close
სტორიაულტურასოფლიოაქართველო

უშგულელი მხატვარი – ფრიდონ ნიჟარაძე  ,,The Independent-ის“ ყურადღების  ცენტრში მოექცა

მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე

საქართველომ უკვე ბევრი ტურისტის ყურადღება მიიპყრო და  თბილისი ქალაქური გართობის ახალი ცხელი წერტილი გახდა, მაგრამ ადგილი, რომელსაც ტურისტები მანძილის გამო ხშირად ვერ სტუმრობენ – უშგულია. უშგული რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მოშორებით მდებარე და ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებაა და ის ამჯერად ბრიტანული გავლენიანი გამოცემის – „The Independent-ის“ ყურადღების ცენტრში მოექცა.

სტატია რომელიც უშგულს მიეძღვნა, ბრიტანელ ჟუნალისტს – ნიკ რედმეინს ეკუთვნის, იგი საკუთარი მოგზაურობის შთაბეჭდილებას ბრიტანელ და არა მარტო ბრიტანელ მკითხველს უზიარებს. ,,სვანეთის კულტურა განსხვავებული და დამატყვევებელია – ქართული ენის უძველესი  დიალექტითა და მართლმადიდებლურ ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდეგენებით. ყოველწლიურად, ექვსთვიანი ზამთრის პირობებში, ეს ტერიტორია, ფაქტობივად, იზოლირდება დანარჩენი სამყაროსგან, ამიტომ 2000-იან წლებამდე აქ სრულყოფილად ვერ მოქმედებდა სახელმწიფოებივი კანონები და, შესაბამისად, სისხლიანი დაპირისპირებები თუ ყაჩაღობა იყო ფართოდ გავრცელებული. თუმცა, პოსტსაბჭოური ქაოსიდან თავის დაღწევის შემდეგ მთელ ქვეყანაში და სვანეთშიც გარემო უფრო უსაფრთხო გახდა.” – აღნიშნავს ის სტატიაში.

ჟურნალისტი განსაკუთრებით შთაბეჭდილების ქვეშ მოუქცევია უშგულის ყველაზე დიდ სოფელს  – ჟიბიანს (სვან. ზემო სოფელი), რომლის უძველესი თავდაცვითი კოშკები გადმოჰყურებენ დაკლაკნილ ბილიკებსა და საძოვებზე გაფენილ საქონელს.

ჟიბიანის მცხოვრებთა შორის არის სიურეალისტი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძეც, რომელიც ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და იშვიათად  თუ გასცემს ინტერვიუებს, ჟურნალისტთან საუბარში მან აღნიშნა, რომ 1970-იან წლებში თბილისში სწავლობდა, მაგრამ ეს მისთვის არაფრისმომცემი იყო, რადგან აკძალული იყო იმის დახატვა, რაც მას სურდა, „საბჭოეთის წინააღმდეგ გამოვედი, როდესაც ქართული ენა აკრძალეს, მათ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მომათავსეს და ნარკოტიკებით მაბრუებდნენ, მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს” – აღნიშნა მხატვარმა ნიკთან საუბარში.

უშგულს რაც შეეხება, ფრიდონი დღეს მიმდინარე მოვლენებს მკვდრეთით აღდომასთან აიგივებს და ჟურნალისტს თავის კიდევ ერთ ფსიქედელიურ ნახატს აცნობს ,,ეს განსაკუთრებულია, 1999 წელს დავხატე და თუ კი გაიყიდება, ამ ფულს უშგულის მცხოვრებთ გადავცემ – იმ ადამიანებს, რომლებიც აქაურ ზამთარსაც უძლებენ” -ამბობს ის.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid