close
იზნესივლევებისოფლიო

კვლევა: სმარტფონები ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

large_mAcEynjON6p7CJCUUlmqo4zNM7tfkQieC6rTo33plpU

აშშ-ში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 2010 და 2015 წლებში მოზარდებში დეპრესიის მაჩვენებელი 33 %-ით გაიზარდა, ხოლო სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი – 23 %-ით. უფრო მეტიც, 31%-ით გაიზარდა თვითმკვლელობის რაოდენობა 13-18 წლის ახალგაზრდებში.

კლინიკური ფსიქოლოგიის მეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მზარდი დეპრესიისა და მენტალური პრობლემების მაჩვენებლები შეინიშნება ყველა სოციალური ფენის, რასისა და ეთნიკურობის,  განათლების მქონე ახალგაზრდაში, შესაბამისად, პრივილეგირებულ-არაპრივილეგირებულ სოციალურ ფონს მნიშვნელობა არ ქონია. ერთი ინდიკატორი, რომელიც გამოიყო არის ის, რომ კვლევაში მონაწილე ყველა მოზარდი 1995 წლის შემდეგ იყვნენ დაბადებულნი.

გარდა ამისა, 2010-2015 წლები იყო აშშ-ის მდგრადი ეკონომიკური ზრდის პერიოდი, როდესაც უმუშევრობის პროცენტული მავენებელიც შემცირდა და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა ხშირადაა დეპრესიისა და სუიციდის მიზეზი, ამ შემთხვევაში, კვლევის ხელმძღვანელები სმარტფონების გამოყენებას ასახელებენ. 2012 წლიდან, აშშ-ის მოზარდების 50%-ს უკვე ჰქონდა სმარტფონი, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა დეპრესიულობისა და სუიციდისკენ მიდრეკილების მაჩვენებლების ზრდაც და უკვე 2015 წლისთვის, ახალგაზრდა მოსახლეობის 73% ფლობდა მობილურ ტელეფონს, აღნიშნულია კვლევაში.

აქ პრობლემას წარმოადგენს არა უბრალოდ სმარტფონის ფლობა, არამედ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში ზედმეტი დროის გატარება, რომელმაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია დეპრესია და გაღიზიანებადობა. კვლევის მიხედვით, სტუდენტები, რომლებიც დღეში 5 ან მეტ ხანს იყენებდა ინტერნეტს 71%-ით მეტად იყო მიდრეკილი დეპრესიული ფიქრების, ცუდი გუნება-განწყობისაკენ ვოდრე ისინი, ვინც დღეში მხოლოდ 2 სთ-ს ატარებდა ეკრანთან.  მკვლევარების განცხადებით, კომუნიკაცია წარმოშობს თვითმყოფადობისა და ბედნიერების შეგრძნებას, ვირტუალურ სამყაროში ზედმეტი დროის გატარება კი იწვევს  სოციუმისგან იზოლირებულად ყოფნის შეგრძნებას.

ამას გარდა, ახალგაზრდებს ნაკლები სძინავთ და ისინი, რომლებიც დღეში 5 სთ-ზე მეტ ხანს ატარებენ ეკრანებთან – არიან რისკის ქვეშ. ძილის ნაკლებობა კი დეპრესიისა და მენტალური პრობლემების განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი რისკფაქტორია.

კვლევის ხელმძღვანელების განცხადებით, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, რომ სმარტფონების გამოყენება საერთოდ აეკრძალოთ მოზარდებს, რადგან კვლევის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. თუმცა, ეკრანთან გატარებული დროის შემცირება – მისი 2 სთ ან ნაკლებ დრომდე დაყვანა, დეპრესიისა და სხვა მენტალური პრობლემების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

წყარო: World Economic Forum

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid