close
მსოფლიოპოლიტიკა

კანადა ,,მესამე სამყაროს” ქვეყნებთან იარაღით ვაჭრობს

,,The Guardian-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ კანადამ ფილიპინებს 185 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავები მიჰყიდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად კანადის ხელისუფლება ფილიპინებს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებდა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაც გამოიწვია. თუმცა, როგორც ჩანს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსა და ფილიპინების პრეზიდენტის – როდრიგო დიუტერტისათვის, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, რომ სამხედრო ბიზნესი კიდევ უფრო გაეფართოვებინათ.

აღსანიშნავია, რომ კანადა მსოფლიოში მე-15 ადგილზეა იარაღის ექსპორტის მხრივ სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით. კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, კანადისთვის რთულია ფოკუსირება მოახდინოს პროგრესულ და ჰუმანურ იდეებზე, კომერციული ინტერესები კი ნაკლებპრიორიტეტული გახადოს.

თავად კანადის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ სამხედრო თვითმფრინავებს ფილიპინები გამოიყენებს ბუნებრივი კატასტროფების დროს საჭიროებისამებრ, ძებნა-ძიების და გადარჩენის სამუშაოებისთვის. თუმცა, სხვა ვერსია აქვს ფილიპინების უსაფრთხოების სამსახურს, მათი განცხადების მიხედვით, აღნიშნული თვითმფრინავები ქვეყნის შიდაუსაფრთხოების დასაცავად შეიძინეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კანადისთვის ეს იარაღებით ვაჭრობის პირველი შემთხვევა არ არის. 2 წლის წინ, კრიტიკის მიუხედავად, კანადის ხელისუფლებამ მაინც მიჰყიდა საუდის არაბეთს 12 მილიარდი აშშ $ ღირებულების მსუბუქი ჯავშანტექნიკა, რამაც კანადა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ იარაღებითს ექსპორტიორად აქცია.

კანადის მოსახლეობის უმეტესობა უკმაყოფილოა ხელისუფლების კომერციული გეგმებით. ექსპერტთა შეფასებით, ჯასტინ ტრუდოს გაუჭირდება პოლიტიკური კეთილგანწყობის კვლავ მოპოვება.

წყარო: The Guardian

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid