close
ტვინის სკანერი

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მსუბუქი და უაღრესად მგრძნობიარე ტვინის გამოსახულების მიმღები მოწყობილობა, რომლის მუზარადის მსგავსად ტარებაა შესაძლებელი, რაც პაციენტებს თავისუფალ გადაადგილებაში ხელს არ უშლის.
სკანერის გამოცდის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტებს შეეძლოთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მაგალითად – ჩაის დალევა, ან მაგიდის ჩოგბურთის თამაში მაშინ, როცა მაგნიტოენცეფალოგრაფიული სისტემის საშუალებით მათი ტვინის აქტივობის ჩანაწერი კეთდებოდა.
მკვლევარებმა, რომლებმაც შექმნეს მოწყობილობა და გამოაქვეყნეს შედეგები ჟურნალ Nature-ში, განაცხადეს, რომ ახალი სკანერი ხელს შეუწყობს იმ პაციენტების გამოკვლევასა და მკურნალობას, რომლებსაც ტრადიციული მაგნიტოენცეფალოგრაფიული სკანერის გამოყენება არ შეუძლიათ, მათ შორის – ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისა და ჩვილების, ასევე პარკინსონით დაავადებული პაციენტების მკურნალობას.
თანამედროვე MEG სკანერები საკმაოდ მძიმე წონის არიან, თითქმის ნახევარ ტონას იწონიან. სენსორები, რომელთა საშუალებითაც ისინი ტვინის მაგნიტურ ველს ზომავენ, ძალიან ცივ პირობებში – მინუს 269 გრადუსზე შენახვას საჭიროებს. გარდა ამისა, მათი გამოყენება რთულია იმ პაციენტებში, რომლების გაუნძრევლად გაჩერება რთულია, მაგალითად პატარა ბავშვები, ან პაციენტები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, 5 მილიმეტრით გამოძრავებაც კი ხელს უშლის გამოსახულების მიღებას.
ჩაფხუტის ფორმის სკანერის შემქმნელმა მკვლევარებმა ეს პრობლემები კვანტური სენსორების გამოყენებით გადალახეს, რომლებიც მსუბუქია, მუშაობენ ოთახის ტემპერატურაზე და მისი განტავსება უშუალოდ თავის ქალაზეა შესაძლებელი.

,,მოწყობილობას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი გაზარდოს ჩვენი ცოდნა – არა მხოლოდ ჯანსაღი ტვინის ფუნქციების შესახებ, არამედ ნევროლოგიური, ნეიროდეგენერაციული და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებაც”, – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2