close

მსოფლიო

კვლევებიმსოფლიოფსიქოლოგია

ადამიანის საუბრის მიხედვით შეიძლება დადგენა, არის თუ არა ის დეპრესიული

მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომელიც ადამიანის საუბრის მიხედვით ადგენს, დეპრესიულია ის, თუ არა.

ტრადიციულად, ამ სფეროში ლინგვისტური ანალიზი მეცნიერების მიერ ტარდებოდა ადამიანების ჩანაწერების კითხვით, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით კომპიუტერიზებული ტექსტის ანალიზის მეთოდის გამოყენება უკიდურესად დიდი მონაცემთა ბაზის რამდენიმე წუთში დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

ახალი კვლევა ჟურნალ Clinical Psychological Science-ში გამოქვეყნდა, იქ საუბარია იმ სიტყვებზე, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას დეპრესია.

შინაარსი

დეპრესიის სიმპტომები გახლავთ უარყოფითი ემოციების გამომხატველი, უარყოფითი ზედსართავი სახელების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად : ,,მარტოხელა”, ,,სამწუხარო” ან “საშინელი”.

დეპრესიის სიმპტომების მქონე ადამიანები უფრო მეტად იყენებენ პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელებს, როგორიცაა ,,მე”, ,,მე თვითონ” – და უფრო ნაკლებად მეორე და მესამე პირის ნაცვალსახელებს.

საინტერესოა, დეპრესია იწვევს ადამიანების მიერ საკუთარ თავზე ზედმეტად ფოკუსირებას თუ საკუთარ თავზე ზედმეტად ფოკუსირება იწვევს დეპრესიის სიმპტომებს.

სტილი

,,აბსოლუტისტი სიტყვები” – დეპრესიული ადამიანები იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ,,ყოველთვის”, ,,არაფერი” ან ,,სრულიად”.

მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ იმის გამო, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები სამყაროს შავ-ტეთრ ფერებში უყურებენ, ეს მათი საუბრის სტილზე მოახდენდა ზეგავლენას.

აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დეპრესია და შფოთვა აწუხებთ, აღნიშნულ სიტყვებს ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე 50-ჯერ მეტჯერ იყენებენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობიკენ არიან მიდრეკილი – 80-ჯერ მეტჯერ.

პრაქტიკული შედეგები

მკვლევარებმა ავტომატიზირებული ტექსტის ანალიზი და machine learning-ი (კომპიუტერები, რომლებსაც შეუძლიათ ექსპერიმენტიდან შესწავლა პროგრამირების გარეშე), ბუნებრივი ენების ტექსტის ნიმუშებისგან, როგორიცაა მაგალითად ბლოგი, პოსტი, სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის კლასიფიკაციისთვის გამოიყენეს.

ეს სცილდება აბსოლუტიზმის ფართო შაბლონებს, ნეგატიურობას და უკვე განხილული ნაცვალსახელების გამოყნენებას. მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა კომპიუტერების გამოყენებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების კონკრეტული ქვეკატეგორიების ზუსტად განსაზღვრის მიზნით – როგორიცაა პერფეციონიზმი, თვითშეფასების პრობლემები და სოციალური შფოთვა.

პრობლემა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მისი გადაჭრის გზების მოძიება. აღნიშნული კვლევა კი ამ კუთხით წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში დეპრესიით დაახლოებით 300 მილიონი ადამიანია დავადებული ანუ 18 პროცენტით მეტი 2015 წელთან შედარებით. თუკი მდგომარეობის დასადგენად მეტი საშუალება გვექნება, მეტი საშუალება გვექნება ადამიანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დეპრესიის ისეთი უარყოფითი შედეგის აღსაკვეთად, როგორიცაა თვითმკვლება.

წყარო: www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოტურიზმი

საინტერესო ქვეყნები, სადაც იაფად შეგიძლიათ მოგზაურობა

მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ნახვა ყველა ადამიანის ინტერესებში შედის, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს ანუ რთულდება ყველაფერი და ხელს გვიშლის ჩვენი სურვილის ასრულებაში, ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემა, სამსახურში შვებულების არქონა, ან თუნდაც არასაკმარისი რაოდენობის თანხა.

როდესაც სამოგზაუროდ მიდიხარ, კარგია თუ თანხა იმდენი გაქვს, რომ ყველაფრის მონახულება და დეტალურად დათვალიერება მოახერხო, ძირითადად, ცენტრალური ევროპის ქვეყნები და საზოგადოდ ცნობილი საკურორტო ადგილები საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წამორადგენს, მაგრამ ,,ბიზნეს ინსაიდერი” გთავაზობთ რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ადგილს, რომლებიც არც თუ ისე დიდი ფასებით გამოირჩევა:

  1. ბულგარეთის მზიანი სანაპირო
  2. ტოკიო, იაპონია
  3. ალგარვე, პორტუგალია
  4. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
  5. კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიო

ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი მომხმარებელს კრიპტოვალუტის ყიდვის შესაძლებლობას უზღუდავს

ბრიტანეთის უმსხვილესმა საბანკო ჯგუფმა – ,,Lloyds Banking Group Plc-მა” (LLOY.L) განაცხადა, რომ მისი საკრედიტო ბარათის მომხმარებელს შეზღუდული ექნება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა.

,,Lloyds Bank-ი”, შოტლანდიის ბანკი, ,,Halifax and MBNA-ი” ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ საკრედიტო ბარათით ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომელიც კრიპტოვალუტის ყიდვასთანაა დაკავშირებული,”- განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

ბრიტანეთის უმსხვილესი გირავნობის კრედიტორი  მისი საკრედიტო ბარათის მომხმარებლებს ბიტკოინის ყიდვის შესაძლებლობას შეუზღუდავს, რათა თავიდან ააცილოს მოსალოდნელი ფინანსური ზარალი.

ორშაბათიდან კომპანია მომხმარებლებს დაუბლოკავს საკრედიტო ბარათით ბიტკოინის ყიდვის მცდელობას. თუმცა, ისინი ამ საბანკო ოპერაციის შესრულება სადებეტო ბარათით შეძლებენ.

კომპანია შიშობს, რომ საკრედიტო ბარათის მფლობელები ბიტკოინებს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მაშინ შეიძენენ, როცა ფასი აიწევს, თუმცა ამის ნაცვლად ფინანსურ ზარალს ნახავენ, როცა ამ კრიპტოვალუტის ფასი დავარდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოყენებას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ის კრიმინალებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.

ციფრული ვალუტის ფასი პარასკევს საგრძნობლად დაეცა, ბიტკოინის ასეთი გაუფასურება 2013 წლის შემდეგ პირველად გამოვლინდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკა

SpaceX-მა კოსმოსში ,,ნატოს” თანამგზავრი გაუშვა

ფლორიდადან ოთხშაბათს კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 გაუშვეს, რომელსაც ლუქსემბურგში დამზადებული საკომუნიკაციო თანამგზავრი გადაჰქონდა. თანამგზავრი კომპანია ლუქსემბურში დაფუძნებულმა კერძო კომპანიამ ,,ნატოსთვის” დაამზადა, რომელიც კოსმოსში დაკვირვების შესაძლებლობას აფართოვებს, რათა ალიანსის წევრებზე კიბერ თავდასხმის შეჩერების შესაზლებლობა ჰქონდეს.

ხელოვნური თანამგზავრი GovSat-1, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანია SES-მა ააგო, სერიოზულ კიბერთავდაცვით საშუალებას წარმოადგენს.

აფრენიდან 34-წუთში თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს.  საბოლოო ჯამში, ის 36,000 კმ სიმაღლეზე განთავსდება, სადაც 15 წლის განმავლობაში დედამიწის ირგვლივ იმოძრავებს.

ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრის – ეტიენ შნაიდერის განცხადებით, 279 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თანამგზავრი დაახლოებით 4,5 ტონას იწონის და ის აორმაგებს ქვეყნის კონტრიბუციას ,,ნატოს” მიმართ. 

,,ნატოს” ოფიციალურმა პირმა რამდენიმე თვის წინ მედიასთან საუბრისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსი  თავდაცვით ტექნოლოგიებზე 3 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, რომლის მესამედი თანამგზავრულ ტექნოლოგიებს მოხმარდებოდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

.

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ბიტკოინი გაუფასურებას განაგრძობს

ციფრული ვალუტა, რომელმაც დეკემბერში პიკს მიაღწია (20 000 დოლარამდე ავიდა), გაუფასურებას კვლავ განაგრძობს – არსებული მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 9 000 დოლარს ჩამოსცდა, ხოლო მისი კაპიტალიზაცია 405 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

ეთერიუმმა ღირებულების 18%, რიპლმა კი – 27% დაკარგა. მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ.

სავარაუდო მიზეზი რამდენიმეა: მაგალითად, Microsoft-მა საგადახდო მხარდაჭერა შეაჩერა, Facebook-მა – რეკლამირება, ხოლო სამხრეთ კორეამ – კრიტოვალუტის ანონიმური ფლობა.

 

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში ოქროს მაღაროში ჩარჩენილი 955 მაღაროელი უვნებლად ამოიყვანეს

სამხრეთ აფრიკაში, ოქროს მაღაროში ორი დღის განმავლობაში ჩარჩენილი 955 მაღაროელი უვნებლად ამოიყვანეს. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. 

 მას შემდეგ – რაც შტორმის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის ელექტროანძა დაზიანდა, მაღაროელები 1 000 მეტრის სიღრმეზე ჩარჩნენ, რადგანაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ლიფტს, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ.

მაღაროელები არ დაშავებულან.

სამხრეთ აფრიკა, ოქროს მოპოვების კუთხით, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, თუმცა – აქვე წარმატებით ლიდერობს მაღაროელთათვის საფრთხისშემცველი პირობების მიმართულებით. მხოლოდ 2017 წელს 80-მა მაღაროელმა სიცოცხლე ლეტალურად დაასრულა.

წყარო:   BBC

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

აღმოსავლური პუმა ბუნებაში აღარ არსებობს

,,აღმოსავლური პუმა ბუნებაში აღარ არსებობს” – ამის შესახებ აშშ-ის თევზებისა და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მანამდე ის წითელ წიგნში იყო შეტანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.

როგორც სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, ბოლო პუმა 1938 წელს დაიჭირეს. ველურ პირობებში კი აღმოსავლური პუმა კანადაში 1932 წელს შეამჩნიეს. როგორც განცხადებაში ნათქვამი, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში პუმის ეს სახეობა არსად არ შეუმჩნევიათ.

ცხოველი ძირითადად აშშ-ში მენი, მიჩიგანის, ილინოსის, კენტუკისა და სამხრეთ კაროლინას შტატებში ბინადრობდა, ასევე, კანადაში, ონტარიოსა და კვებეკში.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ,,iPhone-ების” შენელებულ მუშაობაზე გამოძიება დაიწყო

ალბათ ხშირად მოგისმენიათ ,,აიფონის” მომხმარებელთა წუწუნი, რომ მათი ტელეფონი დღითი დღე აუარესებს მუშაობის ხარისხს და ნელა მუშაობს. გვინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ  აშშ-ის იუსტიცის სამინისტრომ ,,iPhone-ების” შენელებულ მუშაობაზე გამოძიება დაიწყო. დეპარტამენტი კომპანიისგან ინფორმაციის გამოთხოვას გეგმავს. 

,,Apple-ში” ადასტურებენ, რომ სამთავრობო უწყებისგან შეტყობინება მიიღეს და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას აანონსებენ.

,,Apple-ში” რამდენიმე კვირის წინ ბოდიში მოიხადეს და  განაცხადეს, რომ მობილური ტელეფონების შენელება 2017 წლის ერთ-ერთმა ბოლო განახლებამ გამოიწვია. აქვე – დადეს პირობა, რომ  განახლებას გამოუშვებენ, რომელიც ძველი ,,iPhone-ის” მუშაობის შენელების სისტემას გამორთავს.

წყარო: Bloomberg.com

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

ბრიტანელმა მინისტრმა ხდომაზე დაგვიანების გამო პოსტისდან გადაყენება მოითხოვა

ეს რეალობაა – ბრიტანელმა მინისტრმა ხდომაზე დაგვიანების გამო პოსტისდან გადაყენება მოითხოვა. საქმე ისაა, რომ მაიკლ ბეიტსმა, რომელიც პარლამენტის ლორდთა პალატის წევრი და საერთაშორისო განვითარების მინისტრია, სხდომაზე დაიგვიანა. მან განაცხადა, რომ შერცხვენილია, რადგან ადგილზე არ იყო მაშინ, როდესაც კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა.  შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს პოსტიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლება სთხოვა.

რეალურად, მეიტსმა ლორდთა პალატის სხდომაზე რამდენიმე წუთით დაიგვიანა, ამ დროს კი –  ვერ შეძლო ლეიბორისტული პარტიის წევრის, ბარონესა რუთ ლესტერის კითხვაზე გაეცა პასუხი.

ტერეზა მეიმ მინისტრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერის მტკიცებით, ლაბორატორიაში ,,ჰუმანიზირებული” ადამიან-შიმპანზე გაჩნდა

ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ 100 წლის წინ ფლორიდის უნივესრიტეტის მკვლევარებმა წარმატებით შეძლეს გაადამიანურებული ჰუმანიზირებული შიმპანზე ჰიბრიდის გამოყვანა.

ევოლუციურ ფსიქოლოგი გორდონ გალუპუს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა მას უთხრა, რომ ჰიბრიდი ცხოველთა კვლევის ლაბორატორიაში გაჩნდა.

,,მდედრ შიმპანზეს დაორსულება დონორი მამაკაცის სპერმით მოხდა. ორსულობამ სრულ ვადას მიაღწია და ნაყოფიც დაიბადა. რამდენიმე დღის განმავლობაში საკითხის მორალურ-ეთიკური განხილვა მიმდინარეოდა და მათ ახალშობილის ევთანაზირება განახორციელეს,”- აცხადებს გორდონ გალოპუ გამოცემა ,,The Sun-თან” საუბრისას.

გალუპუს ინფორმაცია მეცნიერებში ეჭვს იწვევს, თუმცა შიმპანზესა და ადამიანის შეჯვარების მცდელობა ერაერთ მეცნიერს ჰქონია.

რუსმა ბიოლოგმა – ილია ივანოვიჩმა 1920 წელს მდედრი შიმპანზე მამაკაცის სპერმით ხელოვნურად განაყოფიერა, თუმცა ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. წარუმატებელი იყო მოგვიანებით ჩატარებული ექსპერიმენტიც, რომლის დროსაც ქალის მამრი შიმპანზეს სპერმით დაორსულება სცადეს.

1960 წელს იგივე ექსპერიმენტი ჩინელმა მეცნიერებმაც გაიმეორეს, თუმცა უშედეგოდ.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 63 64 65 66 67 90
Page 65 of 90