close

მეცნიერთა ექვსკაციანმა გუნდმა ისრაელში, ნეგევის უდაბნოში, მარსის საცხოვრებელი პირობების სიმულაცია მოაწყო და ოთხდღიანი ექსპერიმენტი ჩაატარა. ამის შესახებ ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო იუწყება.

მონაწილეები იკვლევდნენ მარსის მომავალი მისიის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის, თანამგზავრულ კომუნიკაციებს, იზოლაციის ფსიქოლოგიურ გავლენას, რადიაციულ გაზომვებსა და ნიადაგში სიცოცხლის ნიშნის ძებნას.

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის პროფესორი – გაი რონი აცხადებს, რომ პროექტი არა მხოლოდ მარსზე მომავალი მისიის ახალი მიდგომების მოძიებას ისახავს მიზნად, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდასაც.

მისია D-Mars პირველია, რომელიც ისრაელში ქვეყნის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა. ის ერთ-ერთია იმ მარსის სიმულაციის პროექტებს შორის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid