close
ამოგონება - ინოვაციაომუნიკაციააქართველოექნოლოგიები

„Georgian Hero” – სტარტაპერების პლატფორმა დროებითი სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებსა და კომპანიებს დააკავშირებს

Georgian Hero სტარტაპი

11დეკემბერს დასრულდა Garage48-ის მიერ ორგანიზებული ჰაკათონი “Gemification&Entertainment-ი”, რომელშიც 100-მდე მონაწილემ და მათმა გუნდებმა, ესტონელი მენტორების დახმარებით, 48 საათის განმავლობაში შეძლეს, რომ წარედგინათ საკუთარი ინოვაციური იდეები. გამარჯვებული კი გახდა 19-21 წლის ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდი პროექტით „Georgian Hero”, რომლის შესახებაც მისმა ერთ-ერთმა წევრმა – მიშო თექთუმანიძემ ,,დოქტრინას” უამბო.

„Georgian Hero” არის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ მარტივად მოიძიონ სამუშაო, განსაკუთრებული აქცენტი კი, ობიექტური მიზეზების გამო, დროებით სამუშაოზე კეთდება, „გასულ ზაფხულში მინდოდა რაიმე მარტივი, დროებითი სამუშაოს მოძიება, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ახალგაზრდისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია ასეთი სამსახურის მოძებნა. მეტიც, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა დაუსაქმებელი ახალგაზრდების რაოდენობის მიხედვით. თუმცა ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კომანიებს ნამდვილად სჭირდებათ დროებითი თანამშრომლები, განსაკუთრებით, რაღაც ღონისძიებების დროს, მაგალითად, ახალი წლების პერიოდში ვინმე, ვინც შეფუთავს საჩუქრებს მაღაზიაში და ა.შ შესაბამისად, როგორც ახალგაზრდებში, ისევე კომპანიებში არსებობს დროებითი სამუშაოების საჭიროება, სწორედ ამიტომაც შევქმენით აპლიკაცია “Georgian Hero” -აღნიშნავს მიშო.

ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით აპლიკაციის თემა არის სუპერგმირი: ახალგაზრდები არიან გმირები, ხოლო სამუშაოები კვესტებია. მათ შესრულებისთვის ,,გმირი” არა მხოლოდ ფულად ანაზღაურებას მიიღებს, არამედ xp-ს და ზოგ შემთხვევაში – ბეჯებსაც.

პირველ ადგილზე გასვლისთვის გუნდმა „სტარტაპერისგან“ მიიღო 2000 ლარის ოდენობის დაფინანსება, მოგებული თანხა მოხმარდება პროდუქტის განვითარებასა და რეკლამირებას. აპლიკაცია, როგორც გუნდი ვარაუდობს, დაახლოებით, აპრილის თვეში უკვე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებელისთვის.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2