close

დედამიწა

დედამიწარელიგია და მეცნიერება

„2016 წელს დედამიწა 1000 წლით არსებობას შეწყვეტს“

შეთქმულების თეორეტიკოსი აცხადებს, რომ იესო დედამიწაზე ამ თვეში დაბრუნდება, თავის ხალხს ზეცაში აიყვანს და პლანეტას 1,000 წლის განმავლობაში სტერილურს გახდის.

ქრისტიანი პროგრამისტი ნორა როსის მტკიცებით, მან რთული გამოთვლები ჩაატარა, რომელიც ცხადყოფს, რომ აპოკალიფსი 2016 წლის ბოლოს მოხდება.  „დედამიწა ათასწლეულის განმავლობაში დაისვენებს,“ – აცხადებს როსი.

„2016 წლის შემოდგომაზე 6,000 წლიანი ცოდვა დასრულდება, მარადიული სიმართლე გამეფდება და იესო თავის ხალხს ზეცაში აიყვანს,“ -წერს როსი საკუთარ ვებსაიტ- MarkBeast-ზე.

ქალბატონი როსის გათვლები დანიელის ბიბლიის იმ ნაწილს ეფუძნება, სადაც ებრაელი ხალხის ბაბილონში გადაადგილებაზეა საუბარი. ბიბლიის მიხედვით გაბრიელი აცხადებს : „ცოდვების ბოლოს მოსაღებად სამოცდაათი შვიდეული გამოცხადდა.“

ნორა როსი აცხადებს, რომ შვიდეული არის საიუბილეო ციკლი, რომელიც დროის ერთეული გახლავთ.

ბიბლიაში წერია, რომ სამუშაო კვირა უნდა შედგებოდეს ქვსი დღისგან, ხოლო კვირა დღე დასვენების დღეა. ეს უფრო ფართო მასშტაბითაც ვრცელდება, როსი აცხადებს, რომ „უფალმა უთხრა ებრაელებს, რომ მოსავალი თავიანთ მიწებზე 6 წლის განმავლობაში მოეყვანათ, ხოლო მეშვიდე წელს მიწა დაესვენებინათ. საიუბილეო ციკლი შედგება შვიდი ერთეულისგან, რომელსაც შესვენების წელი (50 წელი) მოჰყვება. 70 იუბილე ქრისტეს შობამდე 1416 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა უფლის შვილები ქანაანში შევიდნენ და 3, 431 წლის შემდეგ ანუ ახალი წელთაღრიცხვით 2016 წელს დასრულდება.“

როსის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს გათვლები საკმარის მტკიცებულებებს არ შეიცავს და შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. მათი განცხადებით, აქამდეც არაერთ თეორეტიკოსს უწინასწარმეტველებია სამყაროს აღსასრული, თუმცა, საბედნიეროდ, დედამიწა და მისი მოსახლეობა არსებობას განაგრძობს.

წყარო:  Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

,,ადამიანის წინაპარი „ლუსი“ ხეზეც ცოცავდა და მიწაზეც დადიოდა”

მეცნიერებმა, რომლებმაც ავსტრალოპითეკ ლუსის განმარხებულ ძვლებზე დახვეწილი სკანირების ტექნოლოგია გამოიყენეს, დაადგინეს, რომ მას შეეძლო ხეებზე ცოცვა ისე, როგორც ფეხით სიარული, რაც, სავარაუდოდ, ლუსის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.

ოთხშაბათს მკვლევარებმა ლუსის 3,18 მილიონი წლის ნაშთის ანალიზის შედეგების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის სახელითაა ცნობილი.

ლუსის მკლავის ძვლების სკანირებამ აჩვენა, რომ ისინი შიმპანზეს ძვლების მსგავსად იყვნენ აგებული, რაც იმაზე მეტყველებს რომ ამ სახეობის წევრები თავიანთი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ხეებზე ცოცვაში ატარებდნენ და ტოტებზე თავის ასაზიდად მკლავებს იყენებდნენ.

ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი მაიმუნისა და ადამიანის მსგავსი თვისებების კომბინაციას წარმოადგენდა. მეცნიერებმა უკვე იცოდნენ, რომ მათი ტერფები თავდაყირა ორი ფეხით სიარულისთვის იყო ადაპტირებული, თუმცა აინტერესებდათ, ატარებდნენ თუ არა ისინი დროს ხეებზე, თავიანთი წინაპრების მსგავსად.

შიმპანზეები, რომლებიც ადამიანის ყველაზე უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან, ხეებზე დიდ დროს ატარებდნენ.

მკვლევარებმა ტეხასის უნივერსიტეტში ლუსის ნაშთზე მაღალი რეზოლუციის რენტგენის CT სკანირება მოახდინეს და შედეგები თანამედროვე ადამიანისა და შიმპანზეს ძვლების შესახებ არსებულ მონაცემებს შეადარეს.

„დებატები იმის შესახებ, ცოცავდა, თუ არა ლუსი ხეზე,  42 წელია მიმდინარეობს  ანუ მას შემდეგ, რაც მისი ნაშთი აღმოაჩინეს – ჩვენმა კვლევამ ამ დებატებს წერტილი დაუსვა“, -განაცხადა ტეხასის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა ჯონ კაპელმანმა.

კაპელმანმა რამდენიმე თვის წინ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რომ ლუსის გარდაცვალების მიზეზი ის დაზიანებები გახდა, რაც მან ხიდან ჩამოვარდნისგან მიიღო. მეცნიერი ამტკიცებს, რომ დაახლოებით 1.07 მეტრი სიმაღლის  ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი საკვებს მიწაზე მოიპოვებდა, ხოლო ღამით თავშესაფრად ხეებს იყენებდა.

,,ადრეული ჰომინინები მიწაზე ორი ფეხით დადიოდნენ, მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვან დროს ხეზე ცოცვაში ატარებდენ,“ – განაცხადა კაპელანმა.

წყარო:  Reuters

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

,,ეს არის ყველაზე დიდი გაქრობა, რაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიაში დაფიქსირებულა”

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის გარშემო მდებარე თბილმა ზღვებმა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მარჯნის 700 კმ-იანი მონაკვეთის ორი მესამედის სიკვდილი გამოიწვია.

ამის შესახებ მეცნიერებმა სამშაბათს განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი გაქრობა, რაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიაში დაფიქსირებულა.

,,მარჯანი ძირითადად მოხარშულია,” განაცხადა ჯეიმს კუკის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერმა პროფესორმა ენდრიუ ბეირდმა.

მკვლევარების ინფორმაციით, გაუფერულება ხდება, როდესაც წყალი ძალიან თბილია, რის გამოც მარჯნიდან წყალმცენარეების განდევნა ხდება, იწვევს მარჯნის ჩაკირვასა და გათეთრებას.

მეცნიერები შიშობენ, რომ გლობალური დათბობისგან გამოწვეული ზღვის ტემპერატურის ზრდის შედეგად დაზიანება იმატებს და წყალქვეშა ეკოსისტემებს აღდგენის უნარი აღარ აქვთ.

მაისში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დიდი ბარიერული რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოიღო, თუმცა ავსტრალიის მთავრობას რიფის დაცვის განახლებისკენ მოუწოდა.

კლიმატის მეცნიერები აცხადებენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის ზრდა გლობალური დათბობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. ავსტრალია ნახშირორჟანგის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, რადგან ქვეყანაში არსებული ჰესები ქვანახშირზე მუშაობენ.

„კლიმატის ცვლილება დიდ ბარიერულ რიფის კლავს“, – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: http://www.reuters.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიდედამიწა

პირამიდა, რომლის ფილებს შორის ქინძისთავსაც ვერ ჩადებთ

ეგვიპტის პირამიდები დღემდე იწვევს გაოცებას. ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები  მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

ამ მხრივ კი, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი  გიზის პირამიდებია, რომლებიც  გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმაით, ზომითა  და საინჟინრო ტექნიკით, არამედ იმითაც, რომ აქამდე მოღწეული ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე.

ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს. ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი.  მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა. პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა.   პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში. დაახლოებით ორი მილიონ სამასი ათასი ქვის ლოდი, თითოეული 2, 5 ტონამდე სიმძიმის, სპილენძის იარაღებით გახერხეს და მჭიდროდ მიაკრეს ერთმანეთს. საინტერესოა, რომ  ხეოფსის პირამიდის ფილებს შორის ქინძისთავსაც კი  ვერ ჩადებთ.

პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს.

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

,,კლიმატის ცვლილება ტრიუკი არაა, როგორც ამას დონალდ ტრამპი უწოდებს”

გაეროს გლობალური კლიმატური მოლაპარაკებების მომავალი თავმჯდომარე აშშ-ს მოუწოდებს, წყნარი ოკეანის კუნძულები გლობალური დათბობის ზეგავლენისგან დაიცვას.

ფიჯის პრემიერ-მინისტრმა ფრანკ ბაინიმარამამ მარაკეშში მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ კუნძულებს ისე სჭირდება აშშ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს. მან აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება ტრიუკი არაა, როგორც ამას აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უწოდებს. მეტიც, იგი აცხადებს, რომ აშშ გასულ წელს პარიზში, 197 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ  კლიმატის შეთანხმებას გაემიჯნება.

„მოვუწოდებ აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გააცნობიეროს ამერიკის, როგორც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერი სახელმწიფოს როლი და შეცვალოს პოზიცია კლიმატის ცვლილებების მოვლენის მიმართ,“ – განაცხადა  ფიჯის პრემიერ მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც გასულ წელს პარიზში მიღებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს, ასამდე გაიზარდა.

„მარაკეშში მიმდინარე მოლაპარაკებების დელეგატებმა პარიზის შეთანხმების მხარდასაჭერად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს,“ – განაცხადა მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენელმა პაულა კაბარელომ.

რაც მთავარია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლამდე პარიზის შეთანხმების ხელშეკრულების წესების დასრულება უნდა მოხდეს.

მონაწილეებმა მარაკეშის პროკლამაციაც მიიღეს, ეს გახლავთ დოკუმენტი, რომლითაც პარიზის შეთანხმების ას ოთხოცდაჩვიდმეტივე ხელმომწერი ერთი წლის წინ გაცხადებულ განზრახვას ადასტურებს ანუ ქვეყნები გამოთქვამენ მზაობას, გარემოში ნახშირბადის დონის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარონ.  აღსანიშნავია, რომ პროკლამაცია აღნიშნულ ქვეყნებს საჭირო ღონისძიებების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, მხარეებს შორის გარკვეულ სფეროებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები ტრამპის მიერ შერჩეული აშშ-ის დელეგატების მონაწილეობით 2017 წელს გაგრძელდება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწა

2016 წელი მსოფლიოში ყველაზე ცხელი წელია

2016 წელი მსოფლიოში ყველაზე ცხელი წელია მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში, ამის შესახებ გაეროს ამინდის სააგენტომ ორშაბათს, მაროკოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე განაცხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, გლობალურმა დათბობამ წყალდიდობები და ზღვების დონეების ზრდა გამოიწვია.  

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციაც (WMO) : „2016 წელი ყველაზე ცხელი წელია მე-19 საუკუნის ბოლოს შემდეგ ანუ იმ დროიდან, რაც მეტეოროლოგიური დაკვირვების განხორციელება ხდება. 17 ყველაზე ცხელი წლიდან 16 ამ საუკუნეშია დაფიქსირებული,“ – განაცხადა WMO-ის გენერალურმა მდივანმა პეტერ ტაალასმა.

მიმდინარე წლის დასაწყისში ე.წ. ელ-ნინიომ (ელ-ნინიო ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა. ეს არის თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და ბატონობს არანაკლებ ერთი წლისა) და ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილმა სათბურმა გაზებმა გრენლანდიის ყინულის დნობა და ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის დაზიანება გამოიწვია.

 ,,ელ-ნინიოსგან გამოწვეული გადაჭარბებული სითბო გაქრა, მაგრამ გლობალური დათბობისგან გამოწვეული – გრძელდება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ 2016 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება,“ – განაცხადა ტაალასმა.

ძლიერი El ნინო ღონისძიება გაქრა. სიცხის გლობალური დათბობის გაგრძელდება”, განაცხადა მან. მმო განაცხადა, რომ “ძალიან სავარაუდოა”, რომ 2016 იქნება ყველაზე, თუკი freak ცივი მომავალ კვირაში.

წყარო: theguardian

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ორშაბათს სუპერმთვარე გამოჩნდება

უახლოეს დღეებში დედამიწის ცაზე ბოლო შვიდი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე დიდი, კაშკაშა სავსე მთვარე გამოჩნდება.

ასტრონომები აცხადებენ, რომ ორშაბათს სავსე მთვარე დედამიწის ზედაპირს 348,400 კმ მანძილზე მოუახლოვდება, რაც საშუალოზე 22,000 კილომეტრით ახლოა. ასეთი რამ კი 1948 წლის შემდეგ არ მომხდარა.

დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი მერყეობს, რადგან ის არის კვერცხის ფორმის, და არა წრიული, სხეული ჩვენი პლანეტის გარშემო.

NASA აცხადებს, რომ თუკი ცა მოწმენდილი იქნება მთვარე ჩვეულებრივზე 14 პროცენტით უფრო დიდი და 30 პროცენტით უფრო კაშკაშა გამოჩნდება – ანუ დედამიწის მოსახლეობა სუპერმთვარეს იხილავს.

ვისკონსინის უნივერსიტეტის ასტრონომის ჯიმ ლატის განმარტებით, ყოველი მეთოთხმეტე სავსე მთვარე არის სუპერმთვარე. სავსე მთვარე დედამიწასთან ანალოგიურად 2034 წელს მოუახლოვდება.

იმ შემთხვევაში თუ კვირა ღამით ცა ღრუბლიანი იქნება, სუპერმთვარის სანახავად ორშაბათს შეგიძლიათ გახვიდეთ, რადგან ერთ ღამეში მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი უმნიშვნელოდ შეიცვლება.

 

წყარო: http://www.reuters.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ბოლო ხუთი წელი მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო 

ბოლო ხუთი წელი ყველაზე ცხელი იყო მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში, ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ამინდის სააგენტომ მაროკოში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე გაავრცელა.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში  კი აღნიშნულია, რომ ამინდის ზოგიერთი არასასურველი მოვლენა ბუნებრივადაა გამოწვეული, თუმცა სათბური გაზების ემისიები ექსტრემალური მოვლენების რისკებს ზრდის.

ასეთ მოვლენებს განეკუთვნება 2011-12 წლების გვალვა და შიმშილი აფრიკულ რქაში (ჯიბუტის, სომალის, სუდანისა და ეთიოპიის არაოფიციალური სახელწოდება), რასაც 250,000 ადამიანზე მეტის სიცოცხლე შეეწირა.

2012 წელს ქარიშხალმა სანდიმ მოსახლეობას 67 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტემპერატურის მატებამ ზღვების დონეების მომატება გამოიწვია. აღნიშნული ცვლილება კი სათბური გაზების ემისიებისგანაა გამოწვეული. ნახშირორჟანგის, მთავარი სათბური გაზის, დონემ 2015 წელს მნიშვნელოვან ბარიერს – 400 პპმ (ნაწილაკი/მილიონზე) მიაღწია.

2015 წელს პარიზში თითქმის 200-მა სახელმწიფომ სპეციალურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუსზე შეჩერებას ითვალისწინებს (იდეალურ ვარიანტად 1,5 გრადუსი ცელსიუსი მიიჩნევა).

თუმცა, სათბური გაზების შემცირების დაპირებები ძალიან სუსტია და ამ ტემპით დასახული მიზნის განხორციელება შეუძლებელია. მაროკოში მიმდინარე შეხვედრის მიზანი პარიზის ხელშეკრულების განსახორციელების მიზნით უფრო ეფექტური გზების გამოძებნაა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწა

პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება ძალაში შევიდა

მთავრობები შეთანხმდნენ, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდა 2 გრადუს ცელსიუსამდე შეინარჩუნონ, ხოლო სასურველ დონედ 1,5 გრადუსი დასახელდა.

ისტორიული კლიმატური პაქტის ძალაში შესვლის აღსანიშნავად პარასკევს პარიზზი ეიფელის კოშკი მწვანედ გაანათეს.

პარიზის კლიმატის პაქტი დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღეს. წინა მთავარი კლიმატური შეთანხმების- კიოტოს პროტოკოლის ძალაში შესვლას რვა წელი დასჭირდა.

პარიზში მიღებული შეთანხმება პირველია, რომელიც მდიდარსა და ღარიბ ქვეყნებს საერთო მიზნისთვის – კლიმატის დასაცავად აერთიანებს, თუმცა ნახშირბადის ემისიის წინააღმდეგ ქვეყნების ძალისხმევა ნებაყოფლობითია. აღსანიშნავია, რომ პარიზის შეთანხმების ამა თუ იმ ქვეყნის მიერ განხორციელება ამ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთანაა დაკავშირებული. იმ ქვეყნებს, რომლებიც შეთანხმების სწრაფი დაკანონებისკენ მიისწრაფვოდნენ, თვალი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უჭირავთ. ჰილარი კლინტონი ემისიების წინააღმდეგ ობამას ძალისხმევის გაღრმავების პირობას იძლევა, მაშინ, როცა მის კონკურენტ დონალდ ტრამპს შეთანხმების დახევის სურვილი აქვს.

გარემოს დაცვითი ჯგუფები და ექსპერტები მთავრობებს მეტის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

„თუკი უფრო სწრაფად არ ვიმიქმედებთ, გლობალური ტემპერატურის ზრდის 1,5 გრადუსამდე შემცირების მიზანს ვერ მივაღწევთ, მაროკოს შეხვედრამ უნდა დაგვიბრუნოს იმის განცდა, რომ რაც შეიძლება უნდა ვიჩქაროთ,“ – აცხადებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტო –  ჯიმ იონგ კიმი.

იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც გასულ წელს პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი,  7-18 ნოემბერს მაროკოში შეიკრიბებიან და მომავლის გეგმებზე იმსჯელებენ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერებმა განმარხებული დინოზავრის ტვინის ქსოვილის პირველ ნიმუშს მიაკვლიეს

 

ბრიტანელი და ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ თორმეტი წლის წინ სამხრეთ ინგლისში ნაპოვნი პატარა ყავისფერი კენჭი  განმარხებული დინოზავრის ტვინის ქსოვილის პირველი ნიმუშია.

გაქვავებული ტვინი,  რომელიც ენთუზიასტმა ჯემი ჰისკოკსმა 2004 წელს აღმოაჩინა, სავარაუდოდ, დინოზავრის იმ სახეობის წამრომადგენლებს ეკუთვნის, რომლებიც დაახლოებით 133 მილიონი წლის ცხოვრობდნენ.

მკვლევარების მტკიცებით, ტვინის ქსოვილი ასე კარგად შემონახული იმის გამოა, რომ ის დინოზავრის გარდაცვალებიდან მცირე ხანში მაღალი მჟავიანობისა და დაბალი ჟანგბადის შემცველობის წყალში „ჩაამწნილეს“.

„ტვინის ქსოვილის შენახვის შანსი ძალიან მცირეა, ასე რომ, ამ ნიმუშის აღმოჩენა გასაოცარია,“ – განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ალექს ლიუმ.

ამავე უნივერსიტეტის მეცნიერი დევიდ ნორმანი კი აცხადებს, რომ აღმოჩენამ გააჩინა კითხვები დინოზავრების, როგორც ძალიან პატარა ტვინიანი ცხოველების აღქმის შესახებ.

ტიპურ ქვეწარმავლებს ხშირი სისხლძარღვებითა და სინუსებით გარშემორტყმული ძეხვის ფორმის ტვინი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინს თავისქალის ღრუს მხოლოდ ნახევარი ფართი უკავია.

აღნიშნული განმარხებული ტვინის ქსოვილი კი, როგორც აღმოჩნდა, დაპრესილი იყო, რამაც მეცნიერებს იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ ზოგიერთ დინოზავრს უფრო დიდი ტვინი ჰქონდა.

თუმცა დევიდ ნორმანი და მისი გუნდი აცხადებს, რომ მხოლოდ ამ ერთ ნამარხზე დაყრდნობით დინოზავრების ტვინის ზომასა და ინტელექტის დონეზე  დასკვნის გაკეთება არასწორია.

წყარო: Reuters

თამარ ტაბატაძე

სრულად ნახვა
1 31 32 33 34
Page 33 of 34