close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

რა დადებითი და უარყოფითი თვისებები შეიძლება ჰქონდეს მარიხუანას

მარიხუანა ოფიციალურად მიღებულია, როგორც მსუბუქი ნარკოტიკი და არა მედიცინისთვის საჭირო წამალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მისი საფუძვლიანი გამოკვლევა.

გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ მარიხუანას აქვს მცირედი სასარგებლო თვისებები  ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კონკრეტულად , იგი აყუჩებს ტკივილს, ასევე სასარგებლოა ეპილეფსიის ერთ–ერთი ფორმის მკურნალობისთვის. ზოგიერთი მეცნიერები ამბობს , რომ შესაძლოა მარიხუანას კვლავ ჰქონდეს სხვა უფრო ეფექტური და გამოსადეგი თვისებები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ჩატარდა კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ვიცით და არ ვიცით კანაფის შესახებ.

1.მარიხუანას შეუძლია თავი გვაგრძნობინოს კარგად, ებრძოლოს დაძაბულ და მოწყენილ ცხოვრების სტილს.

2.იგი მოქმედებს ადამიანის სისხლისა და გულის მოქმედებაზე, მაგრამ არ არის გამოკვლევები ჩატარებული ამასთან დაკავშირებით, ეს კი აუცილებელია.

3.ერთგვარი გამაყუჩებელიც შეიძლება იყოს.

4.მაგრამ მას შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენი მახსოვრობის უნარს

5.ასევე ზიანს აყენებს თქვენს დროის შეგრძნებას, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წყარო : Business insider
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმსოფლიოსაქართველო

Bloomberg: ახლა საქართველოში ბიზნესის კეთება აშშ-სა და ბრიტანეთზე მარტივია

Doing Business 2019-ის კვლევას გამოცემა Bloomberg ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ ახლა საქართველოში ბიზნესის კეთება უფრო მარტივია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

სტატიის მიხედვით, საქართველოში, ახალ ზელანდიასთან ერთად, ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ ერთი პროცედურის გავლაა საჭირო და ეს მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია.

„საქართველოსა და ნორვეგიის მიერ რეიტინგში წინსვლამ ორი პოზიციით უკან დახია დიდი ბრიტანეთი”, – წერია სტატიაში.

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: კეთილ ადამიანებს მეტი ვალი აქვთ

Tages-Anzeiger-ის ჟურნალისტი კაროლინე ფრაიგანგი წერს, რომ კეთილ ადამიანებს მეტი ვალი აქვთ.

ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის კვლევა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ 6 სხვადასხვა კვლევას ეფუძნება.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ადამიანის სიკეთეს თან ახლავს ფინანსური პრობლემების რისკი. მაგალითად, თანხმების ნაკლებად დაზოგვა და უფრო მეტი ვალი. „პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კეთილი ადამიანებისთვის ფულს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დანარჩენებისთვის”- წერს ჟურნალისტი.

სპეციალისტების განმარტებით, ხასიათსა და ფინანსურ მდგომარეობას შორის ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეინიშნება.

„მათ, ვისაც ბავშვობაში კარგ ბავშვად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით ფინანსურ სირთულეებს განიცდიდნენ. ასეთია ხანგრძლივი კვლევის შედეგები, რომლის მონაწილეებსაც 25 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ”- ნათქვამია სტატიაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევებისაქართველო

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით და ასევე  ტყვიის შემცველობის განსაზღვრას სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე.

გასული კვირის განმავლობაში ავტომატური საგურების საშუალებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 9 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ. 10 ოქტომბერს ყაზბეგის გამზირზე  აღინიშნა კონცენტრაციის 1.2-ჯერ გადაჭარბება,  ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. 11 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვაშლიჯვარში  1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში – 1.2-ჯერ. 12 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში  1.2-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. 13 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 14 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.1-ჯერ. 15 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.1-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ.  ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ვარკეთილში 160-ე საბავშვო ბაღის, აღმაშენებლის გამზირზე მე-18 საჯარო სკოლის, მუხიანის დასახლებაში 175-ე საჯარო სკოლისა და ორთაჭალაში 72-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 წყარო : www.nea.gov.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

კვლევა : თინეიჯერების ტვინს კანაფი გაცილებით დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე ალკოჰოლი

კანადაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის გამოყენებით მოზარდები ხანგრძლივ ზიანს აყენებენ თავიანთ ტვინებს.

აღმოჩნდა, რომ კანაფი გაცილებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს თინეიჯერის აზროვნების უნარზე, მეხსიერებასა და ქცევაზე, ვიდრე სასმელი.

კვლევის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში 13 წელს ზემოთ ასაკის 3,800-მდე მოზარდი გამოიკვლიეს.

ალკოჰოლური სასმელებისა და ისეთი ნარკოტიკების მიღება, როგორიცაა კანაფი, ახალგაზრდა ასაკში იწვევს შემეცნებით შესაძლებლობებთან დაკავშირებულ  პრობლემებს, ანუ  უარყოფითად  მოქმედებს სწავლაზე, ყურადღების კონცენტრირებასა  და გადაწყვეტილების მიღების უნარზე.

კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული პრობლემები გაზრდილია, რადგან გაზრდილია კანაფის მოხმარების მაჩვენებელი. მისი უარყოფითი ეფექტი კი ალკოჰოლის ზეგავლენასთან შედარებით გაცილებით ხანგრძლივად მოქმედებს.

თინეიჯერებში კანაფის მოხმარების მაჩვენებელი ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელზე ნაკლებია.  სტატისტიკის თანახმად, მოზარდთა 28 პროცენტს კანაფი ერთხელ მაინც გაუსინჯავს. რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარებას თინეიჯერებში, აღნიშნული მაჩვენებელი 75 პროცენტს  უტოლდება.

კვლევის დროს კანადის 31 სხვადასხვა სკოლის თინეიჯერები კვლევის ავტორებს წელიწადში ერთხელ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ. კომპიუტერული შემეცნებითი ტესტების საშუალებით კი პარალელურად მათი ტვინების უნარებს ამოწმებდნენ.

მეცნიერებისთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა : კანაფის მოხმარება მოზარდის ტვინზე გაცილებით უარყოფითად მოქმედებს და უარყოფითი ზეგავლენა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც თინეიჯერი კანაფის მოხმარებას წყვეტს. უარყოფითი ზემოქმედება აღინიშნა მახსოვრობაზე, ლოგიკურ აზროვნებასა და ქცევის კონტროლზე.

„მათი ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ამას კანაფი უშლის ხელს. ამიტომ მოზარდებმა კანაფის მოხმარებისგან რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეიკავონ თავი,“ განაცხადა მონრეალის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პროფესორმა პატრიცია კონროდმა.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები ნარკოტიკების პრევენციის პროგრამების აუცილებლობაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ კანაფი გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ფართოდ მოხმარებად  არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება.  ის იწვევს დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად ზრდის ფსიქოზური დაავადებების განვითარების რისკს, განსაკუთრებით კი მოზარდებში.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კანაფის მოხმარება დაკავშირებულია ისეთ სიმპტომებთან, როგორიცააძილის პრობლემები და გუნება-განწყობილების ცვლილებები.

აღნიშნული კვლევა ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ჯანმო- ალკოჰოლის მავნე ზეგავლენისგან ყოველწლიურად 3 მილიონი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში 20 გარდაცვლილი ადამიანისგან ერთი ალკოჰოლის მიზეზით იღუპება.

ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ალკოჰოლის მავნე ზეგავლენისგან ყოველწლიურად 3 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც გარდაცვალების საერთო რაოდენობის 5, 3 პროცენტია. გარდაცვლითა შორის 2.3 მილიონი მამაკაცია. ჯანმო-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის მიზეზით გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით მესამედი ავტოსაგზაო შემთხვევების, ჩხუბისა და თვითმკვლელობებისგან გამოწვეული დაზიანებების შედეგად ხდება. შემთხვევათა 21 პროცენტს საჭმლის მომნელებელი დარღვევები იწვევს, 19 პროცენტს -კარდიოვასკულური დაავადებები, დანარჩენს კი – ინფექციური დაავადებები, სიმსივნეები, მენტალური აშლილობები და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები.

გარდაცვლილთა 13.5 პროცენტი 20-39 წლამდე ახალგაზრდაა. შემთხვევათა უმეტესობა კი ევროპასა და ამერიკაში ხდება.

ჯანმო-ს მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ალკოჰოლის 2, 3 მილიარდი მომხმარებელია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „პერ კაპიტა“ მომხმარებლის რიცხვი 2010 წლიდან 10 პროცენტით შემცირდა. მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპა ლიდერობს, თუმცა ალკოჰოლის მიზეზით ყველაზე მეტი გარდაცვლილი და დაშავებული აფრიკაშია.

ჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაციის ინფორმაციით, მოხმარების საშუალო დღიური მაჩვენებელი დღეში 33 გრამი სუფთა ალკოჰოლია, უხეშად რომ ვთქვათ, დღეში 2 ჭიქა (300 მლ) ღვინო, 750 მლ ლუდი ან 80 მლ სპირტიანი სასმელი.

ჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს ალკოჰოლის მავნე მოხმარების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადადგან, მათ შორის ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადების გაზრდა, რაც, ორგანიზაციის მტკიცებით განსაკუთრებით ეფექტური გზაა  ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, აკრძალვები და შეზღუდვები ალკოჰოლის რეკლამირებაზე და ალკოჰოლზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  independent.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევის თანახმად, პირველი შვილები უმცროს და-ძმებზე ჭკვიანები არიან

შეიძლება ხშირად გიხუმრიათ, რომ თქვენს უმცროს და-ძმაზე უფრო ჭკვიანი ხართ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უფროსი ხართ და თქვენ არც ცდებით.

ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ უფროს შვილებს უმცროს დედმამიშვილებზე უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ, რადგან მშობლებისგან მეტ მენტალურ სტიმულაციას იღებენ.

კვლევის შედეგის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, როგორც წესი, მშობლებისგან ერთნაირ ემოციურ მხარდაჭერას იღებენ , მშობლები პირველ ბავშვებს ბევრად უფრო აქტიურად ეხმარებიან იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც აზროვნების უნარს ავითარებს.

კვლევაში, რომლის შედეგებიც Journal of Human Resources-ში გამოქვეყნდა, 5 000 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთა შეფასებაც 2-იდან 14-წლამდე ყოველ ორ წელიწადში ხდებოდა. IQ ტესტებში უფროსმა შვილებმა უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს, ვიდრე უმცროსებმა.

წყარო : newposts.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიფიზიკა

პირველად მეცნიერების ისტორიაში – მეცნიერებმა აინშტაინის შავი ხვრელის თეორიის დამტკიცება შეძლეს!

მეცნიერებმა ირმის ნახტომში (Milky Way) ვარსკვლავზე დაკვირვება აწარმოეს და, პირველად მეცნიერების ისტორიაში – დაამტკიცეს აინშტაინის პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელს ახლოს ჩაუვლის.

აინშტაინის 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, ძლიერ გრავიტაციულ ველში სინათლე მრუდდება ან განიცდის წითელ წანაცვლებას.

,,ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შესაძლებლობა მოგვეცა, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია სუპერმასიურ ხვრელთან ახლოს შეგვემოწმებინა. იმ დროს აინშტაინი ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ,“ – განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Extraterrestrial Physics) მეცნიერმა- ფრენკ ეისენჰაუერმა.

,,European Southern Observatory-ის” მეცნიერებმა Very Large Telescope-ის გამოყენებით,  ირმის ნახტომის ცენტრალურ ნაწილზე დაკვირვება 26 წლის წინ დაიწყეს იმის დასადგენად, თუ როგორ მოძრაობდა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელთან მიახლოებისას.

შავი ხვრელი დედამიწისგან 26,000 სინათლის წლითაა დაშორებული და ის მზეზე 4 მილიონჯერ უფრო მასიურია. მეცნიერებმა დაკვირვებისთვის აარჩიეს ერთი ვარსკვლავი –  S2, რომელიც ორბიტის გარშემო ერთ შემოვლას 16 წელს ანდომებს. ასე რომ, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ვარსკვლავი შავ ხვრელს 2018 წელს მიუახლოვდებოდა.

26 წლის მანძილზე მათი ინსტრუმენტების სიზუსტე გაუმჯობესდა და, შესაბამისად, 2018 წლის მაისში მათ ძალიან ზუსტი ზომების მიღება შეძლეს.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვარსკვლავის ორბიტალურმა სიჩქარემ საათში 25 მილიონ კილომეტრს გადააჭარბა, როცა ის შავ ხვრელს მიუახლოვდა.

ვარსკვლავის ტალღის სიგრძე გაიჭიმა, რადგან იგი ცდილობდა უზარმაზარი შავი ხვრელის გრავიტაციული ძალისგან თავის დაღწევას, რის გამოც მისი შეფერილობა ლურჯიდან წითლით შეიცვალა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შავი ხვრელის სხვა თეორიების დაკვირვებასაც მოახერხებენ.

,,ეს არის პირველი ნაბიჯი ხანგრძლივ გზაზე, რომელიც, იმედია, რომ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა მეცნიერთა აღნიშნული გუნდის ხელმძღვანელმა – რეინჰარდ გენზელმა.

 

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

ინსულტის ნიშნები და პირველადი დახმარების ინსტრუქცია

ინსულტი  თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა. არსებობს მისი ორი ძირითადი ტიპი: იშემიური, ანუ ტვინის ინფაქტი და ჰემორაგიული ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.

ინსულტით უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები, ვიდრე ქალები.

ამ დროს ხდება ტვინის ნაწილის ნეკროზი (კვდომა). დაავადების გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, თუკი დაზიანება დიდი არ არის, ორგანიზმის კომპენსატორული უნარის წყალობით ფუნქციები რამდენიმე დღესა თუ კვირაში აღდგება, მაგრამ თუ ფართობი ვრცელია და დაზიანება ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, ვითარდება პათოლოგიური დარღვევები.

ინსულტის პროფილაქტიკა პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესია. კარგია ფიზიკური აქტივობა, უნდა შეიზღუდოს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. მნიშვნელოვანია წნევის კონტროლი.

რისკფაქტორები:

  • არტერიული ჰიპერტენზია
  • შაქრიანი დიაბეტი
  • გულის უმკარისობა

პირველადი დახმარება ინსულტის დროს:

  1. აუცილებელია სუნთქვის შემოწმება, თუ ადამიანს უჭირს სუნთქვა, საჭიროა ნელი და ფრთხილი მოძრაობით გადატრიალებულ იქნას გვერდით პოზიციაში და პირიდან გამოუღონ ხელოვნური კბილები.
  2. თუკი არის საშუალება, უნდა გაიზომოს არტერიული წნევა და გლუკოზა. დაფიქსირებული მაჩვენებელი ჩაწერილ უნდა იქნას.
  3. თუკი დაზარალებულმა დაკარგა გონება და დაეცა, საჭიროა გადაიყვანონ უფრო მოსახერხებელ გარემოში. მითია შეხედულება, რომ ინსულტიანი პაციენტის მოძრაობა აუარებსებს მდგომარეობას. ერათადერთი რეკომენაცია არის ის, რომ თავი სხეულზე მაღალ დონეზე ედოს.
  4. არ შეიძლება ადამიანს მისცენ წყალი ან საჭმელი, ეს გააღრმავებს პრობლემას.
  5. ენის ქვეშ უნდა ჩაუდონ პაციენტს გლიცინი, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. არავითარ შემთვევაში გლიცინი არ უნდა გაიგივდეს ნიტროგლიცერინთან, რომელიც თავის ტვინის მსგავსი პათოლოგიების დროს უკუნაჩვენებია.
  6. ოთახი, რომელშიც დაზარალებული წევს, უნდა ნიავდებოდეს კარგად.
  7. არ შეიძლება მაღალი წნევის უეცარი დაგდება ინსულტის დროს, რადგან ესეც არის ადაპტაციური რეაქცია.

მასალა მოამზადა:  ნინო ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიორელიგია და მეცნიერება

კვლევები და მსჯელობა ტურინის სუდარის გარშემო

დიდი ხანია, ტურინის სუდარა ექსპერტებისა და რიგითი ადამიანების მსჯელობის საგანია. მავანისთვის ეს ნამდვილად ის ქსოვილია, რომელშიც იესო ქრისტე გაახვიეს, მავანისთვის კი – ეს მოსაზრება მიუღებელია.

ექსპერტიზის დასკვნებიც სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ბოლო მაღალტექნოლოგიური სასამართლო ექსპერტიზის თანახმად, ტურინის სუდარა, რომელშიც იესო ქრისტე იყო გახვეული, შუა საუკუნის „ფეიკია“.

კვლევის შედეგები, რომელიც მეცნიერებმა მოხალისის, მანეკენისა და დახვეწილი ტექნიკის – სისხლის ნიმუშის ანალიზი (Bloodstain Pattern Analysis (BPA)) გამოყენებით ჩაატარეს, სამეცნიერო ჟურნალ ,,Forensic Sciences-ში” გამოქვეყნდა.

რომაულ კათოლიკურ ეკლესიას სამოსის ავთენტურობაზე  ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ქსოვილი (4.36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება.

უკანასკნელი კვლევა შემოიფარგლა სისხლის ნაკადებით, რომელიც მარცხენა ხელის ჭრილობებისგან მოდიოდა და რომელიც, ბიბლიის თანახმად, შუბით იყო მიყენებული, ასევე წელის არეში მდებარე სისხლის ლაქისგან.

მოხალისეს წელში მილი ჩაუდგეს, ჯვარცმის დროს ლურსმნის ჩაჭედების ადგილიდან მომდინარე სისხლის სიმულაციის მიზნით. მანეკენი კი მხარზე „შუბით“ მიყენებული ჭრილობისთვის გამოიყენეს.

ბალისტიკური კუთხის  გამომთვლელის გამოყენებით, კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლის ნაკადების მიმართულება  სუდარაზე დატანილ მაღალი რეზოლუციის ფოტოგრაფიებისას არ ემთხვევა. ქსოვილი მოთავსებულია სპეციალურ ქეისში, საიდანაც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს გამოაქვთ. „როდესაც მასში მოხალისე მოათავსეს, სისხლის მოძრაობა სუდარისას არცერთ პოზიციაში არ დაემთხვა,“ – ნათქვამია კვლევაში.

ეს ტურინის სუდარაზე ჩატარებული პირველი კვლევა არ გახლავთ. მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის სუდარაზე გადასვლის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს: მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო ეგონათ. გაჩნდა მოსაზრება, თითქოს სუდარა ლეონარდო და ვინჩიმ მოხატა. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა კვლევებმა კი ცხადყო, რომ სუდარაზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება.

1973 წელს შვეიცარიელ კრიმინოლოგ მაქს ფრეის ნება დართეს, ლაბორატორიული ანალიზისთვის სუდარიდან მტვერი და სხვა ნაწილები აეღო. წმინდა სუდარაზე აღმოჩნდა 58 ტიპის ყვავილის მტვერი. თავდაპირველად ექსპერტმა ვერ ამოიცნო ისინი, რადგანაც ასეთი მცენარეები ევროპაში არ ხარობენ. ფრეიმ შვიდჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წელს დაადგინა, რომ 58 ტიპის ყვავილიდან 13 იზრდება პალესტინის უდაბნოში და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 – სამხრეთ-დასავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, 16 სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ადგილას, ევროპის ჩათვლით. დოქტორ ფრეის აზრით, სუდარამ ,,მოიარა” ძველი პალესტინა, ასევე ძველი ედესა და კონსტანტინოპოლი.

2000 წლისთავისთვის მოეწყო კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელშიც ოქსფორდის, ბაზელისა და არიზონის უნივერსიტეტთა პროფესორები მონაწილეობდნენ. მათ  რადიკალურად უარყოვეს თვალსაზრისი სუდარის დახატვასთან დაკავშირებით.

2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა – ქრისტოფერ რამსის ხელმძღვანელობით, სუდარა გამოიკვლიეს.

კერძოდ, შეისწავლეს ადამიანის სისხლის ლაქები, აღმოაჩინეს მისი კომპონენტები: ჰემოგლობინი, ბილირუბინი და ალბუმინი. ამ უკანასკნელის მომატებული რაოდენობა მიუთითებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა სტრესულ მდგომარეობაში, წამებისას. ლეიკოციტებში ქრომოსომათა განლაგებით განისაზღვრა მამრობითი სქესი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფორმაცია სისხლის IV ჯგუფის შესახებ.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 71 72 73 74 75 99
Page 73 of 99