close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
ორმაგი ოქრო:
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ – „საფერავი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – „ქისი 2017“;
ოქრო:
„მეღვინეობა ბესინი“ – ქინძმარაული პრემიუმი 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ – მუკუზანი 2017;
„ბოლერო და კომპანია“ – დაისი, ქისი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – საფერავი რეზერვი 2014;
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ – წარაფი;
„ვაზი+“ (მეღვინეობა ბინეხი)- რქაწითელი ქვევრი 2015
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი ქვევრი 2014;
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი რეზერვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – საფერავი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი 2018;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი, ქვევრი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი, ქვევრი 2016;
კორპორაცია „ქინძმარაული“ – ალაზნის ველი 2016;
„შალაურის ღვინის მარანი“ – რქაწითელი 2014;
ვერცხლი:
„მეღვინეობა ვაზიანი” – საფერავი, კაბერნე 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ – ბესინი, ქვევრი თეთრი, 2017;
„ბოლერო და კომპანია“ – დაისი, რქაწითელი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – მუკუზანი 2016;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“- ცქრიალა “ბრუტი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – ხიხვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – მწვანე 2017.
„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2018 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.
იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაცია

კვლევა: ადამიანებმა, რომლებმაც Facebook-ი ერთი თვით გააუქმეს, თავი ბედნიერად იგრძნეს

სტენფორდისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯგუფებმა ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი Facebook-ს ერთი თვით აუქმებს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

მკვლევართა გუნდმა 2,488 ადამიანი Facebook ექაუნთის გაუქმებაზე დაითანხმა. ისინი სოცქსელში დღეში ერთ საათს მაინც ატარებდნენ.

ამის შემდეგ მკვლევრებმა შეადარეს ადამიანთა ორი ჯგუფის – Facebook-ის მომხმარებლებისა და ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ქცევა.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ ის ადამიანები, რომლებიც Facebook-ს აღარ მოიხმარდნენ, უფრო ბედნიერები იყვნენ. ეს მათ ქცევაშიც აისახა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, Facebook-ის ექაუნთის გაუქმება ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

ბრიტანეთში ჩვილს ხერხემალზე ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს

დიდ ბრიტანეთში, ესექსში ექიმებმა ჩვილს ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

26 წლის ბეთან სიმპსონმა ორსულობის მე-20 კვირას აღმოაჩინა, რომ მის შვილს სპინა ბიფიდა სჭირდა. ეს არის განვითარების ანომალია: ხერხემლის არხის არასრული დახურვა, რაც განპირობებულია მალის სხეულის და რკალის თანდაყოლილი დეფექტით.

სიმპსონი ბრიტანეთში პირველი ქალი გახდა, რომელსაც ოპერაცია (ორსულობის 24-ე კვირაზე) ნაყოფზე საშვილოსნოშივე გაუკეთდა. 4-საათიანი ოპერაციის დროს მისი საშვილოსნო გაჭრეს და ჩვილის ხერხემალზე შესაბამისი პროცედურები ჩაატარეს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბავშვი აპრილში დაიბადება.

სპინა ბიფიდა 10 000 ორსულობის შემთხვევიდან 4-ში ვითარდება ხოლმე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

აფრიკაში ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს

აფრიკაში, კერძოდ კი კენიაში, ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს. ამის შესახებ ფოტოგრაფი უილ ბერარ ლუკასი იტყობინება.

მან ექსპედიცია სან დიეგოს ზოოპარკის მეცნიერებთან ერთად მოაწყო და ფოტოაპარატმაც იშვიათი სანახაობა აღბეჭდა.

შავი ლეოპარდის უკანასკნელი ფოტო 1909 წელს გადაიღეს.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

აფრიკაში ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს

აფრიკაში, კერძოდ კი კენიაში, ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს. ამის შესახებ ფოტოგრაფი უილ ბერარ ლუკასი იტყობინება.

მან ექსპედიცია სან დიეგოს ზოოპარკის მეცნიერებთან ერთად მოაწყო და ფოტოაპარატმაც იშვიათი სანახაობა აღბეჭდა.

შავი ლეოპარდის უკანასკნელი ფოტო 1909 წელს გადაიღეს

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

აფრიკაში ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს

აფრიკაში, კერძოდ კი კენიაში, ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს. ამის შესახებ ფოტოგრაფი უილ ბერარ ლუკასი იტყობინება.

მან ექსპედიცია სან დიეგოს ზოოპარკის მეცნიერებთან ერთად მოაწყო და ფოტოაპარატმაც იშვიათი სანახაობა აღბეჭდა.

შავი ლეოპარდის უკანასკნელი ფოტო 1909 წელს გადაიღეს

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში შვიდი ქართველია

პარიზის გრანპრის შემდეგ ძიუდოს მსოფლიოს ორგანიზაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სასიამოვნოა, რომ რეიტინგის პირველ ათეულში შვიდი ქართველია.

შვიდი სპორტსმენიდან ხუთი – საქართველოს სახელით ასპარეზობს. ათეულში ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი მოხვდნენ.

ორი ძიუდოისტი საქართველოში აღზრდილი, ოღონდ უცხო ქვეყნის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი და რობერტ მშვიდობაძე არიან.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციაკულტურარობოტექნიკა

შუბერტის „დაუსრულებელი“ სიმფონია რობოტმა დაასრულა

შუბერტის მერვე სიმფონიის შექმნა 1822 წელს დაიწყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერავინ მიხვდა, რომ შუბერტმა სამუშაო ბოლომდე არ დაასრულა.

გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიციის პირველი ორი ნაწილი დასრულებული, ხოლო ბოლო ორი ნაწილის ფრაგმენტები დაუსრულებელი იყო.

სწორედ ამიტომ Huawei-მ გადაწყვიტა საქმეში ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოეყენებინა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კომპოზიტორ ლუკას კანტორის დახმარებით განახორციელდა.

ირკვევა, რომ ჩინურმა კომპანიამ Huawei Mate 20 Pro-ზე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რათა ახალი მელოდიები შეექმნა.

ახალი კომპოზიცია ლონდონის კადოგანის ჰოლში 4 თებერვალს შესრულდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინასაქართველო

წყალტუბოში სასუნთქი გზების გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე “საწურბლიას მღვიმე” გაზაფხულზე გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

“საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს. საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ში მდებარეობს”- ნათქვამია ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით იყო დაფინანსებული.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

19 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მკლავი ლეგოს კუბიკებით ააწყო

19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.

ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.

საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.

„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.

დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.

YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.

Reuters

სრულად ნახვა
1 56 57 58 59 60 100
Page 58 of 100