close
მსოფლიოტექნოლოგიები

აშშ-მა იარაღი შექმნა, რომელიც სამიზნეს უმოქმედოს ხდის და არ კლავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეტალური იარაღის განვითარების პროგრამა (Non-Lethal Weapons Development Program (JNLWD) შექმნა. პროგრამის მიზანი ისეთი იარაღის განვითარებაა, რომელიც სამიზნეს უმოქმედოს ხდის და არ კლავს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანია, შექმნას ისეთი იარაღი, რომელიც დაყვირებასა და სროლას შორის არსებულ შუალედს შეავსებს.

JNLWD -ის უკანსაკნელ მიღწევას წარმოადგენს არალეტალური ლაზერული პლაზმური ეფექტის  (NL-LIPE) სისტემა.

წარმოიდგინეთ, რომ მტერი მოგიახლოვდათ და მისი უკუგდება გსურთ. უნდა გამოიყენოთ შემაჩერებელი ყუმბარა, თვალისმომჭრელი სინათლე ან ხმაური, რაც მტერს აიძულებს, უკან დაიხიოს. ეს ყველაფერი კი ეფექტურია მაშინ, როცა მტერთან საკმარისად ახლო მანძილზე იმყოფებით. და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენსა და მტერს შორის  ადამიანი (ან ადამიანები) დგანან? ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია ლაზერის გამოყენება.

თავდაპირველად, NL-LIPE-ის ოპერატორი სამიზნეს, femtosecondლაზერის საშუალებით, დიდი ოდენობით სინათლეს ასხივებს. სამიზნესთან პლაზმის ბურთი წარმოიქმნება. ამის შემდეგ, ოპერატორი მეორე ნანოლაზერის საშუალებით პლაზმაზე მანიპულირებს, რის შედეგადაც პლაზმისგან სინათლე ან ხმა წარმოქმნება, ან სამიზნის ტანსაცმელი იწვის.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიის განვითარების შემთხვევაში, მისი გამოყენება ათეულობით კილომეტრის მანძილზე გახდება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ აშშ ტანკების, იარაღისა და ბომბების შესაძენად ყოველწლიურად 600 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid