close

ბიზნესი

ბიზნესიმსოფლიო

კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ილონ მასკის მიერ შექმნილი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Tesla-ს აქციების ღირებულება კომპანია Hertz Global Holdings Inc-თან გარიგების ფონზე გაიზარდა, რომელმაც Tesla-ს 100 ათასი ელექტრომობილი შეუკვეთა. Tesla-ს აქციების ღირებულება 9%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Tesla მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბაზრის ლიდერებს. კერძოდ, Apple-ის საბაზრო ღირებულება 2.46 ტრილიონ დოლარს შეადგენს, Microsoft-ი – 2.3 ტრილიონი დოლარი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ფინანსური კეთილდღეობა

ფული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამეა, მოფრთხილება და
ჭკვიანურად გადანაწილებაა საჭირო, თუ ადამიანი ფულს უაზროდ ფლანგავს, ეს იმას
ნიშნავს, რომ ვერ იყენებს, იმისათვის, რომ ფინანსურად გამართული იყოს ადამიანი და
ყველანაირი ფუფუნება მოიწყოს, საჭიროა იმ რამოდენიმე პუნქტის ზედმიწევნით
გათვალისწინება, რომლებსაც ახლა ქვემოთ წაიკითხავთ :
1. დაიწყეთ ფულის დაგროვება
2. აკონტროლეთ ხარჯები
3. გაზარდეთ თქვენი ფულის მოცულობა
4. იყავით ინფორმირებული (ფულის დაბანდებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ
რისთვის იქნება თქვენი ფული გამოყენებული)
5. მომავლისთვის შემოსავლის უზრუნველყოფა
6. განავითარეთ ფულის შოვნის ხერხები
7. ქველმოქმედება

Harvard business review
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა უნდა ვურჩიოთ მომხმარებელს

მომხმარებლის დაცვის ცნება გულისხმობს, რომ ასეთი დაცვის საჭიროება არსებობს. მე არ
მიმაჩნია, რომ ეს ავტომატური ჭეშმარიტებაა. თავისუფალი ბაზრის პირობებში მხარეები
ნებაყოფლობით თანხმდებიან და დებენ კონტრაქტებს. თუ ასეთი კონტრაქტი,
შეთანხმება მათთვის წაგებიანია, მხარეებს არავინ აიძულებს მათ დადებას. შესაბამისად,
ამოცანა უნდა იყოს კონკურენტული, თავისუფალი საბაზრო გარემოს შექმნა ბაზრის
მონაწილეებისთვის სამართლიანი და მაქსიმალურად თანაბარი პირობებით.
მე აქვე შემეძლო წერის დასრულება, მაგრამ ვეცდები, ჩემი პოტენციური ოპონენტების
პერსპექტივიდანაც შევხედო ამ საკითხს. ჩემს პოტენციურ ოპონენტებში აქ კეთილი
განზრახვების მქონე მეტ- ნაკლებად ზომიერ პოზიციებზე მყოფ ადამიანებს ვგულისხმობ
და არა „ძირს კაპიტალიზმი!“ და „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ!“ ლოზუნგებით
მორბენალ მოძალადეებს.
არსებობს განხილვის ღირსი რამდენიმე მოსაზრება:
1. რომ საჭიროა ადამიანებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ, როდესაც
ისინი თაღლითურ და მათთვის უეჭველად წაგებიან შემოთავაზებებს განიხილავენ;
2. ან/და, მომხმარებლები უნდა დავიცვათ, რადგან მათი სიმრავლე და მრავალფეროვნება
შეუძლებელს ხდის მათ ისე ორგანიზებას, რომ მომწოდებელზე ზეწოლა განახორციელონ.
3. ან/და, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მიღება იმდენად
ძვირი ჯდება, რომ სახელმწიფომ ასეთი ინფორმაცია თვითონ უნდა მოაგროვოს და
მომხმარებელს მიაწოდოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მაღალი ფასის
მქონე პროდუქტს/მომსახურებას, რომელსაც იშვიათად ვყიდულობთ.

Harvard Business Review
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

“ტენე” – ქართული სტარტაპის მიერ დამზადებული USB კაბელები ნიგერიაში ექსპორტზე გავა

ცოტახნის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელაინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნიგერიისბაზარზე ქართულ სტარტაპჯინვენტორისმიერდამზადებული USB კაბელები გავა. კაბელს ეწოდებატენე“.

საკითხზე ჯინვენტორისდამფუძნებელის, სანდრო ლილუაშვილის  ვესაუბრეთ.

როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპზე, აღნიშნულიკაბელები იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, “ამაზონზე“. 2021 წლიდან.

ნიგერიაში დაგვპატიჟეს კონფერენციაზე. ამქვეყანაში მოვხვდით სრულიად შემთხვევით. აქგავიცანი ბევრი კონტაქტი. აღნიშნულიკონფერენციიდან გამომდინარე, გავაკეთეპრეზენტაცია. ბევრი იქაური ბიზნესმენიდაინტერესდა“, – ამბობს სანდრო და განმარტავს, თუროგორ იმოქმედა კოვიდპანდემიამ თავის ბიზნესზე.

ამ შემთხვვაში, პანდემიამ იმოქმედა დადებითად, რადგან ჩვენ ონალინ გაყიდვები გვაქვს, როდესაცსხვა, ონკურენტი მაღაზიები დაიკეტა, ჩვენ საიტისმეშვეობით გაყიდვა შეგვეძლო. გაყიდვები გაიზარდა.

ვგეგმავთ, გადავიდეთ თავისუფალ ინდუსტრიულზონაში, ქუთაისში და იქ ვაწარმოოთ კაბელები, რაცსაშუალებას მოგვცემს, ასოცირების ხელშეკრულებისფარგლებში, იქ ვივაჭროთ და ევროპაში გავიდეთ“, – განაცხადა სანდრო ლილუაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

McDonald’s-ი სამუშაო ძალის ნაკლებობის გამო, 14 წლის ახალგაზრდებს დაასაქმებს – CNN

მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების ქსელი McDonald’s-ი სამუშაო ძალის ნაკლებობის ფონზე, მზად არის აშშ-ში 14-15 წლის ახალგაზრდები დაასაქმოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, McDonald’s-ის ფრანჩაიზის მქონე რესტორნების მფლობელების თქმით, კომპანიას სამუშაო ძალის ასეთი ნაკლებობა ბოლო 40 წლის მანძილზე არ ახსოვს.

თავდაპირველად, აშშ-ში მდებარე McDonald’s-ის ფრანჩაიზის მქონე რესტორნები სამუშაო ძალის მოზიდვას ანაზღაურების გაზრდით შეეცადნენ, თუმცა 15 აშშ დოლარამდე გაზრდილმა ანაზღაურებამაც ვერ გამოიწვია მოსახლეობის დიდი ინტერესი.

გამოცემა წერს, რომ როგორც McDonald’s-ის ერთ-ერთი ფრანჩაიზის მქონე რესტორნების მფლობელი ჰიტერ კენედი აცხადებს, მას შემდეგ რაც კომპანიამ ვაკანსია 14 წლის ახალგაზრდებისთვის გამოაცხადა, 25-ზე მეტი აპლიკანტის განაცხადი მიიღო ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

გამოცემის მიხედვით, McDonald’s-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მზად არის სამუშაო ძალის ნაკლებობა არასრულწლოვანი მოქალაქეების დაქირავების ხარჯზე აღმოფხვრას, აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ მეთოდს აქტიურად იყენებს Amazon-ი, Burger King-ი და Wendy’s-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიემიგრანტი

მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო

მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო.

ახლა ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია.

Forbes-ის სიის მიხედვით, მიხეილ ლომთაძის ქონება $5 მილიარდს შეადგენს და მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში მე-600 ადგილს იკავებს.

ბიძინა ივანიშვილი კი $4.8 მილიარდს ფლობს და 632-ე ადგილზეა.

მიხეილ ლომთაძე ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi-ის დამაარსებელია. ის მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე განთავსდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

,,პეპსის“ შემთხვევითი მსხვერპლი

1992 წელს, Pepsi-მ კამპანია “Number Fever”-ის საშუალებით სცადა ფილიპინებში საბაზრო პოზიციების გამტკიცება და კონკურენტი კომპანიის Coca Cola-ს ჩამოშორება. კამპანია Number Fever” ჰგავდა ლატარიას, ყველას ვისაც კონკრეტული რიცხვი ამოუვიდოდა, მიიღებდნენ 1 მილიონ პესოს. ამ პერიოდში ფილიპინებში  კომპანიის Coca Cola-ს ბაზრის 87% ეკუთნოდა. მათ უნდოდათ ამ კამპანიით ჩამოეშორებინათ კონკურენტი. რელამის გაშვებისთანავე გახდა პოპულარული და ხალხმა დაიწყო ფულის შეგროვება, რომ ეყიდათ pepsi, ნაგავსაყრელზე დაიწყეს ძებნა pepsi-ის თავსახურების, გახშირდა კამათი და ჩხუბი, ადამიანები მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდნენ. ამ კამპანიამ 10-დან 14 მილიონამდე გაზარდა გაყიდვების მაჩვენებელი. ერთ საღამოს, როდესაც pepsi-მ გამარჯვებული ციფრები დაასახელა, ეს იყო 349, აღმოჩნდა რომ ეს რიცხვი 800 000-ზე მეტ თავსახურზე იყო დაბეჭდილი, ზოგ ადამიანს 10 ასეთი თავსახური ჰქონდა. როდესაც მიხვდა pepsi თავის შეცდომას, სამწუხაროდ უკვე გვიან იყო, ხალხი აღნიშნავდა გამარჯვებას,და ეგონათ, რომ თავი დააღწიეს სიღარიბეს, თუმცა ეს ასე არ იყო. კომპანია ამ პრობლემის გადაჭრის გზად თვლიდა იმას, რომ მცირე თანხა გადაეცა გამარჯვებულებისთვის, მაგრამ რათქმაუნდა ამას ხალხი არ დათანხმდა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ქუჩაში, ერთ  დღესაც pepsi-ის ოფისში ყუმბარა შეაგდეს აქციის მონაწილეებმა, რის შედეგადაც  3 ადამიანი გარდაიცვალა. პროტესტ შეეწირა ასევე მასწავლებელი, რომელიც უბრალოდ მაღაზიაში მიდიოდა ბრინჯის საყიდლად, რა დროსაც აქციის მონაწილემ ასაფეთქებელი ნივთიერება ესროლა pepsi-ის მანქანას რის შემდეგაც მასწავლებელი გარდაიცვალა.

ფილიფინებში ეს თემა დღემდე ტაბუდადებულად ითვლება. ადამიანები დღემდე ტრამვირებულები არიან ამ ფაქტით. ამ კამპანიის შემდეგ ყველას სძულს ეს ბრენდი. 15 წელი გაგრძელდა სასამართლო დავა და ბრენდს  მოუწია 10 მილიონის ზარალი, თუმცა ეს არაფერი არ არის რეპუტაციის შელახვასთან შედარებით, რაც ამ კამპანიამ მოუტანა ბრენდს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმედიცინასაქართველო

ჯანმო: საჭიროა საქართველომ წამლის ფასები დაარეგულიროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისი საქართველოში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად, ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასები დაარეგულიროს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ “ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული დაფარვით, მომხმარებლის გადახდების კომპლექსური სისტემით (თანამონაწილეობა), თანაგადახდაზე ყოველწლიური ლიმიტის, ან ნაკლებად შეძლებული, ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შეღავათების გარეშე, ასევე სტაციონარული და გადაუდებელი დახმარების პრიორიტეტით პირველად ჯანდაცვასთან მიმართებაში”.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის მიუხედავად,  ჯიბიდან გაწეული ხარჯები კვლავ ტვირთად აწვება იმ ადამიანებს, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ჯანმოს ევროპის რეგიონის მასშტაბით.

ანგარიშში წერია, რომ ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტებია (69%), რაც განპირობებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალი ფასებით.

ჯანმრთელობაზე ჯიბიდან კატასტროფული დანახარჯები უკიდურესად აწვება უღარიბეს ოჯახებს.

2018 წელს მედიკამენტების წილმა უღატაკეს ოჯახებში ჯიბიდან გადახდების 90% შეადგინა, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში კი – 24%.

“2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოცული მოსახლეობის წილი და შემცირდა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები. თუმცა, საქართველოში ჯანდაცვაზე საჯარო დანახარჯები (2,9%) ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (4,9%) დაბალია”, – წერია ანგარიშში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

ედი ზილენის მოკლე ისტორია

როდესაც ედი ზილანმა დაიწყო ვაჭრობა კრიპტო ვალუტის მეშვეობით იგი 15 წლის იყო,
ბიზნეს ინსაიდერის ცნობით სამი წლის წინ ახალგაზრდა ბიჭს თავისი პროფილის
შექმნაც კი არ შეეძლო, რადგან მას ასაკი ხელს არ უწყობდა, მაგრამ მან მოახერხა და
ადრეული ასაკიდან ისეთი რამ გააკეთა, რამაც მას დიდი წარმატება მოუტანა.
ბიზნეს ინსაიდერმა ჩაწერა ინტერვიუ ახალგაზრდა მილიონერთან, სადაც მან განაცხადა,
რომ როდესაც მან თავისი ფულის დაბანდება დაიწყო, არავინ არსებობდა, ვისგანაც მას
რაიმეს სწავლა შეეძლო, არ ჰქონდა რესურსი, რომ მიეღო რაიმე რჩევა, თუ როგორ
დაეწყო კრიპტოსამყაროში მოღვაწეობა.
მან განაცხადა, რომ როდესაც პირველი 100$ ჩადო საქმეში, რამდენიმე საათის შემდეგ
აღმოაჩინა, რომ ის უკვე 10$–ით გაზრდილიყო, მისთვის საკმაოდ დიდი ბიძგი აღმოჩნდა,
„ეს სიგიჟე იყო“ – განაცხადა მან.

წყარო : Businessinsider.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

გურულების კრეატივი – “არიქა”

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ცხენზე ამხედრებული და ჩოხით შემოსილი კურიერს მიაქვს შეკვეთა. გურულებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გამოირჩევიან იუმორით და კრეატივით. შეიქმნა სწრაფი მიტანის სერვისი, რომელსაც სახელიც გურულების შესაფერისი უწოდეს– ,,არიქა“. ასე რომ უკვე გურიაშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი მიტანის სერვისით და შეკვეთეს არიქა მოგაწვდიან.

მასალა მოამზადა : ლალი კიკვაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 59
Page 6 of 59