close

ტექნოლოგიები

ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური ტექნოლოგიის სფეროში

ყველა სამუშაოს სჭირდება თავისი განსაკუთრებული უნარების ქონა, მაგრამ ძირითადი მიზეზი, თუ რატომ აქვთ ადამიანებს მაღალი ხელფასები არის პროფესიონალიზმი, ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებული მუშაობა და პასუხისმგებლობის უნარის ქონა. მთავარია ადამიანს ჰქონდეს სურვილი, რომ სათანადოდ დაეუფლოს თავის პროფესიას და მომავალში დაძლიოს ის წინააღმდეგობები, რომლებიც შეხვდება.

,,ბიზნეს ისაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელი სამსახურებია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიის სფეროში:

  1. საინჟინრო განყოფილების მთავარი დირექტორი;
  2. გაყიდვების მენეჯერი;
  3. პროდუქტის მენეჯმენტის მთავარი ხელმძღვანელი;
  4. ფინანსური განყოფილების მთავარი დირექტორი;
  5. გადასახადების გენერალური დირექტორი.

 

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

პირველი ქართველი ნასაში – ახალგაზრდა ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები

გზა ახალციხიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე საკმაოდ შორია, თუმცა მონდომება, შრომა და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ  ამტკიცებს, რომ მანძილი მხოლოდ რიცხვებია და ოცნების ასრულება ყველას შეუძლია.

მაშინ მეათეკლასელი იყო, საკუთარ მეგობართან ერთად ინოვაციური ხელსაწყო – მულტიკლიმატიზატორი შექმნა, რომელიც ფერმერებს საქმეს უადვილებს და საინტერესო პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. სწორედ ეს მრავალფუნქციური და ინოვაციური პროექტი აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსისთვის საერთაშორისო წარმატები საწინდარი.

19 წლის კარლო ხუციშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ფეხი დადგა ნასას – აშშ-ის კოსმოსურ ცენტრში. ქართველი მოსწავლეების გამოგონებამ ოკეანეებს გადაუფრინა და დიდი წარმატება და აღიარებაც მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე.

თუმცა ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო, როდესაც კარლოს ყურადღება ელექტოლიტის დაშლისას მწვანე სქემამ მიიპყრო. მისი კომპონენტების შესწავლამ და მსგავს სქემაზე მუშაობამ საკმაოდ დიდი ხანი გასტანა, თავიდან წარუმატებლად, რადგან მსგავსი კომპონენტების მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ და მამაკაცმა, ტელევიზორების ტექნიკური მომსახურების ცენტრიდან,  ყველაფერი შეცვალა.

ნათურა აინთო და მისი აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობაც მწვანე შუქის ფონზე დაიწყო. მწვანე სქემით დაწყებული საქმე შემდგომში ,,ტესლას“ ტრანსფორმატორით გაგრძელდა. ეს არის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც უკაბელოდაა შესაძლებელი რამდენიმე მეტრის დაშორებით ნათურის ანთება. ამ მოწყობილობას აქვს სპეციალური პლაზმა, რაც სხვადასხვა ცდის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

შემდეგ იყო უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსი, დამსახურებულად მოპოვებული საპირიზო ადგილები, მეტი აღიარება და სტიმული სამომავლო სამეცნიერო საქმიანობისთვის.

ახალგაზრდა ქართველ ფიზიკოსს დღეისთვის 10-ზე მეტი გამოგონება, კიდევ უფრო მეტი პრიზი და გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა სამომავლოდ საკუთარი საქმიანობის დახვეწას და  გამოგონებების დაპატენტებას გეგმავს.

გარდა სამეცნიერო საქმიანობისა გატაცებულია სპორტით, უყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა, თუმცა დაკვრით დასარტყამ ინსტრუმეტებზე უკრავს.

კარლო სამუშაო პროცესების სირთულეებსა და საკუთარ პროექტებზე გვიამბობს, რომელიც არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ სოციალური მნიშვნელობისაცაა და მიზნად ისახავს, საზოგადოების წევრების საჭიროებების დაკმაყოფილებას და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

-გვიამბეთ თქვენს რამდენიმე პროექტზე, რაში მდგომარეობს მათი ინოვაციურობა?

-ერთ-ერთი ჩემი წარმატებული პროექტი არის ელექტრომაგნიტური იარაღი, რომელშიც მეტალი თავსდება და ეს მოწყობილობა მას საკმაოდ შორ მანძილზე ისვრის. ანუ აღარ არის საჭირო შესაბამისი ტყვია-წამალი. ეს გამოგონება მეგობართან ერთად წარვადგინე კონკურსზე და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ასევე ჩემი სასკოლო პროექტი იაკობის კიბე, რომელიც ასახავდა სხვადასხვა მოვლენას, სტატიკურ განმუხტვას, ასევე ნაპერწკლურ განმუხტვას და ა, შ. სწორედ ამ გამოგონებით კონკურსზე საპრიზო ადგილი დავიკავე და დიდ წარმატებას მივაღწიე.

-რას იტყვით მულტიკლიმატიზატორზე, რომელმაც უდიდესი საერთაშორისო წარმატება და ნასაში წასვლის შესაძლებლობა მოგიტანათ?

-ეს არის ინოვაციური ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სფეროში და ძალიან სასარგებლოა ფერმერებისთვის. ძირითადად ამ ხელსაწყოს სწორედ ფერმერები იყენებენ. მისი საშუალებით ისინი იგებენ მიწის ტენიანობას, ტემპერატურას, კლიმატს, ასევე პროგნოზებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. მულტიკლიმატიზატორი ასევე საშუალებას იძლევა ფერმერმა შეამოწმოს და აკონტროლოს მცენარეების შემადგენლობა. ის მრავალფუნქციურია და მზის ენერგიაზე იმუხტება.

სწორედ ამ გამოგოგნებით მე და ჩემმა მეწყვილემ გავიმარჯვეთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში საქართველოს მასშტაბით, რის შემდეგაც გავემგზავერთ ნასას კენედის ცენტრში. იქ ბევრი მეცნიერ გამომგონებელი და ასტრონავტი გავიცანი და მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება, რამაც მომცა უფრო მეტი მოტივაცია ჩემი სამეცნიერო საქმიანობისთვის.

-გვიამბეთ, სხვა საერთაშორისო წარმატებაზე  და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენი კარიერული წინსვლისთვის ?

-საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას საკმაოდ ხშირად ვიღებდი და უმეტესად წარმატებით ვასპარეზობდი.

ერთერთი ასეთი გამოგონება იყო „ აქსერო ხელთათმანი“, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ხელსაწყოს სურვილისამებრ მართვაა შესაძლებელი. ამ პროექტით საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვედი და წარვადგინე ჩემი ქვეყანა.

ასევე ჩემ დასთან – ანა ხუციშვილთან ერთად გავაკეთე ინოვაციური პროექტი- უპილოტო გამნაღველი, რომლის სახელწოდებაცაა „ლაიფ სეივერი“. ეს არის აიპედში ჩაწერილი სპეციალური პროგრამა, რომელზეც რუკაა დატანილი და სხვადასხვა ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ იძლევა ინფორმაციას. გვაქვს ორი დრონი, ერთი, რომელიც უშუალოდ ამოწმებს ტერიტორიას და ნიშნავს იმ ადგილებს, სადაც ნაღმია აღმოჩენილი და მეორე, რომელიც უკვე სხვადასხვა საშუალებით ამ კონკეტული დანაღმული ადგილების განეიტრალებას ახერხებს. სწორედ ამ გამოგონებით გავიმარჯვეთ იპოს საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სადაც  დავიკავეთ პირველი ადგილი და მივიღეთ უამრავი პრიზი.

სწორედ ამ წარმატების შემდეგ მიმიწვიეს კომაროვის სკოლაში, სადაც შემომთავაზეს რობოტექნიკის მასწავლებლობა.

-გარდა სამეცნიერო  მიზნებისა, ასევე თქვენი გამოგონებები ხშირად სოციალურადაცაა მნიშვნელოვანი. გვიამბეთ ამის შესახებ.

-ბავშვობიდან მაინტერესებდა ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება და ის კონკრეტული პრობლემები, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ. მყავს ეტლით მოსარგებლე მეგობრები, რომლებთან ერთადაც შევქმენი ელექტრო ეტლი, რომელიც ბევრად მსუბუქია , ვიდრე სხვა ეტლები და შესაბამისად იძლევა უფრო სწრაფად და მარტივად გადაადგილების საშუალებას.  ასევე ამ ეტლს აქვს სენსორული სისტემა, რომ მისი გამოყენება უსინათლო ადამიანებისთვისაც იყოს შესაძლებელი.

პრობლემაა ასევე გარემოში, რომელიც არაა ადაპტირებული ეტლის მოსარგებლეებისთვის. ხშირად ვხედავთ პანდუსებზე გაჩერებეულ მანქანას ან ეტლის მოსარგებლეთა ადგილებს, რომელიც სხვა არაკონკრეტული საჭიროების მქონე ადამიანებს უკავია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შევქმენი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ერთგვარად წინაღობააა ავტომანქანებისთვის და მათ ხელს უშლის დაიკავოს ეტლის მოსარგებლეთა კონკრეტული სადგომები. სპეციალური ბარათის საშუალებითაა შესაძლებელი მხოლოდ ამ წინაღობის დაძლევა.

-ამჟამად რას საქმიანობთ ?

ამჟამად მყავს მოსწავლეები, რომლებსაც ვასწავლი ინოვაციური მეთოდებით. მათთან ერთად ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე და გამყავს ისინი ოლიმპიადებზე.

მიმაჩნია რომ ჩვენ ქვეყანაში სამეცნიერო სფეროს ნაკლებად ექცევა ყურადღება, რაც ძალიან ცუდია. ვცდილობ,  ჩემი აქტიური საქმიანობით ამ სფეროს განვითარებას შევუწყო ხელი და მეტი დაინტერესება გამოვიწვიო.

-თქვენი წარმატების ფორმულა:

-ყველა ჩემი წარმატების მიღმა არის ჩემი ცხოვრებისეული დევიზი, რომელიც მეხმარება ყველა სირთულის დაძლევაში – შეუძლებელი არაფერია !

 

 

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,უბერი“ ელექტროველოსიპედების სტარტაპს იწყებს

როგორც იცით, „უბერი“ არის კომპანია, რომელიც საზოგადოებას ემსახურება სამარშრუტო ტაქსებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ის საკმაოდ წარმატებული და პრაქტიკული კომპანიაა – თითქმის ყველა ტურისტმა იცის მის შესახებ.

სტარტაპი, რომლის ჩაშვებაც „უბერის“ კომპანიას სურს, არის იმაზე გათვლილი, რომ მათ მომსახურეობა გაუწიონ საზოგადოებას ახლა უკვე ელექტროველოსიპედებითაც. როგორც იცით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ხალხი ძირითადად ველოსიპედებით დადის, რადგან უფრო ჯანსაღი, სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. სტარტაპი ძირითადად გათვლილი იქნება ახალგაზრდებზე, მათ მეტი მოძრაობა სჭირდებათ. როგორც წესი,  ელექტროველოსიპედები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, ამიტომ – „უბერი“ ამ ტენდენციის შეცვლას გეგმავს.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები პროტესტს გამოთქვამენ

ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის სფეროდან აპროტესტებენ უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნებს, რომ რობოტები მკვლელები არიან და საშიშროებას უქმნიან მოსახლეობას.

მათი აზრით, მსგავსი გამოკვლევები ხელს უშლის ტექნოლოგიის განვითარებას და მოტივაციას უდაბლებს ისეთ ხალხს, ვისაც ინოვაციის გამოგონება და შექმნა შეუძლია.

ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანები ხშირად მხოლოდ იმაზე არიან მოტივირებულნი, რომ რაიმე ნაკლი იპოვონ და სხვა ადამიანის შექმნილი დააკნინონ, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზი შეიძლება მოჰყვეს გამოგონებებს, მაგრამ ადამიანებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ჩვენ საქმე რობოტებთან გვაქვს –  ხანდახან შეცდომები ჩვენც კი მოგვდის, არათუ მათ.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,Microsoft-ის” ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი კურსები

.,Microsoft-ი” ახლა უკვე გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელ კურსებს, რაც თქვენი CV–ისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება.
უკვე ყველა  ტექნოლოგიურ კომპანიას ესაჭიროება ხელოვნური ინტელექტის მცოდნე სპეციალისტები. ,,მაიკროსოფტმა” გადაწყვიტა ეს პრობლემა რამენაირად მოეგვარებინა და შექმნა შემსწავლელი კურსები ტექნოლოგიის კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისთვის.
კურსი შედგება 10 ეტაპისგან, თითოეულს დაახლოებით 8–16 საათამდე სჭირდება ინტერნეტის საშუალებით შესასწავლად. კურსი მოიცავს კომპიუტერული ხედვის, საუბრის მოსმენის, სპეციფიური ენის დაუფლების და კიდევ მრავალი კარგი თვისების შესწავლას.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყველა კომპანია რეკლამისთვის აკეთებს მსგავს ღონისძიებებს, მაგრამ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დაინტერესებული პირებისთვის ძალიან ხელსაყრელია შეთავაზებული კურსის გავლა.

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

კალიფორნიაში თვითმმართვადი მანქანები პრობლემებს ქმნიან

გასულ კვირას შესამჩნევად გაიზარდა თვითმმართვადი მანქანების მიერ შექმნილი საავარიო სიტუაციების რიცხვი, საზოგადოება საგონებელშია ჩავარდნილი, დამღუპველი იქნება თუ არა მოსახლეობისთვის ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება?!
2018 წელს უკვე 6 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, რომლებშიც დამნაშავე ის მანქანები არიან, რომლებსაც ადამიანი არ მართავს. ერთ–ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფეხით მოსიარულე ცდილობდა გადაეკვეთა სავალი ნაწილი და ამ დროს მას მანქანა დაეჯახა, იგი სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ასევე კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც უკვე არა ფეხით მოსიარულეს, არამედ საცობში ნახევრად თვითმმართვადი მანქანა შეეჯახა სამარშუტო ტაქსის, მიზეზად მანქანის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.
რა თქმა უნდა, ადრეც ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები და ბევრი ადამიანი შეეწირა მსგავს შემთხვევებს, მაგრამ უნდა ვანდოთ თუ არა ჩვენი სიცოცხლე ტექნოლოგიას, რობოტებს – ეს ჯერ კიდევ ეჭვს ბადებს საზოგადოებაში.

 

 

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

ჭადრაკის სუპერვარსკვლავმა ვერ შეძლო ხელოვნური ინტელექტის დამარცხება

ჭადრაკი არ არის ადვილი თამაში, ადამიანური სტანდარტების გათვალისწინებით. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი, რასაც განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს, ხალხს კიდევ ერთხელ აკვირვებს და კომპანია „Google–ის“ პროდუქტი „AlphaZero” სულ რაღაც 4 საათში პროფესიონალურ დონეზე შეისწავლის მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე რთულ თამაშს.
მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე, სტოქფიში, შეახვედრეს “AlphaZero–ს”, მან 100 თამაშიდან 25–ში გაიმარჯვა, როდესაც თეთრი ფიგურებით თამაშობდა ანუ პირველ სვლას აკეთებდა, ხოლო 3 მოიგო შავი ქვებით, დანარჩენი ყველა მატჩი ფრედ დასრულდა, ჭადრაკის სუპერვარსკვლავმა ვერ შეძლო ხელოვნური ინტელექტის დამარცხება.

წყარო: Sciencealert.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

ელემენტი, რომელიც 30 წამში დაიტენება

ბოლო დროს ნამდვილად აქტუალური გახდა ელემენტთან დაკავშირებული პრობლემები, ყველა კომპანია თავისებურად ცდილობს, რომ მოიფიქრონ რაიმე ისეთი, რაც გააადვილებს ელემენტის ენერგიის შევსებას. ყოველთვის არ ვართ ისეთ ადგილზე, რომ ელექტროენერგიასთან გვქონდეს შეხება, ამიტომ გამოიგონეს კვების ბლოკები, რომლებიც ჩვენი ტელეფონების ელემენტებს ამარაგებს გარკვეული რაოდენობის ენერგიით, მაგრამ ისინიც არ არის მთლად მოხერხებული.
გამოჩნდა ახალი საშუალება, რაც ელემენტს 30 წამში სრულყოფილად დატენის. კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტმა გამოიგონა ახალი მოწყობილობა, რომელიც ელექტრონების შეხების საშუალებით წამებში მოახერხებს თავის საქმის გაკეთებას, სასიხარულოა, რომ დამჯდარი ელემენტი უკვე აღარ იქნება ჩვენი პრობლემა.

წყარო: Sciencealert.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,Google Chrome-ი“ გამაღიზიანებელი რეკლამების გაუქმებას აპირებს

ბოლო დროს თუ დაუკვირდებით, ძალიან მომრავლდა ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა რეკლამა, რომლებიც უკვე გაღიზიანებას იწვევს საზოგადოების დიდ ნაწილში, ფსიქოლოგიურ ზეწოლადაც შეიძლება მივიჩნიოთ მსგავსი ქმედება.
გამაღიზიანებელ რეკლამებში იგულისხმება უინტერესო და გამოუსადეგარი ინფორმაციების სიმრავლე, როდესაც ადამიანი მცირე დროის განმავლობაში ხედავს ერთსა და იმავეს, მასში გაღიზიანებას იწვევს.
,,Google–ის” კომპანიამ გადაწყვიტა მკაცრად აეკრძალა უინტერესო რეკლამების განთავსება. მათ განაცხადეს, რომ იმისათვის, რომ რეკლამა მომხმარებლისთვის მისაღები იყოს საჭიროა სასიამოვნო, საინტერესო და ღირებული ინფორმაციით იყოს სავსე.

წყარო: Cnn.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,იაგუარი” სრულიად თვითმმართვადი მანქანის გამოშვებას გეგმავს

გასულ კვირას კომპანია „იაგუარის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ სრულიად თვითმმართვადი მანქანის გამოშვებას, რაც, როგორც იცით, პირველი იქნება კაცობრიობის ისტორიაში, ახალი სიტყვა მანქანათა ინდუსტრიაში,

რა თქმა უნდა, ბევრმა კომპანიამ გამოუშვა ნახევრად დამოუკიდებელი მანქანები, ზოგი საკმაოდ წარმატებითად მუშაობს, მაგრამ თუ ეს იქნება მართლაც ისეთი მანქანა, რომელსაც დახმარების გარეშე შეეძლება გადაადგილება, კომპანია დიდ წინსვლას იგრძნობს.
როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ ნახევრად თვითმმართვადმა მანქანა დაეჯახა ფეხით მოსიარულე ქალბატონს, რომელიც დაიღუპა. ამიტომ ხალხისთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს ახალი პროდუქტი, სანამ ისინი არ დარწმუნდებიან უსაფრთხოებაში.

 

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 48 49 50 51 52 91
Page 50 of 91