close

კომუნიკაცია

კომუნიკაციასაქართველო

თანამედროვე ქართული ანიმაცია – ახალგაზრდა ხელოვანის შეფასებები

თითქმის ერთი საუკუნეა, რაც საქართველოში მულტიპლიკაცია არსებობს და ამ სფეროში ბევრი საამაყო შედევრიც აქვს ქართულ საზოგადოებას მის საწყისებიდანვე შემორჩენილი, მაგრამ ბოლო დროინდელ ვითარებას თუ გადავხედავთ, აღნიშნული სფერო გაცილებით ნაკლებადაა აქტიური, სწორედ ამიტომ, ,,დოქტრინა“ დაინტერესდა პრობლემატიკით და გაესაუბრა ახალგაზრდა ხელოვანს, გიორგი გაგლოშვილს, რომელმაც ისაუბრა ქართულ სივრცეში არსებულ, ანიმაციის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

გიორგი გაგლოშვილი ანიმაციით ბავშვობიდანაა დაინტერესებული, სამხატვრო აკადემიაშიც სწორედ იმ მიზნით ჩააბარა, რომ ეს სფერო საფუძვლიანად შეესწავლა, თუმცა, როგორც ჩანს, არც აქ ეთმობა ამ სფეროს საკმარისი ყურადღება, რაც ზოგადად ქართულ რეალობაში არსებული პრობლემით უფრო აიხსნება, ვიდრე ამ კონკრეტული მაგალითით. მაგრამ, დამაბრკოლებელი ფაქტორების მიუხედავად, გიორგიმ შეძლო თავადვე, საკუთარი ძალისხმევით, შეესწავლა საჭირო პროგრამები და 2014 წელს, სადიპლომო ნაშრომიც სწორედ თავისით ნასწავლი პროგრამით შექმნა, რომელსაც ,,სიმართლე“ უწოდა, იხ. ვიდეო:

ამჟამად გიორგი 25 წლისაა და მსგავსად ბევრი მისნაირი ახალგაზრდისა, მხოლოდ შეკვეთებზე მუშაობს, აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია და უამრავი საინტერესო იდეა, რომელთა ხორცშესხმასაც შესაბამისი ფინანსები და სამუშაო გარემო სჭირდება.

წლის დასაწყისში გიორგისა და მის  მეგობარს გაუჩნდათ იდეა, რომ გაეკეთებინათ იუმორისტული მულტსერიალი, დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკისა და მსგავსი გაცვეთილი თემებისგან. თუმცა, აქაც ბევრი დაბრკოლებას წააწყდნენ, ერთ-ერთია ანიმაციის სკოლის არარსებობა, ,,ფიზიკურად არ არიან ადამიანები, რომლებიც ოპერატიულად და სწრაფად გააკეთებენ 2D ანიმაციას. და თუ არიან, ისინიც ჩემსავით შეკვეთებზე  არიან გადართულები და გაფანტულები… მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროში უნდა ჩაიდოს საკმაოდ დიდი ინვესტიცია, იმიტომ რომ ანიმაცია იყო, არის და იქნება კომუნიკაციისა და აზრის გადაცემის საუკეთესო საშუალება,“ – აღნიშნა გიორგიმ.

საქართველოში ანიმაციის სფერო საზოგადოებისთვის თითქოს დახშულია, მიუხედავად იმისა, რომ აქ უამრავი ნიჭიერი ადამიანია, ვინც მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროდუქტის შექმნას შეძლებს, რა თქმა უნდა, თუკი იქნება შესაბამისი დაინტერესება და ფინანსური უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, ეს ხალხიც, გიორგის მსგავსად, ცალკე, თავისთვის მუშაობს და არ ხდება ამ ყველაფრის თავმოყრა.

ეჭვი არ არის, რომ ყველას გვაქვს ბავშვობის საყვარელი ქართული მულტფილმი, თუმცა, ამჟამად ალბათ გაგვიჭრდება, თუნდაც ერთი, თანამედროვე ქართული ანიმაციის დასახელება,  რაზეც გიორგი გულღიად გვესაუბრა – ,,საბჭოთა კავშირის დროს იყო დაფინანსება და მიუხედავად არსებული რეჟიმისა, გაცილებით მეტ სფეროს ექცეოდა ყურადღება, ვიდრე ახლა.  მე და ჩემი თაობა უცხოურთან ერთად, ქართულ მულტფილმებზეც გავიზარდეთ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ დღევანდელი ტექნიკითა და შესაძლებლობებით ბევრად კარგი ხარისხის მიღება შეიძლება. მიუხედავად ამისა, ეს არ ხდება, მაშინ, როცა ასეთი კარგი პროდუქტი იქმნებოდა ჯერ კიდევ 50 წლის წინ, იმ დროს, როცა ყველა კადრის დახატვა ფურცელზე ხდებოდა, რაც კოლოსალურ შრომასთან იყო დაკავშირებული. ახლა კი, როცა ამხელა შესაძლებლობებია გარშემო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვძინავს“.

გიორგი მოუწოდებს ბიზნესმენებსა და კომპანიებს, რომ ჩადონ ქართული ანიმაციის განვითარებაში ფული, რადგან ეს არის სფერო და საქმე, რომელიც ყოველთვის ამართლებს და რჩება მომავალ თაობას. ამასთანავე, აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართველი ახალგაზრდების ეს უხილავი შრომა არ აღწევს ფართო საზოგადოებამდე, როგორც გიორგიმ აღნიშნა,  არის ის, რომ მედიასაშუალებებიც არ მუშაობენ აქტიურად ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე კი, სფეროში არსებული უკვე მზა პროდუქტიც მიუწვდომელი რჩება საზოგადოების ფართო მასებისთვის.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიო

10 მოწინავე ქვეყანა ტელეფონზე დარეკვის  სიძვირის მიხედვით

 

ქალაქის ტელეფონებიდან მობილურ ტელეფონებზე დარეკვისას მოქმედი ფიქსირებული გადასახადები ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური წესით დგინდება და გამოითვლება შესაბამისად, რაიმე უნიფიცირებული ფორმულის არსებობა გამორიცხულია. აქედან გამომდინარეობს ის დიდი სხვაობებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევებში ასე თვალშისაცემია.

წარმოდგენილი ჩამონათვალი მიუთითებს, რომ ქვეყნის განვითარების დონესა და მობილურ ტელეფონებზე დარეკვის ღირებულებას შორის არანაირი პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. უფრო პირიქით –  აქ არანაირი ლოგიკა არ იკითხება:

ქვეყანა/ღირებულება(ცენტი/წუთი)

  1. ახალი ზელანდია –43,6
  2. ეგვიპტე –41,6
  3. პოლონეთი– 40,7
  4. შვეიცარია–38,6
  5. ესპანეთი–36,2
  6. ინგლისი–30,7
  7. პორტუგალია–29,9
  8. დანია –27,5
  9. ავსტრალია–27,0
  10. მექსიკა –25,0

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციასაქართველო

,,სარეკლამო ომისა” და ,,ჯეოსელისა” და ,,მაგთის” შესახებ

 

თბილისში, სააკაძის მოედანზე, ,,მაგთისა”  და ,,ჯეოსელს” შორის ,,სარეკლამო ომი” მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ მოედანზე მდებარე ჯეოსელის ოფისის თავზე მაგთის სარეკლამო ბანერი (,,მხოლოდ მაგთი”) გამოიფინა.

ჯეოსელმაც უპასუხა კონკურენტ კომპანიას და  გაგვაფრთხილა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და #არამხოლოდ ამით შემოიფარგლება.

აღნიშნულ ფაქტს  ინტერნეტში ზემოხსენებულ კომპანიების მომხმარებლების ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს ამ „სარეკლმაო ომში“, ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს ?

მანამდე კი ცოტა რამ კომპანიების შესახებ:

 

,,ჯეოსელი”

საქართველოს უმსხვილესი მობილური ოპერატორი – „ჯეოსელი“ – თურქული კომპანიის Gürtel Telekomünikasyon Yatırım ve Dış. Tic. A.Ş, შვილობილი კომპანიაა, რომელიც, თავის მხრივ, კომპანია Fintur Holdings–ის შვილობილია. (რეგისტრირებულია ნიდერლანდებში). ,,Fintur–ის” მფლობელები არიან მსხვილი თურქული მობილური ოპერატორი Turkcell (41.45%) და Teliasonera (58.55%). რადგან ,,Teliasonera Turkcell-ის” აქციონერიცაა, ის პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობს ჯეოსელის 74.3%–ს.

,,Teliasonera”  მობილურ ოპერატორებს სკანდინავიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და სხვა ქვეყნებშიც ფლობს. იგი კვოტირებულია საფონდო ბირჟებზე სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში. ,,Teliasonera-ს” მთავარი აქციონერები შვედეთისა (37.3%) და ფინეთის(11.7%) მთავრობები არიან. სხვა მსხვილი აქციონერები არიან, ასევე შვედური საპენსიო და სადაზღვევო ფონდები. 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით 15 ყველაზე დიდი აქციონერი აქციების 56.2%–ს ფლობს.

,,Fintur Holdings–ს” კიდევ ერთი აქციონერის, ,,Turkcell-ის” აქციები სტამბოლის და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე იყიდება. Turkcell-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი Turkcell Holding AS-ია, რომლის მთავარი აქციონერები Teliasonera (37.1%), თურქი მილიარდერის, მეჰმეტ ემინ კარამეჰმეტის Cukurova Holding (13.8%) დარუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ,,Alfa გრუპი”(13.2%, შვილობილი კომპანიის Altimo–ს მეშვეობით) არიან.

„ჯეოსელი“ 1996 წელს დაარსდა. იგი ქვეყანაში პირველი GSMოპერატორი იყო და საქართველოს ტელეკომუნიკაციების სამინისტროსა და Gürtel–ის ერთობლივი ინიციატივით ამოქმედდა. კომპანიამ ოპერირება 1997 წელს დაიწყო, 2006 წლიდან კი UMTS/3G მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. „ჯეოსელის“ მოგება 2011 წელს დაახლოებით 140 მილიონი აშშ დოლარი იყო.

 

,,მაგთიკომი”

„მაგთიკომი“— 1996 წლის 12 თებერვალს დააფუძნა დოქტორმა გიორგი (გია) ჯოხთაბერიძემ. კომპანიამ პირველი კომერციული ზარი მობილური ქსელიდან 1997 წლის 22 სექტემბერს განახორციელა.

„მაგთიკომის“ სერვისები მოიცავს: მობილურ ტელეფონიას (ოპერირებს სამი ბრენდით: „მაგთი“ (1997 წლიდან), ახალგაზრდული ბრენდი „ბალი“ (2005 წლიდან) და „ბანი“ (2010 წლიდან); მობილურ ინტერნეტს (მოიცავს მობილური ქსელის გავითარების ყველა ტექნოლოგიას: 2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G, 4.5G); უსადენო ფიქსირებულ ტელეფონიას (ბრენდი „მაგთიფიქსი“, 2008 წლიდან); სადენიან ფიქსირებულ ტელეფონიას (VoIP); თანამგზავრულ ტელევიზიას (ბრენდი „მაგთისატი“,  2012 წლიდან; საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველი ოპერატორი); ინტერნეტ (IPTV) ტელევიზიას (2016 წლიდან) და სადენიან ინტერნეტს (2016 წლიდან).

დღეისათვის „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში გაერთიანებულია ყველა თაობის  მობილური ტექნოლოგია: GSM (2G და 2.5G. ქსელი მუშაობს 900 და 1800 მეგაჰერც სიხშირეზე), UMTS და HSPA+ (3G და 3.5G. ქსელი მუშაობს 900 და 2100 მეგაჰერც სიხშირეზე და LTE (4G და 4.5G.  ქსელი მუშაობს 800 და 1800 მეგაჰერც სიხშირეზე). კომპანია, რიგი სერვისების მისაწოდებლად, ასევე იყენებს CDMA 450 მეგაჰერც სიხშირეს.

„მაგთიკომი“ ყველაზე ვრცელი დაფარვის არეალით არის წარმოდგენილი (4650 საბაზო სადგური) და საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ს ფარავს. „მაგთიკომი“ მობილურ ბაზარზე ლიდერია (ბაზრის წილი: 42%; 2016 წლის სექტემბერი). ყველა მომსახურებით, კომპანია 3 მილიონამდე აბონენტს 51 მომსახურების და 5 მობილური ოფისით ემსახურება. 2017 წლის იანვრის მონაცემებით „მაგთიკომის“ წვლილი ქართული ეკონომიკის გავითარებაში წარმოადგენს – 1.663.058.458 ლარს.

2016 წლიდან, „მაგთიკომი“ ISPოპერატორი და, შედეგად, სრული საკომუნუკაციო სერვისის მიმწოდებელია.

 

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამედიცინატექნოლოგიები

ახალი ტექნოლოგია სრულიად პარალიზებულ ადამიანებს კომუნიკაცის საშუალებას აძლევს

ახალი ტექნოლოგიის საშუალებით სრულიად პარალიზებულ პაციენტებს კომუნიკაცია შეუძლიათ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ტვინის კომპიუტერული ინტერფეისის საშუალებით პაციენტების ფიქრების წაკითხვა გახდა შესაძლებელი.

ცდა შვეიცარიაში ოთხ პაციენტზე ჩაატარეს. ოთხივე მათგანს ამიოტროფული სკლეროზის პროგრესული ფორმა ჰქონდა, რომლის დროსაც ტვინი კუნთების კონტროლის უნარს კარგავს. ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს ფიქრი შეუძლიათ, მაგრამ ვერც მოძრაობენ და ვერ დადიან.  კვლევაში ჩართული პაციენტები ისე ჩაკეტეს, რომ თვალების მოძრაობის საშუალებაც არ ჰქონდათ.

ტვინის სიგნალები

ტვინის უჯრედების აქტიურობა სისხლში ჟანგბადის დონეს ცვლის, რაც თავის მხრივ სისხლის ფერის შეცვლას იწვევს.  ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპიის საშუალებით მეცნიერებმა ტვინში ჩახედვა შეძლეს, რათა მისი ფერი აღმოეჩინათ.

ამის შემდეგ პაციენტებს კითხვები დაუსვევს, რომლებიც „დიახ“ ან „არა“ პასუხს ითხოვდა, მაგალითად: ,,თქვენი მეუღლის სახელი იოაკიმია?”. სისტემის სიზუსტე 75 პროცენტი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე კითხვის დასმა ზოგჯერ რამდენჯერმეა საჭირო.

ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ქორწინებისთვის პარალიზებული მამის კურთხევის მიღება სურდა, მისგან ქორწინებაზე უარი მიიღო.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგია თანდათან უფრო პრაქტიკული გახდება. მაგალითად: მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა, აქვს თუ არა პაციენტს ტკივილები, უნდა თუ არა ოჯახის წევრების ნახვა და ა.შ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციატექნოლოგიები

მეცნიერები : ძაღლები და ადამიანები საუბრის აღსაქმელად ტვინის ერთსა და იმავე ნაწილს იყენებენ

უნგრელ მეცნიერთა ჯგუფმა 13 ძაღლის ტვინის სკანირება განახორციელა და დაადგინა, რომ ძაღლები და ადამიანები სიტყვებსა და ინტონაციების ერთნაირად ამუშავებენ.
კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლი, ადამიანის მსგავსად, სიტყვების დასამუშავებლად ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს იყენებს, ხოლო ინტონაციებისთვის – მარჯვენას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შექება ძაღლზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც სიტყვები და ინტონაცია თანხვედრაშია.

„ძაღლებს საქები და არასაქები სიტყვები ვუთხარით ასევე შექებისა და არ-შექების ინტონაციით მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ზუსტად ადამიანების მსგავსად ახდენენ სიტყვებისა და ინტონაციებისგან მიღებული ინფორმაციის განცალკევებას და ამ დროს მათი ტვინის ჯილდოს ცენტრში ზუსტად ის პროცესი მიდის, რაც ადამიანისაში“ – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ეთიოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ატილა ანდიქსმა და დასძინა, რომ კვლევა უპრეცედენტოა, რადგან ჯერ არავის გამოუკვლევია ის, თუ როგორ ახდენს ძაღლი ადამიანის საუბრის დამუშავებას.
კვლევისას 13 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი შვიდი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, ადამიანების ოთხფეხა მეგობრებს MRI სკანერებას უტარებდნენ და ტრენერების სიტყვებვის მოსმენისას მათი ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ.
კვლევის მონაწილეებს ყურსასმენებ ეკეთათ, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა საქებარ სიტყვებს („სუპერ“, „ყოჩაღ“, „კარგი ბიჭი ხარ“ ) განსხვავებული ინტონაციით ასმენინებდნენ : შესაქები ინტონაციით, ნეიტრალური ინტონაციით. ძღლებს ასმენინებდნენ საქები და ნეიტრალური ინტონაციებით ნეიტრალურ შერეულ სიტყვებს, რომლებიც მათთვის არაფერს ნიშნავდა.
ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევა დასაბამს სხვა გამოკვლევებსაც მისცემს. მაგალითად, მომავალში შესაძლებელი გახდება გაარკვიონ, არჩევს თუ არა ძაღლი ერთმანეთისგან შინაარსიან და უშინაარსო საუბარს, მოსწონს თუ არა ესა თუ ის მუსიკა სხვაზე მეტად და ა.შ.

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

Facebook – ის ახალი ფუნქცია Marketplace

სოციალური ქსელი Facebook-ი ახალ ფუნქციას ამატებს. Marketplace მომხმარებელს სხვადასხვა ნივთის გაყიდვისა და შეძენის საშუალებას აძლევს.

კომპანიის განცხადებით, ნივთების საიტზე გაყიდვა უკვე საკმაოდ პოპულარული ხერხია და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 450 მილიონი გამყიდველი და მყიდველი ჯგუფი არსებობს. სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებლის მეოთხედისთვისFacebook სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობის საშუალებაა.

რაც შეეხება ახალ ფუნქციას –  Marketplace, ეს გახლავთ საშუალება ადამიანებისთვის, რომ აღმოაჩინონ, ან გაყიდონ სხვადასხვა ნივთი მათ გარშემო მყოფი ადამიანების დახმარებით.

მომხმარებელი, რომელსაც რამე ნივთის შეძენა სურს, სპეციალურ კლავიშზე დააწკაპუნებს და Marketplace-ის ჩამონათვალს ნახავს. იმავე კლავიშზე დაწკაპუნება მოუწევს გაყიდვის მსურველსაც, ფოტოსა და აღწერილობის განთავსების შემდეგ ნივთი გასაყიდი საგნების სიას დაემატება.

MarketplaceFacebook-ის ალგორითმების დახმარებით ადგენს, რომელი მომხმარებელი რითია დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ საიტი კრძალავს ისეთი ნივთებით ვაჭრობას, როგორიცაა : იარაღი და ცხოველები.

Facebook ახალი ფუნქციის დატესტვას გასული წლიდან ახორციელებს. Marketplaceდღეიდან ხელმისაწვდომი გახდა შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. დანარჩენ მსოფლიოში კი Facebook-ის ახალი ფუნქცია უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

წყარო: www.independent.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

ჩინეთი ინტერნეტ კონტროლის გამკაცრებას აპირებს

ჩინეთმა საკამათო კიბერ უსაფრთხოების კანონის მისაღებად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც ორშაბათს ქვეყნის პარლამენტმა კანონპროექტის მეორე მოსმენა გამართა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საშინაო და საგარეო ბიზნესზე და მისთვის დიდი ცენზურის დაწესების ტოლფასია.
ჩინეთი ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. კანონი სოციალური მორალის დასაცავად და ამ მიზნით საზოგადოებასა და მთავრობაზე ზედამხედველობის დასაწესებლად ქსელის ოპერატორების შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტში წერია, რომ ჩინელი მოქალაქეების პირადი და „მნიშვნელოვანი ბიზნეს მონაცემების“ შენახვა ქვეყნაში უნდა მოხდეს, რადგან მისი საზღვარგარეთ გატანა ხელისუფლების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
ჩინეთის პარლამენტს კანონპროექტის სრული ვერსია ჯერ არ გამოუქვეყნებია, ასევე უცნობია, როდის მიიღებენ კანონს.
კიბერ უსაფრთხოება ჩინეთის ეკონომიკურ პარტნიორებთან ურთიერთობაში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, განსაკუთრებით მოსაბეზრებელი საკითხია. ჩინეთის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ტერორიზმის მზარდი საფრთხის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ინტერნეტ შეზღუდვები, რაც ისეთი უცხოური საიტების დაბლოკვას ითვალისწინებს, როგორიცაა Googleდა Facebook.
ჩინეთის მიერ მკაცრად განსაზღვრული წესები შეშფოთების წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მთავრობების, მრავალეროვნული კომპანიებისა და უფლებებადამცავი აქტივისტებისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ მთავრობა აღნიშნული კანონის ინტერპრეტირებას თავისი შეხედულებისამებრ მოახდენს.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

Twitter მომხმარებელს 140 წამიანი ვიდეოების განთვსების შესაძლებლობას აძლევს

სოციალური ქსელი Twitter მომხმარებელს140 წამიანი ვიდეოს განთავსების შესაძლებლობას აძლევს.

აქამდე Twitter-ზე მხოლოდ 30 წამიანი ვიდეოს განთავსება იყო შესაძლებელი.

140 წამიანი ლიმიტი Twitter-ის რამდენიმე წამიან ვიდეო სერვის Vine-საც ეხება, რომელსაც მანამდე 7-წამიანი ლიმიტი ჰქონდა.

“ვიდეო Twitter -ის რეალურ დროში საუბრებისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება,“ – წერს საკუთარ ბლოგში Twitter -ის ვიცე პრეზიდენტი  ჯერემი რიშელი.

შემოთავაზებულ სიახლეს წინ უძღოდა Twitter-ის ხელმძღვანელობის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ უკეთესი ვიდეო და ფოტო შინაარსის წარმოსადგენად  ლონდონში დაფუძნებულიკომპანია Magic Pony Technology შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს გამართულ ვაჭრობაზე Twitter-ის აქციების ფასმა მოიმატა.

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

ჰაკერებმა ISIS-ის Twitter-ის გვერდი LGBT სლოგანებით ააჭრელეს

ჰაკერთა ჯგუფმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული Twitter-ის  გვერდი გატეხეს და LGBT სლოგანებითა და ცისარტყელას გამოსახულებებით ააჭრელეს.
ჰაკერთა ქმედება ორლანდოს ერთ-ერთ ღამის გეი-კლუბში მომხდარ თავდასხმას უკავშირდება.
ჰაკერი, რომელიც WauchulaGhost-ის  სახელითაა ცნობილი და რომელიც ჰაკერთა ჯგუფ Anonymous-თან   არის დაკავშირებული, აცხადებს, რომ Twitter-ის  გვერდი მისი გატეხილია. ჰაკერი აცხადებს, რომ გასული თვის მანძილზე მან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ Twitter-ის  250-მდე გვერდზე გეი პორნოგრაფიის ამსახველი ფოტოები განათავსა, მაგრამ კვირის თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერ მესიჯებზე გადაერთო.
„თქვენ მოსპეთ უდანაშაულო სიცოცხლეები. ერთადერთი, რისი გაკეთებაც თქვენს წინააღმდეგ ამ ხალხის დასაცავად შემიძლია, ეს გახლავთ,“ –

აცხადებს WauchulaGhost.

Anonymous, რომელიც4Chanფორუმზე2 000-იანი წლების მიწურულს დაარსდა, 2015 წლიდან აწარმოებს ანტი ISIS კამპანიას. ჯგუფმა ჩჰარლიე Charlie Hebdo-ის რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ISIS-თან დაკავშირებულ ათობით Twitter  ანგარიშზე აიღო კონტროლი. სდფდსფსფსდფ

ორლანდოში, ღამის გეი-კლუბ “პულსში” სროლის შედეგად დაიღუპა 49 ადამიანი. თავდამსხმელი, წარმოშობით ავღანელი, აშშ-ის 29 წლის მოქალაქე ომარ მატინი შტურმის დროს სპეცრაზმმა მოკლა. ორლანდოში მომხდარი სროლა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული თავდასხმა გახდა.
ამასთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ ომარ მატინის ისლამისტურ სახელმწიფოსთან კავშირი ჯერ-ჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის. ომარ მატინის მამამ მირ სედიკმა ტელეკომპანია NBC-სთან  ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდასხმა რელიგიური მოტივებით არ იყო განპირობებული და რომ მომხდარი შესაძლოა, სექსუალური უმცირესობებისადმი მისი შვილის ნეგატიურ დამოკიდებულებას უკავშირდებოდეს.

წყარო:BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8
Page 8 of 8