close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

ჩინელმა მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კომპიუტერი ააწყვეს

 

ჩინელმა მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კომპიუტერი ააწყვეს. Tianhe-1A–ს შეუძლია 2,5 ათასი ტრილიონი ოპერაციის ერთ წამში შესრულება. ამ ახალი კომპიუტერით ჩინეთმა ამერიკას გადააწრო ტექნოლოგიურ სამყაროში. ჩინური კომპიუტერი 30%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე ამერიკელების ყველაზე სწრაფი კომპიუტერი.

Tianhe-1A–ს აქვს 7000 გრაფიკული პროცესორი და 14000 Intel–ის ამერიკული ჩიპი. პროცესორი 150 ტონას იწონის. კომპიუტერს შეუძლია 100 მილიონი წიგნის ოდენობის ინფორმაციის შენახვა, რაც მართლაც აღსანიშნავია.

კომპიუტერის გამოყენება იგეგმება ბიომედიცინისა და ამინდის პროგნოზის გამოკვლევისათვის, ასევე სხვა უამრავი ახალი რამის შესაქმნელად.

ჩინელებს მომავლისთვის უკეთესი გეგმები აქვთ,  ისინი აპირებენ, რომ ამერიკული ჩიპების მაგივრად თავიანთი დამზადებული და გამოშვებული ჩიპებით ისარგებლონ.

ეს შეჯიბრი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კომპიუტერის თაობაზე საკმაოდ პრესტიჟული გახდა მთელ მსოფლიოში. 10 ყველაზე საუკეთესო კომპიუტერი სამ ქვეყანაშია გადანაწილებული – 7 ამერიკაში, 2 ჩინეთში, 1 კი გერმანიაში.

 

წყარო: http://inc.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაცია

,,BMW–მ” ინოვაცია დანერგა

ავტომობილების მწარმოებელ კომპანია ,,BMW–ს” ყოველთვის ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც მომხმარებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ თავის ავტომობილებში MP3ფლეიერი ახლად გამოსული iPod-ით შეცვალა. მძღოლებს საშუალება ჰქონდათ iPodi-ის, როგორც საჭზე ფიქსირებული პანელის, ასევე სტერეო სისტემის საშუალებით მანიპულირება.

ავტომობილების სხვა მწარმოებლებმა, Volvo–მ, Ferrari–მ და Honda–მ მიბაძეს BMW–ს. Ford–მა და GM–მა კი ბევრი იფიქრეს, მოეწონებოდა თუ არა მათ მომხმარებელს ეს ინოვაცია და შემდგომში, მოგვიანებით, გადაწყვიტეს მიებაძათ მისთვის.

სიახლის დანერგვის ასეთი სხვაობა დროში, უპირველეს ყოვლისა, იმითაა განპირობებული, რომ იმპულსის არმქონე კომპანიები ყოველივე ახლის დანერგვისას სერიოზულ მარკეტინგულ კვლევას ატარებენ. ამ შემთხვევაში ისინი შემდეგ კითხვას დაუსვამენ მომხმარებელს: „გთხოვთ, შეაფასოთ ავტომობილში iPod-ის გამოყენების სარგებლიანობა 5–ბალიანი შკალის საშუალებით“. გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მალე და მარტივად მოხდებოდა, თუ ისინი დააკვირდებოდნენ მომხმარებლის ქცევას, რომლებიც ყურსასმენს მხოლოდ ავტომობილში ჩაჯდომისას თუ იხსნიდნენ.

 

წყარო: harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე წამში ისეთი სამუშაო შეასრულა, რასაც ადვოკატები 360 ათასი საათი მოუნდებოდნენ

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის უმსხვილესმა ბანკმა- JP Morgan Chase & Co.-მ  – სხვადასხვა ოპერაციის განსახორციელებლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა – შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა – მან რამდენიმე წამში ისეთი სამუშაო შეასრულა, რასაც ადვოკატები 360 ათასი საათი მოუნდებოდნენ.  

როგორც ითქვა, ბანკში თანამშრომელთა ნაწილი –  იურისტები და სესხის ოფიცრები, წელიწადში 360 ათას საათს საიჯარო და სესხის ხელშეკრულებების ანალიზსა და დამუშავებას უთმობენ. ეს სამუშაო საათები კი პროგრამა – COIN-მა რამდენიმე წამამდე დაიყვანა –  მან გადახედა ყველა დოკუმენტს, ფაქტობრივად არანაირი ხარვეზი არ ჰქონია, პირიქით, 12 000-მდე შეცდომა აღმოაჩინა და აღმოფხვრა,  გარდა ამისა – არც შვებულება მოუთხოვია.

COIN-ი ასე იშიფრება – Contract Intellgence.

ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მათი შრომითი უფლებები დაარღვიოს და სამუშაო ადგილები წაართვას. როგორც ჩანს, ეს პროცესი შესაძლოა რეალურიც კი გახდეს – როგორც აღნიშნულ ბანკში აღნიშნავენ -COIN-ი მხოლოდ დასაწყისია, ისინი აპირებენ მსგავსი ტექნოლოგიები სხვა მიმართულებებშიც დანერგონ და აქტიურად გამოიყენონ რობოტექნიკაც.

წყარო: bloomberg.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაცია

ინოვაციური ჟილეტი კოსმონავტებს რადიაციისგან დაიცავს

ებრაელმა გამომგონებლებმა სპეციალური ჟილეტი შექმნეს, რომელიც ასტრონავტებს ღრმა კოსმოსში მზის სასიკვდილო ნაწილაკებისგან დაიცავს.

,,AstroRad Radiation Shield-ი” თელ-ავივში დაფუძნებულმა კომპანიამ – ,,StemRad-მა” – შექმნა. შეგახსენებთ, აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის სპეციალური ქამრები, რომელიც მაშველებს ბირთვული კატასტროფების (ჩერნობილი, ფუკუშიმა) შედეგად წარმოქმნილი გამა სხივების რადიაციის ზემოქმედებისგან იცავს.

ჟილეტი დაიცავს  ადამიანის სასიცოცხლო ქსოვილებს, განსაკუთრებით ღეროვან უჯრედებს, რომელიც შესაძლოა ღრმა კოსმოსში ან მარსზე არსებული მეჩხერი ატმოსფეროს პირობებში მზის რადიაციამ გაანადგუროს.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო – „ნასა“ – 2030 წლისთვის მარსზე ასტრონავტების გაგზავნას აპირებს.

დამცავი ჟილეტი კონტურული რუკის მსგავსი საფენებისგან შედგება. ის ყველა ასტრონავტისთვის სპეციალური შეკვეთით დამზადდება. თითოეულ დამცავზე არალითონური დამცავი მასალა განთავსდება, რათა თითოეული ასტრონავტის სხეულის ორგანოები დაფაროს.

StemRad-ი აცხადებს, რომ კონცეფცია ლაბორატორიულად დამტკიცებულია, თუმცა ტესტირება ჩატარდება  კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც Lockheed Martin-ის, ნასასა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია.  „ორიონი“ ახალი თაობის კოსმოსური ტრანსპორტია, რომლის გამოყენებას ნასა მარსზე გასამგზავრებლად გეგმავს.

„ორიონს“ მზის ქარიშხლის ან მცხუნვარებისგან დასაცავად პატარა თავშესაფარი ექნება. მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი ჟილეტი ასტრონავტებს საშუალებას მისცემს კოსმოსური ხომალდის დანარჩენ ნაწილშიც დაცულები იყვნენ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

ჭორები ახალი iPhone-ის გარშემო

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ,,Apple–ის” კომპანიის ინოვაციებითა და მათზე გავრცელებული სხვადასხვა ჭორით, აუცილებლად შეიტყობდით ახალი iPhone–ის გამოშვების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, წელს დამზადდება.

ეს შეიძლება იყოს ტრადიციული “S მოდელი”, რომელიც ყველა გამოშვებას მოჰყვა, ვარაუდობენ, რომ ახალ ტელეფონს იქნება ყველაზე ძვირი მოდელი, ახალი დიზაინითა და სპეციალური თვისებებით.

იაპონურმა საინფორმაციო საიტმა – ,,Nikkei–მ”- ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალ პროდუქტს –  „ულტრა პრემიუმ” მოდელს, ექნება OLED ჩვენება.

მაგრამ ასეთი ჭორები უამრავი გვსმენია, ბევრი სურათი გავრცელდა სავარაუდო ახალი iPhone–ის გარეგნობის მაჩვენებელი, თუმცა რეალურად მსგავსიც კი არ გამოუშვიათ, მაგრამ იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ახლა არანაირ ჭორთან არ გვაქვს საქმე და დიდი ვარაუდით LCD მონიტორიანი პროდუქტი იქნება ყველა იმ ფუნქციის მატარებელი, რომელსაც წინასწარ გაიგებთ.

გახსოვდეთ, რომ კიდევ ბევრ ჭორს მოისმენთ ამ საკითხზე, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ არავინ იცის წინასწარ რა და როგორ მოხდება, ეს მხოლოდ ვარაუდია, სექტემბერში დაგეგმილია ღონისძიება, სადაც წარადგენენ ახალ პროდუქტს და საბოლოოდ გავიგებთ როგორი იქნება იგი.

 

წყარო: business insider

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

სათამაშო ჟილეტი რეალური შეგრძნებებით – ქართველი ახალგაზრდების წარმატებული პროექტი

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab Iliauni) მეშვეობით  საზოგადოებისთვის ბევრი ახალგაზრდის ინოვაციური პროექტი გახდა ცნობილი, ერთ-ერთი მათგანია Laser Combat-ი —  სამი  ახალგაზრდის მიერ შექმნილი  ჟილეტი, რომელიც მოთამაშეებს თამაშის რეალურად და უმტკივნეულად შეგრძნების საშუალებას აძლევს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს  – გივი ბერიძეს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა ამ პროექტის შესახებ.

          პროექტის ავტორები მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მე-3 კურსის სტუდენტები გივი ბერიძე, ნიკოლოზ სიხარულიძე,  თორნიკე ფარცახაშვილი და აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი მსხილაძე არიან. ჯგუფის წევრებს იდეა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ისინი მიიწვია ნუნისში გამართულ ,,ინოვაციების ბანაკში“, სწორედ ეს გახლდათ პირველი შესაძლებლობა, რომელმაც მათ საშუალება მისცა შეექმნათ იდეის პირველადი პროტოტიპი და წარედგინათ ის დუბაიდან მოწვეული ინვესტორების წინაშე.

ჟილეტის შექმნის იდეა ახალგაზრდებს ბავშვობის მოგონებებმა შთააგონა, როცა თუნდაც ხის ჯოხებით თამაშის დროს რეალიზმის შეგრძნება არ არსებობდა, შესაბამისად, გადაწყვიტეს, შეექმნათ ჟილეტი სახელად Laser Combat-ი, რომელიც შეგრძნებებს ტოვებს და, ამასთანავე, უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

Laser Combat-ი მთლიანადაა სენსორებით აღჭურვილი და როდესაც რომელიმე წერტილში ხვდება ლაზერის სხივი, სწორედ იმ წერტილში უჩნდება მოთამაშეს ვიბრაციის შედეგად გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება, რაც აგრძნობინებს, რომ ტყვია მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგია მაქსიმალურადაა მიმსგავსებული უკვე არსებულ უბრალო ჟილეტებს, მაგრამ  სწორედ რეალიზმის შეგრძნებაა ის, რაც მას გამოარჩევს უკვე არსებული კონკურენტებისგან, მაგალითად, როგორიცაა – ,,Airsoft Paintball-ი“ და ა.შ.

,,ინოვაციების ბანაკში“ გამარჯვებასთან ერთად,  დუბაის ინვესტორი კომპანიები – “TURN8“ და “I360accelerator“ გამარჯვებული გუნდს ყოველთვიური გრანტის დაწესებით დაეხმარნენ იდეის ხორცშესხმაში. ამის შემდეგ, სტუდენტებმა საკუთარი იდეა  ,,MACS ლაბორატორიის“ ხელმძღვანელს, ზვიად სულაბერიძეს, გაუზიარეს და სწორედ ამ ლაბორატორიაში შეიქმნა სრულფასოვანი პროტოტიპი.

გამოცდილების არქონის გამო სტუდენტებს რთული გზის გავლა მოუწიათ, სანამ სერიოზული ინევსტიციის მოპოვებას შეძლებდნენ, ნელ-ნელა  მათ შეძლეს კომპანია Edison.ge-ს ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს სთავაზობს შექმნან ნებისმიერი სირთულის ტექნოლოგიური მოწყობილობა, Web, Mobile ან Desktopაპლიკაცია, თუნდაც 3D ან 2D ობიექტები სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით.

სწორედ ამის შემდეგ, ჟილეტის იდეა წარადგინეს ,,სტარტაპ საქართველოზე“, სადაც 20 მონაწილე პროექტიდან მე-5 ადგილზე გავიდა და ძალიან ბევრი ინვესტორის მოწონება დაიმსახურა, აღებული 100 000 ლარიანი ინვესტიციით კი უკვე შეძლეს პროექტის ბაზარზე გატანაც. ახლაგაზრდები, ამ ეტაპზე, საქართველოში ბევრ მოლაპარაკებას აწარმოებენ, რათა გახსნან პირველი სათამაშო კლუბი, სამომავლოდ კი ევროპის ბაზარზე გასვლაზეც ფიქრობენ.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიო

10 მოწინავე ქვეყანა ტელეფონზე დარეკვის  სიძვირის მიხედვით

 

ქალაქის ტელეფონებიდან მობილურ ტელეფონებზე დარეკვისას მოქმედი ფიქსირებული გადასახადები ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური წესით დგინდება და გამოითვლება შესაბამისად, რაიმე უნიფიცირებული ფორმულის არსებობა გამორიცხულია. აქედან გამომდინარეობს ის დიდი სხვაობებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევებში ასე თვალშისაცემია.

წარმოდგენილი ჩამონათვალი მიუთითებს, რომ ქვეყნის განვითარების დონესა და მობილურ ტელეფონებზე დარეკვის ღირებულებას შორის არანაირი პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. უფრო პირიქით –  აქ არანაირი ლოგიკა არ იკითხება:

ქვეყანა/ღირებულება(ცენტი/წუთი)

  1. ახალი ზელანდია –43,6
  2. ეგვიპტე –41,6
  3. პოლონეთი– 40,7
  4. შვეიცარია–38,6
  5. ესპანეთი–36,2
  6. ინგლისი–30,7
  7. პორტუგალია–29,9
  8. დანია –27,5
  9. ავსტრალია–27,0
  10. მექსიკა –25,0

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

,,SAMSUNG-ის” შექმნის ისტორია

ბევრისთვის საყვარელი ბრენდის – ,,სამსუნგის “(Samsung), ისტორია  1938 წლიდან იწყება, როდესაც ახალგაზრდა ბიზნესმენმა – ლი ბონ ჩოლმა, კორეის ქალაქ ტეგუში  ბრინჯის ბიზნესი წამოიწყო.

ამ პერიოდისთვის კორეა იაპონიის კოლონიას წარმოადგენდა და რთულ ამოცანა იყო კერძო საწარმოს შექმნა. ეს საქმე იმდენად წარმატებულიაღმოჩნდა, რომ საშუალება მისცა ლის გაეფართოებინა წარმოება და პარალელურად დაეწყო შაქრისა და თევზის ექსპორტი.

მიუხედავად ასეთი სირთულისა, პირველივე წელს ლი ახერხებს შექმნას ბრინჯის ექსპორტის პირველი დამოუკიდებელი ხაზი კორეიდან ჩინეთში და მანჩურიაში.

1948 წლისთვის იგი ოფიციალურად არეგისტრირებს ფირმას სახელწოდებით – ,,Samsung Trading”. სახელწოდება სამსუნგი (Samsung) ნიშნავს „სამ ვარსკვლავს“ (თავისი სამი ვაჟის საპატივცემულოდ).

1969 წლამდე კომპანია მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ბიზნესზეა ორიენტირებული, მხოლოდ ამ პერიოდიდან  იწყება ახალი ერა,  როდესაც კომპანია ,,Samsung Electronics-ი” ყალიბდება, რომელმაც დაიწყო კომპანია ,,სანიო ელექტრიკის” (Sanyo Electric) მაკომპლექტებელი ნაწილებისგან შავ-თეთრი ,,სამსუნგის” ტელევიზორების გამოშვება. რამდენიმე წელიწადში იწყება კომპანია სამსუნგის საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას ქალაქ სუვონის ქარხანაში, სადაც იმ პერიოდისთვის გადადის სამსუნგის სათაო ოფისი.

ამას კი მოჰყვება  სამსუნგის მაღაზიისა და სამსუნგის სერვისცენტრის გახსნა.

1983 წლიდან იწყება სამსუნგის კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება და სამსუნგი იწყებს მიკროსქემების წარმოებას.  ხოლო უკვე 1991 წლიდან იწყება სამსუნგის ტელეფონების გამოშვება.

რაც შეეხება ლოგოს, 1993 წელს კომპანიის დღის სწესრიგში დგება მისი  (საფირმო ნიშნის) შეცვლის საკითხი. წინა ლოგოზე ფიგურირებდა 3 ვარსკვლავი, რომელიც უკვე მოძველებულ სიმბოლოდ მიიჩნიეს. ამიტომ შეიქმნა ახალი საფირმო ნიშანი, რომელიც დღეს ყველასთვის ნაცნობია.

თავისი ლამაზი დიზაინით და გამართული მუშაობით ცნობილია, როგორც სამსუნგის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე სამსუნგის მონიტორები და სამსუნგის ნოუთბუქები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
სამხედროფილოსოფია

მიამოტო მუსასის საბრძოლო სტრატეგიები

მიამოტო მუსასი (1584–1645) – ხმლის ოსტატი, ფერმწერი, სკულპტორი, კალიგრაფი, ძენ–ბუდისტი იყო.  მსოფლიოსთვის უპირველესად ცნობილია მისი ლეგენდარული ნაშრომი -„ხუთი რკალის წიგნი” – სადაც იგი ცდილობს გადასცეს მკითხველს, თუ რა სტრატეგიები არსებობს ბრძოლის დროს და რომელია უმჯობესი.

  • „უდგომო დგომის შესწავლა“

„უდგომო დგომი“ გამორიცხავს ბრძოლაში გრძელი ხმლის რომელიმე ცნობილი მდგომარეობის გამოყენების საჭიროებას.

ამ პრინციპს „არარსებულად არსებული“ ეწოდება.

გახსოვდეს, როცა მახვილი გიპყრია, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა განგმირო მტერი. როცა დარტყმას იგერიებ, თავად ურტყამ, აკეთებ ილეთს, აცილებ მახვილს, თუ მეტოქის მოიერიშე ხმალს ეხები – მისივე მოძრაობით უნდა განგმირო მოწინააღმდეგე. მუდამ უნდა ილტვოდე მიზნისკენ. თუ მხოლოდ ილეთებსა და დარტყმების მოგერიებაზე იფიქრებ, მტერს ვესაფერს დააკლებ. მხოლოდ იმას უნდა ეცადო, როგორმე გაარღვიო შენი მახვილით მისი დაცვა და მიზანს მიაღწიო. გულდასმით შეისწავლე ეს სიტყვები.

ამ მიმართულებას სტრატეგიაში „ საბრძოლო მწყობრი” ეწოდება. სწორედ ასეთი შემართებაა ბრძოლოს მოგების საწინდარი.

  • ტყაპუნით მოგერიება

აი, რას ნიშნავს „ ტყაპუნით მოგერიება“:  როცა მტერთან ხმალს გადააჭდობ – შენი ხმლით შეაჩერებ მის მოქნეულ დარტყმას, მოწინააღმდეგის მოძრაობის რიტმში გაუტყაპუნებ მის მახვილს. ილეთის აზრი დარტყმის მოგერიებაში ან ძლიერ კონტრდარტყმაში არაა. მოწინააღმდეგის ხმალს თავისივე იერიშის რიტმში უნდა დაჰკრა. თუ სწორად მიაგნებ დარტყმის რიტმს, რაგინდ ძლიერ შეეტაკნონ ერთურთს ხმლები, შენი მახვილი იოტისოდენაზეც კი არ გადაიხრება. გულდასმით ვარჯიშია საჭირო ამის გასაგებად.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველი ახალგაზრდების გამოგონება, რომელიც ნარჩენების გატანის ოპტიმალურ გეგმას გვთავაზობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab Iliauni) მიერ  გამართული მეიქათონის „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“ ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო პროექტი წარსდგა საზოგადოების წინაშე,  ეს არის “PAPU“ (,,ფაფუ“) – მცირე ზომის სენსორული მოწყობილობა, რომელიც მუნიციპალიტეტებს დანახარჯების შემცირებასა და რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებაში დაეხმარება, ,,დოქტრინა“ გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს – მედეა ტლაშიძეს, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო გამოგონების არსზე.

მედეას გარდა, პროექტის ავტორები არიან –  ელენე ბერიძე და ირაკლი ლონდარიძე,  გოგონები ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხეკურსელები არიან, ირაკლი კი პროფესიით ITსპეციალისტია. როგორც მედეამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტის იდეა ქალაქში ყველასთვის აქტუალური პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა, ,,პრობლემა, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ექმნებოდა თითოეულ ჩვენგანს არის – საცობები, რომელსაც ნაგავმზიდი მანქანები ქმნიან. შემდგომ დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ სტატსტიკურადაც ნაგავმზიდი მანქანების 70% ცარიელი ბრუნდება მარშრუტიდან, შესაბამისად, იხარჯება ზედმეტი რესურსებიც. ჩვენ გვინდოდა, რომ გამოგვესწორებინა ეს და შეგვექმნა ქალაქში ნარჩენების გატანის ოპტიმალური გეგმა, ნაკლები დანახარჯებით.  ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ თანამედროვე ქალაქში და მიგვაჩნია, რომ  მსგავსი პრობლემების გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ საქმისთვის,“-აღნიშნა მან.

“PAPU” არის მოწყობილობა, რომლის დამაგრებაც ყველა ტიპის ნაგვის ყუთზეა შესაძლებელი და GSMმოდულის საშუალებით ატყობინებს ნარჩენების დონეს ურნაში კონკრეტულ ობიექტზე, შემდგომ, პროგრამის საშუალებით, ნაგავმზიდებისთვის იხაზება ოპტიმალური მარშრუტი, თუ რა თანმიმდევრობით უნდა მიაკითხონ მათ. მოწყობილობა განსაზღვრავს ურნაში სამ დონეს –  სავსე, საშუალო და ცარიელი.  შესაბამისად, თუკი ეს გამოგონება ფეხს მოიკიდებს, ნაგავმზიდი მანქანები ნაკლებად გახდება  საცობის მიზეზი, მაშინ, როცა, რეალურად, ურნები ცარიელია და საწვავიც ზედმეტად იხარჯება.

ამ ეტაპზე ახალგაზრდები ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის და პრეაქსელერატორ ,,ZOOMOUT-ის” დახმარებით პროტოტიპირებაზე მუშაობენ.  21 თებერვალს მათ მიიღეს მონაწილეობა ,,Start up battle-ში” და უკრაინელი ინვესტორების წინაშე წარმატებით წარსდგნენ. ,,ფაფუმ“ ინვესტორების დაინტერესება შეძლო და ასევე მოხვდა ,,Wolves Summit-ზე”, სადაც მსოფლიოს მასშტაბით 350 სტარტაპიდან ხდებოდა შერჩევა. ღონისძიება პოლონეთში, ვარშავაში ჩატარდება და ჩვენი ახალგაზრდა გამოგონებლები უკვე მარტის ბოლოს გამეგზავრებიან ინვესტორებთან შესახვედრად, ,,დოქტრინა“ კი წარმატებებს უსურვებს  და ელის სასიამოვნო სიახლეებს მათგან!

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
1 76 77 78 79 80 85
Page 78 of 85