close
გეოგრაფიადედამიწაკვლევები

მეცნიერები დედამიწის მე-8 კონტინენტზე კვლევას აწარმოებენ

მკვლევარები ზელანდიაზე ორი თვის განმავლობაში ნიმუშებს აგროვებდნენ.

ათობით მილიონი წლის წინათ, კონტინენტი, რომელსაც ზელანდიას უწოდებენ, წყნარი ოკეანის ქვედა ნაწილში იყო ჩაფლული. ამ ზაფხულს, მეცნიერთა გუნდმა წყალქვეშა ექსპედიცია განახორციელა, რომლის შედეგებმა შესაძლოა დედამიწის პრეისტორიის შესახებ ახალი შეხედულება ჩამოაყალიბოს.

ორთვიანი ექსკურსიაში 12 ქვეყნის ოცდაათამდე მეცნიერი იმყოფებოდა. ოკეანის ფსკერის სიღრმეში, დაახლოებით, 1,219 მეტრის ქვემოთ, მათ დაახლოებით 2,438 მეტრი სიგრძის დანალექი ნუკლეუსები აღმოაჩინეს, რაც საშუალებას მოგვცემს 70 მილიონი წლის განმავლობაში მომხდარ პროცესებზე წარმოდგენა შეგვექმნას.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზელანდია ავსტრალიიდან 60-85 მილიონი წლის წინ გამოეყო და რეგიონში ახალი ზელანდიისა და სხვა კუნძულების ჩამოყალიბება დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დებატები იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, ზელანდია ცალკე კონტინენტად შევაფასოთ.

2017 წლის თებერვალში ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის გეოლოგმა – მაიკლ სკოტჩესმა National Geographic-ს განუცხადა, რომ ის კონტინენტური იყო და არა კონტინენტი. ეს კონტინენტური არ ყოფილა. მან ზელანდიისა და ავსტრალიის ურთიერთობა შეადარა ჩრდილოეთ ამერიკისა და გრენლანდიის, აფრიკისა და მადაგასკარს შორის კავშირს.

ექსპედიციის ფარგლებში მეცნიერებმა დაახლოებით 8,000 ნამარხი აღმოაჩინეს. რამაც მათ ასეულობით სხვადასხვა სახეობის შესწავლის საშუალება მისცა.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ზელანდიის ბინადრების შესწავლა მათ იქაური გარემო პირობების შესახებ მეტად ინფორმირებულებს გახდის.

,,ორგანიზმების მიკროსკოპული ნიჟარების აღმოჩენა, რომლებიც ცხოვრობდნენ თბილ არაღრმა ზღვებში, ცხადყოფს, რომ ზელანდიის კლიმატი და გეოგრაფია წარსულში დრამატულად განსხვავებული იყო,“ – აცხადებენ მეცნიერები.

აღმოჩენილ ნაშთებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ერთ დროს ზელანდიაში ხმელეთის ცხოველები ცხოვრობდნენ. როგორც ჩანს, რეგიონი კონტინენტებს შორის გადასაკვეთად გამოსაყენებელი ხიდი იყო.

ექსპედიციის მონაწილე მეცნიერები აცხადებენ, რომ იმის გასარკვევად, არის თუ არა ზელანდია კონტინენტი, დამატებითი კვლევაა საჭირო. მათ ზელანდიაზე დაბრუნებე სურთ იმ იმედით, რომ მოიპოვებენ მეტ ინფორმაციას კლიმატის ცვლილების შესახებ, ასევე ზელანდიის კლიმატის ისტორიას მილიონობით წლის წინ და დღეს.

საბურღი მოწყობილობით აღჭურვილი ხომალდი ახალ ზელანდიას, ავსტრალიასა და ანტარქტიკას ახლოს მდებარე რეგიონებს 2018 წელს ესტუმრება.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid