close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,SpaceX-მა” კოსმოსში რაკეტა ,,Tesla-ს” ავტომობილთან ერთად გაუშვა

მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა ისტორიული მომენტი –  ელონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ –  ,,SpaceX-მა” მძიმე კოსმოსური ხომალდი ,,Falcon Heavy” გაუშვა, რომელმაც მასში არსებული ,,Tesla-ს” ავტომობილი მზის ირგვლივ ჰელიოცენტრულ ორბიტამდე უნდა მიიტანოს. 

რაკეტა ფლორიდიდან, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს.  კაპსულის სტერეოსისტემაში,  გეგმის მიხედვით, დევიდ ბოუის სიმღერა Space Oddity უნდა ისმოდეს.

ბოლო მონაცემებით, Falcon Heavy-ს მესამე ამაჩქარებელი პლატფორმაზე ვერ დაჯდა, Tesla კი მარსის ორბიტას ჩაუფრენს. ამის შესახებ მესკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. სავარაუდოდ,  დაშვების დროს, ცენტრალური (მთავარი) ამჩქარებლის სამი ძრავიდან მხოლოდ ერთი ამუშავდა, დანარჩენებს კი საწვავი არ მიეწოდა.

 

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

რატომ გაიზარდა სამყაროს გაფართოვების სიჩქარე?

სამყარო იმაზე გაცილებით სწრაფად ფართოვდება, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ, ამ განსაცვიფრებელმა თეორიამ შესაძლოა ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ნაწილი ეჭვქვეშ დააყენოს.
NASA და European Space Agency ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სამყარო მოსალოდნელზე 5-9 პროცენტით უფრო სწრაფად ფართოვდება, ამწვავებს ჰიპოთეზას იმაზე, თუ რა ავსებს კოსმოსის 95 პროცენტს, სადაც არც რადიაციაა და არც სინათლე.
„შესაძლოა სამყარო გვატყუებს,“ – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასტრონომი ალექს ფილიპენკო.
სამყაროს გაფართოების სიჩქარე არ ემთხვევა იმ გამოთვლებს, რასაც მეცნიერები „დიდ აფეთქებაზე“ დაყრდნობით ახდენენ და რომლის მიხედვითაც სამყარო 13.8 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
ამ სხვაობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისიცაა, რომ სამყარო შეიცავს უცნობ, ნეიტრონების მსგავს სუბატომურ ნაწილაკებს, რომლებიც თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ(300 000 კმ/წმ).
კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, სამყაროს გაფართოვების სიჩქარის ცვლილების მიზეზი ე.წ. “ბნელი ენერგიაა“, რომელიც 1998 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთი მხრივ, ეს ენერგია ეწინააღმდეგება მიზიდულობის ძალას, მეორე მხრივ, დღემდე არსებული თეორიებით შეუძლებელია მისი ახსნა. იდუმალებით მოცულ ამ ენერგიას სათანადოდ უწოდეს ბნელი ენერგია და შესაძლოა, ჩვენი სამყაროს თითქმის 75 პროცენტს სწორედ იგი შეადგენდეს.
ბნელი ენერგია ბოლო დროს აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ერთადერთი ფენომენი არ არის. გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ასტრონომებმა არაერთი გალაქტიკა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს გალაქტიკები, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკა, ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ ერთმანეთს არ შორდებიან. აშკარაა, რომ მათ რაღაც სხვა მატერია უნდა აძლევდეს საჭირო მიზიდულობის ძალას.
რა მატერია უნდა იყოს ეს? მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს, ამიტომ მას პირობითად ბნელი მატერია უწოდეს. ის არ შთანთქავს, არ ასხივებს და არ ირეკლავს რადიოაქტიურ გამოსხივებებს. რა რაოდენობის ბნელი მატერიაა სამყაროში? გამოთვლების თანახმად, სამყაროს მასის დაახლოებით 22 პროცენტს ბნელი მატერია შეადგენს.

“ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გასაღები იმის გასაგებად, თუ რისგან შედგება სამყაროს დღემდე ამოუცნობი 95 პროცენტი – რასაც ვუწოდებთ ბნელ ენერგიას, ბნელ მატერიას და ბნელ რადიაციას,“ – აცხადებს მერილენდის Space Telescope Science Institute in Baltimore-ს  ფიზიკოსი ადამ რეისი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სამყაროს გაფართოვება აჩქარებული იყო და ამ აღმოჩენისთვის 2011 წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა.
სამყაროს გაფართოვების დაჩქარება ეჭვქვეშ აყენებს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ჭეშმარიტებასაც.
რეისმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნული აღმოჩენა გაუმჯობესებული კოსმოსური ბარომეტრის აგების შედეგად გააკეთეს, რომელიც მანძილის გამოსათვლელად გამოიყენება. მათ განსაკუთრებული ტიპის ვარსკვლავის, ე.წ.Cepheid-ის, გასაზომად ჰაბლის ტელესკოპი გამოიყენეს. ამ ვარსკვლავების პულსირების სიჩქარე დაკავშირებულია მათ სინათლეზე, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა მათი მანძილის გამოსათვლელად იქნეს გამოყენებული.
აღნიშნული კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში ჟურნალ The Astrophysical Journal-ში  გამოქვეყნდება.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკა

SpaceX-მა კოსმოსში ,,ნატოს” თანამგზავრი გაუშვა

ფლორიდადან ოთხშაბათს კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 გაუშვეს, რომელსაც ლუქსემბურგში დამზადებული საკომუნიკაციო თანამგზავრი გადაჰქონდა. თანამგზავრი კომპანია ლუქსემბურში დაფუძნებულმა კერძო კომპანიამ ,,ნატოსთვის” დაამზადა, რომელიც კოსმოსში დაკვირვების შესაძლებლობას აფართოვებს, რათა ალიანსის წევრებზე კიბერ თავდასხმის შეჩერების შესაზლებლობა ჰქონდეს.

ხელოვნური თანამგზავრი GovSat-1, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანია SES-მა ააგო, სერიოზულ კიბერთავდაცვით საშუალებას წარმოადგენს.

აფრენიდან 34-წუთში თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს.  საბოლოო ჯამში, ის 36,000 კმ სიმაღლეზე განთავსდება, სადაც 15 წლის განმავლობაში დედამიწის ირგვლივ იმოძრავებს.

ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრის – ეტიენ შნაიდერის განცხადებით, 279 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თანამგზავრი დაახლოებით 4,5 ტონას იწონის და ის აორმაგებს ქვეყნის კონტრიბუციას ,,ნატოს” მიმართ. 

,,ნატოს” ოფიციალურმა პირმა რამდენიმე თვის წინ მედიასთან საუბრისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსი  თავდაცვით ტექნოლოგიებზე 3 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, რომლის მესამედი თანამგზავრულ ტექნოლოგიებს მოხმარდებოდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

TRAPPIST-1-ის სისტემაში არსებული ორი ეგზოპლანეტა შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელია

 TRAPPIST-1-ის სისტემაში არსებული ორი ეგზოპლანეტა შესაძლოა სიცოცხლისათვის ხელსაყრელია – პლანეტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერის, ემი ბარის მიერ ჩატარებული კვლევა ამას იუწყება.

TRAPPIST-1-ის სისტემა  შეიცავს დაახლოებით დედამიწის ზომის შვიდ პლანეტას.

ვარსკვლავი  TRAPPIST-1 ძალიან ხანდაზმული და მკრთალია,  მისი პლანეტების ზედაპირზე შედარებით დაბალი ტემპერატურაა, 126°C-დან -106°C-მდე, რაც ვენერაზე ცივია და დედამიწის პოლუსების ტემპერატურაზე დაბალია. პლანეტები დედავარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მოძრაობენ და  ორბიტული პერიოდი  რამდენიმე დღეს შეადგენს.

მკვლევარების ვარაუდით, სრულიად შესაძლებელია, რომ  ეს პლანეტები  წყლის ყინულის, ქანებისა და რკინისაგან შედგებოდეს. ჩატარდა გარკვეული ტიპის კვლევები და ჯგუფის მიერ მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სიცოცხლისათვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი უნდა იყოს ორი პლანეტა — d და e. ამის მიზეზია მათი ზედაპირის ზომიერი ტემპერატურა და გრავიტაციული გაცხელების მოკრძალებული ოდენობა. ვარაუდის მიხედვით, პლანეტა d გლობალური ოკეანითაა დაფარული.

2017 წლის აღმოჩენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა სწორედ  TRAPPIST-1-ის სისტემა უკავშირდება, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წლის მანძილზე, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

მეცნიერები აქტიურად განაგრძობენ კვლევას მის გარშემო, რადგანაც, ვარაუდობენ, რომ, ეს  სისტემა, არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად  შესაძლოა საუკეთესო ადგილი იყოს.

 

წყარო:  Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

იტალია და საფრანგეთი კოსმოსურ სექტორში თანამშრომლობას გეგმავენ

,,იტალიამ უნდა დაიწყოს ფიქრი საფრანგეთთან კოსმოსურ ინდუსტრიაში თანამშრომლობაზე”,- ამის შესახებ იტალიის მრეწველობის მინისტრმა – კარლო კალენდამ განაცხადა.

,,ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ კოსმოსურ სექტორში, ეს ყურადღებით უნდა განვახორციელოთ, ვინაიდან ეს გახლავთ ინდუსტრია სენსიტიური კომპანიებით, მაგრამ მაგრამ ჩვენ უნდა დავდგეთ გამოწვევის წინაშე,“ – განაცხადა კალენდამ.

სექტემბერში იტალიურმა გემთმშენებელმა – Fincantieri-მა ფრანგულ მეტოქე STX- ზე ეფექტური კონტროლი დააწესა ერთობლივი საკუთრების ხელშეკრულების საშუალებით.

ამ ნაბიჯით საფუძველი დაედო ფრანგული France’s Naval-ის და იტალიური Fincantieri-ის გაერთიანებას და ფრანკო-იტალიურ საზღვაო საარბიტრაჟო ჯგუფის შექმნას.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

შავი ხვრელის მაგნიტურ ველზე ჩატარებულმა კვლევამ გასაოცარი შედეგი აჩვენა

მეცნიერებმა პირველად „Milky Way-ში” მდებარე შავი ხვრელის მაგნიტური ველი შეისწავლეს და ის, რაც მათ აღმოაჩინეს, არ ემთხვევა იმას, რაც აქამდე ვიცოდით.

ფლორიდისა და ტეხასის უნივერსიტეტების მეცნიერების ინფორმაციით, V404 Cygni- ის სახელით ცნობილი შავი ხვრელის მაგნიტური ველი გაცილებით სუსტია, ვიდრე ელოდნენ. ეს აღმოჩენა კი ნიშნავს, რომ შესაძლოა მეცნიერებს შავი ხვრელის არსებული მოდელების შეცვლა მოუწიოთ.

V404 Cygni-ი, რომელიც გედის თანავარსკვლავედში, დაახლოებით 7,800 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, წარმოადგენს ბინარულ მიკრო კვაზარულ სისტემას, რომელიც შედგება შავი ხვრელისგან, რომელიც მზეზე 9-ჯერ მძიმეა და მისი თანმხლები ვარსკვლავისგან, რომელიც მზეზე გაცილებით პატარაა.

ცნობილია, რომ როდესაც შავი ხვრელი და ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო ძალიან ახლოს მოძრაობენ, წარმოიქმნება მაღალი ენერგიის მქონე სინათლე. მისი დანახვა სამეცნიერო ინსტრუმენტებს შეუძლია.

შავი ხვრელის გრავიტაცია ზოგჯერ შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოს იმისათვის, რათა ვარსკვლავს გამოაცალოს გაზის გარე ფენები და თავის გარშემო თანდათან წარმოქმნას და გაზარდოს დისკი, რომელსაც აკრეციის დისკს უწოდებენ. აკრეციის დისკიდან გაზი შავ ხვრელში სპირალურად მიემართება, რა დროსაც ის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება და ყველა მიმართულებით გამოყოფს რენტგენულ გამოსხივებას.

ფლორიდისა და ტეხასის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა კი გვიჩვენებს, რომ თითოეულ შავ ხვრელს ერთი მაგნიტური ველი არ აქვს.

შავ ხვრელებს თავისთავად არ აქვთ მაგნიტური პოლუსები და ამიტომ მაგნიტურ ველებს არ გამოიმუშავებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აკრეციის დისკის გვირგვინის მაგნიტური ველები გამოიყოფა შავი ხვრელის ირგვლივ არსებული სივრცისგან  – ეს არის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე აუხსნელია.

ეს შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე ჩატარებული დასკვნები, რომლის თანახმადაც ძლიერი მაგნიტური ველები არსებობს, არასწორია. თუმცა, მიანიშნებს იმაზე, რომ დინამიკა შესაძლოა უფრო რთული იყოს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

გუნდის კვლევამ აღმოაჩინა, რომ სინქროტრონის პროცესები დომინირებს გაგრილების მოვლენებზე, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს მონაცემების მოწოდებას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ნაწილაკების პირველ რიგში დაჩქარება.

,,ჩვენ უნდა გვესმოდეს შავი ხვრელები, ზოგადად” – აცხადებს ტეხასის უნივესრიტეტის მკვლევარი კრის პაკჰემი.

,,თუ სამყაროს ყველაზე ადრეულ წერტილამდე დავბრუნდებით, დიდი აფეთქების შემდეგ პერიოდში, ყოველთვის გვხვდება შავ ხვრელებსა და გალაქტიკებს შორის ძლიერი კორელაცია, როგორც ჩანს, შავი ხვრელებისა და გალაქტიკების დაბადება და ევოლუცია, ჩვენი კოსმოსური კუნძული, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩვენი შედეგები გასაოცარია და ჯერ კიდევ ვცდილობთ მათ ამოცნობას,“ – აცხადებს კრის პაკჰემი.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

 „ნასა“ ამერიკელ ასტრონავტ ქალს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აღარ აგზავნის  

ამერიკელი ასტრონავტი – ჟანეტ ეპფი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) აღარ გაემგზავრება.

„ნასა“ აფრიკელი წარმომავლობის ამერიკელი ქალის მისიიდან მოხსნის მიზეზებზე არ საუბრობს.

ჟანეტ ეპფი კოსმოსურ სადგურზე რუსული კოსმოსური ხომალდი „სოიუზით” ივნისში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, ის სხვა კოსმონავტით ჩაანაცვლეს.

„ნასა” აცხადებს, რომ ჟანეტ ეპფი მომავალ მისიებში განიხილება.

ჟანეტ ეპფი დაიბადა სირაკუზაზე. მან  კოსმოსურ ინჟინერიაში 2000 წელს დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ის ორი წლის განმავლობაში ლაბორატორიაში მუშაობდა, შემდეგ კი – თანამშრომლობა დაიწყო ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან და შვიდი წლის მანძილზე  ტექნიკურ დაზვერვის ოფიცრად მსახურობდა. ამის შემდეგ ეპფი „ნასას“ 2009 წლის ასტრონავტ კლასის წევრად აირჩიეს.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასამ მინიბირთვული რეაქტორი გამოსცადა, რომლითაც მარსზე ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ

პირველადი ტესტები კომპაქტურ ბირთვულ სისტემაზე, რომელიც შექმნილია მარსზე ადამიანის ხანგრძლივი მისიის შენარჩუნების მიზნით, Nevada- ში წარმატებით დასრულდა, სრულფასოვანი ტესტები კი მარტისთვისაა დაგეგმილი.

ეროვნული აერონავტიკა და კოსმოსური ადმინისტრაციისა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა ლას ვეგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნასას” პროექტ Kilopower-ის ფარგლებში მიმდინარე ბირთვული დაშლის სისტემაზე ისაუბრეს.

ტესტი ნოემბრის თვეში ენერგეტიკის დეპარტამენტ Nevada National Security Site-ში დაიწყო, მისი მიზანი მომავალში მარსზე, მთვარესა და სხვა მზის სისტემაში ასტრონავტული და რობოტული მისიების ენერგეტიკის უზრუნველყოფაა.

,,მარსს ენერგოსისტემებისთვის ძალიან რთული გარემოს აქვს, დედამიწასა და მთვარესთან შედარებით ნაკლები მზის შუქია, ძალიან ცივი ღამის ტემპერატურა, ძალიან საინტერესო მტვრის წვიმა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კვირეების ან თვეების განმავლობაში მთელ პლანეტაზე”, – განაცხადა NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მისიის დირექტორატის ასოცირებულმა ადმინისტრატორმა სტივ ჯურციკმა.

,,ასე რომ, Kilopower- ის კომპაქტური ზომა და სიმტკიცე იძლევა საშუალებას, მრავალრიცხოვანი ერთეული ერთი ხომალდით გადავიტანოთ პლანეტის ზედაპირზე და ის ათობით კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს,“ – დასძინა მან.

„ნასას“ პროტოტიპური ენერგოსისტემა იყენებს ურანი-235 რეაქტორის ბირთვს, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, ქაღალდის პირსახოცის რულონის ზომისაა.

დეკემბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლის მიზანი იყო მთვარეზე დაბრუნება, საბოლოო მიზანი კი – მარსზე მისიის განხორციელებაა.

,,ნასას“ მთავარი ტექნოლოგი – ლიი მეისონი აცხადებს, რომ მარსზე მისიის განხორციელებას 40-50 კილოვატი ელექტროენერგია ჭირდება.

ახლად გამოცდილი ტექნოლოგიით შესაძლებელია საცხოვრებელი და სასიცოცხლო სისტემების კვება, ის საშუალებას აძლევს ასტრონავტებს, დამუხტონ როვერები და მოახდინონ სხვადასხვა რესურსის ტრანსფორმირება: მაგალითად, გარდაქმნან ყინული ჟანგბადად, წყლად და საწვავად.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

იაპონელი ასტრონავტი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის

იაპონელი ასტრონავტი – ნორიშიგ კანეი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება, მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიშს იხდის.

41 წლის კანეიმ, რომელიც ერთი თვის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6-თვიანი მისიით გაემგზავრა, Twitter-ზე დაპოსტა, რომ მას მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება სურს.

„აქ ყოფნის პერიოდში სიმაღლეში 9 სანტიმეტრით გავიზარდე,“ -წერდა ასტრონავტი. თუმცა ერთი დღის შემდეგ მან არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოიბოიდშა და განაცხადა, რომ სიმაღლეში მხოლოდ 2 სანტიმეტრით გაიზარდა.

კოსმოსური მისიების დროს სიმაღლეში ასტრონავტების უმეტესობა იზრდება, ვინაიდან გრავიტაციის არარსებობის გამო მათი ხერხემალი ფართოვდება, თუმცა ზრდა მაქსიმუმ 1-2 სანტიმეტრია და ხერხემალიც დედამიწაზე დაბრუნებისთანავე საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

31 იანვარს კაცობრიობა უიშვიათეს მთვარეს იხილავს

31 იანვარს კაცობრიობა უიშვიათეს მთვარეს იხილავს, ისეთს, როგორიც 1866 წლის 31 მარტიდან არ გამოჩენილა.

ეს იქნება არა მხოლოდ სუპერმთვარე, არამედ ლურჯი და სისხლისფერი მთვარე.  მეტიც, ეს ორი ციური მოვლენა – ლურჯი მთვარე და სუპერმთვარე ასევე ემთხვევა მთვარის სრულ დაბნელებას.

მზის შუქი დედამიწის ატმოსფეროს გადაკვეთს, რომელიც წითელზე მეტად მწვანე და იისფერ სხივებს ფანტავს და მთვარე წითელი – სისხლისფერი ჩანს.

ეს იქნება მთვარის სამი დიდი მომენტი ერთ ღამეში. Space.com-ის ინფორმაციით, ამ სანახაობისთვის საუკეთესო ადგილებია: ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, ინდონეზია, ახალი ზელანდია და ავსტრალია.

ბოლო დროს მსგავსი მოვლენა 150 წლის წინ  – 1866 წლის 31 მარტს მოხდა.

ეს საინტერესო სანახაობა 1 საათსა და 16 წუთს გაგრძელდება.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 45 46 47 48 49 59
Page 47 of 59