close

კომუნიკაცია

კომუნიკაციატექნოლოგიები

დიდი არ ნიშნავს ყოველთვის უკეთესს, მაგრამ არა iPhone X-ის შემთხვევაში

როგორც ყველასთვის ცნობილია, ,,ეპლმა” სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა თავის ისტორიაში საუკეთესო მოდელი – iPhone X–ი, რომელიც ზომითაც და მონაცემებითაც ჯობნის წინა გამოშვებებს. მთელ კორპუსზე გაშლილი ეკრანი და ღილაკის არქონა სულ სხვა ხიბლს სძენს მას. ფასი გამოშვებისთანავე კატასტროფულად დიდი იყო, რაც ადამიანებს აბრკოლებდა, რომ შეეძინათ იგი, მაგრამ დროთა დანმავლობაში ფასი იკლებს და ლოგიკური ხდება.

ცხოვრებისეულპრაქტიკაში ყველასთვის ცნობილია, რომ დიდ ნივთს ყოველთვის პატარა და კომპაქტური სჯობს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, დიდი ეკრანი არნახულ სილამაზესა და ტექნოლოგიის განვითარების კიდევ ერთ ნაბიჯს გვაჩვენებს, რაც მომხმარებელს იზიდავს.

 

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციატექნოლოგიები

,,Apple-ი” მომხმარებელს ბოდიშს უხდის

,,Apple-მა” ბოდიში მოიხადა მისი რამდენიმე მოძველებული iPhone- ის მოდელის განახლების შეფერხების გამო.

კომპანია აცხადებს, რომ ის iPhone- ის ბატარეებს ფასდაკლებით გამოცვლის და 2018 წელს ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მათი ბატარეის მდგომარეობის მონიტორინგი მოახდინოს.

,,Apple-ი” საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აცხადებს, რომ იმ მობილურ ტელეფონებს, რომლებსაც საგარანტიო მომსახურების ვადა ამოწურული აქვთ, ბატარეებს 79 აშშ დოლარის ნაცვლად 29 აშშ დოლარად გამოუცვლიან და ეს შეეხება iPhone 6-ს და შემდგომ მოდელებს.

Apple-მა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანიამ iPhone- ის ზოგიერთი მოძველებული მოდელის განახლება მიზანმიმართულად შეაფერხა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ iOS ოპერაციულ სისტემში ცვლილებების განახორციელა, რათა ზოგიერთ მოწყობილობაში მოძველებული ლითიუმ-იონის ბატარეების მართვა მოეხდინათ, ვინაიდან ბატარეის მუშაობის ხარისხი დროთა განმავლობაში მცირდება.

,,ლითიუმ-იონური ბატარეები სიცივის პირობებში ნაკლებ ქმედუნარიანები ხდებიან, ცუდად იტენებიან და დროთა განმავლობაში ძველდებიან, რის გამოც, შესაძლოა მოწყობილობამ ელექტრონული კომპონენტების დაცვა ვეღარ შეძლოს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონის გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთის ხელისუფლება მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას აკრძალავს. მოსწავლეებს შეეძლებათ მობილურის სკოლაში მიტანა, თუმცა ვერ გამოიყენებენ მას სასწავლო პროცესის დასრულებამდე. ინიციატივა ჯერ კიდევ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მობილურის გამოყენება გაკვეთილის დროს უკვე აკრძალულია, ახალი კანონმდებლობით, ბავშვები ვერ გამოიყენებენ მას ლანჩისა და შესვენების დროსაც.

როგორც საფრანგეთის განათლების მინისტრი აღნიშნავს, კანონმდებლობა ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა და შეეხება 6-დან 15 წლამდე ყველა მოსწავლეს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მობილური სასწავლო მიზნითაც შეიძლება გამოიყენებოდეს, კონტროლი უცილებელია.

კანონმდებლობის მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რაც სკოლებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვის გარდა გულისხმობს, რომ, სასურველია, 7 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანებს საერთოდ მოვარიდოთ. ამასთან, დადგენილია კავშირი მობილურ ტელეფონებს, ინტერნეტს, სოციალურ მედიასა და ახალგაზრდების ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის. ახალი კანონმდებლობით, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ეკრანების გარეშე გაატარონ, ამით კი, ვითარდება მათი კონცეტრაციისა და სოციალიზაციის უნარებიც.

ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლებში, სადაც სრულიად აიკრძალა მობილურის გამოყენება, 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს 6.5 %-ჯერ უკეთესი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი ინიციატივას უარყოფითად აფასებს, რადგან, მათივე განცხადებით, მობილური მშობლებისთვის ბავშვების კონტროლის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმირების პროცესშია და ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება საბოლოო აღსრულების მექანიზმი, გადაწყვეტილება საბოლოოა.

წყარო: the Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციასაქართველოტექნოლოგიები

„Georgian Hero” – სტარტაპერების პლატფორმა დროებითი სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებსა და კომპანიებს დააკავშირებს

11დეკემბერს დასრულდა Garage48-ის მიერ ორგანიზებული ჰაკათონი “Gemification&Entertainment-ი”, რომელშიც 100-მდე მონაწილემ და მათმა გუნდებმა, ესტონელი მენტორების დახმარებით, 48 საათის განმავლობაში შეძლეს, რომ წარედგინათ საკუთარი ინოვაციური იდეები. გამარჯვებული კი გახდა 19-21 წლის ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდი პროექტით „Georgian Hero”, რომლის შესახებაც მისმა ერთ-ერთმა წევრმა – მიშო თექთუმანიძემ ,,დოქტრინას” უამბო.

„Georgian Hero” არის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ მარტივად მოიძიონ სამუშაო, განსაკუთრებული აქცენტი კი, ობიექტური მიზეზების გამო, დროებით სამუშაოზე კეთდება, „გასულ ზაფხულში მინდოდა რაიმე მარტივი, დროებითი სამუშაოს მოძიება, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ახალგაზრდისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია ასეთი სამსახურის მოძებნა. მეტიც, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა დაუსაქმებელი ახალგაზრდების რაოდენობის მიხედვით. თუმცა ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კომანიებს ნამდვილად სჭირდებათ დროებითი თანამშრომლები, განსაკუთრებით, რაღაც ღონისძიებების დროს, მაგალითად, ახალი წლების პერიოდში ვინმე, ვინც შეფუთავს საჩუქრებს მაღაზიაში და ა.შ შესაბამისად, როგორც ახალგაზრდებში, ისევე კომპანიებში არსებობს დროებითი სამუშაოების საჭიროება, სწორედ ამიტომაც შევქმენით აპლიკაცია “Georgian Hero” -აღნიშნავს მიშო.

ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით აპლიკაციის თემა არის სუპერგმირი: ახალგაზრდები არიან გმირები, ხოლო სამუშაოები კვესტებია. მათ შესრულებისთვის ,,გმირი” არა მხოლოდ ფულად ანაზღაურებას მიიღებს, არამედ xp-ს და ზოგ შემთხვევაში – ბეჯებსაც.

პირველ ადგილზე გასვლისთვის გუნდმა „სტარტაპერისგან“ მიიღო 2000 ლარის ოდენობის დაფინანსება, მოგებული თანხა მოხმარდება პროდუქტის განვითარებასა და რეკლამირებას. აპლიკაცია, როგორც გუნდი ვარაუდობს, დაახლოებით, აპრილის თვეში უკვე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებელისთვის.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიკომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

,,Apple-ი” Shazam-ის შეძენას ადასტურებს

ამერიკულმა კორპორაცია ,,Apple-მა” დაადასტურა, რომ პლატფორმა Shazam-ი შეიძეინა.

სააგენტო ,,როიტერსის” ინფორმაციით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია.

Shazam-ი მუსიკის ამომცნობი აპლიკაციაა. თავდაპირველად ის იყო სერვისი, რომელიც სიმღერებს ბგერების მიხედვით ასახელებდა. ახლა ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია PC-ს, Mac-ის, iOS-ის, Android-ის და Windows Phone-ისთვის.

Shazam-ს მომხარებლის სერიოზული ბაზა აქვს. აპლიკაცია 1 მილიარდზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. Shazam-ს 120 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც აპლიკაციას დღეში დაახლოებით 20 მილიონჯერ იყენებენ.

,,Apple Store-ის შექმნის დღიდან Shazam-ი iOS-ის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. მას მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი მოიხმარს. Apple Music-ი და Shazam-ი მომხმარებელს დიდ მუსიკალურ გამოცდილებას აძლევს. ჩვენ საინტერესო გეგმები გვაქვს სთორში,” – განუცხადა Apple-ის პრესსპიკერმა გამოცემა ,,The Independent”-ს.

ეს ,,Apple-ის” მიერ წელს განხორციელებული მეხუთე შენაძენია, არსებობის მანძილზე კი – კომპანიას სულ 68 შესყიდვა აქვს გაკეთებული.

წყარო: www.reuters.com ;  www.independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგარზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

დიდი ბრიტანეთი: რუსეთი საფრთხეს უქმნის წყალქვეშა საკომუნიკაციო და ინტერნეტკაბელებს

 დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი – მარშალი სტიუარტ პიჩი აცხადებს, რუსეთის მხრიდან წყალქვეშა საკომუნიკაციო და ინტერნეტკაბელებს საფრთხე ემუქრება.

მისი თქმით, საკომუნიკაციო ხაზების დაცვა ბრიტანეთის და ნატოს პრიორიტეტად უნდა იქცეს.  პიჩი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წყალქვეშა კაბელები დაზიანდება ეს ,,მაშინვე და კატასტროფულად დააზარალებს ეკონომიკას.”

ორგანიზაცია Policy Exchange-ის მოხსნების თანახმად, მსოფლიო წყალქვეშა ქსელი მოიცავს 213 დამოუკიდებელ საკაბელო სისტემასა და 877,121 კმ ბოჭკოს. თუმცა, ორგანიზაციის განმარტებით, ფორმალური სახელმწიფო საკუთრების არარსებობა გულისხმობს იმას, რომ მას საერთაშორისო კანონმდებლობა სათანადოდ ვერ იცავს.

მიუხედავად ამისა, გლობალური კომუნიკაციების 97% და ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციებიდან 10 ტრილიონი დოლარი ოკეანქვეშა კაბელებით გადაიცემა.

,,რუსეთის ფლოტის მოდერნიზაციით (როგორც ბირთვული, ისე ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავები და გემები) გამოწვეული საფრთხის საპასუხოდ ჩვენს ატლანტიკური მოკავშირეებთან ერთად პრიორიტეტად დავსახეთ ისეთი ამოცანები და მისიები, რომლებიც საზღვაო საკომუნიკაციო ხაზების დაცვას ემსახურება. წარმოიდგინეთ სცენარი, სადაც ეს კაბელები ზიანდება და ჩვენს ეკონომიკასა და ცხოვრების სხვა გზებს კატასტროფულად აზიანებს” – განაცხადა სტიუარტ პიჩმა.

შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი წყალქვეშა საკომუნიკაციო ხაზებს გაანადგურებს, თანდათან იზრდება.

თავდაცვისა და დაზვერვის მეთაურების განცხადებით, რუსეთი არა მხოლოდ წყალქვეშა მოქმედებებს ზრდის, არამედ სურს არატრადიციული ასიმეტრიული ომის გამოყენებაც.

ამ საფრთხის ფონზე მარშალი სტიუარტ პიჩი აცხადებს, რომ ბრიტანეთი და მისი ნატოელი მოკავშირეები ამგვარი თავდასხმისთვის არასათანადოდ მომზადებულები არიან. ის ერთადერთი სამხედრო მაღალჩინოსანი არააა, ვინც ამ საფრთხეზე ღიად საუბრობს.

ნატოს უმაღლესმა სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, ამერიკის საზღვაო ძალების გადამდგარმა ადმირალმა – ჯეიმს სტავრიდისმა ცოტა ხნის წინ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ,,ეს სასიცოცხლო ინფრასქტრუქტურა თანდათან უფრო დაუცველი ხდება.”

,,ეს არ არის თანამგზავრები ცაში, არამედ მილები ოკეანის ფსკერზე, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალს ქმნიან და ნატო მათ დასაცავამ მზად უნდა იყოს”, – განაცხადა მან.

ჯეიმს სტავრიდისის მტკიცებით, წყალქვეშა კაბელებს პოტენციური საფრთხე ემუქრებათ ჩინეთიდან და ირანიდანაც.

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

ინდოეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა სმარტფონების გაყიდვებით

სინგაპურის ანალიტიკური სააგენტოს– ,,კანალისის“ ცნობით, 2017 წელს სმარტფონების გაყივებმა 23%–ით მოიმატა გასულ წელთან შედარებით. ამან განაპირობა, რომ ინდოეთმა გადაუსწრო ამერიკას და გახდა მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ბაზარი სმარტფონების სფეროში მსოფლიოში.

,,კანალისის“ ვარაუდით ასეთი სწრაფი ზრდა განაპირობა ინდოეთის გაუმჯობესებულმა 4G ინტერნეტმა. 75% ინდოეთის ბაზრისა უჭირავს 5 ძირითად კომპანიას : Samsung, Xiaomi, Vivo, Oppo და Lenovo. მათ შორის კი გამორჩეულია 2 – Samsung და Xiaomi, რომელთა პროდუქტის გაყიდვები 9,4 და 9,2 მილიონ სმარტფონს მოიცავს.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კომუნიკაციატექნოლოგიები

FaceTime-ით სარგებლობის საშუალება Android-ის მომხმარებლებსაც ექნებათ

 ,,iPhone-ის” მფლობელებისთვის FaceTiming-ი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ,,Google-ს” სურს, იგივე შესაძლებლობა Android-ის მომხმარებლებსაც ჰქონდეს.

 კომპანიამ განაცხადა, რომ  Android-ში ვიდეოკონფერენციის აპლიკაციის – Duo-ს შექმნას იწყებს.

  ეს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს დაიწყონ ვიდეო ზარი ერთი დაწკაპუნებით  – ისევე როგორც Apple- ის iOS- ში.

 ვიდეო საშუალებას მოგცემთ, დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს ვიდეო ზარის, ან ტექსტური შეტყობინების საშუალებით, იმის და მიუხედავად, სად იმყოფებიან ისინი – იმავე ქალაქში, სადაც თქვენ თუ ათასობით კილომეტრის დაშორებით.

კომპანიამ უკვე განაახლა პროგრამული უზრუნველყოფა პირველი თაობის Pixel-ში, Android One -ისა და Nexus-ის მოწყობილობებზე, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება Pixel 2-ის ტელეფონებზე, რომლებიც გაყიდვაში მომავალ კვირას გამოვა.

,,მოინახულე მეგობარი სხვა ქალაქში, ესტუმრე სხვას სახლიდან გაუსვლელად, მოაწყვე მნიშვნელოვანი შეხვედრები მარტივად..” ეს Apple – ს ცნობილი სერვისის Facetime – ის კომერციალია. Facetime-ის უკანა მაღალხარისხიანი კამერა საშუალებას იძლევა დაანახოთ პარტნიორს ის, რასაც თქვენ საკუთარი თვალით ხედავთ.

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკომუნიკაციარელიგია და მეცნიერება

რომის პაპი კოსმოსში ზარს განახორციელებს

 რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ზარს განახორციელებს.

ოფიციალური ვატიკანის განცხადებით, პაპი 26 ოქტომბერს, 5 საათზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ზარს განახორციელებს. ინფორმაციაში სხვა დეტალები დაკონკრეტებული არაა.

აღსანიშნავია, რომ მაგრამ ფრანცისკემ მხარი დაუჭირა პაპის მეცნიერებათა აკადემიის მუშაობას, რომელიც რეგულარულად აერთიანებს მეცნიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 6-კაციანი ეკიპაჟი შედგება  – სამი ამერიკელის, ორი რუსისა და ერთი იტალიელისგან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგურია, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეიძლება: მისი სიმაღლე მერყეობს 319,6 კმ-დან 346,9 კმ-მდე დედამიწის ზედაპირიდან. მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 27.744 კმ/სთ და 15,7 ორბიტას ასრულებს დღეში. სკს ერთობლივი პროგრამაა აშშ-ს (ნასა), რუსეთის (რკა), იაპონიის (იახა), კანადის (კკა) და რამდენიმე ევროპული ქვეყნის (კა) კოსმოსურ სააგენტოს შორის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციარობოტექნიკა

რობოტებმა ,,ერთმანეთთან საუბარი” დაიწყეს

 საუბარია ორ რობოტზე, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ჰქონდათ, მათ გამოიგონეს თავიანთი ენა და ერთმანეთში საუბარი დაიწყეს ყველასთვის გაუგებარ ენაზე, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მათი ხელოვნური ინტელექტი გამოირთო.

 ექსპერტები ცდილობდნენ მათი ენა გაეშიფრათ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

რობოტებმა ისიც კი შეძლეს, რომ მოეფიქრებინათ ერთმანეთთან მოლაპარაკების სხვადასხვა გზა და გაეუმჯობესებინათ მოლაპარაკებების საშუალებები.

მეცნიერების ნაწილია საუბრობს საშიშროებაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა უკონტროლო გახდეს მსგავსი ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების ქმედებები.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 9
Page 6 of 9