close
კვლევები

სათვალიანი ადამიანები კორონავირუსით უფრო იშვიათად შეიძლება ინფიცირდებოდნენ — კვლევა

ჩინელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სათვალის მტარებელ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების უფრო დაბალი რისკი აქვთ. კვლევის ავტორებმა თავიანთი ნაშრომი აკადემიურ გამოცემაში JAMA Ophthalmology გამოაქვეყნეს.

მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ 2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების გამო მათ ჰოსპიტალში მოხვედრილთა მხოლოდ მცირე ნაწილი ატარებდა სათვალეს. აღნიშნულის გამო მათ COVID-19-ით დაავადებული ყველა სათვალიანი ადამიანის სამედიცინო ისტორია გამოიკვლიეს. თავიანთ მცირე კვლევაში მათ აღმოაჩინეს, რომ 276 პაციენტიდან სათვალეს მხოლოდ 16 (5,8%) ატარებდა.

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველა ეს პაციენტი ახლომხედველი გახლდათ. ამის შემდგომ მათ ჰუბეის პროვინციაში მცხოვრებ მიოპიით დაავადებულთა ინფიცირების სტატისტიკა გააანალიზეს. როგორც გაირკვა, ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი აღმოჩნდა (31,5%), მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლომხედველთა საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა მოსალოდნელზე 5-ჯერ უფრო დაბალი იყო.

აღნიშნული კვლევა ნამდვილად საყურადღებო ნაშრომია, მაგრამ მიღებულ შედეგებს ინტერპრეტაცია სიფრთხილით უნდა გავუკეთოთ.

მართალია, თვალების დაცვა პირველადი თავდაცვის აღჭურვილობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ ნაშრომში მოყვანილი განსხვავების მაგნიტუდა მაინც ეჭვებს ბადებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღებული შედეგები მცდარია, უბრალოდ, ფართო პოპულაციისთვის ქცევის შეცვლისკენ (სათვალის პირბადესთან ერთად ტარება) მიმართული ახალი რეკომენდაციისათვის ეს კვლევა საკმარისი არ გახლავთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0