close

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

აუტიზმის ადრეული ნიშნები ჩვილ ბავშვებში

ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვება მშობლისთვის დაუვიწყარი ​​გამოცდილებაა.​ თითოეული პატარა განსხვავებულად იზრდება და ვითარდება. ზოგიერთ მათგანს ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში გარკვეული შეფერხებები აქვს, რაც ადრეული ასაკიდანვე შესამჩნევი ხდება. მშობლები, რომელთა შვილებს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზს უსვამენ, როგორც წესი, აუტიზმის ადრეულ ნიშნებს ბავშვს 6-12 თვის ასაკიდან ამჩნევენ, იშვიათ შემთხვევაში, უფრო ადრეც.

ჩვენს სტატიაში აუტიზმის ადრეული ნიშნების შესახებ გესაუბრებით, რომელთა შემჩნევის შემთხვევაში ბავშვი სპეციალისტს უნდა აჩვენოთ. აუტიზმის ეფექტური მკურნალობისთვის სწრაფ და დროულ დიაგნოზს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
აუტიზმი ადამიანის ფსიქიკის განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის ფონზე ჩნდება. აუტისტ ბავშვებს სოციალური უნარების განვითარება უჭირთ. ისინი ვერ ახერხებენ სხვებთან კომუნიკაციას, თამაშს, სწავლას. აუტიზმი ბავშვებში, შესაძლოა, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმითაც გამოვლინდეს. ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა ყოველი 40 ამერიკელი ბავშვიდან ერთს მაინც აქვს.
აუტიზმის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშლილობის განვითარებაზე გავლენას გენეტიკური და გარემო ფაქტორები ახდენენ. იმ ბავშვებში, რომელთა ოჯახის წევრს აუტიზმის დიაგნოზს უსვამენ, აუტისტური სპექტრის აშლილობის განვითარების რისკი სხვა ბავშვებთან შედარები 20 %-ით მაღალია. აუტიზმის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებად ექსპერტები ნაადრევ მშობიარობას, მცირეწონიან ნაყოფს, მშობიარობისას მიღებულ ტრავმებს და ასაკოვან მშობლებსაც მოიაზრებენ.
აუტიზმის ადრეული ნიშნები ჩვილ ბავშვებში
ჩვილ ბავშვებში აუტიზმის ადრეული ნიშნები 6-12 თვის ასაკში ვლინდება. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ქცევას, დააკვირდით როგორ რეაგირებს ის გარემოს გამაღიზიანებლებზე. განვითარების პირველი წლის მანძილზე ბავშვები ლუღლუღით საუბარს იწყებენ. ისინი სხვადასხვა საგანზე თითით მიგვანიშნებენ და მშობლებთან კომუნიკაციას ცდილობენ. როგორც წესი, პატარები სითბოსაც გამოხატავენ და ახლობლებს ხშირად უღიმიან. ჩვენს სტატიაში აუტიზმის ადრეული ნიშნების ჩამონათვალს გთავაზობთ. აღნიშნული ნუსხა აუტისტური სპექტრის აშლილობის სიმპტომების დროულად აღმოჩენაში დაგეხმარებათ, რაც ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის ძალიან გამოგადგებათ.
აუტიზმის ნიშნები 3 თვის ბავშვებში:
    • მოძრავ საგნებს თვალს არ აყოლებს და სტატიკური საგნებით უფრო ინტერესდება. მაგ. დედის ოთახში გადაადგილებას ვერ ამჩნევს, მაგრამ საწოლის გადასაფარებელს დაჟინებით უმზერს
    • ხმაურზე არ რეაგირებს
    • ნივთების ხელით შეხებას არ ცდილობს
    • ადამიანებს არ უღიმის
    • არ ღუღუნებს
    • ახალი სახეებისადმი ინტერესს არ იჩენს

აუტიზმის ნიშნები 7 თვის ბავშვებში:

  • დაძახებისას თავს არ აბრუნებს და არ ინტერესდება, თუ საიდან მოდის ხმა
  • ყურადღებას არ გაქცევთ
  • არასდროს იცინის და არც ხმამაღლა ყვირის
  • საგნების ხელით დაჭერას არ ცდილობს
  • მარტო ყოფნისას არ იღიმის
  • სხვადასხვა მოძრაობით თქვენი ყურადღების მიპყრობას არ ცდილობს
  • თამაშისადმი ინტერესს არ იჩენს

აუტიზმის ნიშნები 12 თვის ბავშვებში:

  • არ ღუღუნებს
  • ცალკეულ სიტყვებს არ ამბობს
  • არ იქნევს ხელს ან თავს, არ იყენებს მარტივ ჟესტიკულაციას
  • სურათებსა და საგნებზე ხელით არ მიგითითებთ
  • ვერ იტანს, თუ მის დახმარებას ცდილობთ
თუ თქვენს შვილს აღნიშნულ სიმპტომებს ამჩნევთ, ნუ გადაწყვეტთ, რომ ის აუტისტია. ნიშნები, რომლებზეც გესაუბრებით, აუტისტური სპექტრის აშლილობაზე უტყუარად არ მიგვანიშნებს. თუმცა მათი უყურადღებოდ დატოვება არ ღირს.
აუტისტი ბავშვის მშობელმა პედიატრს დროულად უნდა მიაკითხოს. დროული ინტერვენცია ბავშვის კოგნიტური და ქცევითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სპეციალისტის დახმარებით ბავშვი აუტიზმის სიმპტომებთან გამკლავებას ისწავლის. მოზრდილ ასაკში ბავშვს მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და ფსიქოლოგთან კონსულტაციები დასჭირდება. აუტიზმის მკურნალობა აშლილობის სიმპტომების მართვას და ბავშვის ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
წყარო : https://moms.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

სექსუალური განათლება – როგორ ველაპარაკო სექსზე პატარა ბავშვს? ფსიქოლოგი გვირჩევს

ინტერვიუები მომზადებულიასიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტისმშობლის როლი შვილის განვითარებაშიფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს პროფესიონალები სცემენ პასუხს.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „ დავითიანნის“ მხარდაჭერით.

დარეჯან თოროლდავა – კლინიკური  ფსიქოლოგი , ფსიქოთერაპევტი

ბავშვის კითხვაზე “რა არის სექსი“; რა ინფორმაცია შეიძლება მივაწოდოთ და როგორ

ავუხსნათ? რომელ ასაკს რა თავისებურებებით შეიძლება მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ?

მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის სექსუალური განათლების თემა ტაბუირებულია, მისი აქტუალობა და მნიშვნელობა უდავოა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით  ბავშვებზე და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის, პედოფილიის გახშირებული ფაქტები კიდევ უფრო ხაზს უსვამს სექსუალური განათლების საჭიროებას.რაც მეტად სწორად არის ბავშვი/მოზარდი ინფორმირებული,მით  მეტად არის  დაცული სექსუალური ხასიათის ძალადობისა და სხვა არასასურველი შედეგებისაგან.ცოდნა და ღიაობა უკეთ იცავს ბავშვს, ვიდრე აკრძალვა და პრობლემის უგულებელყოფა.

სექსუალური განათლება მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა:

სქესობრივი განვითარება;

ინტიმური ჰიგიენა;

სქესთა შორისი ურთიერთობები;

რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ( სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ფეხმძიმობა, აბორტი).

ბავშვის სექსუალური განათლება უნდა იწყებოდეს პატარაობიდან, არაფორმალური განათლებით, კერძოდ კი – მშობლების დახმარებით; ისინი უნდა აწვდიდნენ ბავშვებს ინფორმაციას თავიანთი სხეულის, ემოციების შესახებ, შემდეგ  ეს განათლება უნდა გრძელდებოდეს სკოლაში.სამწუხაროდ, დღეს სკოლა ამ როლს ვერ ასრულებს, მშობლები კი იშვიათად ელაპარაკებიან ან არ იციან როგორ ელაპარაკონ ბავშვებს ამგვარ საკითხებზე.

მშობელთა უმეტესი ნაწილი თავს არიდებს ბავშვებთან სექსუალურ თემებზე საუბრის  დაწყებას, რადგან :

1.ტაბუდადებული თემის მიმათ უხერხულობას განციდის ;

2. თავადაცარ იცის თუ რა ინფორმაცია და როგორი ფორმით შეიძლება მიაწოდოს ბავშვს.

სექსუალური აღზრდა ხორციელდება უწყვეტად და ადრეული ბავშვობის ასაკიდან იწყება. განვითარების ფსიქოლოგიაში ადამიანის სექსუალური განვითარება იწყება დაბადებიდანვე. ბავშვი იბადება როგორც სექსუალობის მატარებელი. მისი სექსუალობა  განვითარების მიხედვით გადის გარკვეულ ეტაპებს.ამ ეტაპებზე ის ვლინდება სხვადასხვა ფორმით და იძენს განსხვავებულ მნიშვნელობას.ბავშვის ადრეული სექსუალური ქცევა, ცნობისმოყვარეობა და უხერხული შეკითხვები ხშირად აბნევს უფროსებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ,რომ ბავშვური სექსუალურობა განსხვავდება უფროსების სექსუალურობისგან.

როდესაც ბავშვი იწყებს შეკითხვების დასმას, ეს იქნება ფილმის ნახვის, თანატოლებისგან გაგებული ინფორმაციის, მისთვის უცნობი სიტყვების მოსმენის ფონზე.  ინფორმაციის მიწოდების ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოს მშობელმა ან აღმზრდელმა, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვი მიიღებს ინფორმაციას სხვა წყაროებიდან (ეზო, ქუჩა),  შეცვლილი და დამახინჯებულ ფორმით.როდესაც მშობელი  არ არის მზად შვილთან ამ საკითხებზე გულახდილად საუბრისათვის, ის თავს არიდებს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ან იწყება მისტიური ისტორიების მოყოლა, რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და შესაბამისად, ბავშვი იღებს დამახინჯებულ ინფორმაციას.გარდა ამისა, მშობელს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სირთულეები ბავშვის სექსუალური ქცევის მართვასთან დაკავშირებით ან აღელვებდეს მისი უსაფრთხოების საკითხი,რომლის სწორ გადაწყვეტაში დაბნეული იყოს.

საჭიროა თუ არა  ადრეული ასაკიდან ბავშვთან სექსზე საუბარი?ან როგორ ველაპარაკო სექსზე პატარა ბავშვს?

რეკომენდაციები, რომელიც  უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ან აღმზრდელებმა ბავშვებთან სექსუალური თემების საკითხებზე საუბრისას

 რა ასაკიდან და რა ფორმით უნდა დავიწყოთ სექსუალურ თემებზე საუბარი ბავშვებთან?

სხვა ქვეყნების მაგალითმა აჩვენა, რომ ბავშვებთან ადრეულ ასაკში ამ თემაზე საუბრის დაწყება ნორმალურია, თუმცა საამისოდ გარკვეული ფორმები არსებობს.

სანამ ბავშვი სექსუალური თემების ირგვლივ კითხვებს დასვამს, მან თავისი სხეულის შესწავლა უნდა შეძლოს უფროსების განსჯის გარეშე. ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი სხეულის ნაწილები, მათ შორის ის, რაც მუცელსა და მუხლებს შორისაა-სწორი დასახელებით.(პენისი, ვულვა) მათთვის ზედმეტსახელების შერქმევა სწორედ ამ თემაზე პირდაპირი საუბრისგან თავის არიდებაა.

ბავშვებს, რომელთა მშობლებიც “პენისის” ან “ვაგინის” ხმამაღლა წარმოთქმისას არ წითლდებიან, თავისი სხეულის არ რცხვენიათ. ეს მიდგომა რეკომენდირებულია  იმიტომ, რომ სექსუალური ძალადობის ერთგვარი პრევენციაა. ასეთ პირობებში გაზრდილმა ბავშვებმა იციან, თუ რა სახის შეხებაა მიუღებელი და სხვებისგან,კერძოდ სექსუალური მოძალადეებისგან  თავი როგორ უნდა დაიცვან.რომ მათი სხეული მხოლოდ მათ ეკუთვნით და არსებობს „კარგი და ცუდი შეხება“.

რომელ ასაკში იწყებენ ხშირად კითხვების დასმას

როგორც წესი, პატარებს აინტერესებთ ხოლმე, საიდან გაჩდნენ ისინი. ასეთი კითხვები მათ 4-5 წლიდან უჩნდებათ ხოლმე. მათ აინტერესებს, როგორ დაიბადნენ და საერთოდ, საიდან ჩნდებიან ბავშვები (მათი ცნობისმოყვარე კითხვები სიცოცხლის წარმოქმნას უკავშირდება) ინფორმაციის მიწოდებისას გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების დონე და ინდივიდუალური თავისებურებები. ამ თემაზე საუბრის დაწყება სამი წლის ბავშვთან უკვე შეგიძლიათ.

რატომ არ უნდა უთხრათ ტყუილი?

წეროებზე და კომბოსტოებზე ისტორიების მოყოლა არ არის საჭირო,  მაგრამ არც ის – თუ როგორ ფუნქციონირებს კაცის სასქესო ორგანო.

მისტიური ისტორიების მოყოლის შედეგად, რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს, ბავშვს დამახინჯებული რწმენა-წარმოდგენები უყალიბდება. ბავშვი როცა  სიმართლეს იგებს საბავშვო ბაღში, სკოლაში ან კიდევ სადმე – მშობლის ავტორიტეტი და მის მიმართ ნდობა  უკვე შელახული იქნება.

რა ფორმით უნდა ავუხსნათ?

ინფორმაცია მარტივი და გასაგები ენით მიაწოდეთ. გამოგადგებათ ყველაფერი, რაც შეესაბამება დედის მუცელში უჯრედის წარმოქმნას და მის განვითარებას. მაგალითად, „მამას და დედას სურდათ შენი დაბადება, ამიტომ  დედის მუცელში პატარა მარცვალი შეინახეს, სადაც შენ იზრდებოდი“.

შეგიძლიათ იმის მოყოლაც, თუ როგორ ხდება ეს  ძუძუმწოვრებში – კვერცხისმდებლებში და ჩანთოსნებში. ამასთან, ნუ უამბობთ ბავშვს  რაც აინტერესებს იმაზე მეტს. ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ზომიერად. ერთის მხრივ,  უნდა დაკმაყოფილდეს ბავშვის ინტერესი, და მეორეს მხრივ, არ მიეწოდოს ზედმეტი ინფორმაცია. ყურადღებით დააკვირდეთ მის რეაქციებს. თუ შეამჩნევთ, რომ მიღებული ინფორმაციის შემდეგ თქვენი  შვილი სხვა რამეზე გადაერთო და მეტი კითხვა არ დაგისვათ – არ გააგრძელოთ ამაზე საუბარი: თუ უფრო სიღრმისეული კითხვების დასმა გააგრძელა, მაშინ შეგიძლიათ მცირე დოზით კიდევ დაუკმაყოფილოთ ცნობისმოყვარეობა

რომელი ინფორმაციული რესურსი დაგეხმარებათ

გამოიყენეთ ილუსტრირებული წიგნები სხვადასხვა სქესის ადამიანებისა და სხეულის განსხვავებული ნაწილების შესახებ. ინტერნეტში შესაძლებელია სპეციალური წიგნების, ნახატებისა და საგანმანათლებლო ფილმების მოძიება. მრავლად არის საგანმანათლებლო ვიდეოები, სადაც სკოლის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა ახსნილი,ანიმაციით და მათთვის გასაგებ ენაზე. ერთ-ერთი წიგნი, დანიელმა მწერალმა და ფსიქოლოგმა შექმნა პატარა ცნობისმოყვარეებისთვის „სიმართლე ბავშვის გაჩენის შესახებ“.

 

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ბავშვის კითხვებს დაეყრდენით. რადგან ყველაზე უკეთ თქვენს შვილს თავად იცნობთ. ფიზიოლოგიური ასაკის გარდა, თითოეულ ადამიანს ემოციური ასაკი აქვს.სექსუალური განათლების  გარკვეული ინფორმაციის მიწოდებისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი შვილის პიროვნული თავისებურებები და აღქმის უნარი.

სექსუალურ თემებზე საუბრისას, ბავშვთან ბოლომდე გულწრფელი იყავით და ნუ დაუმალავთ სიმართლის იმ ნაწილს, რაც უხერხულობას გიქმნით.ბავშვს აქვს სრული უფლება, საკუთარ თავზე ყველაფერი იცოდეს იცოდეს და ყველა კითხვაზე გულწრფელი პასუხი მიიღოს. „საიდან გაგიჩნდა მსგავსი კითხვები ,ეს ჯერ შენთვის ადრეა , გაიზრდები და გაიგებ“, და ა.შ. არ გადაიტანოთ საუბარი სხვა თემაზე,როცა ბავშვი გრძნობს და ფიქრობს, რომ რაღაცას მისთვის საინტერესოს უმალავთ,ის შეეცდება ცნობისმოყვარეობა სხვა გზით  დაიკმაყოფილოს;თუ არ შეგიძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა, გულწრფელად უთხარით ბავშვს ამის შესახებ. შეეცადეთ მოიძიოთ და გაეცნოთ შესაბამის ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ შვილთან ერთად განიხილავთ;

როგორ ველაპარაკო სექსზე მოზარდს?

მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს მოზარდობის ასაკში სექსუალურ საკითხებზე ინფორმირებას.დროული ინფორმირება გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სქესობრივი მომწიფებისა და თავისებურებების შესახებ,მოზარდს დაეხმარება შედარებით უმტკივნეულოდ შეხვდეს მოსალოდნელ ცვლილებებს.მომავალი ცვლილებებისთვის ბავშვის მომზადებას სასურველია ამ პერიოდის დადგომამდე 5 წლით ადრე.

გოგონების სქესობრივი სიმწიფე 10 წლიდან იწყება, ბიჭების – 12 წლიდან. ამ დროს მოზარდებს უყალიბდებათ სექსუალური სწრაფვა, რაც კარგი საბაბია იმაზე სალაპარაკოდ, თუ რა არის ეს. მშობლის ამოცანაა, ბავშვს გააგებინოს, რომ ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, ნორმალური მოვლენაა, ზრდის პროცესის ბუნებრივი ეტაპები, რასაც არ უნდა შეუშინდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შვიდი-რვა წლის გოგონასთან მის მომავალ მენსტრუაციაზე საუბარი უკვე შესაძლებელია ან ამავე ასაკის ბიჭს შეგიძლიათ აუხსნათ, თუ როგორ წარმოიქმნება სპონტანური ერექცია და რატომ არის ეს სრულიად ნორმალური.
ბავშვი თუ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარ ისაუბრებს, მაშინ მშობელიც უკეთ მომზადებული იქნება. უმეტეს შემთხვევაში, გარდატეხის ასაკი მოულოდნელად დგება არა მარტო ბავშვისთვის, არამედ – მშობლისთვისაც.შესაბამისად, ინფორმაციის გარეშე პირველი პოლუცია ან მენსტრუაცია შეიძლება ორივე მათგანისთვის ერთნაირად შოკისმომგვრელი იყოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გარდატეხის ასაკისთვის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მომზადება. მათ ინფორმაციის გასათავისებლად მეტი დრო სჭირდებათ. ამ შემთხვევაში  ჩვევების გამოსამუშავებლადაც გარკვეული სახის წვრთნა და განმეორებითი რეპეტიციებია საჭირო (მაგალითად, მენსტრუაციის დროს საფენების მოხმარება ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერექციის შემთხვევაში პენისის ზურგჩანთით დაფარვა). რაც უფრო მეტი დრო გექნებათ, მით უფრო თავდაჯერებული იქნება როგორც მშობელი, ისე – ბავშვი, როდესაც ამ უნარების პრაქტიკული გამოყენება მოუწევთ.

თუ თქვენი რელიგიური ან სხვა შეხედულებები ცხოვრებაზე არ გაძლევთ სექსზე ან რაიმე მსგავსზე კონკრეტული ლაპარაკის საშუალებას,  შეეცადეთ  ისე გააკეთოთ, რომ ბავშვს არ გაუჩინოთ სირცხვილის და დანაშაულის განცდა ბუნებრივი სურვილებისათვის, რომელთა მართვაც მას ჯერ არ უსწავლია.

მაგრამ თუ მოზარდს თქვენთან სექსზე ლაპარაკი მოუნდება, ნუ გამოეკიდებით მას პრეზერვატივებით. ასე ის თავის დაცვას მაინც ვერ ისწავლის, თქვენთან კი ურთიერთობა გაუფუჭდება.

სამწუხაროდ ,ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები  როცა ბიძებს ან მამებს მოზარდი ბიჭები მიჰყავთ ე.წ „ქალებში“პირველი  სექსუალური გამოცდილების მისაღებად. რაც უმეტეს შემთხვევებში მატრავმირებელი ფაქტორია მოზარდისთვის და ხშირად შემხვედრია პირად ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში.

რატომ არ არის კარგი მოზარდისთვის პორნოგრაფიიდან ინფორმაციის მიღება ?

პორნო-ვებგვერდები მოზარდისთის საეჭვო სახელმძღვანელოა.ის მოზარდებში სექსუალურ აქტივობას აჩქარებს და ხშირად საკუთარ თავზე არასწორ წარმოდგენებს უყალიბებს. მოზარდებს ხშირად რცხვენიათ თავიანთი „შეცვლილი სხეულის“  ფიქრობენ, რომ თუ მათი სხეული ისეთი არ არის, როგორც პორნომსახიობების, რაც დამატებითი სტრესის წყაროა. თუ შემთხვევით გაიგეთ, რომ ბავშვმა პორნოგრაფიას უყურა, ამის გამო არ უნდა დასაჯოთ. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ინტერესია, მისი გამოხატვა კი – კარგი საბაბი სექსზე სასაუბროდ.

შეგიძლიათ შესთავაზოთ წიგნები და გამოიყენოთ ინტერნეტწყარო

წიგნები სექსუალური განათლების შესახებ ძალიან  კარგია.  მაგრამ  წიგნის გამოყენება იმისთვის, რომ პირდაპირ კითხვებზე გულწრფელ პასუხს თავი აარიდოთ, არასწორია.

ამიტომ ყოველთვის უპასუხეთ დასმულ შეკითხვას. თუ გრძნობთ, რომ მისი ინტერესი უფრო ფართოა, ჰკითხეთ კიდევ რა აინტერესებს. მის კითხვებს უპასუხეთ. შეიძლება მისი ცოდნა თქვენსაზე ბევრად დიდი და რთული იყოს. მშობლის ამოცანაა დაეხმაროს მას იქ, სადაც სჭირდება და არ გადახვიდეს იმ ველში, სადაც დახმარება არ უთხოვია.

რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს შესაძლო საფრთხეებზე – მაგალითად, პედოფილებზე და ვენერიულ დაავადებებზე.მოიძიეთ ინტერნეტში ვიდეოები, სადაც ანიმაციით და მათთვის გასაგებ ენაზე ახსნილია მათი სხეულის ასაკობრივი განვითარება სქესობრივ ჭრილში.(ინფორმაცია ჰორმონებზე და მის ცვლილებებზე ,სხეულის აგებულება, სექსის ფიზიოლოგია და კონტრაცეფციის თავისებურებები.)მოზარდი სწორად მიწოდებული ცოდნით იგებს , რომ მისი სხეული მას ეკუთვნის, რომ ორგაზმი ბუნებრივი მოვლენაა, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები არსებობს და რა არის მისი პრევენცია, რომ მასტურბაცია ნორმალურია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს,როგორ ხდებოდა ეს თქვენს შემთხვევაში?

დაუსვით თქვენს თავს კითხვები:როგორ ხდებოდა ეს ჩემს შემთხვევაში?როდის და როგორ აღმოვაჩინე რომ სქესობრივად მომწიფებული ვიყავი?რას ვაქცევდი ყურადღებას?რა მაინტერესებდა?როგორი იყო ჩემი გამოცდილება მასტურბაციაში? ეს დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ თქვენს შვილებს ,მიხვდებით თუ რა მნიშვნელოვანია და რა ფაზაში გადასცეთ თვითშეფასების უნარი. ჩვენი კულტურალური აქცენტუაციიდან გამომდინარე სასურველია ბიჭის სექსუალურ განვითარებაზე იზრუნოს მამამ, ხოლო გოგონაზე კი დედამ. რადგან მშობლისა და შვილის ერთი სქესი განაპირობებს მეტ ემოციურ კავშირს და პირადი გამოცდილების გაზიარებას.

რა ასაკში უნდა დავიწყო გოგონასთან საუბარი მენსტრუალურ ციკლზე,როგორი ფორმით,რომ ეს მისთვის სტრესული არ იყოს და თან გასაგები ?

 როდის უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე საუბარი

მენსტრუაციის შესახებ გოგონას პირველი მენსტრუაციის დაწყებამდე უნდა ესაუბროთ.მის სხეულში მიმდინარე ცვლილებებსა და მენსტრუაციაზე ბავშვებს 8 წლის ასაკიდანვე უნდა ელაპარაკოს მშობელი. შეიძლება  იფიქროთ, რომ ეს ძალიან ადრეა, მაგრამ თუ თქვენი გოგონა 8-დან 10 წლამდე ასაკისაა,  მის სხეულში ჰორმონების გამოყოფის ზრდის შედეგად უკვე იწყება სქესობრივად მომწიფების პროცესი.  შეიძლება შენიშნოთ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებების გარეგანი გამოვლინებები; მეორადი სასქესო ნიშნები -მაგალითად, სარძევე ჯირკვლებისა და სხეულზე- იღლიაში და ბოქვენზე თმიანობის მომატება. გოგონების უმრავლესობა მენსტრუაციის დაწყების წინ სწრაფად მატულობს სიმაღლესა და წონაში.

როგორ უნდა დაელაპარაკოთ თქვენს გოგონას მენსტრუაციაზე?

გაიგეთ, უკვე რა იცის ამ საკითხთან დაკავშირებითშეუსწორეთ არასწორი შეხედულებები. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა თქვენ და თქვენს გოგონას მენსტრუაციასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია .გოგონებს, რომლებიც მენსტრუაციის დაწყების ასაკში არიან, ხშირად აინტერესებთ, რა არის ის. ალბათ, სკოლაში სხვა გოგონებისგან გაუგიათ ამის შესახებ. მათ ბუნებრივია უჩნდებათ კითხვები და  შესაძლოა ამ საკითხზე საუბრის რცხვენიათ .

     აუხსენით მარტივად და მიეცით კონკრეტული ინფორმაცია. მასალა გოგონას ასაკისა და უნარის შესაბამისი უნდა იყოს. ასეთ ინფორმაციაში შედის მენტრუაციის სიხშირე, რამდენ ხანს გრძელდება ის და რა რაოდენობით სისხლს კარგავს ამ დროს ქალი. ამგვარად, მენსტრუაციის შესახებ პირველი საუბრებისას უმჯობესია, გოგონას ყურადღება გაუმახვილოთ ჰიგიენაზე, თუ როგორ მოუაროს თავს.კრიტიკულ დღეებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა დაიცვათ ჰიგიენა. ამ პერიოდის განმავლობაში პათოგენური მიკროფლორა უფრო ადვილად აღწევს  შინაგანი ორგანოებამდე, რაც იწვევს შარდსასქესო სისტემის დაავადებებს. ჰიგიენური საფენები რეგულარულად უნდა შეიცვალოს და არ უგულებელვყოთ დაბანის პროცედურები. გარდა ამისა, შეიძლება იმის ახსნაც დაგჭირდეთ, თუ როგორ იგრძნობს თავს გოგონა ამ დროს ან რის მოლოდინი უნდა ჰქონდეს.

 ცოტა მოგვიანებით შეგიძლიათ დაწვრილებით აუხსნათ მენსტრუაციის ფიზიოლოგია.

 მნიშვნელოვანია იცოდეს მენსტრუალური ციკლის ფაზები .რა არის პრემენსტრუალური სინდრომი, აუცილებელია თქვენი ქალიშვილი გააფრთხილოთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მას შეიძლება შეეცვალოს განწყობილება,უმიზეზოდ იტიროს, იყოს აპათიური,გაღიზიანებული და მოწყვლადი. ასევე უნდა იცოდეს რომ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და გაუვლის.

ამ თემასთან დაკავშირებული მასალები შეგიძლიათ მოიძიოთ  წიგნების მაღაზიებში ან ინტერნეტში . ინფორმაცია დაგეხმარებათ, დაწვრილებით აუხსნათ ბავშვს ყველაფერი. ზოგიერთი გოგონა თვითონ არჩევს, თავად წაიკითხოს ასეთი ლიტერატურა. სხვებისთვის კი შეიძლება უკეთესი იყოს, რომ დედამ წაუკითხოს ეს მასალა.

სასაუბროდ მყუდრო ადგილი შეარჩიეთ. დაიწყეთ მარტივიდან -ილაპარაკეთ ზრდასა და მომწიფებაზე. შეგიძლიათ უთხრათ: „მალე შენც დაგეწყება ის, რაც ყველა გოგონას მოსდის და რაც სავსებით ნორმალურია. იცი, რას ვგულისხმობ?“ ან დედამ შეიძლება შვილს პირადი გამოცდილება გაუზიაროს:„შენხელა რომ ვიყავი, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რას განიცდის ქალი, როდესაც მენსტრუაცია აქვს. სკოლაში მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობდით ამ თემაზე. შენ თუ გილაპარაკია ამ საკითხზე მეგობრების წრეში?“  ნებისმიერი გოგო გადაიქცევა ქალად, რომელსაც მომავალში შეუძლია გახდეს დედა. ქალებს აქვთ რეპროდუქციული ორგანოები, რომლებიც მათ ნაყოფის ტარების საშუალებას აძლევს – საშვილოსნო, საკვერცხეები. გოგონას იგივე ორგანოები აქვს, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ პატარაა და მასთან ერთად იზრდება და შემდგომ ემზადება მომავალი დედობისთვის. გარკვეულ ასაკში (11-14 წლის), გოგონას სხეული აჩვენებს, რომ იგი ახალ ეტაპზე გადადის – ემზადება მომავალი დედობისთვის. გოგონას ეწყება სიმწიფე და მენსტრუალური  პერიოდი. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ქალს აქვს სისხლდენა, ამ პროცესში არაფერია საშინელი და სამარცხვინო.

გაიგეთ, თუ  რა იცის ბავშვმა მენსტრუაციაზე და შეუსწორეთ ნებისმიერი არასწორი შეხედულება. მზად იყავით იმისათვის, რომ შეიძლება პირველი საუბრისას ბევრი რამის ან თითქმის ყველაფრის ახსნა დაგჭირდეთ. ძალიან კარგი იქნება ერთად უყუროთ საგანმანათლებლო ფილმს ან ანიმაციას ქალიშვილთან ერთად და ასე უპასუხებთ მის კითხვებს.

გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება საკუთარი გამოცდილების გახსენებითა და გაზიარებით შვილს საჭირო ემოციურ მხარდაჭერას გაუწევთ.ამიტომ შეგიძლიათ პირადი გამოცდილება გაუზიაროთ შვილს. გაიხსენეთ, თქვენ რისი გაგება გჭირდებოდათ? რის გაგება გინდოდათ? რა ინფორმაცია დაგეხმარათ? ეცადეთ, იყოთ გაწონასწორებულნი, როდესაც მენსტრუაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობთ. მზად იყავით კითხვებზე პასუხების გასაცემად.

მიეცით პრაქტიკული რჩევებიკითხვებზე  „რა უნდა გავაკეთო, თუ მენსტრუაცია სკოლაში დამეწყება?“, „რა გამოვიყენო ამ დროს?“, „როგორ გამოვიყენო ისინი?“ მიეცით პრაქტიკული რჩევები. რჩევების მიცემა მხოლოდ ერთხელ როდია საჭირო.

    მხოლოდ ერთხელ საუბრით ნუ დაკმაყოფილდებითმენსტრუაციასთან დაკავშირებით შვილთან მხოლოდ ერთხელ საუბარი არ კმარა. ესაუბრეთ გოგონას მანამ, სანამ მენსტრუაცია დაეწყება და ასეთი საუბრები, საჭიროების შემთხვევაში, მას შემდეგაც განაგრძეთ, რაც მენსტრუაცია დაეწყება.  საჭირო არ არის ერთ საუბარში განიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი. ერთ ჯერზე მიწოდებულმა ზღვა ინფორმაციამ გოგონა შეიძლება დააბნიოს. ბავშვები ყველაფერს თანდათანობით სწავლობენ.  შეიძლება ერთი და იმავე ინფორმაციის რამდენჯერმე გამეორება დაგჭირდეთ. ასაკის მატებასთან ერთად გოგონები უფრო კარგად სწვდებიან დეტალებს.კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი ის არის, რომ მოზარდობის პერიოდში გოგონებს მენსტრუაციისადმი დამოკიდებულება ეცვლებათ. რაც უფრო მეტ გამოცდილებას იძენს გოგონა მენსტრუაციასთან დაკავშირებით, მით მეტი საფიქრალი და კითხვა უჩნდება. ამიტომ საჭიროა განაგრძოთ გოგონასთან ამ თემაზე საუბარი და მის კითხვებზე პასუხების გაცემა. ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებზე, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია და თქვენი შვილის ასაკსა და გაგების უნარს შეესაბამება.

სტატია მოამზადა : სალომე სისაურმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორ ავუხსნათ ბავშვებს, რომ ინტერნეტი არ არის დაცული – ფქისოლოგი გვირჩევს

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის მხარდაჭერით.

მანჩო წვერავა – ფსიქოთერაპევტი

  1. როგორ გავაგებინო 9 წლის გოგონას, რომ ინტერნეტი დაუცველია და ხშირად არ  შეიძლება? რომ შესაძლოა არასასურველმა  პიროვნებამ მიწეროს,  ცადოს კომუნიკაცია,  რა  ფორმით ავუხსნა თან ისე, რომ თუ მსგავსი შემთხვევა დადგება არ დამიმალოს.

ბავშვებთან ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ისაა თუ როგორ მივაწვდით მათ ჩვენ სათქმელს. ბავშვები ზრდასრულებზე გაცილებით კარგად გრძნობენ განწყობებსა და ემოციებს.  მნიშვნელოვანია რომ მას ესაუბროთ როგორც „თანატოლს“ და რაც მთავარია მისთვის გასაგებ ენაზე.  ესაუბრეთ იმ საფრთხის შესახებ რაზეც ღელავთ და ასწავლეთ როგორ დაიცვას თავი, რადგან ინფორმირებულობა თავდაცვის ყველაზე კარგი საშვალებაა ასევე მნიშვნელოვანია გამოთქვათ მზაობა რომ მსგავს სიტუაციაში თქვენ იქნებით მისი მხარდამჭერი დაიცავთ და გაუგებთ მას. ხშირად ხდება როდესაც მშობელს ვერ მიაქვს სათქმელი ბავშვთან ისე რომ მისთვის გასაგები იყოს ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციის ხერხს როგორ ესაუბრებით რა ტონით და რას აძლევს თქვენი საუბარი მას ეს არის ახსნა, მუქარა, თუ უბრალოდ რჩევა გადაამოწმეთ მისი შეგრძნებები და კითხეთ მისთვის გასაგები თუ არის რას გულისხმობთ. გაუზიარეთ თქვენი მოსაზრება და შეგრძნებები რომ ღელავთ მსგავს თემებზე. როდესაც ბავში გრძნობს რომ უსმენთ და მხარს უჭერთ ის აუცილებლად გაგიზიარებთ მისთვის აქტუალურ საკითხებს.

  1. რა ემოცია აკლია ბავშვს, რომელიც კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული? (ბიჭი15 წლის).

გამომდინარე იქიდან რომ ყველა ადამინი ინდივიდუალური და უნიკალურია მისი შეგრძნებებით აღქმით ემოციებით შეხედულებებით და საჭირობებით, რთულია ამ კითხვაზე  ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა, თუმცა თუ გადავხედავთ ზოგად პრაქტიკას და დავეყრდნობით ათასობით კვლევას რომელიც კიდევ ერთხელ აღვნშნავ ყველა შემთხვევაში არ არის რელევანტური ძირითადი საკითხი ეკრადამოკიდებულ ბავშებში თუ მოზარდებში არის კონტაქტის სიყვარულის და აღიარების ნაკლებობა.

მასალა მოამზადა : ნინო ჩხაიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორ უნდა გადავაჩვიო ბავშვი ბილწსიტყვაობას? – ფსიქოლოგის რჩევა

            ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,

 სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

 გოგოლა იოსელიანი- ექიმი, გეშტალტფსიქოთერაპევტი

როგორ უნდა გადავაჩვიო ბავშვი ბილწსიტყვაობას? (7-9 წლის ბიჭები)

ადრე თუ გვიან ბავშვი აუცილებლად მოისმენს უცენზურო სიტყვებს, იქნება ეს ოჯახი, ეზო, ქუჩა, სკოლა თუ სხვა ადგილი, რადგანაც ის თავისი განვითარების კვალდაკვალ მუდმივ ურთიერთობაშია გარე სამყაროსთან. კითხვაზე როგორ გადავაჩვიოთ 7-9  წლის ბიჭი ბილწსიტყვაობას ამის პასუხის გასაგებად საჭიროა გაიგოთ როგორ მიეჩვია ამას? სად ესმის ეს სიტყვები? რისთვის სჭირდება ეს? რა სიტუაციებში იყენებს უხამს სიტყვებს? ესაუბრეთ არა დირექტიული, გაღიზიანებული, არამედ მშვიდი, კეთილგანწყობილი ტონით. კომუნიკაციის დროს იყავით გულახდილი და გულდასმით მოუსმინეთ ბავშვის არგუმენტებს. სწორედ ამ არგუმენტების გათვალისწინებით  შეეცადეთ აუხსნათ, რომ უცენზურო სიტყვების წარმოთქმა არ არის აუცილებელი, რომ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება უზრდელობა ან მიუღებელი ან გულსატკენი იყოს. თუ ცუდი სიტყვები ბავშვის ლექსიკონის ნაწილად იქცა,  ესე იგი  ოჯახში არსებობს პრობლემები და ბავშვი ამგვარად ცდილობს მორგებას.  უმეტესად  ოჯახებში, სადაც ურთიერთობები დამყარებულია პატივისცემაზე, ურთიერთგაგებაზე, სიყვარულზე ბავშვის მიერ უცენზურო სიტყვების წარმოთქმა მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორ განვუვითარო ბავშვს მადლიერების გრძნობა – ფსიქოლოგის რჩევა

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში, 

 სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები. 

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ხათუნა გოგელია-გეშტალტთერაპევტი, ევროპული აკრედიტაციით – EAGT სრული წევრი, ნეირობიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი.

1) როგორ განვუვითარო ბავშვს მადლიერების გრძნობა(უბედურად გრძნობს თავს,თუ არ ვუყიდე სათამაშო, ან რამე)

2) რა მოვიმოქმედო იმისთვის, რომ ისწავლოს პოზიტიურად ფიქრი(ცდილობს ყველაფერში უაროფითი დაინახოს. მაგალითად, ერთად ვართ მთელი ოჯახი, ვთამაშობთ და გაგვისკდა ბურთი… რამდენიმე ხნის მერე, მხოლოდ გახეთქილ ბურთს გაიხსენებს).

3) რა მოვიმოქმედო, როცა მოზარდი მუდამ უკმაყოფილოა და შეწუხებული სახით დადის?

4) 5-6 წლის ასაკში ბავშვი ამბობს, რომ ის ეთამაშება ვიღაც არარსებულს, ხანდახან ბრაზდება და ეუბნება: „შემეშვი“, არ უყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ როცა განმარტავს, ამბობს, რომ ის არის პატარა გოგო, რომელიც მოდის და ხშირად ეთამაშება ხოლმე. ეს ხდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე. როგორ მოიქცეს მშობელი მსგავს სიტუაციაში. (მშობლები არიან გაშორებულები).

მოდით ვისაუბროთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანზე.

მოდით ვისაუბროთ ბავშვზე,

რომელიც ხვალ ზრდასრული გახდება და თუ როგორი იქნება ის, გადამწყვეტი როლი აქ მშობლის შვილისადმი დამოკიდებულებას ეკისრება. რთულია მუდმივად სწორად იქცეოდეს მშობელი, მაგრამ საკმარისია ხშირად გავაცნობიეროთ პატარასთან ქცევა, რათა ვიყოთ არა განუხორციელებელი იდეალური მშობელი, არამედ საკმარისად კარგი მშობელი.

მოდით ამჯერად ვისაუბროთ რამოდენიმე ხშირად გამოკვეთილ პრობლემაზე და,მათ შორის, მშობლის ჩივილზე, რომ „შვილს არ გააჩნია მადლიერების განცდა და მტკინვეულად განიცდის თუ მოთხოვნა არ შევუსრელე, უბედურად გრძნობს თავს, თუ რამე არ ვუყიდე.“

გასაკვირი არ არის, რომ ბავშვი საკუთარი სურვილების ასრულებისთვის მანიპულაციას მიმართავს და გამოხატავს უკმაყოფილებას სხვადასხვა სახით: ზოგი ამ დროს ისტერიულად იქცევა, ზოგი იბუტება, ზოგი ჩხუბობს, ზოგი „უბედურად“ გამოიყურება და ა.შ.

ამ შემთხვევაში, უნდა დავყოთ პროცესი მოვლენამდელ წინაპირობად და იმათ, თუ რა რეაგირება მოყვება ამ მოვლენის შემდგომ.

პირველი – არ არის მართებული პატარას შეყვანა სავაჭრო ობიექტში წინასწარი მომზადების გარეშე, ანუ მაღაზიაში წაყვანა, როდესაც მშობელმა იცის, რომ მისთვის სასურველ ნივთს ვერ უყიდის. დიდი არჩევანი ისედაც აბნევს პატარას და აჯობებს ეს პროცესი წინასწარ გვქონდეს განსაზღვრული – „მე დღეს გიყიდი …;  ჩვენ დღეს ვყიდულობთ …… „

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – აარჩევინეთ მას შეთავაზებული მაქსიმუმ ორი სათამაშოდან, ორი საგნიდან. ეს თქვენც გაგიადვილებთ ურთიერთობას და მასაც არჩევანის გაკეთების, დამოუკიდებლობის განცდას მიანიჭებს.

მადლიერების გამოხატვას და მადლიერების განცდას რაც შეეხება, ეს ორი განსხვავებული პროცესია.

აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს რეაგირების ფორმები უმეტესწილად მშობლების ქცევის საპასუხოდ და მათი მონაწილეობით უყალიბდება.

მადლიერების გამოხატვა ბავშვის აღზრდის და სოციალიზაციის პროცესის შემადგენელია.

მადლიერების გამოხატვა კულტურის შემადგენელია, ხოლო მადლიერების განცდა ეს უკვე ემოციური შემადგენელია. შესაბამისად, ბავშვმა შეიძლება მადლიერება გამოხატოს ისე, რომ მას მადლიერების განცდა არ ქონდეს  და პირიქით. თუ მას მადლიერებას ვასწავლით, ის ამას გამოხატავს, ხოლო მადლიერების განცდა მისი სურვილის ასრულებას და ემოციას უკავშირდება.

ის, თუ რა სახის ქცევა ჩამოუყალიბდება მას, ეს მშობლის რეაგირებაზეა დამოკიდებული და არსებობს მრავალი ხერხი, რომ პატარას ადექვატური რეაგირება ვასწავლოთ. ზოგადად, ადამიანის და, მათ შორის, პატარას ცხოვრებაში, მთავარია არ შეიქმნას გარკვეული მოლოდინი და შემდგომ მტკინვეული იმედგაცრუება. დამეთანხმებით, რომ იმედგაცრუებას არა თუ პატარა ბავშვი, არამედ ზრდასრულიც მტკინვეულად განიცდის.

როგორ რეაგირებს ბავშვი?

ბავშვის რეაგირების ფორმა არც თუ დიდხნიან, მაგრამ პირად გამოცდილებას უკავშირდება და თუ მას არასდროს და არავინ არ უხსნის რის გამო ეთქვა უარი, თუ მას არავინ ეკითხება რა სურს, არ ხდება მისი ყურადღების გადატანა ან სანაცვლოს შეთავაზება, მაშინ ის უკმაყოფილებას მისთვის ხელსაყრელი,“მუშა“ ხერხით მოგვაწვდის.

ბავშვისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ზრდასრულთაგან განსხვავებული სიმძაფრისაა და მათში ძლიერ ემოციურ პასუხს იწვევს. გავიხსენოთ, რომ ზოგადად უარყოფითი ემოცია ბევრად მეტია, ვიდრე დადებითი და უარყოფითი ემოცია მეტად ძლიერი და ხანგრძლივი ენრგეტიკული მუხტის მატარებელია. შესაბამისად, მეტი სითბო, მეტი მოთმინება და გაცნობიერებული პასუხი მშობლის მხრიდან იქნება ბავშვის ადექვატური რეაქციებისა და ემოციური სიჯანსაღის განმაპირობებელი. მშობლის ზედმეტი სიმკაცრე ან ზედმეტი ლიბარალიზმი არ არის ჯანსაღი, ლაღი და მშვიდი ბავშვობის საწინდარი.

კიდევ ერთი საკითხი –  ზოგიერთ მშობელს ხშირად აფრთხობს და აშინებს ბავშვის ფანტაზიის უცნაური გამოვლინება, კერძოდ კი არარსებულ მეგობართან დიალოგი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ხდება ხოლმე, რომ ისინი საკუთარი ფანტაზიით შექმნილ მეგობარს იგონებენ და ეურთიერთებიან. ამით სამყაროსთან კონტაქტირების „იადვილებენ“. უფრო ხშირად ეს სიმარტოვესთან გამკლავების ან თავდაცვის ფორმაა, რომელიც დაწყებით სკოლის ასაკში და რეალურ მეგობრებთან ურთიერთობის ფონზე ქრება.

მშობელს შეუძლია პატარას ასეთ მეგობარზე კეთილგანწყობით ესაუბროს და გაარკვიაოს რა როლს ასრულებს ის ბავშვის ცხოვრებაში. ხოლო თუ დაინახავს რომ ეს „ურთიერთობა“ ბავშვის აგრესიულ ქცევას ან რაიმე სახის დისკომფორტს იწვევს, მაშინ უკვე აჯობებს დახმარებისთვის მშობელმა თერაპევტს მიმართოს.

ბავშვთან ურთიერთობების ფორმა, მშობლის რეალური ჩართულობა, მისი ინტერესების გარკვევა და საჭირო დროს, საჭირო გარემოებაში მის გვერდით დგომა, განაპირობებს იმას თუ როგორი ურთიერთობა იქნება მომავალში უკვე მოზარდსა და მშობელს შორის. და თუ პატარა ბავშვი მხოლოდ იძულებით ასრულებს მითითებებს და არასდროს არ ეკითხებიან რა უნდა ან რა უჭირს მას, რას გრძნობს ის და რა აწუხებს, მაშინ გასაკვირიც არ არის რომ მოზარდობაში ის მშობლებისგან მკვეთრ განრიდებას მოახდენს.

ზოგადად, მოზარდობა ის პერიოდია, როცა გარდატეხა არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოსოციალურ დონეზეც მიმდინარეობს, ანუ მოზარდი ოჯახის გარეთ ეძებს მისთვის საინტერესო ან კომფორტულ გარემოს. სეპარაციის ეს მნიშვნელოვანი, ბუნებრივი პერიოდი მშობლის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს და ფრთხილი ჩარევით უნდა მიმდინარეობდეს. ამ დროს რეაგირება  ფრთხილად და, ამავე დროს, გონივრულად უნდა ხდებოდეს, მაგრამ ეს ყოველთვის ადვილი ნამდვილად არ არის.

დღეს გავრცელებული „დემოკრატიული“ მიდგომა -„მას აქვს ნება აირჩიოს მეგობრები“ – ასე მარტივად არ მუშაობს,  რადგან მოზარდს ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული რეალური პასუხისმგებლობა, თანმიმევრული გადაწყვეტილების და მსგავსი კოგნიტური ფუნქციები, ამიტომაც მისი „შეტოვება“ თანატოლების ამარა არც თუ სწორი გადაწყვეტილებაა. რთულია და სათუთი მისი ფსიქოფიზიოლოგია მოზარდობის ასაკში, მაგრამ ქცევაში გამოვლინება საკმაოდ ხისტი და დაუნდობელიც კი შეიძლება იყოს, შესაბამისად, მისთვის საყრდენის ფუნქციის შესრულებაც მშობლისგან დიდ  ძალისხმევას მოითხოვს.

თუ ადრეული ბავშვობიდან შვილთან სანდო ურთიერთობის და ემოციების გაზიარების გამოცდილება ჩამოყალიბდება, მაშინ მასთან მოზარდობაშიც საერთო ენის გამონახვა რთული არ იქნება. მოსმენის უნარი და გარკვეული მომენტისა თუ ფორმის შერჩევა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კონტაქტი და დიალოგი შედგეს.

ვესაუბროთ ჩვენს შვილებს, ავუხსნათ ბევრი რამ, შევეკითხოთ ხშირად თუ რა სურს ან რა აწუხებს თქვენს შვილს.

აქცენტი, შეფასება მის ქცევაზე და თქვენს გრძნობებზე გააკეთეთ. მაგ: „მე მიყვარხარ, მაგრამ როცა უხეშად მიპასუხე, მე მეწყინა“ და არ უთხრათ „შე უხეშო“.

გვახსოვდეს ის, რომ ბავშვი უფრო მეტს თქვენზე დაკვირვებით ითვისებს და მეტწილად თქვენი ქცევების კოპირებას გაუცნობიერებლად ახდენს.

მხოლოდ სიყვარული, სითბო და დისციპლინა არის ის აუცილებელი მინიმუმი, რაც განაპირობებს ბავშვის ნორმალურ განვითარებას და ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებას. იყავით მის ცხოვრებაში ჯერ რეალური აღმზრდელი და მოზარდობიდან უკვე რეალური დამხმარე. ისწავლეთ ამავდოულად მისგან პეროიდულად დისტანცირება, რათა ზედმეტად ბევრი არ იყოთ მის ცხოვრებაში. თქვენი დამოკიდებულება განაპირობებს თქვენი შვილის მომავალ ეგზისტენციურ სცენარებს, ანუ იქნება ის მომავალში სხვაზე დამოკიდებული, თუ დამოუკიდებელი პიროვნება.

ამ კორონაჟამიანობაში მეტად აქტულაურია – შეეცადოთ, დაიცვათ პირადი საზღვრები და მისცეთ მას მაგალითი, თუ როგორ უნდა გაანაწილოს დრო, ვალდებულებებსა და თავისუფლებას შორის, საქმესა და გართობას შორის, მარტოობასა და სოციალურ (თუნდაც სოციალურ ქსელში) აქტივობას შორის.

გვახსოვდეს, რომ ბავშვი თქვენი ქცევების კოპირებას გაუცნობიერებლად ახდენს, ბევრად მეტს სწავლობს მშობლის ქცევაზე დაკვირვებით, ვიდრე მითითებით და დირექტივებით. ის სარკისებრი ნეირონებით მშობლის ვერბალურ, არავერბალური და პარავერბალური გამოხატულებების რეალურ არეკვლას ახდენს და ადრე თუ გვიან ყოველივე ამის ტრანსლირებას მოახდენს საკუთარ რეალობაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაკვლევებიკომუნიკაციასაქართველოფსიქოლოგია

კვლევა: სოციალური ქსელების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში

   სოციალური ქსელიეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელებს შექმნან თავიანთი პროფილები და დაუკავშირდნენ სხვა მონაწილეებს ვირტუალურ სამყაროში. ის წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის ნაცნობების გარკვეულ ვირტუალური წრეს, სადაც თვითონ ადამიანიარის სოციალური ქსელის ცენტრი, მისი ნაცნობები კიამ ქსელის განშტოებები, ხოლო ურთიერთობები ამ ადამიანებთანკავშირები.

  ინტერნეტს არაერთი უარყოფითი თვისება აქვს. კერძოდ, ინტერნეტის გამოყენებისას მომხმარებელი ზოგიერთ საიტზე განათავსებს პირად მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომრები, ინტერესის სფეროები, მეგობართა წრე, ფოტოები და ა.შ. ინტერნეტი და სოციალური ქსელები ხელს უწყობენ პირადი ინფორმაციის მითვისებას და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას.  ასევე ონლაინშესყიდვების დროს პირადი ინფორმაცია საბანკო ბარათების და საიდუმლო სიტყვის, პაროლების შესახებ გადაეცემა ინტერნეტმაღაზიების საიტებს. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიპოვოს არაკეთილმოსურნე პიროვნებამ, რომელიც შემდგომ აღნიშნულ ინფორმაციას გამოიყენებს ბოროტი მიზნებით: ფინანსების ხელში ჩაგდება, შანტაჟი, უცხო პიროვნების რეკვიზიტებით ინტერნეტ თაღლითობის ან სხვა ტიპის კიბერდანაშაულის ჩადენა. ვინაიდან ინტერნეტი, ისევე როგორც მობილური და რადიო კავშირგაბმულობა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით იმართება, შესაძლებელია ინტერნეტ აქტივობის მონიტორინგი, ჩაწერა, გაანალიზება, როგორც საჭირო და აუცილებელი, ასევე არასასურველი ბოროტი მიზნებით. მრავალი ქვეყნის და ორგანიზაციის მუშაობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კომპიუტერულ სისტემების და ინტერნეტის გამოყენებას, შესაბამისად მათი მუშაობის შეფერხება ან რაიმე სახის დაზიანება, სერიოზულად იმოქმედებს ნებისმიერ პროცესზე, რასაც აღნიშნული ორგანიზაცია, კომპანია თუ სახელმწიფო სტრუქტურა ახორციელებს. ინტერნეტში გავრცელებულია მილიონობით ვირუსული, მავნე კოდი, რომელიც შექმნილია კომპიუტერული სისტემების დასაზიანებლად. არსებობს მრავალი ფუნქციის მქონე ვირუსი: ზოგიერთ ვირუსს შეუძლია კომპიუტერის მართვა და არასანქცირებული მონიტორინგი, თვალთვალი ინტერნეტ მომხმარებლის საქმიანობაზე, ასევე საიდუმლო დოკუმენტაციის, ფინანსური მასალების, საბანკო ბარათების ინფორმაციის ხელში ჩაგდება და გადაგზავნა ვირუსის ავტორისთვის, სხვადასხვა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ ინტერნეტ მომხარებლის კომპიუტერიდან შეტევის განხორციელება.

კვლევის მიზანი:

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს, განვსაზღვროთ და შევაფასოთ, რამდენად ახდენს გავლენას უარყოფითი შინაარსის ვიდეომასალა მომხმარებლების დამოკიდებულებებზე სოციალურ ქსელში უფროსი თაობის ადამიანებთან მიმართებით.

მიზნის მიღწევის გზაზე არსებული საკვლევი კითხვებია:

  1. განვსაზღვროთ, რამდენად ხშირი ურთიერთობა აქვთ რესპონდენტებს უფროსი თაობის ადამიანებთან სოციალური ქსელების მეშვეობით.
  2. განვსაზღვროთ რესპონდენტების დამოკიდებულებები უფროსი თაობის ადამიანებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში.

ცნებების ოპერაციონალიზაცია:

უფროსი თაობის ადამიანებში მოიაზრებიან, 50 წელს გადაცილებული საქართელოში მცხოვრები ადამიანები.

საკვლევი ჰიპოთეზა:

 ჩვენი კვლევის მიზნიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ შეტანილი უარყოფითი შინაარსის ინტერვენციის ვიდეო გავლენას მოახდენს რესპონდენტების შეხედულებებზე და მათ განაწყობს უარყოფითი დამოკიდებულებებით საკვლევი საკითხის მიმართ.

მეთოდოლოგია

ჩვენი კვლევის  ფარგლებში გამოვიყენეთ კლასიკური ექსპერიმენტული დიზაინი. ექსპერიმენტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ორი ჯგუფი: საკონტროლო (1) და ექსპერიმენტული (2), რომელთა წევრებიც ჰომოგენურნი იყვნენ გარკვეული მახასიათებლის მიხედვით, კერძოდ ისინი იყვნენ „დავითიანის ფსიქოლოგიური ცენტრის“ სალექციო ჯგუფები. როგორც ვთქვით ექსპერიმენტის ორივე ჯგუფი იყო  მსგავსი მახასიათებლების მქონე, განსხვავება იქნება მხოლოდ სტიმული, რომელიც იქნა წარდგენილი მხოლოდ ექსპერიმენტულ ჯგუფში. ჩვენი ექსპერიმენტული პირობა წარმოდგენილი იყო  ვიდეოს სახით ( ვიდეო იხ. ქვემოთ მოცემულ დანართ N1-ში).[2] აღნიშნული დიზაინის მეშვეობით, ვეცადეთ დაგვედგინა ნეგატიური შინაარსის ვიდეო სოციალური ქსელების შესახებ შეცვლიდა თუ არა ეპსპერიმენტული ჯგუფის  დამოკიდებულებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში შერჩევის მოცულობა თანაბარი იყო, კერძოდ 15-15.

შედეგები და ანალიზი

   მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდნეტების 96.7% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 3.3% მამრობითი სქესის.  გამოკითხული რესპონდენტებიდან უმრავლესობა (83.3%) სოციალურ ქსელებს მოიხმარს ყოველდღიურად. ხოლო, ძირითად მიზანს, რომლისთვისაც რესპონდენტები სოციალურ ქსელებს მოიხმარენ არის მეგორებთან ურთიერთობა (30.0%), გართობა (23.3%) და სამსახური (16.7%).

   რესპონდენტებს შევთავაზეთ ასეთი კითხვა, აკონტროლებთ თუ არა სოციალურ ქსელში თქვენი მეგობრების რაოდენობას, რათა გაგვეგო რესპონდენტები ინტერესდებიან თუ არა მათი ვირტუალური მეგობრებით, რის შედეგადაც შემდეგი შედეგი მივიღეთ, რომ რეპონდენტების 36.7% მუდმივად აკონტროლებს სოციალურ ქსელში მეგობრების რაოდენობას, 6.7% ზოგჯერ აკონტროლებს, ხოლო 40.0% საერთოდ არ აკონტროლებს. (იხ.დიაგრამა N2) ასევე, კითხვაზე აკონტროლებთ თუ არა სოციალურ ქსელში თქვენი სამეგობრო წრის შემადგენლობას, რესპონდენტების   43.3% მუდმივად აკონტროლებს სამეგობრო წრის  შემადგენლობას, 16.7% ზოგწერ აკონტროლებს ხოლო, 26.7% საერთოდ არ აკონტროლებს. (იხ. დიაგრამა N1)

დიაგრამა N1 აკონტროლებენ თუ არა სოციალურ ქსელში ვირტუალური მეგობრების რაოდენობას და შემადგენლობას

  რესპონდენტებს დავუსვით შეკითხვა, მეგობრობენ თუ არა სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანებთან, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ რესპონდენტების მეხუთედს (20.0%) ძალიან იშვიათად უწევს ურთიერთობა უფროსი თაობის ადამიანებთან სოციალური ქსელების მეშვეობით, თითქმის მესამედს (33.3%) არც ძალიან ხშირად და არც იშვიათად უწევს ურთიერთობა, ხოლო რესპონდენტების 23.3% ძალიან ხშირად ურთიერთობს უფროსი თაობის ადამიანებთან სოციალური ქსელების მშევეობით. (იხ. დიაგრამა N2)

დიაგრამა N2 რამდენად ხშირად ურთიერთობენ უფროსი თაობის ადამიანებთან სოციალური ქსელების მეშვეობით

   კითხვაზე, რა აზრის ხართ სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატებასთან დაკავშირებით, შემდეგნაირი შედეგი მივიღეთ. საკონტროლო ჯგუფის რესპონდენტების 42.5%-სთვის სრულიად მისაღებია სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატება, ხოლო ექსპერიმენტული ჯგუფის 5.6% თვლის მისაღებად.(იხ. დიაგრამა N3) იმისათვის, რათა დაგვედგინა არსებობს თუ არა ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებს შორის რაიმე სტატისტიკური განსხვავება გამოვიყენეთ T-test, რის შედეგადაც მივიღეთ შემდეგი შედეგი. ექსპერიმენტულსა(M=3.31, SD=1.06) და საკონტროლო(M=2.38, SD=1.33)  ჯგუფებს შორის  დაფიქსირდა მნიშვნელოვანი განსხვავება პასუხებს შორის. t(74)= -3.33, p=0.001. მიღებული შედეგი ცხადყოფს, რომ ნეგატიური ტიპის ვიდეო, რომელიც ჩადებული გვქონდა კითხვარში ექსპერიმენტული პირობის სახით, გავლენას ახდენს რესპონდენტების შეხედულებებზე სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატებასთან ერთად.

დიაგრამა N3 რა აზრის ხართ სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატებასთან ერთად

   შემდეგი კითხვა იყო ასეთი, თქვენი აზრით, რამდენაც უსაფრთხოა სოციალური ქსელებით სარგებლობა, რაზეც საკონტროლო ჯგუფის 12.5% თვლის, რომ ის სრულიად უსაფრთხოა, ხოლო ექსპერიმენტული ჯგუფის 16.7%. ამ ორ ცვალდს შორის განსხვავების დასადგენად გამოვიყენეთ ასევე T-test, რის შედგეადაც მივიღეთ, რომ საკონტროლო (M=2.70, SD=0.85) და ექსპერიმენტულ (M=2.33, SD=0.82) ჯგუფებს შორის სტატისტიკური სხვაობა არ გამოიკვეთა. t(74)=1.89, p=0.062. ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფების შეხედულებებს შორის განსხვავების არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ექსპერიმენტული პირობა გავლენას არ ახდენა იმაზე, თუ რესპონდენტები რამდენად უსაფრთხოდ მიიჩნევენ სოციალურ ქსელებს.

   იმისათვის რათა ჩვენი მიზანი განგვეხორციელებინა რესპონდენტებს შევთავაზეთ რამდენიმე დებულება, რომლის მიმართაც უნდა გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება. პირველი კითხვა, რომელიც დავუსვით იყო, საინტერესოა თუ არა სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა, რაზეც შემდეგნაირი შედეგი მივიღეთ. საკონტროლო ჯგუფის რესპონდენტების მეათედი (10.0%) სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 12% არ ეთანხმება და თვლიან, რომ სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა არ არის საინტერესო. რაც შეეხება ექსპერიმენტული ჯგუფის წევრებს, მათი 11.11% სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 13.9% საერთოდ არ ეთანხმება. რესპონდენტების თითქმის ნახევარი (52.5%) ნეიტრალურად არი განწყობილი ამ მოსაზრების მიმართ. ექსპერიმენტული (M=3.33, SD=1.07) და საკონტროლო (M=3.15, SD=1.15) ჯგუფების შედარების შედეგად მივიღეთ, რომ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეიმჩნევა. t(74)=-0.71, p=0.474. რაც გულისხმობს იმას, რომ კითხვარში ჩვენს მიერ შეტანილმა ცვლადმა გავლენა არ მოახდინა რესპონდენტების შეხედულებებზე, ანუ, მნიშვნელობა არ აქვს იმას ჩვენი ვიდეო ნეგატიური შინაარსის იქნებოდა თუ პოზიტიური, მისი გავლენა ექსპერიმენტული ჯგუფის რესპონდენტებზე არ შეიმჩნევა.

   შემდეგი დებულება იყო, სოციალური ქსელები უფრო მეტ საშუალებას აძლევს ადამიანებს ჩაიდინონ დანაშაული, რაზეც საკონტროლო ჯგუფის 22.5% სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 25% საერთოდ არ ეთანხმება, რაც შეეხება ექსპერიმენტულ ჯგუფს, მისი რესპონდენტების 11.1% სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 16.7% არ ეთანხმება. საკონტროლო (M=2.55, 1.17) და ექსპერიმენტული (2.77, 0.87) ჯგუფების შედარების შედეგად მივიღეთ, რომ მათ შორის დიდი განსხვავება რ შეიმჩნევა. t(74)=1.95, p=0.0364. მიღებუბული მონაცემებიდან გამომდინარე შესაძლებელია ვთქვათ, რომ ჩვენმა ექსპერიმენტულმა პირობამ გავლენა მოახდინა ექსპერიმენტულ ჯგუფზე, და მათი შეხედულებები  შეიცვალა  ნეგატიური ვიდეოს ნახვის შემდეგ.

   ბოლო კითხვა, რომელიც რესპონდენტებს დავუსვით იყო, საფრთხის შემცველია თუ არა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა სოციალური ქსელების მეშვეობით, რაზეც მივიღეთ შემდეგი პასუხები. საკონტროლო ჯგუფის 12.5% თვლის რომ სოციალური ქსელებით უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა საფრთხის შემცველია, ხოლო 57.5% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ექსპერიმენტული ჯგუფის რესპონდენტების 27.8% ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 33.3% არ ეთანხმება, იმას, რომ უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა სოციალური ქსელები მეშვეობით საფრთხის შემცველია. საკონტროლო (M=3.63, SD=1.07) და ექსპერიმენტული (M=3.11, 1.06) ჯგუფების შედარების შედეგად დადგინდა, რომ მათ შორის არსებობს მცირე სტატისტიკური განსხვავება. t(74)=2.08, p=0.04. რაც იმას ნიშნავს, რომ ნეგატიური შინაარსის ვიდეომ შ რესპონდენტების გარკევული ნაწილის შეხედულებაზე იქონია გავლენა,იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური ქსელებში ურთიერთობა უფროსი თაობის ადამიანებთან საფრთხის შემცველია.

დასკვნა

   ჩვენი კვლევის მიზნიდან გამომდინარე, გვაინტერესებდა მოახდენდა თუ არა გვალენას ჩვენს მიერ განხორციელებული ინტერვენცია რესპონდენტების დამოკიდებულებებზე სოციალურ ქსელში უფროსი თაობის ადამიანებთან დაკავშირებით. ინტერვენციას წარმოადგენდა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო სოციალური ქსელების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე, კერძოდ, სხვისი პიროვნების მითვისება. საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფების მონაცემების გაანალიზების შედეგად ოთხ შეკითხვაზე გამოვლინდა ჯგუფების პასუხებს შორის სხვაობა, რომელიც დაკავშირებული იყო ვიდეოსთან, რომელიც რესპონდენტებმა ნახეს კითხვარის შევსების დაწყებამდე. მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში მსგავსი მახასიათებლების მქონე რესპონდენტები შევარჩიეთ, მათი რაოდენობა გენდერულად  თანაბარი არ იყო, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ინტერვენცია პროდუქტიული აღმოჩნდა, რადგან ჩვენ არ გვქონდა მონაცემები რესპონდენტების დამოკიდებულებების შესახებ კვლევამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული შედეგი შესაძლოა გამოწვეული იყოს არა ვიდეოს ყურების შედეგად, არამედ იმით რომ მათი დამოკიდებულებები ვიდეოს ნახვამდეც   მსგავსი ტიპის იყო სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანებთან დაკავშირებით. ეს ყოველივე კი შესაძლოა ჩავთვალოთ კვლევის შეზღუდვად.

   მიღუბული შედეგიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ნეგატიური შინაარსის ვიდეომასალა უარყოფითად შეცვლიდა რესპონდენტების დამოკიდებულებებს, გამართლდა. კითხვაზე, რა აზრის ხართ სოციალურ ქსელებში უფროსი თაობის ადამიანების მატებასთან დაკავშრებით მივიღეთ საკმაოდ შეცვილი მონაცემები, რომელთა შორისაც გამოვლინდა სტატისტიკური განსხვავება ( t(74)= -3.33, p=0.001), რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ვიდეოს ყურების შემდეგ მათი შეხედულებები შეიცვალა ნეგატიური კუთხით. ასევე კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა სოციალურ ქსელში უფროსი თაობის ადამიანეთან ურთიერთობა, დაფიქსირდა მცირედი სტატისტიკური სხვაობა საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფების მონაცემებს შორის, რაზეც ასევე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ვიდეოს ყურების შესაბამისად შეიცვალა მათი დამოკიდებულებები.

   მიუხედავად ამისა, ჩვენს კველვას აქვს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების რაოდენობით არ შეგვიძლია მიღებული მონაცემების გენერალიზება. ასევე, ვერ მოხერხდება პრეტესტის ჩატარება რესპონდენტების არსებული დამოკიდებულებების გასაზომად, მაგრამ, საბოლოო ჯამში შესაძლოა ვთქვათ, რომ ჩვენმა ინტერვენციამ შედეგი გამოიღო.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიამ ხონელიძე, „სოციალური ქსელების გავლენა დამიანთა ფსიქიკაზე“ ; 2014
  1. ელზა ბიწაძე, „სოციალური ქსელების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“, 2013
  1. It’s a Social World: Top 10 Need-to-Knows About Social Networking and Where It’s Headed. Whitepaper.

  http://www.comscore.com/Insights//2011/

  1. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი http://www.crcc.ge
  2. Don Tapscot, “How to Net Generation Change the world”; 2016
  3. Bodford, J, 7 Ways Facebook Is Bad for Your Mental Health. Psychologytoday, 2014)

დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი●Psychology center of Davitianni

ექსპერიმენტი: სოციალური ქსლების მიმართ დამოკიდებულება

ვტორები: ანანო შაყულაშვილი, ნოდარ ქაშიაშვილი, ბექა ჯარიაშვილი

[1] Don Tapscot, “How to Net Generation Change the world”; 2016

[2]  https://goo.gl/TYykr8

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოფსიქოლოგია

ბრიტანელი მეცნიერი ბედნიერებისა და წარმატების „რეცეპტს“ გვთავაზობს

 მეცნიერები აცხადებენ, რომ ბედნიერებისა და წარმატების საიდუმლო მარტივია.

დღემდე არ არსებობს კონსენუსი იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ადამიანის წარმატებას, ან როგორ ცდილობენ ან აღწევენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ.

თუმცა, პორტსმუთის უნივერსიტეტის სპორტისა და ვარჯიშის მეცნიერი დოქტორ დენიელ ბრაუნი ამტკიცებს, რომ ცხოვრების კოდი „გატეხა“ და შინაარსიანი ცხოვრების ,,საყიდლების სია“  შეადგინა.

ექსპერტმა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რა აბედნიერებთ ადამიანებს. სიაში შედის თვისებები, როგორიცაა ოპტიმიზმი, მოტივაცია და თვითდაჯერებულობა.

 ადამიანებს ბედნიერების მიღწევაში შესაძლოა ეკლესიურობა ან რელიგიურობა, მშვიდი გარემო და მაღალი ხარისხის ავტონომიაც დაეხმაროს.

დოქტორ ბრაუნი აცხადებს, რომ  წარმატების გასაღებს წარმოადგენს ასევე ,,გამოწვევებსა და სირთულეებთან ბრძოლა მართვად დონეზე”.

მისი ,,საყიდლების სია” მოიცავს ორ სვეტს, თუ „როგორი უნდა იყოს ადამიანი” და „რა უნდა ჰქონდეს” მას.

ის ამბობს, რომ ცხოვრებაში ,,წარმატება” მოდის პოზიტიურობისგან, სულიერებისგან, პრო-აქტიურობისგან, მოქნილობისგან, თავდაჯერებულობისა და სოციალურად კომპეტენტურობისგან. თუმცა შესაძლებლობები, ოჯახის მხარდაჭერა, გამოწვევები, მშვიდი გარემო, ნდობა და ავტონომია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

წარმატებული ადამიანი არის:

ოპტიმისტი,

ეკლესიური ან რელიგიური,

მოტივირებული,

აქტიური,

ბეჯითი,

მოხერხებული,

ადაპტირებადი,

სოციალურად კომპეტენტური,

თვითდაჯერებული/თვითშეფასების უნარის მქონე.

წარმატებულ ადამიანს აქვს:

შესაძლებლობა,

დამსაქმებლის/ ოჯახის / სხვათა მხარდაჭერა,

გამოწვევები და სირთულეები მართვად დონეზე,

მშვიდი გარემო,

ავტონომიის მაღალი ხარისხი,

მიიჩნევენკომპეტენტურად.

 

დენიელ ბრაუნი აცხადებს, რომ წარმატების მისაღწევად საკმარისია სიიდან რამდენიმე დასახელების კომბინაცია და არა მთელი ჩამონათვალი.

 სიის შესაქმნელად, დოქტორმა ბრაუნმა გამოიყენა ბავშვებსა და მოზარდებზე, მხატვრებზე, დასაქმებულ ადამიანებზე, სპორტსმენებსა და მოხუცებზე ჩატარებული კვლევები.

,,წარმატებული – ეს არის სიტყვა, რომლის მოსმენას საკუთარი თავის დახასიათებისას ყველა ისურვებდა, თუმცა მეცნიერებამ დღემდე ვერ მოახერხა მისი აღწერა და კლასიფიცირება. წარმატება ესაა ცხოვრებითა და საკუთარი თავით ტკბობა და რაიმეს კარგად კეთების უნარი ,“ – აცხადებს დოქტორ ბრაუნი.

წარმატებისკენ სწრაფვა განიხილეს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ზოგჯერ მას აღწერდნენ, როგორც სიცოცხლისუნარიანობას, სწავლას, გონებრივ სიმტკიცეს, ან ამ და სხვა თვისებებს კომბინაციას.

იგი ასევე განიხილებოდა სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის სამხედრო, ჯანმრთელობა და ბავშვთა განვითარება.

 ,,XX საუკუნის დასასრულის შემდეგ, მეცნიერებაში დაისვა საკითხი ადამიანის თვით რეალიზებისა და წარმატების უკეთ გაგების შესახებ, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ. თუმცა, კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა ერთი მიზეზის გამო – არ არსებობს სათანადო კვლევები,“ – აცხადებს დოქტორი ბრაუნი.

მისი კვლევა მომავალი კვლევებისთვის ექვს რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის ზუსტი გამოკვლევის საჭიროება იმის შესახებ, თუ რა ხდის წარმატების მიღწევას შესაძლებელს და აქვს თუ არა წარმატებას გრძელვადიანი და კუმულაციური გავლენა ადამიანებზე.

ბრაუნის კვლევა სამეცნიერო ჟურნალ ,,European Psychologist-ში” გამოქვეყნდა.

 

წყარო: medicalxpress.com

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოფსიქოლოგია

„არ უკიჟინოთ ბავშვს პირველობა და გამარჯვება. ბავშვი არ უნდა იყოს ყველაზე პირველი, ის უნდა იყოს თავის თავში პირველი “ – შალვა ამონაშვილი

​აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს შვილებთან მიმართებაში კონკრეტული მიზნების დასახვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უფროსებს ბავშვებთან ურთიერთობისას თავშეკავების გამოჩენა მართებთ:

„მიზანი უნდა დავისახოთ, რა გვინდა ჩვენი შვილებისგან. ​თუ გავგიჟდებით, ბავშვებს ვეღარ აღვზრდით, დავამახინჯებთ. გამოგვადგება ასეთი რამე?! ბავშვები რომ სკოლაში იყვნენ, ჩვენ დასვენებულები ვიქნებოდით. სახლში არიან და იკლებენ ყველაფერს, დარბიან, ყვირიან, ბურთს თამაშობენ. რასაკვირველია, ეს შეგვაწუხებს, მიგვიყვანს ზღვრამდე, რომ დავუყვიროთ, გავბრაზდეთ, დავემუქროთ, ავუკრძალოთ. მოხდება კონფლიქტები. ამით დავარღვევთ ყველა კარგ კანონს. პირველ რიგში, თავში უნდა გვედოს ის, რომ თავი უნდა შევიკავოთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. გაგიჟების ერთი ნაბიჯით აქეთ ვიყოთ. ჩვენ დიდებმა მაინც ხომ ვიცით, რა შედეგი მოჰყვება ამას. ხომ გიყვართ ბავშვი? ეს სიყვარული გამოავლინეთ. უფროსს შეუძლია მოთმინება, მაგრამ ბავშვს – არა. მოითმინეო, ბავშვს რომ ვეძახოთ, არ გამოდგება. როდესაც დედა გახდი და მამა გახდი, უნდა მოითმინო რაღაცები.“

სტატია სრულად :  

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩევს,  რომ შვილებისთვის მისაბაძ მაგალითებად იქცნენ. მისი  თქმით, მშობელს ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა უნდა შეეძლოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რაღაც გვეშლება და ბავშვსაც რაღაც ეშლება, ტრაგიკული სახე ამას არ მივცეთ. ბავშვს შეიძლება ბოდიში მოუხადო, რომ შეგეშალა, რომ უყვირე, რომ გამოხვედი წყობიდან. არ არის ეს შენი ავტორიტეტის დაცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ბავშვისთვის. შენ აძლევ მას მაგალითს, რომ ბოდიში მოიხადოს. დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის. „თუ შეიძლება“ ხომ არ იცის და არ იცის. ვინ უნდა ასწავლოს ეს? უცხო საზოგადოებაში რომ შევა, ნივთს რომ მოკიდებს ხელს და აიღებს, რომ ვეკითხებით: „თუ შეიძლება?“ მერე ისიც იმეორებს. ​ასეთი რაღაცები დაკავშირებულია ეთიკურ განვითარებასთან.“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რა არის შინაური ცხოველების თერაპია?

უცნობი არ არის, რომ პაციენტებს შინაური ცხოველები ჯანმრთელობის პრობლემებთან
გამკლავებაში ხშირად უწევენ დახმარებას. შინაური ცხოველების თერაპია კი არის მართვადი
ურთიერთობა ადამიანსა და გაწვრთნილ ცხოველს შორის.

თერაპიის მიზანია ონკოპაციენტებს, გულის დაავადებებისა და მენტალური პრობლემების მქონე
ადამიანებს დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში და მკურნალობასთან დაკავშირებული სირთულეების

დაძლევაში. ცხოველებს შეუძლიათ შეამციროს არტერიული წნევა, გააუმჯობესონ გულ-
სისხლძარღვთა მუშაობა, ენდორფინისა და ოქსიტოცინის გამოყოფას შეუწყონ ხელი.

ძაღლები და კატები ყველაზე ხშირად გამოიყენება შინაური ცხოველების თერაპიაში. იშვიათ
შემთხვევებში, მაგრამ თერაპია შესაძლოა რისკებთანაც იყოს დაკავშირებული, რაშიც მოიაზრება
უსაფრთხოება და სანიტარული პირობები.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 20
Page 3 of 20