close

ბიზნესი

ბიზნესიმსოფლიო

უორენ ბაფეტი – წარმატება მხოლოდ სიყვარულით იზომება ❤

საერთაშორისო კონგლომერატის Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი, უორენ ბაფეტი იშვიათად ცდება. განსაკუთრებით, როცა საქმე ინვესტიციებსა და ინოვაციას ეხება. „თუ ჩემს ასაკში თქვენზე კარგს არავინ იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხა გექნებათ საბანკო ანგარიშზე, იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება კატასტროფაა“- ასე განუმარტა, ბაფეტმა სტუდენტებს „წარმატება“.

მისი აზრით, წარმატება არ უკავშირდება სიმდიდრეს, ძალაუფლებას, დიდებას. აქ გადამწყვეტი მხოლოდ სიყვარულია:

„პრინციპში, ჩემს ასაკში, წარმატებას თქვენც იმის მიხედვით შეაფასებთ, რამდენი ადამიანი გეყვარებათ სინამდვილეში. მე ვიცნობ ხალხს, ვისაც საკმაოდ ბევრი ფული აქვს, პატივისცემის ნიშნად, ვინ იცის რამდენ ვახშამზე იწვევენ ან მათ სახელს რამდენ რამეს მიაწერენ, მაგრამ, რეალურად, არავის უყვარს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ იცხოვრებთ. საქმე იმაშია, რომ სიყვარულს ვერ იყიდით. შეიძლება, იყიდოთ სექსი, სადღესასწაულო სადილი და ა.შ. მაგრამ ხალხს თავი მხოლოდ თქვენი ქცევით უნდა შეაყვაროთ. ეს ცოტა გამაღიზიანებელია, თუ ბევრი ფული გაქვთ. შესაძლოა, გიფიქრიათ კიდეც, „ვიყიდი სიყვარულს მილიონ დოლარად”, მაგრამ ასე არ ხდება. უბრალოდ, სიყვარული უნდა გასცეთ და რაც მეტს გასცემთ, უკან მით მეტი სიყვარული დაგიბრუნდებათ”

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეს საინტერესოარობოტექნიკა

როგორი იქნება რობოტების ზეგავლენა ჩვენს მომავალზე

რობოტების სიმრავლე რომ პრობლემაა  – უკვე აღარავინ დავობს, მაგრამ მათი დადებითი მხარეების არდანახვა დანაშაულია.

მთელ  მსოფლიოში, რობოტები დასაქმებულ ადამიანებს სამსახურს ართმევენ. ,,BBC-ის” ცნობით, 2030 წლისთვის მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრება.

მაღაზიებს, საწყობებს, ადმინისტრაციას  –  ყველაზე დიდი საშიშროება ემუქრებათ. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაეხმარება ადამიანებს ახალი უნარების ათვისებაში ახალი სამსახურის მოძიებისთვის. ქვეყანაში ყოველწლიურად 80 000 სამუშაო ქრება და მას რობოტი ანაცვლებს.

სამსახურის დაკარგვა, ძირითადად, დაბალკვალიფიციურ პირებს შეეხებათ, საცალო ვაჭრობის ქსელში დასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებიც გადაწყვეტილებას არ ღებულობენ და ძირითადად მექანიკური საქმიანობით არიან დაკავებულები. ამ სფეროში სამსახურს ყოველი მესამე ან მეოთხე ადამიანი დაკარგავს.

წყარო: BBC.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ გავხდეთ მენტალურად უფრო ძლიერები

ადამიანის სიძლიერე არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ანუ მენტალური სიძლიერე, როდესაც ადამიანი ჩამოყალიბებულია, შეუძლია ემოციების სწორად მართვა და აკონტროლებს აფექტურ მდგომარეობას, შესაბამისად – იგი ფსიქოლოგიურადაა ძლიერი.

ფსიქოლოგებისა და ექპერტების ცნობით, ფიზიკურ სიძლიერეზე მნიშვნელოვანი, სწორედ მენტალური ძალაა, რადგან იგი განაგებს თქვენი ცხოვრების სტილს, აქედან გამომდინარეა თქვენი ფიზიკური და შინაგანი სიძლიერეც.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ფსიქოლოგიური, მენტალური სახე:

  1. ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა
  2. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომ აირიდოთ უარყოფითი ემოციები
  3. ეცადეთ ეძებოთ პოზიტივი ყველაფერში
  4. შეწყვიტეთ ის ქმედებები, რომლებიც თქვენს ფსიქოლოგიურ მხარეს ზიანს აყენებს.

წყარო: Businessinsider.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

გსმენიათ თუ არა პოლ გარისონზე?

 

პოლ გარისონი 25 წელი საქმიანობდა მარკეტინგის სფეროში. მან მუშაობა ,,Procter&Gamble–ში” დაიწყო მას შემდეგ გადავიდა ,,Coca-Cola–ში” – ჯერ შეერთებულ შტატებში, მოგვიანებით კი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში  და ცენტრალურ აზიაში, სადაც კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოსტი ეკავა. ბოლოს მუშაობდა უნგრეთში მმართველი დირექტორის თანამდებობაზე. მისი მეცადინეობით 90–იან წლებში ,,Coca-Cola–მ” მთელ რეგიონში განიმტკიცა პოზიციები, მათ შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. პოლ გარისონს ჯერ კიდევ იმხანად ჰქონდა საკუთარი სარელამო სააგენტო შეერთებულ შტატებში. ხუთი წლის წინ კი მან ბუდაპეშტში დააარსა სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია Garrison Group–ი. მისი კლიენტები არიან IKEA, Sony PlayStation–ი, T-Com–ი, Pfizer–ი და, რა თქმა უნდა, Coca-Cola. პოლი აგრეთვე არის ბიზნესსკოლის დეკანი და მარკეტინგის პროფესორი. მას ლექციების წასაკითხად ხშირად იწვევენ, როგორც ევროპის, ასევე შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში.

 

წყარო: Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რა არის IQ, რა მნიშვნელობა აქვს მას და ვინაა ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე

 IQ– ადამიანის ინტელექტის დონის შეფასებას, ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა, დასაბუთებული მსჯელობის უნარს და თვითკრიტიკას ითვალისწინებს.

ალფრედ ბინემ შექმნა ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტი. ბინემ და მისმა კოლეგამ – თეოდორ საიმონმა დაიწყეს ისეთი კითხვების შემუშავება, რომლებიც სკოლის პროგრამასთან კავშირში არ იყო, მაგალითად, ყურადღება და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. ამ კითხვების საშუალებით ბინემ შეძლო გამოეცალკევებინა მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში წარმატებას მარტივად მიაღწევდნენ. მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მოსწავლე გაცილებით უფრო რთულ და მაღალი დონის შეკითხვას სცემდა პასუხს, ვიდრე ისინი, რომლებსაც ასაკის მიხედვით ეს უნდა შესძლებოდათ.

ახლა კი შემოგთავაზებთ დღესდღეობით ყველაზე მაღალი IQ–ს მქონე ადამიანების ხუთეულს:

 

  1. სტეფან ჰოუკინგი
  2. ედგარ ვიტენი
  3. ენდრიუ ვილსი
  4. გრეგორი პელერმანი
  5. რუთ ლოვრენსი

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაპოლიტიკა

ვინ არიან და რას ამბობენ ქენზიანელები?

 

ქენზის მაკროეკონომიკური თეორიის თანახმად, ეკონომიკურ რყევებს ერთობლივი მოთხოვნის მკვეთრი დაცემა იწვევს. მიიჩნევა, რომ ერთობლივი მოთხოვნის ერთ–ერთი კომპონენტი – მოხმარება – შედარებით სტაბილურია და, ამიტომ, ერთობლივი მოთხოვნის დაცემას ინვესტიციების კლება იწვევს. ქენზის თეორიაში ფასები მოუქნელია შემცირების მიმართულებით და თუ ფასების კორექცია მაინც დაუბრუნებს ეკონომიკას წონასწორობის მდგომარეობაში, ამას დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ, რეცესიის დასაძლევად, მთავრობამ უნდა განახორციელოს აქტიური საბიუჯეტო პოლიტიკა გადასახადების შემცირებისა და სახელმწიფოს ხარჯების გაზრდის გზით, იმისთვის, რომ ერთობლივი მოთხოვნა გაზარდოს და ინვესტიციების შემცირება დააბალანსოს. ქენზიანელები, როგორც წესი, სახელმწიფო ხარჯების გაზრდის მომხრეები არიან.

 

წყარო: Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბავშვებს აქვთ შეუზღუდავი მახსოვრობის უნარი

მოზრდილ ადამიანებს ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება უქვეითდებათ: დღევანდელი მოვლენები ერთ კვირაში ჩვენ ბუნდოვნად გვემახსოვრება, ხოლო ერთი წლის შემდეგ საერთოდ დავივიწყებთ. პატარა ბავშვებში ყველაფერი პირიქით ხდება- ის რაც მოხდა დღეს, ყველაზე კარგად მათ რამოდენიმე დღის შემდეგ ახსოვთ. ვლადიმერ სლუცკიმ და მისმა კოლეგებმა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შესთავაზეს 4 და 5 წლის ბავშვებს გარკვეული  ტიპის თამაში, სადაც საჭირო იყო სცოდნოდათ მათ  თუ როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტები. მაგალითად,

ბავშვს აჩვენებდნენ სურათებს სხვადასხვა ნივთებით და ეკითხებოდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ნივთი. ბავშვებმა მალევე გაიგეს თუ რას მოითხოვდნენ მათგან: თუ კი დასაწყისში სწორი პასუხები შეადგენდა 60 %, ბოლოში  მისმა რაოდენობამ  90%-ს მიაღწია. პირველი ცდის შემდეგ თამაში სწრაფადვე გაიმეორეს, ამ შემთხვევაში იგივე ნივთები სხვა კომბინაციით იყო განლაგებული.ამ შემთხვევაშიც თამაშის შედეგი იგივე იყო რაც პირველ ჯერზე.

ახალმა ასოციაციებმა ჩაანაცვლა ძველი: თუ ბავშვები იმავე დღეს მესამედ ითამაშებდნენ თამაშს იგივე კომბინაციებით რომლებიც იყო პირველ ჯერზე, მაშინაც შედეგი იქნებოდა იგივე. ცნობილია, რომ ბავშვებს სწრაფად იგებენ რთულ ასოციაციებს. ასე, რომ ამ ექსპერიმენტის ავტორებმა  განიხილეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ , ბავშვებს შეეძლოთ იგივე თამაშში მეტი ქულების აღება. მართლაც ასე აღმოჩნდა: თუ მესამე და მეორე რაუნდებს შორის სხვაობა ორი დღე იყო , ბავშვებს ჰქონდათ 85 % სწორი პასუხები და იგივე შედეგით ასრულებდნენ.

ფსიქოლოგები  აკვირდბეოდნენ პროცესებს: ერთი ინფორმაციის მეორეთი ჩანაცვლებას და ინფორმაციის მკვდრეთით აღდგომას. ასე, რომ თუ თქვენ თვლით, რომ ბავშმა არ მოისმინა რაღაც ღირებული რჩევა, რაც თქვენ მას მიეცით ეს ასე არაა, რამოდენიმე დღის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მათ არაფერი არ დავიწყებიათ. ცხადია, კარგია თუ ასეთი მეხსიერება ექნებათ პედაგოგებს, მშობლებს და არ დასჯიან  ბავშვებს უყურადღებობის გამო.

შემდეგმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ გადადებული მეხსიერება  ნეირობიოლოგიურ დონეზე რეალიზდება, თუმცა აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ცნობილი თეორია, რომლის თანახმადაც სიზმარი ეხმარება ტვინს გარდაქმნას მოკლევადიანი მეხსიერება გრძელვადიანად. შესაძლებელია, რომ ორდღიანი შესვენება აძლევს ბავშვის ფსიქიკას ზუსტად იმ რაოდენობის ძილს, რომელიც საკმარისია  ახალი ინფორმაციის, ახალი ასოციაციების ტვინში შენარჩუნებისათვის.

წყარო: I scince

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

ფერები,  რომლის დიზაინში გამოყენების შემთხვევაშიც გიჩივლებენ

 

ზოგიერთი ფერი არის ისეთი შთამბეჭდავი, გვერდს ვერ აუვლი შენი პროექტის დიზაინში მის გამოყენებას, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი – კონკრეტული ფერი დაცულია თუ არა რომელიმე სავაჭრო ნიშნით, რადგან კომპანიებს შეუძლიათ, ფერებს დაადონ სავაჭრო ნიშანი და მოიპოვონ მათი მრეწველობაში გამოყენების ექსკლუზიური უფლება.

ბარბების მაღაზია ,,Mattel-ის” ბარბის ვარდისფერი არის სავაჭრონიშანდაკრული 100-ზე მეტი სახის კომპანიის კატეგორიაში. ,,Mattel-მა” უჩივლა ,,MCA records-ს” წარწერა ,,Barbie girl-ისთვის“. მოსამართლემ კი გამოიტანა განაჩენი: “The parties are advised to chill”, – რითაც მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

სამკაულებისა და ძვირფასეულობის მაღაზიის ცისფერს – “Tiffany&Co” – ექსკლუზიური სავაჭრო მარკა 1998 წლიდან აქვს.

შოკოლადების მწარმოებელი კომპანია ,,Cadbury-ის” მეწამული იისფერი, დედოფალ ვიქტორიას საპატივსაცემოდ აიღეს 1800-იან წლებში. კომპანია, დღემდე ებრძვის „ნესტლეს“, ფერის გამო.

,,T-mobile-ს” ჰქონდა ბევრი სასამართლო პროცესი მაგენტას – მეწამული ვარდისფრის გამო. კომპანიამ, 2014 წელს, AT&T გამართული სასამართლო პროცესი მოიგო ამ ფერის გამოყენებისთვის.

UPS (United Parcel Service) იყენებს საკუთარ ყავისფერს 1916 წლიდან.

John Deere-ს ეკუთვნის უფლება თავის მწვანე და ყვითელ ფერებზე და, შესაბამისად, სხვა სამანქანო დანადგარები ვერ გამოიყენებენ ამ ფერებს განცალკევებით, ან კომბინირებულად.

Texas-ის უნივერსიტეტს ეკუთვნის მუქი ნარინჯისფერი. მათ ,,აიფონის” 2 აპლიკაცია ამ ფერის გამოყენების გამო 2010 წელს დახურეს.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა არის ინოვაცია და რაში გვჭირდება?

გარემოში მიმდინარე ცვლილებები საბოლოოდ კომპანიის შეგაცვლილებებში აისახება. დღეს ბიზნესის წარმატებული განვითარების ერთადერთი გზა ჩანს – ინოვაციებისა და ცვლილებების მართვაზე სრული ორიენტაცია.

ინოვაცია ცოდნისა და იდეების გარდაქმნააა ისეთ საქონლად თუ მომსახურებად, რომელიც მომხმარებლისთვის დამატებითი ფასეულობის მატარებელია და ახალ რეალობას შეესაბამება. ეს კი ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების, კრეატიული იდეის მოძიების, შემდეგ – ახალი მიზნის დასახვისა და შესაბამისი ცვლილებების გატარების უნარ ჩვევებს მოითხოვს. აუცილებელი ხდება ორგანიზაციული სწავლების პროცესების დანერგვა იმისთვის, რომ თანამშრომლებმა მუდმივად ცვლად და რთულ გარემოში შეძლონ მუშაობა და ორგანიზაციის განვითარებაზე ზრუნვა. ახლა ყველასთვის ნათელი ხდება – იცვლება მოთხოვნები ბიზნესის მფლობელთა, მეწარმეთა თუ მენეჯერთა კვალიფიკაციასა და პიროვნულ მახასიათებლებზე.

 

წყარო: Harvard business review

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

PR არ არის მარკეტინგი!

ცნობილი პიარსპეციალისტი – დენის  უილკოქსი თავის ნაშრომში – ,,საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა”, საუბრობს პიარისა და მარკეტინგის განსხვავებებზე:
საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) მარკეტინგისგან რამდენიმე მახასიათებლით განსხვავდება, თუმცა ისინი ხშირად ფარავენ ერთმანეთს.  ორივე მათგანი ორგანიზაციის ურთიერთობათა დარგში საქმიანობს და ორივე ერთნაირ ან მსგავს საკომუნიკაციო იარაღებს იყენებს აუდიტორიამდე მისაღწევად. ორივე მათგანის საბოლოო ამოცანაა ორგანიზაციის წარმატების უზრუნველყოფაა. თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი ამ ამოცანას სხვადასხვა პერსპექტივიდან და მსოფლმხედველობიდან უდგება.

საზოგადოებასთან ურთიერთობა არის მართვის პროცესი, რომლის მიზანია, მიაღწიოს და შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა იმ სოციალურ ჯგუფებებს შორის, რომლებზეც დამოკიდებულია ორგანიზაცია თავისი მისიის შესრულებისას. მისი ძირითადი პასუხისმგებლობაა, შექმნას და შეინარჩუნოს სტუმართმოყვარე კეთილგანწყობილი გარემო ორგანიზაციისთვის. მარკეტინგი კი არის მართვის პროცესი, რომლის მიზანია, მიიზიდოს და დააკმაყოფილოს მომხმარებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა მიაღწიოს ორგანიზაციის მიერ დასახულ ეკონომიკურ ამოცანებს. მისი ძირითადი მოვალეობაა, შექმნას და შეინარჩუნოს ბაზრები ორგანიზაციის პროდუქციისა და მომსახურებისთვის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობა მიმართულია ურთიერთობების დასამყარებლად და ორგანიზაციის ირგვლივ კეთილი ნების ატმოსფეროს შესაქმნელად; მარკეტინგი კი მიმართულია მომხმარებლისკენ და პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვისკენ.

ჯეიმს გრუნინგმა, ჟურნალ „Excellence in Public Relations and Communication Management“-ის რედაქტორმა, მკვეთრად განასხვავა ერთმანეთისგან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი: მისი თქმით, მარკეტინგის ფუნქციაა, კომუნიკაცია აწარმოოს ბაზრებთან ორგანიზაციის პროდუქციისა და მომსახურების გასაყიდად. საზოგადოებასთან ურთიერთობა კი ორგანიზაციის ყველა ჯგუფისა თუ ადამიანების ერთობებისკენ უნდა იყოს მიმართული. მარკეტინგის მთავარი მიზანია ფულის კეთება ორგანიზაციისთვის მოთხოვნათა სწორი განსაზღვრით. საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი მიზანი კი არის ფულის დაზოგვა ორგანიზაციისთვის საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობების დამყარებით, რომელიც აძლიერებს და ხელს უწყობს ორგანიზაციის შესაძლებლობებს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მისია.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 59
Page 2 of 59