close

დედამიწა

დედამიწაეს საინტერესოასაქართველო

საქართველოს მხოლოდ რუხი წეროები ,,სწყალობს“

  წეროების გვარიდან საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა – რუხი წერო და ისიც მიმოფრენის დროს.

რუხი წერო წონით 4-7 კგ-ია. იგი ველზე, ბუჩქნარში ან ჭაობიან ადგილებში ბუდობს. ბუდეს მშრალ ადგილზე ლერწმის ფოთლებისა და ღეროებისგან წნავს, რომელსაც შიგნიდან მშრალ, რბილ ბალახს ამოაფენს ხოლმე. დებს 2-3 კვერცხს. კრუხად დედალ მამალი მორიგეობით სხდებიან. გამოჩეკვას 29-31  დღე სჭირდება, მართვებს რამდენიმე დღე კვებავენ, შემდეგ კი თან დაჰყავთ და ერთად ნადირობენ.

წერო უმთავრესად მარცვლოვანი და სხვა მცენარეების თესლებით, ბალახეულით იკვებება. ეტანება ახალ აღმოცენებულ და ნორჩ ნაწილებს, ფესვებს, ნაირგვარ კენკრას. ჭანს მწერებს, მოლუსკებს.

წერო ფრთხილი და გონიერი ფრინველია. მეტწილად გუნდებად ცხოვრობენ. ერთად იკვებებიან და ერთად ისვენებენ. სძიანვთ ფეხზე მდგომთ, თავი ფრთის ქვეშ აქვთ ამოდებული. ამ დროს, გუნდს ერთ-ერთი წერო დარაჯობს და საფრთხის შემთხვევაში ყივის.

შემოდგომით წეროები ერთად იკრიბებიან, დიდ გუნდს ქმნიან და გადასაფრენად ემზადებიან. ჰაერში სამკუთხედად ლაგდებიან, გუნდს სათავეში ძველი, მოგზაურობაში გამოცდილი წერო უდგას.

წეროს ხორცი იჭმევა, თუმცა მასზე იშვიათად ნადირობენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

ალოე – სასარგებლო და მარტივად მოსავლელი მცენარე

  ალოე გვალვაგამძლე, მრავალწლიანი, ტროპიკული მცენარეა. იზრდება აფრიკასა და ინდოეთის ნახევარუდაბნოებში. ჩვენში გავრცელებულია პლანტაციისა და ოთახის დეკორატიული მცენარის სახით.

შეიცავს: ანტრაგლიკოზიდების ნარევს, ფისოვან ნივთიერებას, ვიტამინებს და ფიტონციდებს. ფიტონციდების შემცველობის გამო, ალოე სამკურნალო საშუალებაა და მართლაც შეუდარებელი გახლავთ გრიპის საწინააღმდეგოდ. იგი დიდ მოვლას არ ითხოვს და არც ზოგიერთი ოთახის ყვავილივით პრეტენზიულია. საკმაოდ ლამაზია შესახედავადაც. ასე რომ თუ ოთახის მცენარეების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ერთი-ორი ქოთანი ალოესაც ,,დაუთმოთ’’.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

ძაღლი უძველესი შინაური ცხოველია

ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ძაღლი ჯერ კიდევ ქვის ხანის ადამიანებთან მეგობრობდა.  ეს უჭკვიანესი ცხოველი ადამიანმა თანდათანობით მოიშინაურა, რადგანაც შენიშნა, რომ იგი არა მარტო საკვების ნარჩენებს ეძებდა მისი საცხოვრებლის სიახლოვეს, არამედ ცხოველთა მიგნება-მონადირებაშიც მონაწილეობდა. როცა ადამიანი დარწმუნდა, რომ ძაღლს ძლიერი ყნოსვაც ჰქონდა, სმენაც და საკმაოდ ალღოიანად შეეძლო ნადირის დევნა, დიდხანს აღარ უფიქრია, რომ თავის ,,მეგობრად’’ გაეხადა.

ამჟამად მსოფლიოში 400-მდე ჯიშის სუფთა სისხლის ძაღლია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 14-დან 20-წლამდეა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

რა უნდა იცოდეს მოყვარულმა მეთევზემ?

   ქარი და სიცივე ხელს უწყობს თებზის ანკესზე წამოგებას.

 მღვრიე წყალი ხელს უშლის წამოგებას, გამჭირვალე – პირიქით. ვიწრო მდინარის გაფართოებულ ადგილებში ჯობია თევზაობა, ფართო მდინარისა კი -ვიწრო ადგილებში.

მდინარეში თევზაობისას ისარგებლეთ ანკესის წყალს გაყოლების ხერხით. ამ დროს სატყუარა წყალს იმდენად მიაქვს, რომ მეთევზეს შეუძლია ლარის გამოქაჩვა. ტივტივა ისე უნდა დააყენოთ, რომ სატყუარა ოდნავ ეხებოდეს ფსკერს. ნემსკავზე ჭიაყელა წამოაგეთ კუდით.

თევზის მოზიდვის მიზნით, დაჭრილი ჭიაყელა აურიეთ თიხაში და 1-2 ბურთულა გადააგდეთ წყალში, წყალი მათ დაშლის და საკვები თევზს შეუმჩნეველი არ დარჩება.

ქაშაყი ეტანება წვრილად დაჭრილ ხახვთან არეულ ცომის სატყუარას.

კობრის დასაჭერად საუკეთესოა კაპტონი.

წყალში თქაფუნი და წრეები გვამცნობს თევზის თავმოყრის ადგილს.

გახსოვდეთ!- თევზი გაურბის თამბაქოს სუნს, რომელიც სატყუარას გაკეთებისას თითებით გადაეცემა ანკესს.

კალმახს ზუთხის ქვირითი ,,მოსწონს’’. ნემსკავზე აგებენ 2-3 ცალ მარცვალს და აგდებენ წყალში. ელვასავით სწრაფი კალმახი ,,ასწრებს’’ ჩქარ მდინარეში ჩაგდებულ სატყუარას.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

რა უნდა იცოდეს მოყვარულმა მეთევზემ?

   ქარი და სიცივე ხელს უწყობს თებზის ანკესზე წამოგებას.

 მღვრიე წყალი ხელს უშლის წამოგებას, გამჭირვალე – პირიქით. ვიწრო მდინარის გაფართოებულ ადგილებში ჯობია თევზაობა, ფართო მდინარისა კი -ვიწრო ადგილებში.

მდინარეში თევზაობისას ისარგებლეთ ანკესის წყალს გაყოლების ხერხით. ამ დროს სატყუარა წყალს იმდენად მიაქვს, რომ მეთევზეს შეუძლია ლარის გამოქაჩვა. ტივტივა ისე უნდა დააყენოთ, რომ სატყუარა ოდნავ ეხებოდეს ფსკერს. ნემსკავზე ჭიაყელა წამოაგეთ კუდით.

თევზის მოზიდვის მიზნით, დაჭრილი ჭიაყელა აურიეთ თიხაში და 1-2 ბურთულა გადააგდეთ წყალში, წყალი მათ დაშლის და საკვები თევზს შეუმჩნეველი არ დარჩება.

ქაშაყი ეტანება წვრილად დაჭრილ ხახვთან არეულ ცომის სატყუარას.

კობრის დასაჭერად საუკეთესოა კაპტონი.

წყალში თქაფუნი და წრეები გვამცნობს თევზის თავმოყრის ადგილს.

გახსოვდეთ!- თევზი გაურბის თამბაქოს სუნს, რომელიც სატყუარას გაკეთებისას თითებით გადაეცემა ანკესს.

კალმახს ზუთხის ქვირითი ,,მოსწონს’’. ნემსკავზე აგებენ 2-3 ცალ მარცვალს და აგდებენ წყალში. ელვასავით სწრაფი კალმახი ,,ასწრებს’’ ჩქარ მდინარეში ჩაგდებულ სატყუარას.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები: მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით სამ მეოთხედს სიცხისგან დაღუპვა ემუქრება  

მეცნიერები გვაფრთხილებენ: იმ შემთხვევაში, თუ სათბური გაზების ატმოსფეროში გამოყოფა გაგრძელდება, მომავალი 80 წლის მანძილზე მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით სამ მეოთხედს პაპანაქება სიცხისგან დაღუპვა ემუქრება.

სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვამ აჩვენა, რომ მსოფლიოში 1,900-ზე მეტი ადგილია, სადაც 1980 წლიდან ადამიანები სიცხისგან იღუპებიან. მაგალითად 2010 წელს მოსკოვში სიცხისგან 10,800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,  დაახლოებით 4,900 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მაღალ ტემპერატურას პარიზში 2003 წელს, სიცხის შედეგად 740 ადამიანი გარდაიცვალა ჩიკაგოში 1995 წელს.

მეცნიერების შეფასებით, თუკი ნახშირბადის გამონაბოლქვის დონე მოიმატებს,  ეს მონაცემები საუკუნის ბოლოსთვის  დაახლოებით 74 პროცენტით გაიზრდება.

მათივე მტკიცებით, კლიმატი იმდენად სწრაფად იცვლება  იცვლება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ადამიანებმა მომატებულ ტემპერატურასთან გამკლავება შეძლონ. დათბობის სწრაფი ტემპი – ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანის აქტივობა კლიმატის ცვლილებას 170-ჯერ უფრო სწრაფად იწვევს, ვიდრე ბუნებრივი ძალები – უკვე მრავალ მცენარისა და ცხოველის სახეობის უქმნის პრობლემას.

ჟურნალ ,,Nature Climate Change-ში” გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გლობალური დათბობა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ადამიანებს შეუძლიათ 37C (98.6 F)-ზე მაღალ ტემპერატურას გაუძლონ, თუ ისინი სითბოს დაკარგვას შეძლებენ, ძირითადად, ოფლიანობით. მაგრამ მაღალი ტენიანობის დროს, როდესაც ჰაერი წყლის ორთქლით გაჯერებული ხდება, ეს პროცესი ხდება ,,არაეფექტური”, ვინაიდან ოფლი ორთქლდება კანიდან.

ტენიანობის პირობებში სიკვდილი შესაძლოა 37C- ზე ნაკლებმა ტემპერატურამაც გამოიწვიოს, რადგან სხეული მნიშვნელოვან სითბოს წარმოქმნის – დასვენებისას დაახლოებით 100 ვატს.

მეცნიერების დასკვნით, სასიკვდილო კლიმატური პირობების ზემოქმედების შედეგები კიდევ უფრო გამწვავდება ასაკიან მოსახლეობაში. სიცხის ეფექტს ამწვავებს მზარდი ურბანიზაციაც.

 

წყარო: http://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაკვლევები

ახალი აღმოჩენა დარვინისტების საქმეს კიდევ უფრო ართულებს

არსებობს ძველი ამბავი ქიმიკოსზე, ფიზიკოსსა და ეკონომისტზე, რომლებიც უდაბნო კუნძულზე იდგნენ და წვნიანის კონსერვის მეტი საჭმელი არაფერი ჰქონდათ. „მოდი, გავაცხელოთ კონსერვის ქილა, სანამ ამოიბერება და გასკდება წარმოქმნილი გაზების შედეგად“, – განაცხადა ქიმიკოსმა. „არა, არა,“ – უპასუხა ფიზიკოსმა, „მოდი ,მოვისროლოთ ქილა ისეთი კინეტიკური ენერგიით, რომ გასკდეს,“  „გამოვიყენოთ ქილის გასახსნელი,“ – თქვა წუთიერი ფიქრის შემდეგ ეკონომისტმა.

ეს გახლავთ მიდგომა, რომელიც ძალიან ჰგავს დარვინისტების მიდგომას სიცოცხლის წარმოშობის მიმართ. დარვინული მუტაციისა და ბუნებრივი სელექციის მექანიზმი განმარტავს ყველაფერს სიცოცხლის შესახებ, თუმცა არა იმას – თუ როგორ დაიწყო ის. დარვინისტები იძულებული არიან ავტორეპროდუქციული უჯრედის არსებობა ივარაუდონ, რომელიც გენეტიკური კოდის სახით ინფორმაციას შეიცავს. კარგია. მაგრამ საიდან მოდის ეს პატარა სასწაული?

ახალი აღმოჩენა პირველი უჯრედის შესახებ კიდევ უფრო მეტ განმარტებას იძლევა. ავსტრალიელი მეცნიერების მიერ გრენლანდიაში აღმოჩენილი ნამარხი შესაძლოა აქამდე აღმოჩენილი სიცოცხლის კვალის უძველესი მტკიცებულება იყოს. Wollongong- ის უნივერსიტეტის გუნდმა ჟურნალ ,,Nature-ში” მათი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ბაქტერიების ცოცხალ კოლონიებს მეცნიერებმა სტრომატოლიტები უწოდეს.

რა არის განსაკუთრებული სტრომატოლიტებში? მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი 3,7 მილიარდი წლისაა ანუ 220 მილიონი წლით უფრო ძველი, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი უძველესი ნამარხი.

„ეს ართულებს ადრეული ცხოვრების ქიმიკატებისგან ევოლუციის ამბავს. ხუმრობის გარეშე! სტანდარტული გეოლოგიის მიხედვით, ეს მიკრობული კოლონიები არსებობდნენ იმ პერიოდის კვალდაკვალ, როდესაც დედამიწა მძიმე ასტეროიდულ „დაბომბვას“ განიცდიდა, რაც მათ პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდის. ეს ადრეული თარიღი, ევოლუციის მოსახდენთან შედარებით ცოტა დროს ტოვებს,” – აღნიშნულია ,,New York Time-ში” გამოქვეყნებულ სტატიაში.

თუ სიცოცხლე ასე სპონტანურად და გეგმიურად ვითარდება ასეთი მკაცრი პირობების ქვეშაც კი, მაშინ ის ყველგან უნდა განვითარდეს. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს ლაბორატორიაში ქიმიკატისგან ერთი უჯრედის წარმოებაც კი.

დოქტორი სტივენ მეიერი თავის წიგნში – ,,უჯრედის ხელწერა” – განმარტავს, თუ რატომ შეიძლება ეს დარვინიზმის აქილევსის ქუსლი იყოს. იმისთვის რომ ბუნებრივი სელექციის შედეგად ევოლუცია დაიწყოს, საჭიროა ავტორეპროდუქციული უჯრედი. მაგრამ უჯრედი და მისი დნმ-ის პროექტი ძალიან რთულია იმისათვის, რომ შემთხვევითი ქიმიურ რეაქციების შედეგად წარმოიშვას. შანსი, რომ თუნდაც ერთი პროტეინი შემთხვევით წარმოიშვას, ასტრონომიულია.

მეიერი და სხვა ინტელექტუალური დიზაინის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ სიცოცხლისთვისა საჭირო სტრუქტურები „ვიღაცამ“ უნდა დაგეგმოს და შექმნას.  რაც უფრო მეტ აღმოჩენას ვაკეთებთ, მით უფრო ვხვდებით, რომ სიცოცხლე იდუმალებითაა მოცული.

 

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

2016 წელს დიდი ბარიერული რიფის მესამედი გაქრა

ავსტრალიის დიდმა ბარიერულმა რიფმა შარშან დაახლოებით ერთი მესამედი დაკარგა.

მარჯნის გაუფერულებამ მსოფლიოს უდიდეს მარჯნის რიფის სისტემაზე მარჯნის მასიური შემცირება გამოიწვია.

გამოკვლევები აჩვენა, რომ მარჯნის 29 პროცენტი 2016 წელს დაიღუპა. ყველაზე დიდი დარტყმა  პორტ დუგლასის ახლომახლო ტერიტორიას მიადგა, სადაც მარჯნის 70 პროცენტი დაიღუპა, თუმცა რიფის სამხრეთში გამოჯანსაღების პროცესი დაფიქსირდა.

უკანასკნელი შედეგები Marine Park Authority-ის, Queensland Parks Parks and Wildlife Service -ის,  Australian Institute of Marine Science-ისა და ARC Centre of Excellence for Coral Reef Studies-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით დაიდო.

ტემპერატურის შესამჩნევი ცვლილების გამო მარჯანზე მცხოვრები წყალმცენარეები გამოიდევნება, რაც მარჯნის გათეთრებას იწვევს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს მარჯნის დაღუპვა კვლავ გაგრძელდება, მასზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ტროპიკული ციკლონის დეფიც.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილება მარჯნის დაკარგვის მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია. ექსპერტები ტემპერატურის ზრდის შეჩერებისა რიფის დაზიანებისგან დაცვის მიზნით სათბური გაზების ემისიების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწა

ახალი აღმოჩენა ადამიანის მოდგმის აფრიკაში წარმოშობას ეჭვქვეშ აყენებს

საბერძნეთსა და ბულგარეთში მაიმუნის მსგავსი არსებების ნამარხი აღმოაჩინეს. ეს არსებები 7,2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ამ აღმოჩენამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ადამიანის წარმოშობის შესახებ მეცნიერების ცოდნა.

ეს ეჭვქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ ევოლუციური მოდგმა, რომელმაც ადამიანის წარმოშობას მისცა დასაბამი, აფრიკაში გაჩნდა.

მეცნიერებმა ორიოდე დღის წინ განაცხადეს, რომ Graecopithecus freyberg-ის სახელით ცნობილი არსება, რომელიც მხოლოდ ქვედა ყბის ძვლითა და გამოყოფილი კბილითაა ცნობილი, შესაძლოა ადამიანის იმ მოდგმის უძველესი წარმომადგენელი იყოს, რომელიც ევოლუციის შედეგად გამოეყო იმ ხაზს, საიდანაც ადამიანის უახლოესი ნათესავი – შიმპანზე წარმოიშვა.

ძვალი, რომელიც მოიცავს კბილებს,  1944 წელს ათენში აღმოაჩინეს. პრემოლარი ბულგარეთის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში 2009 წელს ნახეს. მეცნიერებმა ისინი ახალი დახვეწილი ტექნიკის გამოყენებით გამოიკვლიეს და მათი ასაკი იმ დანალექი ქანების მიხდვით დაადგინეს, რომელშიც აღმოაჩინეს.

მათ აღმოაჩინეს, კბილის ფესვის განვითარება, რომელიც ადამინის თვისებას წარმოადგენს და არა შიმპანზეს და მისი წინაპრის. ამის გამო Graecopithecus ჰომინინის სახელით ცნიბილ ადამიანის მოდგმას მიაკუთვნეს. დღემდე უძველეს ჰომინინად Sahelanthropus ითვლება, რომელიც 6-7 მილიონი წლის წინ ჩადში ცხოვრობდა.

მეცნიერებმა დიდი ხანია კონსესუსი მიაღწიეს იმ საკითხზე, რომ ჰომინინები აფრიკაში წარმოიშვნენ. იმის გათვალისწინებით, რომ Graecopithecus-ის ნამარხი ბალკანეთში აღმოაჩინეს, შესაძლოა განვაცხადოთ, რომ ადამიანის მოდგმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის პირეთში წარმოიშვა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს დასკვნები არამც და არამც არ აყენებენ ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ ჩვენი სახეობა, ჰომო საპიენსი დაახლოებით 200,000 წლის წინ აფრიკაში გამოჩნდა და შემდეგ სამყაროს სხვადასხვა ნაწილში დასახლდა.

„ჩვენი სახეობა აფრიკაში წარმოიშვა, თუმცა შესაძლოა, არა ჩვენი მოდგმა,“ – განცხადა გერმანელმა მეცნიერმა  -მადელაინ ბოჰმემ.

ტორონტოს უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგის – დევიდ ბეგუნის – განცხადებით, შესაძლებლობა, რომ ევოლოციური გაყოფა აფრიკის გარეთ მოხდა წინააღმდეგობაში არ მოდის იმ ფაქტთან, რომ ჰომინინის სახეობები მოგვიანებით იქ ჩამოყალიბდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწა

მეცნიერებმა დედამიწაზე უცნაური სიგნალები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა დედამიწაზე იდუმალი სწრაფი რადიოამოფრქვევები აღმოაჩინეს, რაც, მათი ვარაუდით, ახალგაზრდა ვარსკვლავური აკვანის წყაროა, რომელიც დედამიწისგან 2.4 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.

ეს ამოფრქვევები – რომელთაგან თითოეული მხოლოდ რამდენიმე მილიწამის განმავლობაში გრძელდებოდა – მეეტლის თანავარსკვლავედში (ლათ. Auriga ) მდებარე მკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავებისგან მოდის.

თავდაპირველად ექსპერტები ამგვარმა უცნაურმა აფეთქებებმა დააბნია,ზოგიერთი სპეკულაციის თანახმად, ის შესაძლოა იმის ნიშანი ყოფილიყო, რომ უცხოპლანეტელები ჩვენთან დაკავშირებას ცდილობდნენ.

თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავები 6,200 სინათლის წლით იყვნენ დაშორებული პატარა გალაქტიკის – FRB 121102-ის ცენტრიდან.

ნიდერლანდების რადიო ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარებმა პატარა, აქამდე უცნობი გალაქტიკის დეტალურად შესასწავლად ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს. ისინი აცხადებენ, რომ ტელესკოპმა ვარსკვლავის ფორმაცფიის საკმაოდ მკვეთრი ნიშანი დააფიქსირეს, რომლის შიგნითაც სწრაფი რადიო აფეთქება (FRB) მდებარეობს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავების „ბაღნარი“ გალაქტიკის ზღვარზე მდებარეობს, რომელსაც დაახლოებით 20,000 სინათლის წლის დიამეტრი აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ FRB- ები გამოწვეულია ახალგაზრდა ნეიტრონის ვარსკვლავის მკვრივი ბირთვიდან, როდესაც დედა ვარსკვლავი ფეთქდება.

ტალღები პირველად შარშან დეკემბერში  მაკრელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დასავლეთ ვირჯინიაში მწვანე ბანკის ტელესკოპით და ასევე პუერტო რიკოში მდებარე არიციბოს ობსერვატორიაში აღმოაჩინეს.

„ამ წყაროდან ექვსი დამატებითი რადიო აფეთქება აღმოვაჩინეთ. მათ შორის ხუთი-მწვანე ბანკის ტელესკოპით, ხოლო ერთი- არიციბოს ობსერვატორიაში. მანამდე კი იგივე წყაროდან 11 მსგავსი აფეთქება გამოვლინდა,“ – აცხადებენ მეცნიერები.

ეს არის ერთადერთი ცნობილი FRB-ების ერთადერთი რეციდივი, რომელიც დროებით და შემთხვევით გამოჩნდა.

„ FRB 121102 არის უნიკალური ობიექტი FRB- ის ცნობილ ნიმუშში, ან ყველა FRB- ს შეუძლია განმეორდეს -ეს დახასიათება ძალზედ მნიშვნელოვანია სწრაფი ექსტრაგულატორული ტრანზიტორების გასაგებად,“ – აცხადებენ მეცნიერები.

წინათ, როდესაც ტალღები აღმოაჩინეს, ასტრონომებმა სთხოვეს ორგანიზაია სეტის (კოსმოსური ინტელექტის მაძიებელს), დაედგინათ, იყო თუ არა ეს უცხოპლანეტელების სიგნალი. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებენ თუ არა მეცნიერები ამჯერადაც იგივეს.

რამდენიმე თვის წინ ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა – სტივენ ჰოკინგმა – განაცხადა, რომ თუკი სამყაროში უცხოპლანეტელები არსებობენ, მათთან კავშირის დამყარების მცდელობით კაცობრიობა ძალზეც სახიფათო თამაშს თამაშობს.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 29 30 31 32 33 35
Page 31 of 35