზას სრულად ავაწყობ, ხმოვან სინთეზატორში ვაგზავნი. ეს სინთეზატორი უკვე ძველია, ის 13 წელს ითვლის, მაგრამ მას ძალიან მივეჩვიე. ნაწილობრივ, იმიტომ რომ, უკვე ჩემი ასოცირება მხოლოდ მასთან ხდება, ნაწილობრი კი, ის არც ისე მონოტონურია, როგორც დანარჩენები და მისი ინტონაციაც თითქმის ისევე იცვლება, როგორც ადამიანის, არავის სურს ილაპრაკოს, როგორც მანქანამ ან მიკი მაუსმა.

იქ სადაც სიცოცხლეა, არის იმედიც.

თუ სადმე მინდა გამგზავრება, ეს ადგილი ნამდვილად არ მდებარეობს დედამიწაზე, არამედ ის კოსმოსშია. მე, რომ ვიყო ვინმე, ბილ გეიტსისნაირი, კოსმოსურ ხომალდს დავიქირავებდი, რაც ასეულობით მილიონი დოლარი დამიჯდებოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ მეცნიერებასა და კვლევით საქმიანობას მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ფულის გამომუშავებას.

ჩემი ოცნება ისეთი წიგნის დაწერაა, რომელიც აეროპორტის ჯიხურებში გაიყიდება, მაგრამ როგორც ჩანს, გამომცემლობამ ამისათვის ყდაზე შიშველი ქალი უნდა დაბეჭდოს.

იქნებ მჯერა კიდეც ღმერთის, თუ ღმერთის განსახიერებად იმ ძალებს გულისხმობთ, რომლებიც სამყაროს მართავენ.

აინშტაინი არასდროს ეთანხმებოდა კვანტური მექანიკის პრინციპებს, შემთხვევითობის მემკვიდრეობითი ელემენტისა და არაპერმანენტულობის გამო. ის ამბობდა: „ღმერთი კამათლით არ თამაშობს“ – ის ორჯერ შეცდა. შავი ხვრელების არსებობა ამტკიცებს, რომ ღმერთი კამათლებით არამხოლოდ თამაშობს, არამედ მას იქ ისვრის, სადაც ვერავინ იპოვის.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მომავლიდან ტურისტები ჯერ არ გვწვევიან.

სამეცნიერო ფანტასტიკა, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. ის ასტიმულირებს წარმოსახვას და გვათავისუფლებს მომავლის შიშისაგან, თუმცა მეცნიერული ფაქტები შესაძლებელია კიდევ უფრო განმაცვიფრებელი იყოს. სამეცნიერო ფანტასტიკაში არც კი დაუშვიათ ისეთი რამის არსებობა, როგორიც შავი ხვრელია.

ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის პირისპირაც კაცობრიობა მდგარა, ჩვენი აგრესიული ინსტიქტებია. პირველყოფილი ადამიანებისთვის ეს ინსტიქტები აუცილებელი იყო გადარჩენისათვის და გენეტიკური კოდის სახით, ისინი ჩვენს ტვინში აღიბეჭდა, რაც ნაკარნახები იყო დარვინის ბუნებრივი გადარჩევით. ახლა, ყველა იმ ატომური იარაღით, რაც ჩვენ გვაქვს, ვეღარ დავუცდით იმას, თუ როდის გადაგვარჩენს ევოლუცია ჩვენი ინსტიქტებისგან, ვშიშობ, ჩვენ გენეტიკური ინჟინერიის გამოყენება მოგვიწევს.

ვიღაცამ მითხრა, რომ ყოველი განტოლება, რომელიც წიგნში შემაქვს, წიგნის გაყიდვებს ორჯერ ამცირებს.

არავის შეუძლია კამათი მათემატიკურ თეორემასთან.

როდესაც მესმის, შრედინგერის კატის შესახებ, ჩემი ხელი პისტოლეტისაკენ იწევს. (ერვინ შრედინგერს აზრითი ექსპერიმენტით სურდა ეჩვენებინა კვანტური მექანიკის არასრულფასოვნება).

არ ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანების რასა კიდევ 1000 წელს მაინც გასტანს, თუკი ისინი არ იპოვნიან კოსმოსში გაჭრის გზებს. ბევრი სცენარი არსებობს იმის, თუ როგორ შეიძლება ამოწყდეს ყოველი სულიერი პატარა პლანეტაზე, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ვარსკვლავებამდე.

მე შევამჩნიე, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი დაბადებისთანავე გადაწყვეტილია და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, გზის გადაკვეთისას ორივე მხარეს იყურებიან.

ინტერნეტში ძრომიალი ისეთივე უაზრობაა, როგორიც ტელევიზორში არხების მუდმივი ცვლა.

ჩემი ლაპარაკის სინთეზატორი ამერიკული აქცენტით ლაპარაკობს. მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ამერიკული და სკანდინავიური აქცენტები ქალებს ყველაზე მეტად მოსწონთ.

მე ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვგრძნობ თავს ამიოტროფული ლატერალური სკლეროზით (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება) პასუხი მარტივია – არც ისე კარგად.

მხოლოდ ჩემი უფროსი ვაჟი – რობერტი ინტერესდება მეცნიერებით, ის მაიკროსოფტში კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობს. ჩემი ქალიშვილი, ლუსი, ფრანგულსა და რუსულს სწავლობს, ახლა ის ჟურნალისტია. ჩემი უმცროსი ვაჟი, თიმი, უნივერსიტეტში ფრანგულსა და ესპანურს შეისწავლის. მე, ასევე შვილიშვილიც მყავს, უილიამი, რომელიც ჯერ ახლა სწავლობს ლაპარაკს, თუმცა უკვე გაგიჟებით უყვარს კომპიუტერები.

ცხოვრება ძალზე ტრაგიკული იქნებოდა, ასეთი სასაცილო რომ არ იყოს.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ არ დანებდე.

სრულად ნახვა
რაზები

რა არის სამშობლო? – ნოდარ დუმბაძე

news_33051-890x395_c

სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხესა თუ მეხუთეში.

 – დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო!  – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.

 – სამშობლო… სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და…

 – კიდევ?  – ჩამეკითხა მასწავლებელი.

ძალიან დიდხანს ვიფიქრე.

 – დაჯექი, დუმბაძე!  – მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე.

 – არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი! ვიცი და ვერ ვამბობ,  – შევეხვეწე და ტირილი დავიწყე. ტირილი იმიტომ დავიწყე, რომ ფრიადოსანი ვიყავი და, წესით, ყველაფერი უნდა მცოდნოდა. მახსოვს, ძლივს დამამშვიდა მასწავლებელმა. მერე რაფიელ ერისთავის ლექსი “სამშობლო ხევსურისა” აგვიხსნა და საზეპიროდაც მოგვცა.

მაინც რა არის სამშობლო?

იქნებ მართლა რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია: “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!” მაშ, იმხელა ლექსი რაღად დაწერა? ეს ორი სტრიქონი დასკვნაა მხოლოდ თუ ფორმულა?

ან იქნებ აკაკის “განთიადია” სამშობლო!..

ან ვაჟას სიმღერა  – „სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება!”

ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი” არის, დემეტრე მეფის “შენ ხარ ვენახია”, პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და “ვეფხისტყაოსანია”…

იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია  – ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას,

ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.

რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული. რომელი ერთი ჩამოვთვალო!

კიდევ რა არის სამშობლო?

თვითმფრინავიდან რომ გადმოხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება  – ეს არის სამშობლო.

კიდევ?

კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა  – ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა… თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.

კიდევ რა  – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ სხვა სოფელში წახვიდე.

როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

 – მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, მიპასუხეთ, რა არის სამშობლო?  – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.

 – მე მეკითხებით?  – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.

 – დიახ, თქვენ! იქნებ არ იცით?

 – როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში…

 – დიახ, ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში…

 – ასე უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსათვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო,  – მიპასუხებს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.

 – იქნებ შენ მაინც მითხრა, რა არის სამშობლო?  – ვეკითხები ჩემს მარადიულ ბებიას.

 – მაგი რომ ვიცოდე, მაშინ რა მიჭირს, ნენა… სამშობლო ალბათ სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ამ ქვეყნიდან ყველა კაცი სიცოცხლით გაუმაძღარი,  – მიპასუხებს იგი.

სრულად ნახვა
1 2 3 11
Page 1 of 11