close

ბიზნესი

ბიზნესიეს საინტერესოა

კომპანია „ლევისის“ დაარსების ისტორია

,,ლევისის” კომპანია დაარსდა 1853 წელს, აშშ-ში, ქალაქ სან ფრანცისკოში,  ებრაელი მიგრანტის – ლივაი სტროსის მიერ.

კომპანიის დაარსება განაპირობა 1849 წელს კალიფორნიაში დაწყებულმა ,,ოქროს ციებ-ცხელებამ”, რომლის დროსაც ოქროს მაძიებელ ათეულ ათასობით ადამიანს, განსაკუთრებულად გამძლე ტანისამოსი დასჭირდა სამძებრო სამუშაოებისათვის.

მან გადაწყვიტა, ჯინსის შარვლებით მოემარაგებინა ისინი, სტროსმა უმოკლეს დროში შარვლები სარფიანად გაყიდა და აზრად მოუვიდა, რომ წამოეწყო ბიზნესი, რომელიც, დღეს, როგორც ვიცით, ერთ–ერთი საუკეთესო კომპანიაა მსოფლიოში.

კომპანიამ პირველი პროდუქცია 1886 წელს გამოუშვა და  ,,501″ უწოდა, აღსანიშნავია, რომ პირველი ჯინსის შარვალი ქამრის გასაყრელის გარეშე გამოვიდა და მისი ტარება, სამხრე ღვედებით, ე.წ. პაჟებით იყო შესაძლებელი.

წყარო: Fashionista.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკატექნოლოგიები

როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგია ფულის შესანახად?

ტექნოლოგია დღითი დღე წინ მიიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უნდა გამოვიყენოთ არა მარტო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ ბიზნესსა და სხვადასხვა საქმეშიც.

დღევანდელ რეალობაში საზოგადოების უმრავლესობა ფულს უაზროდ ფლანგავს, ყიდულობენ სხვადასხვა პროდუქტს, იმის გათვალისწინების გარეშე, სჭირდებათ, თუ არა ისინი, უმჯობესი იქნება, რომ დაფიქრდეთ და საჭიროებისამებრ დახარჯოთ თანხა.

წარმოიდგინეთ, რომ აპლიკაცია, რომელიც თუნდაც თქვენს სმარტფონში ჩაიწერება და აკონტროლებს თქვენს შემოსავალსა და გასავალს, ასევე გირჩევთ, თუ რაში უნდა დააბანდოთ ფული, რომ უფრო მეტი მოიპოვოთ. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა კაპიტალის გაზრდისათვის.

წყარო:Entrepreneur.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმსოფლიო

კვლევა: სმარტფონები ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

აშშ-ში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 2010 და 2015 წლებში მოზარდებში დეპრესიის მაჩვენებელი 33 %-ით გაიზარდა, ხოლო სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი – 23 %-ით. უფრო მეტიც, 31%-ით გაიზარდა თვითმკვლელობის რაოდენობა 13-18 წლის ახალგაზრდებში.

კლინიკური ფსიქოლოგიის მეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მზარდი დეპრესიისა და მენტალური პრობლემების მაჩვენებლები შეინიშნება ყველა სოციალური ფენის, რასისა და ეთნიკურობის,  განათლების მქონე ახალგაზრდაში, შესაბამისად, პრივილეგირებულ-არაპრივილეგირებულ სოციალურ ფონს მნიშვნელობა არ ქონია. ერთი ინდიკატორი, რომელიც გამოიყო არის ის, რომ კვლევაში მონაწილე ყველა მოზარდი 1995 წლის შემდეგ იყვნენ დაბადებულნი.

გარდა ამისა, 2010-2015 წლები იყო აშშ-ის მდგრადი ეკონომიკური ზრდის პერიოდი, როდესაც უმუშევრობის პროცენტული მავენებელიც შემცირდა და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა ხშირადაა დეპრესიისა და სუიციდის მიზეზი, ამ შემთხვევაში, კვლევის ხელმძღვანელები სმარტფონების გამოყენებას ასახელებენ. 2012 წლიდან, აშშ-ის მოზარდების 50%-ს უკვე ჰქონდა სმარტფონი, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა დეპრესიულობისა და სუიციდისკენ მიდრეკილების მაჩვენებლების ზრდაც და უკვე 2015 წლისთვის, ახალგაზრდა მოსახლეობის 73% ფლობდა მობილურ ტელეფონს, აღნიშნულია კვლევაში.

აქ პრობლემას წარმოადგენს არა უბრალოდ სმარტფონის ფლობა, არამედ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში ზედმეტი დროის გატარება, რომელმაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია დეპრესია და გაღიზიანებადობა. კვლევის მიხედვით, სტუდენტები, რომლებიც დღეში 5 ან მეტ ხანს იყენებდა ინტერნეტს 71%-ით მეტად იყო მიდრეკილი დეპრესიული ფიქრების, ცუდი გუნება-განწყობისაკენ ვოდრე ისინი, ვინც დღეში მხოლოდ 2 სთ-ს ატარებდა ეკრანთან.  მკვლევარების განცხადებით, კომუნიკაცია წარმოშობს თვითმყოფადობისა და ბედნიერების შეგრძნებას, ვირტუალურ სამყაროში ზედმეტი დროის გატარება კი იწვევს  სოციუმისგან იზოლირებულად ყოფნის შეგრძნებას.

ამას გარდა, ახალგაზრდებს ნაკლები სძინავთ და ისინი, რომლებიც დღეში 5 სთ-ზე მეტ ხანს ატარებენ ეკრანებთან – არიან რისკის ქვეშ. ძილის ნაკლებობა კი დეპრესიისა და მენტალური პრობლემების განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი რისკფაქტორია.

კვლევის ხელმძღვანელების განცხადებით, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, რომ სმარტფონების გამოყენება საერთოდ აეკრძალოთ მოზარდებს, რადგან კვლევის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. თუმცა, ეკრანთან გატარებული დროის შემცირება – მისი 2 სთ ან ნაკლებ დრომდე დაყვანა, დეპრესიისა და სხვა მენტალური პრობლემების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

წყარო: World Economic Forum

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

5 რამ, რაც არასდროს არ უნდა გააკეთოთ ძილის წინ

ძილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანმხვედრი მოვლენაა, რომელიც ყველა პიროვნებას სჭირდება.

ძილის დროს ადამიანი აღიდგენს იმ ენერგიას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაკარგა, როგორც ცნობილია, ძილი ყველაზე კარგი დასვენების საშუალებაა. უძილობა ყველა საქმიანობაში უკან სვლას იწვევს, ხშირდება შეცდომები და ჩვენი ვიზუალური მხარე რადიკალურად განსხვავებული ხდება ჩვეულებრივისგან.

,,ბიზნეს ინსაიდერის” ექსპერტების ცნობით, ჩვენ წარმოგიდგენთ 5 ქმედებას, რაც არ უნდა გააკეთოთ ძილის წინ:

  1. არ დაიძინოთ მუსიკასთან ერთად;
  2. არ ჩართოთ ტელეფონის ეკრანები ღამის რეჟიმზე;
  3. არ ივარჯიშოთ;
  4. არ გამოიყენოთ რელაქსაციისთვის განკუთვნილი აპლიკაციები;
  5. არ მიაქციოთ მეტი ყურადღება იმას, თუ რამდენი საათი გძინავთ, არამედ როგორ პირობებში ხართ.

წყარო: Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ სამსახურის ძებნისას?

დასაქმება დღევანდელ რეალობაში ძალიან პრობლემურ საკითხად იქცა, რადგან უმრავლესობა ადამიანებისა ვერ პოულობს სათანადო სამსახურს, მათი პროფესიისა და სურვილის შესაბამისად, რთულია მოძებნო ისეთი ადგილი, სადაც შენთვის მისაღები პირობები იქნება.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც მკითხველს ურჩევს თუ რა არ უნდა მოიმოქმედოს თუ სამსახურის პოვნა სურს, მათ ინტერვიუ ჩამოართვეს რობერტ ჰოჰმაენს, ვინც კომპეტენტურია მსგავს საკითხებში, მან მკითხველს შესთავაზა რამდენიმე რჩევა:

  1. არ შეავსოთ ბევრი აპლიკაცია  ანუ არ გააგზავნოთ თქვენი სივი ბევრ სხვადასხვა კომპანიაში;
  2. არ სცადოთ მომზადება მოლაპარაკებისთვის, რომლის გავლაც აუცილებლად მოგიწევთ;
  3. გასაუბრებაზე არ გაამახვილოთ ყურადღება ანაზღაურებაზე;
  4. ეცადეთ მოძებნოთ ისეთი ადგილი, სადაც თავს კარგად იგრძნობთ.

წყარო: Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის უპირატესი სამსახური

დასაქმება დღევანდელ რეალობაში ძალიან პრობლემურ საკითხად იქცა, რადგან უმრავლესობა ადამიანებისა ვერ პოულობს სათანადო სამსახურს, მათი პროფესიისა და სურვილის შესაბამისად, რთულია მოძებნო ისეთი ადგილი, სადაც შენთვის მისაღები პირობები იქნება.

ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მკითხველს ურჩევს თუ რა არ უნდა მოიმოქმედოს თუ სამსახურის პოვნა სურს, მათ ინტერვიუ ჩამოართვეს რობერტ ჰოჰმაენს, ვინც კომპეტენტურია მსგავს საკითხებში, მან მკითხველს შესთავაზა რამდენიმე რჩევა:

  1. არ შეავსოთ ბევრი აპლიკაცია, ანუ არ გააგზავნოთ თქვენი სივი ბევრ სხვადასხვა კომპანიაში
  2. არ სცადოთ მომზადება მოლაპარაკებისთვის, რომლის გავლაც აუცილებლად მოგიწევთ
  3. გასაუბრებაზე არ გაამახვილოთ ყურადღება ანაზღაურებაზე
  4. ეცადეთ მოძებნოთ ისეთი ადგილი, სადაც თავს კარგად იგრძნობთ

 

Businessinsider.com

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა არის პიარ მენეჯერის ვალდებულება?

ძალიან ცოტა ადამინმა თუ იცის რეალურად რას აკეთებს პიარ სპეციალისტი. თუ პოლიციელი ან ინსტრუქტორი ხარ, ნათელია შენი საქმიანობა. მაგრამ პიარის შემთხვევაში, საქმე რთულად არის.
პიარის ყველაზე აღიარებული ახსნაა, რომ პიარი ეს არის დარწმუნების ბიზნესი. საზოგადოებასთან ურთიერთობა არის მენეჯემენტის ფუნქცია, რომელიც აფასების საზოგადოების დამოკიდებულებებს, საზოგადოებრივ ინტერესებში ახდენს ინდივიდის ან ორგანიზაციის პოლიტიკის იდენტიფიცირებას და გეგმავს და ახორციელებს საქმედო ნაბიჯებს, საერთო საზოგადოებრივი ინფომირებისა და მხარდაჭერის მისაღებად.
პიარ მენეჯერის კომპლექსური როლი, რომელიც ითვალისწინებს ყოველივე ზემოთქმულს, ამას ემატება: სოციალური მედიის ცოდნა, ლოჯისტიკა, ცოდნა პრაქტიკულად ყველა სფეროსი, მენეჯმენტი, შიდა კომუნიკაციის მეთოდები;
ადამიანები, რომლებიც ამ პროფესიას აირჩევენ მზად უნდა იყვნენ მუდმივი განვითარებისათვის, მათ უნდა ესმოდეთ ადამიანური ფსიქოლოგია და მათ უნდა ჰქონდეთ ადამიანების დიდი ჯგუფების მოტივირების უნარი. მათ უნდა შეეძლოთ მუშაობა როგორც ინდივიდებს, ასევე ჯგუფის წევრებს.
წყარო : HBR.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ გავყიდოთ პროდუქტი მარტივად

პროდუქტის გაყიდვა ყველა კომპანიისთვის, თუ საცალო მოვაჭრისთვის მთავარი ამოცანაა, თუ გამართული ყიდვა–გაყიდვა არსებობს, მაშინ შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ მოგების უწყვეტობა შენარჩუნებულია, რაც ყველა კომპანიის მიზანს მოიცავს.

იმისათვის, რომ კარგად შევფუთოთ ჩვენი პროდუქტი და შევთავაზოთ მყიდველს ისე, რომ ბევრი კითხვა არ გაჩნდეს, საჭიროა სათანადო სიტყვებისა და ფრაზების შერჩევა.

კლიენტების მოსაზიდად და პროდუქტის ადვილად გასაყიდად გაითვალისწინეთ, რომ:

1.ეს თქვენ არაფერს გავალდებულებთ

2.დაანახეთ მყიდველს, რომ თანხის დაბრუნების გარანტია არსებობს

3.საკონტაქტო ნომერი უნდა არსებობდეს, კლიენტს უნდა შეეძლოს თქვენთან კომუნიკაცია

4.უფასო მიტანის სერვისი

5.უნდა დაანახოთ საზოგადოებას, რომ კვალიფიცირებულ და მაღალი დონის სპეციალისტებთან აქვს ურთიერთობა

6.მრავალწლიანი გამოცდილება

Harvard business review

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

Google, Apple და კიდევ 5 კომპანია, რომელიც თანამშრომლებს უმაღლეს განათლებას არ სთხოვს

„დღეს შრომის ბაზარი, საკმაოდ მიმზიდველია სამსახურის მაძიებელთათვის. შესაძლებელია, ეკონომისტის კარიერაც კი აიწყოთ, იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა უმაღლესი განათლება“ – ამბობენ ტელეკომპანია CNBC-ში. მედიასაშუალება, იმ კომპანიების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, ვინც საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე პროფესიულ უმაღლეს განათლებას არ ითხოვს. მაგალითად, Google, Apple და IBM. სია, რომელიც სამსახურის საძიებო ვებგვერდ Glassdoor-ის მიხედვითაა შედგენილი და ასე გამოიყურება:

კომპანიას Google რეკრუიტერის, პროგრამის მენეჯერის, პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერისა და ინჟინერ პროგრამისტის თანამდებობებზე პროფესიული უმაღლესი განათლება არ მოუთხოვია. იგივე მიდგომით ეძებდა მარკეტინგის მენეჯერს, გამომცემლის ასისტენტს, ფინანსურ მენეჯერსა და წარმოების ასისტენტს საგამომცემლო სახლი Penguin Random House.  პროფესიული განათლება არ დასჭირვებია არც სასტუმროების ქსელს Hilton (პოზიცია: „ივენთ “ მენეჯერი, სასტუმროს მენეჯერი, ოფისის მენეჯერი), კომპანიას Apple (პოზიცია: დიზაინის ვერიფიკაციის ინჟინერი და საინჟინრო პროექტების მენეჯერი), ყავის მსოფლიო ბრენდს Starbucks (პოზიცია: ბარისტა, ცვლის უფროსი და მაღაზიის მენეჯერი), ამერიკის მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკს Bank of America  (პოზიციები: აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანაშემწე, კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი და ანალიტიკოსი) და ტექნოლოგიურ კომპანიას IBM(პოზიციები: წამყვანი რეკრუიტერი, ფინანსური ბლოკჩეინ – ინჟინერი, მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების სპეციალისტი).

რაც შეეხება საქართველოს, შესაძლოა, ერთეული შემთხვევები ყოფილა. თუმცა, ვაკანსიის გამოცხადებისას, დიდი კომპანიები, პროფესიულ უმაღლეს განათლებას, როგორც წესი, აუცილებლად ითხოვენ.

წყარო : www.marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონაბიზნესიემიგრანტისაქართველო

უმდიდრესი ქართველის გზა ბნელი 90-იანებიდან ფინტექის მწვერვალებამდე

საქართველოში პოპულარობის მოპოვება არც ისე რთულია, რთულია აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და სხვა არაფერი გაინტერესებდეს. არსებობს ადამიანი რომელმაც ეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეძლო. კაცი სპორტული ფეხსაცმელებითა და თავისუფალი სტილით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა, თურმე არსებობს ქართველი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული აქვს. ყველაფერი კი გაცილებით დიდი ხნის წინ დაიყო – სამოქალაქო დაპირისპირება, უშუქობა, უწყლობა, ნაცრისფერი ქალაქი, სადაც მომავლის იმედი თითქმის არავის ჰქონდა. თუმცა, იმ დროს საქართველოში ცხოვრობდა ერთი ბიჭი, რომელიც ჰარვარდში სწავლაზე ოცნებობდა. სჯეროდა იმის, რომ კომპანიის რიგითი თანამშრომელი არ იქნებოდა და რაღაც ახალს შექმნიდა.

მიხეილ ლომთაძე სამხედრო მოსამსახურის ოჯახში გაიზარდა, ბავშვობა ფუფუნებაში არ გაუტარებია. ახსოვს როგორც ყოფდა დედა მისთვის და მისი დისთვის სნიკერსს ოთხ ნაწილად , შოკოლადი 2 დღე უნდა ჰყოფნოდათ. შეიძლება სახლში არ ჰქონოდათ საკვები, მაგრამ ყოველთვის იყო წიგნები. მამა ოცნებობდა შვილი ინჟინერი გამოსულიყო, თუმცა მიშამ სხვა გზა აირჩია. ისე, რომ მშობლებისთვის არაფერი უთქვამს, ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად, ახალ გახსნილ ბიზნეს სკოლაში ჩააბარა.

„უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, მამისთვის არაფერი მითქვას. მივედი ბიძასთან, ფული ვესესხე და 30%-იანი ფასდაკლებით 5 წლის სწავლის საფასური წინასწარ გადავიხადე. ეს იყო ჩემი ყველაზე კარგი ინვესტიცია. მხოლოდ ამის შემდეგ ვუთხარი მამას, რომ ბიზნესის მართვაზე ჩავაბარე. თავიდან განიცდიდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ აღარ განიცდის“.

მაშინ, როცა ქვეყანაში არაფერი ხდებოდა, Coca-Cola-სა და Pepsi-ის შორის მარკეტინგულ ომზე კითხულობდა. პარალელურად მუშაობდა საქართველოს ერთ-ერთ ბანკში, საკუთარ თავს კი ახალ თამასას უწესებდა. სამი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლექტორებთან ერთად აუდიტორული კომპანია დაეარსებინა, რამაც საშუალება მისცა ცოდნის არეალი კიდევ უფრო გაეფართოებინა. ყველაფერი ნულიდან დაიწყო, შესაბამისად, დასაკარგიც არაფერი ჰქონდა. ამბობს, რომ მთელი მისი ცხოვრება სწავლასთანაა დაკავშირებულია.

„არ მქონდა ფული, ამიტომ მეგობრებთან გართობის დრო არ მქონდა. შეზღუდვები ცხოვრებაში კარგია – მეგობრებთან არ ვერთობოდი, მუსიკას არ ვუსმენდი იმ დოზით, რა დოზითაც ჩემი კოლეგები. მქონდა მიზანი – ვსწავლობდი, თუ ვსწავლობდი უნდა ვყოფილიყავი ნომერ პირველი, თუ წავიდოდი ბიზნესში, უნდა ვყოფილიყავი ნომერ პირველი. მნიშვნელოვანია საქმეზე კონცენტრაცია და ის, რომ გარშემო ისეთი ადამიანები გყავდეთ, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და წინსვლისკენ გიბიძგებენ. სასწაულების არ მჯერა, მაგრამ ფაქტია – გამიმართლა იმ ადამიანებში, რომლებიც ჩემს გარშემო არიან“.

მისი ოცნება ჰარვარდში სწავლაზე, მეგობრებს ფანტაზიის ჟანრიდან ეგონათ. რა თქმა უნდა, ოცნების რეალიზაცია გადაწყვიტა. ჰარვარდში მოხვედრა ორჯერ სცადა. პირველი მცდელობა 22 წლის ასაკში წარუმატებელი აღმოჩნდა. კომისიის მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაანაწყენა, მიზეზი გარკვევას შეეცადა. ახლა იხსენებს, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებით შეაფასა. უნივერსიტეტში კომისიის წევრთან დაგეგმილი 15 წუთიანი შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც საუკეთესო ბიზნეს სკოლაში სწავლა მეორედ გადაწყვიტა. მისია წარმატებით შეასრულა.

„კურსზე ყველაზე პატარა ვიყავი. ეს იყო არაჩვეულებრივი ორი წელი, რომელიც ორ ეტაპად იყოფა. პირველი, როდესაც ონკანიდან წყალს უშვებ, თუმცა არ შეგიძლია დალიო, წყალი კი მაინც მოდის. შეუძლებელია ამ ყველაფრის გადახარშვა, გძინავს სამი საათი, კითხულობ ქეისებს, ხვდები დიდი რაოდენობით ჭკვიან ადამიანებს. პირველი წელი არანორმალური სწავლის წელი იყო. სიმართლე გითხრათ, არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს. ჯგუფში 90 მდე სტუდენტი ვიყავით. ბიზნეს სკოლა აშენებულია იმ პრინციპზე, რომ ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, გამოცილებას უზიარებენ, როდესაც ამ ყველაფერს განიხილავ ხვდები, რომ ერთმანეთისგან სწავლობ. როდესაც გავიაზრე, რომ პირველი წელი წარმატებით დავასრულე, მივხვდი რომ შემიძლია ცოტა დავისვენო და მეგობრებს უფრო მეტს ვესაუბრებოდი. შედეგად დღეს არ არსებობს გავლენიანი კომპანიები, სადაც ჩემი კურსელი არ მუშაობს“.

ბიზნესის კეთების თეორიული და პრაქტიკული გამოცილება უკვე ჰქონდა, ახლა ეძებდა კომპანიას, სადაც საინტერესო საქმეს წამოიწყებდა. როგორც ამბობს, ხელფასიც არ აინტერესებდა, ამიტომ მუშაობა რუსეთში, საინვესტიციო კომპანიაში გააგრძელა. უხელფასო თანმშრომელი ერთ წელში Baring Vostok-ის პარტნიორი გახდა. კომპანიაში ინვესტიცია რამდენიმე მიმართულებით გააკეთა. ერთ-ერთი იყო Kaspi. უნდა შეეკრიბა გუნდი, რომელიც საბანკო სექტორში რევოლუციას მოახდენდა და ნომერ პირველი საფინანსო ინსტიტუტი გახდებოდა. სწორედ აქედან იწყება მრავალწლიანი თავისუფალი ფრენა.

ახალი ფორმატის ადამიანმა უნიკალური ბიზნეს მოდელი შექმნა. მიხეილ ლომთაძემ 15 წლის განმავლობაში მოახერხა ის, რომ სტანდარტულად მოსაწყენი ბანკი უნივერსალურ ეკოსისტემად ექცია, რომლის სერვისითაც მილიონობით ადამიანი სარგებლობს. ჰქონდა რწმენა, რომ საუკეთესო კომპანიას აშენებდა, გამოუვიდა კიდეც. არ აქვს წესები და საზღვრები, შესაბამისად რასაც დღეს აკეთებს იცის რომ მომხმარებელს სჭირდება.

„ჩვენ თვითონ ვირჩევთ საკუთარ მისიას და ვწერთ ისტორიას, შეგვიძლია ვიყოთ ერთადერთები და უნიკალურები იმაში რასაც ვაკეთებთ. გვქონდა სურვილი შეგვექმნა საუკეთესო სერვისი და ადამიანების ცხოვრება გაგვეუმჯობესებინა. სწორედ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანი და არა ფულის შოვნა. ინოვაციური სერვისის შექმნა, მოსახერხებელი და ლამაზი დიზაინით ყველაზე კარგად გამოგვდის. არ ვიქცევით ისე, როგორც სხვები იქცევიან, გასცემენ სესხებს, იღებენ დეპოზიტები, არ მუშაობენ უქმეებზე. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ გვიყვარდეს მომხმარებელი და მოვექცეთ ისე, როგორც უახლოეს მეგობარს. ყველა თვითონ წყვეტს საით წავიდეს, ზევით თუ ქვევით, ჩვენ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთეთ“.

ბიზნესმენის ალღო ყოველთვის ამართლებს, ზუსტად იცის მომხმარებელს რა დროს რა პროდუქტი უნდა შესთავაზოს. არასდროს ისახავს გლობალურ დავალებებს, ცდილობს შექმნას პროდუქტები, რომელიც ადამიანებს ცხოვრების გამარტივებაში ეხმარება. მისთვის მნიშვნელოვანია განსაზღვროს, თუ რა სჭირდება მომხმარებელს და რა მოუტანს მათ ყველაზე დიდ სარგებელს. თვეში მხოლოდ 30 000 ზარს იმიტომ ახორციელებენ, რომ მომხმარებლის აზრი გაიგონ. კასპის მოტივაციის მთავარი ხაზი მომსახურების ხარისხზე გადის და არა გაყიდვების რაოდენობაზე. რაც ყველაზე მთავარია – არასდროს ივიწყებენ მადლობის გადახდას.

„თვითშეფასება თავისთავად კარგი მექანიზმია იმის გასარკვევად, თუ რამდენად კარგადაა მდგომარეობა კომპანიაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარები. შესაბამისად, ჩვენ ყველა შეფასებას ფიზიკურად ვაგროვებთ. ამის შემდეგ ვსხდებით და განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას, რატომ იყო მომხმარებელი უკმაყოფილო. უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ შეფასების მიღება, არამედ მდგომარეობის გამოსწორება და დასკვნების გამოტანა. რომ შევხედოთ ბოლო 5 წელში რამდენად შეიცვალა კლიენტებთან ურთიერთობა, ვხედავ უდიდეს უკუკავშირს. ვცდილობთ, გავიგოთ რა სჭირდებათ და როგორ შეიძლება დავეხმაროთ . ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ბოლო წლებში მოხდა. ჩვენ მივხვდით რას ნიშნავს მომხმარებელზე ზრუნვის იდეა“.

წითელი სნიკერები, სპორტული შარვალი და მაისური, ბანკირს ჰალსტუხის გარეშე თავისუფალი სტილი აქვს. ამბობს, რომ Kaspi-ში კოსტიუმით არავინ დადის. ყოველთვის ცდილობს არასდროს დაკმაყოფილდეს იმ მდგომარეობით, რომელშიც იმყოფება. მუდმივად ვითარდება, სწორედ ეს არის მისი წარმატების მთავარი ფორმულა.

„იმისთვის, რომ მუდმივად წინ იარო, სამი რამ არის საჭიროა. პირველი, ეს არის დაუკმაყოფილებლობის განცდა იმ საქმისგან, რომელსაც აკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია დაუკმაყოფილებლობის და უკმაყოფილების განცდა, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მეორე არის განათლება, სურვილი ყოველდღიურად სწავლობდე. მესამე არის ადამიანები ვისთან ერთადაც გააგრძელებთ სიარულს. ეს სამივე თქვენზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც თქვენთ ერთად არიან. რატომ არიან ადამიანები მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მათგან სწავლობთ, ეს თქვენი განვითარების პირველი სტადიაა, შემდეგ ისინი სწავლობენ თქვენგან და ბოლოს ყველანი ერთად სწავლობთ“.

ადამიანი მომავლიდან ბედისგან საჩუქარს არასდროს ელოდება, იცის იმისთვის რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეს დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭიროა. არც არასდროს დაუშურებია. ყაზახეთის ციფრულ ტრანსფორმაციაში და საინვესტიციო მიმზიდველობაში უდიდესი წვლილ შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან უყვარს სამშობლოში პროექტის განხორციელება არ სურს, როგორც ამბობს ამის მიზეზი, მცირე ბაზარია. სწავლობდა შტატებში, რამდენიმე წელი მუშაობდა რუსეთში, საქართველო და ყაზახეთი ის ქვეყნები, სადაც მიხეილ ლომთაძემ ცხოვრების ყველაზე დიდი დრო გაატარა. ამ დროის განმავლობაში კი იდენტობის გაცვლა არასდროს უფიქრია, დღემდე ქართული პასპორტი აქვს.

„საქართველო ჩემი სამშობლოა, იქ დავიბადე, ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ. როგორ გითხრათ, მამაჩემი ყოფილი სამხედროა. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ მსოფლიო მოქალაქე ვარ. ზოგადად, პასპორტს და ვიზას გაუგებარ ბარიერად აღვიქვამ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არ უნდა არსებობდეს. ყოველდღიურად რაღაც ახალს ვქმნით, თუმცა ამ დრომდე გვაქვს პასპორტები და ამ დრომდე გვჭირდება ვიზა. მთლიანობაში საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და ძალიან მიყვარს“.

რთულია იმის თქმა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ლომთაძე საქართველოში რომ დარჩენილიყო, შეძლებდა თუ არა იგივე წარმატების მიღწევას და მოუტანდა თუ არა ქვეყანას მილიარდობით დოლარის ინვესტიციას. ახლა დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, ბევრი წლის შემდეგ, როცა ძალიან დაიღლება და დასვენება მოუნდება, საქართველოში დაბრუნდება. ზუსტად იცის, რომ სიბერეს სამშობლოში გაატარებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 59
Page 4 of 59