close

დედამიწა

არქეოლოგიადედამიწა

ტაილანდში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ტაიალანდის უნივერისტეტის პალეონტოლოგებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დინოზავრის ახალი სახეობის ნაწილები აღმოაჩინეს, რომელიც მილიონობით წლის წინ თანამედროვე ტაილანდისა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე ბინადრობდა. ამის შესახებ Thaiger-ი წერს.

ახლა სახეობას ქარის ინდუისტური ღმერთის ვაიუს პატივსაცემად Vayuraptor-ი უწოდეს. მეცნიერების თქმით, ის ტირანოზავრის 4-მეტრიანი „შორეული ნათესავია“, რომელიც ტაილანდის ტერიტორიაზე 60 მილიონზე მეტი წლის წინ ბინადრობდა.

პალეონტოლოგიური გათხრები ამ ტერიტორიაზე 30 წელზე მეტია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში იქ დინოზავრის ისეთი სახეობის ნაწილები იპოვეს, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არსად უნახავთ. ერთ-ერთი მათგანია Tyranozaurus Siamicus-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

470 მილიონი წლის გიგანტური ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწაზე გამყინვარება გამოიწვია

470 მილიონი წლის  გიგანტური ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწაზე გამყინვარება გამოიწვია, – ამის შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ახლახანს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ.

93-მილის სიგანის ასტეროიდი მარსსა და იუპიტერს შორის დაიშალა და მისი მტვერი დედამიწისკენ გაიფანტა, მზის შუქს გადაეფარა და ჩვენს პლანეტაზე გლობალური სიცივე გამოიწვია.

მტვერი დედამიწას 2 მილიონი წლის განმავლობაში ეცემოდა, რაც საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ დედამიწაზე არსებული სხვადასხვა სახეობა ახალ კლიმატთან ადაპტირებულიყო.

Science Advances-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კვლევამდე გამყინვარების ხანის გამომწვევი მიზეზი უცნობი იყო.

ასტეროიდებისა და კომეტებისგან მომავალი კოსმოსური მტვერი ნორმალური მოვლენაა. დედამიწაზე მის მიღმა არსებული კოსმოსიდან ყოველწლიურად 40,000 ტონა მასალა ხვდება, თუმცა აღნიშნული ასტეროიდის დაშლის შედეგად ამ მტვრის რაოდენობა ბევრად გაიზარდა და 2 მილიონი წლის განმავლობაში დედამიწის კლიმატის ცვლილებებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.

მეცნიერებმა დედამიწის დანალექების შესახებ არსებულ ჩანაწერებში ჩვენი პლანეტის მიღმა არსებული მატერია, მეტეორიტები და მიკრომეტეორიტები შეისწავლეს. მათ დედამიწის მიღმა არსებული მატერიის ამოღება კლდეზე მჟავის ზემოქმედებით განახორციელეს და ისეთი ელემენტებს დაუწყეს ძებნა, რომლებიც დედამიწის კლდეებზე იშვიათია.

მაგალითად ჰელიუმის ატომს, ჩვეულებრივ 2 პროტონი, 2 ნეიტრონი და 2 ელექტრონი აქვს, კოსმოსიდან გამოსროლილ ჰელიუმის ატომებს კი ნეიტრონი არ აქვთ. ამ ჰელიუმის იზოტოპებსა  და ასტეროიდებში იშვიათი მეტალის არსებობა ადასტურებს, რომ მტვერი კოსმოსიდან მოდის.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კლომატის ცვლილება ძალიან განსხვავებულია კლიმატის იმ  ცვლილებისგან, რომელმაც 65 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

 

წყარო : www.independent.co.uk

მასალა მოამზადა :თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონის სიმძიმის აისბერგი მოსწყდა

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონის სიმძიმის აისბერგი მოსწყდა. აისბერგის ფართობი 1 582 კვადრატული კილომეტრია. ეს არის ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც ყინულოვან კონტინენტს ბოლო 50 წლის განმავლობაში მოწყვეტია.

აისბერგს D28 უწოდეს. სახელწოდება აშშ-ის ყინულის ნაციონალური ცენტრის მიერ დამკვიდრებუი კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შეირჩა, რომელიც ანტარქტიდას ოთხკუთხედებად ჰყოფს.

აისბერგის მოწყვეტის პროცესი ევროკავშირის სატელიტურმა სისტემამ – Sentinel-1-მა- დააფიქსირა.

D28 ბერლინის ფართობზე ორჯერ დიდი ზომისაა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მისი მოწყვეტა კლიმატის ცვლილებების გამო არ მომხდარა.

აისბერგის მასშტაბური მოწყვეტა ბოლოს 1960-იან წლებში დაფიქსირდა, როდესაც „ნასასა“ და სხვა ექსპერტების შეფასებით, ყინულის შელფს დაახლოებით 9,800 კვადრატული კოლომეტრის სიდიდის აისბერგი მოსწყდა.

წყარო : www.bbc.com

მასალა მოამზადა :თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

წელს, ოზონის შრე, 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება

ევროკავშირის დედამიწის სადამკვირვებლო პროგრამა Copernicus-ის მონაცემების თანახმად, წელს ოზონის შრეზე მდებარე ხვრელი ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება.

ეს ყველაზე დამაიმედებელი მონაცემია მას შემდეგ, რაც 1985 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელეს. მათ განაცხადეს, რომ ანტარქტიდას თავზე ოზონის შრეზე ხვრელი იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანის მოქმედება სტრატოსფეროს საფარს აზინებს, რომელიც კაცობრიობას ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

ხვრელის ზომამ ერთი პერიოდი 25 მილიონ კვადრატულ კილომეტრსაც კი მიაღწია, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ის წელს 10 მილიონ კვადრატულ კილომატრამდეა შემცირებული.

ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზე ფორმირებას ყოველი წლის აგვისტოში იწყებს, პიკს ოქტომბერში აღწევს და დეკემბერში იხურება.

წყარო : www.euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რა რისკის ქვეშ მოექცევა 800 მილიონამდე ადამიანი მყინვარების დნობის გამო

მეცნიერები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებების გამო აზიის უზარმაზარ მყინვარებს შემცირება,  ასობით მილიონი ადამიანს კი უწყლოდ დარჩენა ემუქრებათ.

როდესაც წვიმა არ მოდის, ჰიმალაის გარშემო მაღალმთიან რეგიონებში მდებარე მყინვარები მაშველის როლს ასრულებენ. ისინი ყოველ ზაფხულს 36 კუბურ კილომეტრ წყალს წარმოქმნიან.

ყინულის დანაკარგი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მატულობს. განსაკუთრებით თვალსაჩინო კი 2000-2016 წლებში გახდა, ამ პერიოდში მყინვარი 1.6-ჯერ  სწრაფად შემცირდა, ვიდრე 1951 წლიდან 2007 წლამდე.

ბრიტანეთის ანტარქტიდული კვლევის მეცნიერი დოქტორ ჰამიშ პრიჩარდი აცხადებს, რომ დნობის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, რაც მოსავლისა და შინაური ცხოველის შემცირებას გამოიწვევს.  „ ეს ბუნებრივია, ხალხთა შორის კონფლიქტსაც გამოიწვევს. მოსალოდნელია მიგრაციები, ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, მათ შესაძლოა საკუთარ მეზობლებთან საკვების გამო დაპირისპირება მოუწიოთ.“  

განსაკუთრებით დაზარალდება ინდის ველი, რომელიც ადამიანური ცივილიზაციებით ათასობით წლებია დასახლებულია და დღეს 237 მილიონი ადამიანის საკვებ წყაროს წარმოადგენს.

 ყინულის დნობის ტემპის დაჩქარება წყლის რესურსების შემცირებასაც გამოიწვევს, რომელზეც ჰიდრო ეკონომიკებია დაფუძნებული.

მაღალმთიანი აზიის რეგიონის მოსახლეობა წყლის რესურსების ნაკლებობის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია. აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში გვალვამ  6 მილიონი სიცოცხლე შეიწირა.

დოქტორ პრიჩარდი აცხადებს, რომ ყინულის დნობამ რეგიონში შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და 800 ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.

აზიის მაღალმთიანი რეგიონი, რომელიც ცნობილია, როგორც მესამე პოლუსი, მოიცავს ჰიმალაის, კარაკორამს, პამირს, ჰინდუ კუშს, ტიანშანს, კუნლუნს და ალაის მთებს.

ტერიტორიაზე 95,000 მყინვარი მდებარეობს და პაკისტანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ყოველწლიური მუნიციპალური და ინდუსტრიული საჭიროებების უმეტესობას აკმაყოფილებს.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

აზოტის დიოქსიდი, მყარი ნაწილაკები და მტვერი – თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა თბილისში გაიზარდა.
როგორც „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ჰაერის ხარისხის კვლევის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევა ეფუძნება წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზს როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.
“2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა ჰაერის ხარისხთან მიმართებით დაგვანახა, რომ გაზრდილია იმ წამყვან დამაბინძურებელთა ოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. ამას წარმოადგენს განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი, არის შეწონილი მყარი ნაწილაკები და მტვერი. წერეთლის გამზირი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად. ბუნებრივია, ამის განზოგადება შეიძლება მთელ ქალაქზე ვერ მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ სხვა დატვირთულ ქუჩებზეც იყოს იგივე ან უარესი ვითარებაა”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტის ნაკადის იზრდება, იზრდება აზოტის დიოქსიდის ოდენობაც.
“კვლევამ გვიჩვენა, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია აზოტის დიოქსიდის ზრდასთან. როდესაც 8 საათიდან იწყება ტრანსპორტის ნაკადის ზრდა, ამის პარალელურად იწყება აზოტის დიოქსიდის მატებაც“- აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
ამასთან, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა დიზელის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
“დღეს განსაკუთრებული გამოწვევაა დიზელის ტრანსპორტი. ევრო 4-ის სტანდარტია ქვეყანაში, თუმცა ასევე არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია და ხელმისაწვდომია უფრო იაფიანი და უხარისხო საწვავი, თუმცა ამაზე კონკრეტულად კვლევა არ ჩაგვიტარებია.
ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოძველებული ავტოპარკი, რომელის წილიც  90%-ს აღწევს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიწყოს ისეთი სტრატეგიის ამოქმედება, რომელიც ავტოპარკის განახლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ქუვეითსა და საუდის არაბეთში დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ქუვეითში რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა : ჩრდილში 52.2, პირდაპირი მზის ქვეშ კი – 63 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Al Qabas-ი იუწყება.

საუდის არაბეთში, ალ მაჯმააჰში კი ტემპერატურამ 55 გრადუსს ცელსიუსს მიაღწია.

არაბეთის ამინდის საინფორმაციო ვებსაიტის ინფორმაციით,  ძლიერისიცხედაფიქსირდაყატარში, ბაჰრეინსადაარაბთა გაერთიანებულ საემიროებში. სიცხეს თან ახლდა ჰაერისტენიანობისმაღალიმაჩვენებელი.

მეტეოროლოგისტები ქუვეითში წელს არამდგრად ზაფხულს პროგნოზირებენ. მათი ინფორმაციით, ივლისში მზის ქვეშ ტემპერატურამ შესაძლოა 68 გრადუს ცელსიუს მიაღწიოს.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიასაქართველო

პონტოს მუხის გადასარჩენად გურიაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა.

აღკვეთილი გურიაშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს დამისი ფართობი 443 ჰექტარია. ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული. აღკვეთილის შექმნისმიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

შესაბამისი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და WWF კავკასიის პროგრამული ოფისი.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიასაქართველო

საქართველოში ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი დასახელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წელს გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულად და ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი დასახელდა.
კონკურსი ჩატარდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო და ლამაზი აივანი.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაწესებულმა კონკურსმა ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა.
ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 2012-2013 წლებში აღრიცხული 1357 სტიქიური ნაგავსაყრელიდან დღევანდელი მონაცემებით ირიცხება 333.
„კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები შემოსული ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე გამოავლინა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჟურნალისტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონკურსის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. 2018 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან: ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი, ხოლო ნომინაციაში “იურიდიული პირის ეზო”- თელავში ღვინის კომპანია GWS დასახელდა’’,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
სრულად ნახვა
არქეოლოგიაგეოგრაფიადედამიწაისტორია

ჩრდილოეთის ზღვაში სავარაუდოდ ქვის ხანის პერიოდის სამყარო იპოვეს

დიდ ბრიტანეთში, ბრედფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩრდილოეთის ზღვაში ჩაძირული უძველესი ლანდშაფტი, გაქვავებული ტყის კვალი იპოვეს, რომელიც შესაძლოა ადრეულ მონადირე-შემგროვებელთა ნაშთებს ინახავდეს. ამის შესახებ ინფორმაცია Live Science-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა 11-დღიანი ექსპედიციის ფარგლებში სინჯები აიღეს. ჩაძირული ლანდშაფტის ასაკი 10 ათას წელს აღწევს და რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. 

ნიმუშების პირველადი მონაცემების მიხედვით, ზღვის ფსკერზე არის შეკუმშული ტორფის ფენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იქ წარსულში ადამიანისთვის საცხოვრებლად შესაფერისი წყლები იყო. მეცნიერებს სჯერათ, რომ უახლოეს მომავალში ამ ადგილზე ადამიანის კვალსაც მიაგნებენ. 

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 32
Page 19 of 32