close
ეს საინტერესოამსოფლიო

ინსტაგრამის რეკორდსმენი კვერცხი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე „ზრუნავს“

„ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული პოსტი- კვერცხის ფოტო სინამდვილეში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების კამპანიის ნაწილია.

კვერცხი, რომელიც იუჯინის სახელწოდებითაა ცნობილი, „გადაჭარბებული ყურადღებისგან მიღებული სტრესის“ შედეგად გატყდა. გატეხილი კვერცხის ფოტოს გასწვრივ განთავსებული მესიჯი იმ ადამიანებს, რომლებიც იგივეს განიცდიან, რჩევას აძლევს : „თუ ზეწოლას განიცდით, ეწვიეთ ვებგვერდს – alkegg.info რათა გაიგოთ მეტი.”

ბმულს მომხმარებელი გადაჰყავს ვებ გვერდზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სიაა გამოქვეყნებული და ასევე ის სერვისები, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის ამ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.

არაფრით გამორჩეული კვერცხის ფოტო 52 მილიონმა მომხმარებელმა მოიწონა და ამ შედეგით გადაუსწრო კარდაშიანების ოჯახის წევრის, კაილი ჯენერისა და მისი შვილის ფოტოს, რომელსაც სოციალურ ქსელში 18 მილიონამდე მოწონება ჰქონდა.

კვერცხის ექაუნთი 29 წლის კრის გოდფრიმ შექმნა, რომელიც ლონდონში, სარეკლამო სააგენტო The & Partnership-ში მუშაობს.

ფოტო „ინსტაგრამზე“ 4 იანვარს აიტვირთა წარწერით: „მოდი, ერთად დავამყაროთ მსოფლიო რეკორდი და ვაქციოთ ეს პოსტი „ინსტაგრამის“ ყველაზე მეტად „მოწონებულ“ პოსტად. დავამარცხოთ კაილი ჯენერის რეკორდი“.

ამის საპასუხოდ კაილი ჯენერმა საკუთარ ანგარიშზე ვიდეო განათავსა, სადაც ის კვერცხს ცხელ ზედაპირზე ახლის.

კრის გოდფრი კი აცხადებს, რომ კვერცხს არ აქვს სქესი, რასა და რელიგია. ის უნივერსალურია და სწორედ ამ მიზეზის გამო, დღემდე არავის აგრესია გამოუწვევია.

აღსანიშნავია, რომ „რეკორდსმენი კვერცხის“  შემდეგ „ინსტაგრამზე“ ხინკლის ფოტო გამოჩნდა წარწერით: „თუკი კაილი ჯენერმა და კვერცხმა დააგროვეს მილიონობით მოწონება, ვერ დაამარცხებს მათ ხინკალი?“. პოსტი სოციალურ ქსელში 14 იანვარს, 14:00 საათისათვის აიტვირთა და ჯერ-ჯერობით ასი ათასამდე მოწონება აქვს.

წყარო :  BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0