close

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

რა არის შინაური ცხოველების თერაპია?

უცნობი არ არის, რომ პაციენტებს შინაური ცხოველები ჯანმრთელობის პრობლემებთან
გამკლავებაში ხშირად უწევენ დახმარებას. შინაური ცხოველების თერაპია კი არის მართვადი
ურთიერთობა ადამიანსა და გაწვრთნილ ცხოველს შორის.

თერაპიის მიზანია ონკოპაციენტებს, გულის დაავადებებისა და მენტალური პრობლემების მქონე
ადამიანებს დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში და მკურნალობასთან დაკავშირებული სირთულეების

დაძლევაში. ცხოველებს შეუძლიათ შეამციროს არტერიული წნევა, გააუმჯობესონ გულ-
სისხლძარღვთა მუშაობა, ენდორფინისა და ოქსიტოცინის გამოყოფას შეუწყონ ხელი.

ძაღლები და კატები ყველაზე ხშირად გამოიყენება შინაური ცხოველების თერაპიაში. იშვიათ
შემთხვევებში, მაგრამ თერაპია შესაძლოა რისკებთანაც იყოს დაკავშირებული, რაშიც მოიაზრება
უსაფრთხოება და სანიტარული პირობები.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

შიზოფრენია და ფიზიკური ზიანი

შიზოფრენია განიხილება, როგორც ტვინის, გონების დარღვევა და მოქმედებს ადამიანის
ფიქრებზე, შეგრძნებებსა და ქმედებებზე. მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ
ორგანოებიც იცვლებიან, იღებენ დეფორმაციას ფსიქიური დარღვევისას.
მეცნიერებმა დიდი ხნის მანძილზე იცოდნენ, რომ შიზოფრენიით დაავადებული
ადამიანების უმრავლესობას ჰქონდა ფიზიკური დაავადებები, მსოფლიოს
მოსახლეობაზე დაკვირვებისას დაადგინეს, რომ სწორედ ეს ხდება უმეტეს შემთხვევაში
ნაადრევი სიკვდილის მიზეზი.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ფსიქიური დარღვევებით, 15–20 წლით ადრე
ტოვებენ წუთისოფელს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. საბოლოოდ შეგვიძლია
ვთქვათ, რომ შიზოფრენია იწვევს ფიზიკური მდგომარეობის მკვეთრ დაზიანებებს.

წყარო : Sciencealert.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

საკუთარ თავზე ზრნვა აუცილებელია

ყველამ კარგად იცის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა წარმატების აუცილებელი ნაწილია, რადგან სტრესს ამცირებს და ავადმყოფობისგანაც გიცავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ შეძლებთ თქვენს ბიზნესზე ყურადღების გამახვილებას თუ გამუდმებით სტრესის ქვეშ ხართ და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას ცდილობთ?

მაგრამ, როგორც მწერალი ჯასტინ მასკი, ილონ მასკის ყოფილი მეუღლე განმარტავს, საკუთარ თავზე მთელი რიგი სხვა მიზეზების გამოც უნდა იზრუნოთ.

„საკუთარ თავზე ზრუნვა ზეადამიანურ ენერგიას მოგცემთ და ამტანს გაგხდით. თუ წინაპრებმა განსაკუთრებული გენეტიკა არ გადმოგცეს მემკვიდრეობით, მიზნად დაისახეთ და თქვენი პოტენციალი ბოლომდე გამოიყენეთ. გზად მრავალი პრობლემა შეგხვდებათ – დაღლილობა ხშირი ფრენების გამო, უმადობა,თავის ტკივილი; გონების გადაღლა, განუწყვეტელი წვეულებები, მარტოობა, უაზრო შეხვედრები, წარუმატებლობები, ოჯახური დრამა; პრობლემები მნიშვნელოვან ადამიანთან, რომელსაც იშვიათად ხედავთ; ბნელი ღამეები, სულს რომ გიფორიაქებთ; ადამიანები, რომლებიც გღლიან და გაღიზიანებენ, აუცილებელზე გაცილებით ნაკლები ძილი და ა.შ. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ფუჭად არ ჩაივლის,  აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ და გონებაც გამჭრიახი გექნებათ“.

 

Inc.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

რა კავშირია მარიხუანას მოხმარებასა და ფსიქოზს შორის?

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანში მარიხუანას მოხმარება და შიზოფრენიისა და ფსიქოზის გაჩენა გარკვეულ დონეზე დაკავშირებულია ერთმანეთთან.

„ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა“ და „ლონდონის კინგსის კოლეჯის“ მკვლევარების ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, შიზოფრენიის გენები შეიძლება გახდეს იმის ახსნის გასაღები, თუ რატომ უვითარდება მარიხუანის ზოგიერთი მომხმარებელს ფსიქოზი, სხვებს კი – არა.

ფსიქოზი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ტვინი სამყაროს აღქმას.

ფსიქოტიური ეპიზოდი- მწვავე დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობისა და შიზოფრენიის ძირითადი სიმპტომი- შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით, მათ შორის კანაფში შემავალი აქტიური კომპონენტით, დელტა 9-ტეტრაჰიდროკანაბინოლით (დელტა 9-THC). სინამდვილეში, კვლევის თანახმად, ისინი, ვისაც მარიხუანა მოხმარებული აქვთ, ფსიქოზის რომელიმე ფორმის განვითარების თითქმის ოთხჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც მას არ მოიხმარენ.

თუმცა, ადამიანების ნაწილი, რომლებიც კანაფს იყენებენ, არასდროს განიცდიან ფსიქოტიურ ეპიზოდს, რის გამოც მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რაზეა დამოკიდებული ეს განსხვავება.

გაერთიანებული სამეფოს ბიობანკიდან  100 000 მონაწილის ჩანაწერის გამოყენებით მეცნიერებმა გაანალიზეს კავშირი გენეტიკას, კანაფის გამოყენებასა და ფსიქოტიურ ეპიზოდს შორის.

საერთო ჯამში, მოჩვენება და ჰალუცინაცია ჩანაწერების 4 პროცენტზე მეტში, ისეთ პირებში დაფიქსირდა, რომლებსაც მარიხუანას არასდროს მოუხმარიათ, ეს მაჩვენებელი 7 პროცენტამდე გაიზარდა, როცა საქმე ისეთ პირებს ეხებოდა, რომლებიც წარსულში მარიხუანას იყენებდნენ.

რისკის ზრდა ყველაზე მეტად გამოხატული იყო შიზოფრენიის მაღალი გენეტიკური ქულის მქონე პირებში. მეხუთე – უმაღლესი – ქულის მქონე ჩანაწერებს შორის ზრდამ დაახლოებით 60 პროცენტი შეადგინა. მეხუთეზე ნაკლებში კი –  დაახლოებით 40 პროცენტი.

„იმის გამო, რომ გენეტიკური რისკის შეფასება ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშია, გენეტიკის რეალური ზეგავლენა მარიხუანას მოხმარებასა და ფსიქოზის ურთიერთობაზე შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ კვლევის დროს აღმოვაჩინეთ”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევა ჟურნალ Translational Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ფსიქიკურ აშლილობაზე „მძიმე“ დიაგნოზი

   XXI საუკუნეში, მაშინ, როცა მსოფლიო სრული „თავისუფლების“ და ცივილიზაციის მწვერვალს აღწევს და თითქოს ადამიანები ღიად საუბრობენ ნებისმიერ თემაზე, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ამ სიტუაციიდან საკმაოდ დაშორებულნი არიან, ისინი თითქოს სამყაროს შეუმჩნეველ ნაწილში არიან მოქცეულნი, სადაც მათ დასაცავად ხმას არავინ იღებს. დღეს,როდესაც ადამიანის ინტელექტი და შესაძლებლობები განვითარების პიკს აღწევს, ფსიქიკური აშლილობა კვლავ ისტორიულად შენარჩუნებულ ხასიათს ატარებს. ერთი მხრივ,როცა ადამიანი კონკრეტულ დაავადებას ებრძვის, მეორე მხრივ უწევს შეებრძოლოს ძლიერ სტერეოტიპებს და წინარწმენებს, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. საზოგადოებაში ხშირად ჟღერს აზრი, რომ ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანები  ანუ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ბოროტები და უპასუხისმგებლო ადამიანები არიან. რატომ ან საიდან ვრცელდება მსგავსი ნეგატიური აზრები და წინარწმენები?

   რა ხდება ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტიგმებთან დაკავშირებით?რამდენადაც საზოგადოების ცნობიერება ცივილიზაციასთან ერთად უნდა განვითარდეს, დღესდღეობით, ფსიქიკურად არაჯანსაღ ადამიანებს მოვიხსენიებთ „გიჟებად“. მუდმივად თავს ვარიდებთ,პირდაპირი ან არაპირდაპირი გზებით ვახდენთ მათ გარიყვას.მაშინაც კი, როცა მსგავს დაავადებას ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი ებრძვის, მაინც აღვიქვამთ და გვგონია, რომ სხვა ადამიანია, ვეღარ ვენდობით ძველებურად და მხოლოდ მისი დაავადების გადმოსახედიდან ვაფასებთ მას. მსგავსი დამოკიდებულება კი უფრო მეტად ამძიმებს ისედაც რთულ ფსიქიკურ მდგომარეობას, ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ თანადგომით და არა გვერდით განდგომით დაეხმარებიან სხვას.

   არსებული სტიგმები მართლაც ამძიმებს და ამძაფრებს არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის სიმპტომების გამოვლენას, ასეთი ადამიანი უფრო მეტად აგრესიულიც კი შეიძლება გახდეს, ყველაზე რთულ და საზარელ შემთხვევაში, მუდმივმა იზოლაციამ შესაძლოა თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ადამიანი. მაშინაც კი, როცა ადამიანს არ უნდა სიცოცხლის დასრულება, დასუსტებული ფსიქიკის ფონზე, ვერ უძლებს მუდმივ „იარლიყებს“ და სტერეოტიპებს, რომელიც თითოეული ნაბიჯის გავლის დროს ხვდება. ზეწოლა ძლიერდება ყოველდღიურ სიტუაციებში, მაშინ, როცა გვეშინია და არ გვსურს, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ, ვუზღუდავთ არსებობის არეალს, თითქოს ამ ყველაფრის უფლება კანონიერად გვქონდეს, მაგრამ წინარწმენები და საზოგადოების აზრი ერთობლივად იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა კანონზე მაღლა იდგეს. შესაბამისად მსგავსი შეზღუდვებით ადამიანები თავისთავად ვარღვევთ მათი ჯგუფთან მიკუთვნებულობის პროცესს, რაც ყველა ადამიანისთვის ძლიერ სტრესულია.

    საინტერესოა ასევე ფაქტი, რომ ფსიქიკური აშლილობა უფრო სტიგმატიზირდება, ვიდრე ფიზიკური უუნარობა. სავარაუდოდ, აქ ისევ და ისევ უნდა შევეხოთ პიროვნულ პასუხისმგებლობას. საზოგადოების უმრავლესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფსიქიკური აშლილობები ეს ადამიანის არჩევანია, არასაკმარისი ინფორმირებულობა განაპირობებს მსგავს დამოკიდებულებას. ასეთ ადამიანებთან ექიმებიც, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა, ხშირად გაურბიან მათთან ურთიერთობას,რადგან ურჩევნიათ ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს იოლად გაუკეთონ ოპერაცია,რასაც დაახლოებით 2 საათი დასჭირდება, ვიდრე ისმინონ ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანის ბოდვითი აზრები და იდეები, რომელიც შეიძლება თვეზე მეტიც კი გრძელდებოდეს. ეს დამოკიდებულება რეალურად არსებობს საზოგადოებაში, ადამიანი გაურბის რეალურ პრობლემას, რადგან ის ზედმეტად ხისტი და მძიმე ეჩვენება და სტიგმატიზაციის გზით შედარებით იოლად აგვარებს პრობლემას.ყოველ შემთხვევაში ადამიანებს ასე გვგონია.

სტიგმისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კავშირი საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივ განსახილვევლია.ერთი  მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნებაზე, რომელიც ერთიანობაში გარეგნულად არ განსხვავდება მსოფლიოში მცხოვრები უამრავი ადამიანისგან, თუმცა მას აქვს მუდმივი, აბსტრაქტული ნიშანი, სტიგმა,რომელიც სრულიად თვალშისაცემსა და განსხვავებულს ხდის სხვა დანარჩენი საზოგადოებისგან. სტიგმა თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, გადამწყვეტ როლს ასრულებს პიროვნული და სოციალური იდენტობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. როგორ ახერხებენ უბრალო ადამიანები, არაკანონიერი გზებით შეზღუდონ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა არსებობის არეალი? პასუხი ალბათ მკაფიო და კონკრეტულია: საზოგადოება,რომელიც ძლიერი შეჭიდულობით ხასიათდება, შესაძლოა კანონზე მეტ ძალაუფლებას ფლობდეს და წარმატებული იყოს სტიგმის გავრცელებაში. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივი სტიგმატიზაციის პროცესში არ არიან ჩართულნი, მაგრამ თავად მასტიგმატიზირებელ პირსაც ხშირად მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება სტიგმატიზაციას. შედეგი არ არის მხოლოდ სტიგმის გავრცელება, ეს არის ადამიანის პიროვნული სივრცის შეზღუდვა.

 რა არის ის მამოძრავებელი საწყისი, რომელიც გვიბიძგებს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სტიგმატიზაციას?როგორც მრავალი ფსიქოლოგი მიიჩნევს, მსგავსი ქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზთაგანია საფრთხის არიდება. შესაბამისად, სტიგმატიზაციის პროცესი ამ მიზეზს უნდა დავუკავშიროთ. მართალია, არაჯანსაღი ფსიქიკა პირდაპირ არ იწვევს აგრესიასა და ძალადობას, თუმცა აგრესიისა და საფრთხის შიშის უკან, ჩემი აზრით, იმალება ინდივიდის რწმენათა სისტემის რღვევის შიში. კერძოდ, სამყაროს სამართლიანობის რწმენა. ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან პოზიცია, რომ სამყარო სამართლიანია და თუ პიროვნება მაქსიმალურად გააკონტროლებს ყველა ქცევას, იღბალი მას არასდროს დატოვებს. შესაბამისად,როცა მსგავს წარმოდგენებს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მასტიგმატიზირებელი ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაარქვას მას სუსტი, უპასუხისმგებლო, უნებისყოფო და სხვა მსგავსი სინონიმები. მთავარია, არ დაუშვას ის აზრი, რომ მსგავს სიტუაციაში შესაძლოა ოდესმე თავადაც აღმოჩნდეს. ადამიანებს არ გვსურს ეჭვი შევიტანოთ სამყაროს სამართლიანობაში, სხვადასხვაგარი სტიგმა კი ერთგვარი ხელსაწყოა იმისათვის,რომ ეს ფაქტები ავსხნათ.

   მაშინ რა უნდა მოიმოქმედოს სტიგმატიზირებულმა რათა შეინარჩუნოს იდენტობა?როგორ გაუმკლავდეს სტიგმას?ეგოს დაცვის მექანიზმები სხვადასხვაგვარია,ის განსხვავებული რწმენებით ოპერირებს,ერთ შემთხვევაში:“დაბრკოლებას გარემო ფაქტორები განაპირობებს“ და მეორე შემთხვევაში: ,,პრობლემა თავად ინდივიდშია, რომელიც ეგუება სიტუაციას“.

   ფსიქიკური აშლილობის პირთა შეზღუდვასა და სტიგმატიზაციაში, საზოგადოება არის დამნაშავე, მათი დაბალი ინფორმირებულობა და არაკომპეტენტურობა,ზღუდავს მათ უფლებებს,როგორც პირდაპირ ისე არაპირდაპირი გზებით. შესაბამისად,აღნიშნული დამოკიდებულებებით, ინდივიდს შესაძლოა ადაპტაციის პრობლემებიც შევუქმნათ.ადაპტაცია ამ დროს ირღვევა, რადგან სტიგმატიზირებულს არ აქვს საშუალება დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, ჩაერთოს სხვადასხვა აქტიობაში, ის კარგავს სოციალურ სტატუსს და მისი პიროვნება იმდენად სუსტება,რომ კარგავს უნარს გაუმკლავდეს სოციალურ და პიროვნულ წნეხს.

   იმისათვის,რომ აღნიშნული მდგომარეობა შედარებით მაინც აღმოვფხვრათ, პირველ რიგში,საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს მათი „გიჟებად“მოხსენიება და თუ რეალურად ადამიანს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი აქვს, არ ვუწოდოთ მას „ანორექსიკი“არამედ,თუ აუცილებლობაა – მართებულ ტერმინებში ვისაუბროთ,მაგალითად, კვებითი აშლილობის მქონე პიროვნება. ამ ქცევით,სავარაუდოდ, შევამსუბუქებთ ინდივიდის სტიგმატიზაციას და მის დახასიათებას მხოლოდ აღნიშნული დაავადების პოზიციიდან.  ნაკლებად დავაზიანებთ ინდივიდის სენსიტიურ მხარესა და მოწყვლადი მდგომარეობიდან, შინაგანი წონასწორობისა და ბალანსის შენარჩუნებაში დავეხმარებით. ამასთანავე,ადამიანებმა უნდა დაძლიონ ის შიშები და ამრიდებლური ქცევები, მეტად ინფორმირდნენ კონკრეტულ აშლილობებთან მიმართებით და აღნიშნული დადებითი ინფორმაციები გაავრცელონ მეგობრებთან, ახლობლებთან და სხვა ნებისმიერ ადამიანთან, რათა შეიცვალოს გაშინაგნებული არაადეკვატური რწმენები.  საზოგადოების მიერ შექმნილ პრობლემას,ისევ და ისევ საზოგადოება უნდა გაუმკლავდეს,მეტი თანადგომითა და გულისხმიერებით.ნებისმიერი,ერთ დროს მასტიგმატიზირებელი,ან უბრალო ადამიანი უნდა იყოს, მაგალითი იმისა,თუ როგორ უნდა შეიცალოს უსამართლო დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ამ მოვლენის საინტერესო მაგალითია, ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის სიტყვით გამოსვლა:,,ფსიქიკური აშლილობაში სამარცხვინო არაფერია, მაგრამ სტიგმა და დისკრიმინაცია-გვრცხვენოდეს ჩვენ“.შესაბამისად,ხმამაღალი განცხადებებით, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობითა და ხელშეწყობით,შესაძლებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ამ შემთხვევაში, კი ფსიქიკურ აშლილობის მქონე პირთა შეზღუდვა.

ავტორი: ფსიქოკლუბის წევრი – ქეთევან აბესაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორია მეტყველების განვითარების ეტაპები ბავშვებში – სპეციალისტის რჩევა

ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი ,საზოგადოების“ ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე ბავშვებში მეტყველების განვითარების შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ეტაპებს ბავშვთა ასაკის მიხედვით ასახელებს.

🔹 0-6 თვე – თვალს აყოლებს მოსაუბრეს, აბრუნებს თავს ხმის მიმართულებით. ცნობს დედას. ღუღუნებს. შესაძლოა ღუღუნის დროს გამოთქვას ა, ი, გ.

🔹 6-12 თვე – ტიტინებს. ცდილობს გაიმეოროს უფროსის მიერ წარმოთქმული ბგერები. იყენებს ბგერათა მიმდევრობას რაიმე სიტყვის გამოსახატავად, მაგ: ნტა- წყალთან ასოცირებულია. მოსაუბრის მარტივ ინსტრუქციებს პასუხობს მოტორული მოძრაობით, მაგ: ტაშის დაკვრა, სათამაშოს მიწოდება. როცა ასახელებენ პიროვნებას/საგანს ცდილობს მას შეხედოს, მაგ: დედის ხსენებაზე უყურებს დედას.

🔹 1-2 წელი – ჩნდება პირველი გააზრებული სიტყვები. მიუთითებს სხეულის ერთ ნაწილზე მაინც. ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სიტყვებზე. ესმის და ასრულებს ერთსაფეხურიან ინსტრუქციას. ესმის 50-80 მდე სიტყვა. ესმის მარტივი შეკითხვები.

🔹 2-3 წელი – ესმის რამდენიმე ასეული სიტყვა (300-მდე). იყენებს 2-3 სიტყვას, მაგრამ ზოგჯერ გრამატიკულად სწორად არ ადგენს წინადადებებს. სიტყვიერად პასუხობს მარტივ შეკითხვებს. ასრულებს 2-საფეხურიან ინსტრუქციას. სიამოვნებით უსმენს მოკლე ზღაპრებს, ხშირად ილუსტრაციებით თვითონაც ცდილობს ამბის მოყოლას. მიუთითებს სხეულის 6 ნაწილზე. განასხვავებს მინიმუმ 3 ფერს.

🔹 3-4 წელი – სწავლობს ზედსართავ სახელებს, მაგალითად იცის რომელია დიდი/პატარა, მაღალი/დაბალი. იწყებს მრავლობითი რიცხვის გამოყენებას. იყენებს ბევრი/ცოტა-ს. იწყებს კითხვების დასმას. ესმის 1500 მდე სიტყვა. იწყებს სივრცითი მიმართებების გამომხატველი სიტყვების გამოყენებას. მაგ: შიგნით, გარეთ, ზემოთ, ქვემოთ.

🔹 5 წელი – მდიდრდება მისი სიტყვათა მარაგი. უკვე იყენებს ემოციების გამომხატველ სიტყვებს. ემოციასა და მიმიკას აკავშირებს. იწყებს არსებითი და ზედსართავი სახელის სწორად შეწყობას ბრუნვასა და რიცხვში. მოყოლის დროს რამდენიმე წინადადებას აკავშირებს კავშირებით. იყენებს გარემოებისა და განსაზღვრების აღმნიშვნელ სიტყვებს, მაგ: ჩქარა გაიქცა. ჰყვება წარსულში მომხდარ ამბავს. სვამს კითხვებს რატომ? როდის? სად?

🔹 6 წელი – შეუძლია, განასხვაოს რეალური და გამოგონილი სიტყვები. სწორად რამოდენიმე სპეციალური და ტექნიკური ტერმინი, მაგ: პედიატრი- ბავშვების ექიმია. ასახელებს საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს. სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად. ზღაპრის მოყოლისას ცდილობს გამოიცნოს რა მოხდება. შესაძლოა გამოთქვას პირველი ვარაუდები. იწყებს მაქვემდებარებელი კავშირების გამოყენებას: რომ, რომელიც, თუ, რადგან. იცვლის ინტონაციას, ანუ ხვდება რომ ოჯახის წევრს სახლში სხვანაირად უნდა მიმართოს ხოლო უცხო ადამიანს ქუჩაში შედარებით მორიდებულად.

* სპეციალისტმა სტატია დაამუშავა გაეროს ბავშვთა ფონდის 2010 წლის პუბლიკაციით „ადრეული განვითარების სტანდარტები”, ასევე – ვ. ბრიუგე და კ. მოსის წიგნით „ასე სწავლობენ ბავშვები ლაპარაკს”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ვიდეოფსიქოლოგია

რა შეცდომებს უშვებს მშობელი ბავშვის აღზრდის დროს? – თამარ გაგოშიძე

რა შეცდომებს უშვებს მშობელი ბავშვის აღზრდის დროს? (more…)

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

„ბედნიერების შესახებ“ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ბედნიერება ჩვენშია, მე ასე მგონია და არამარტო მე მგონია ასე. დააკვირდით, როგორ არის ადამიანი მოწყობილი – ჩვენ გვაქვს საბაზისო მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ჩვენთვის. მომხმარებლურ საზოგადოებაში ძირითადი ფოკუსი ამაზეა. მაგრამ ადამიანი გარდა ამისა არის სოციალური არსება. მასლოუს პირამიდა არ არის ტყუილი პირამიდა; ამ მოთხოვნილებების გარდა ჩვენ გვაქვს აღიარების და მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. მიკუთვნებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვჭირდება – აღიარება, როგორც ინდივიდის – ეს თუ არ დაიკმაყოფილე, ამის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები. ეს კი არ არის მხოლოდ ინდივიდის საქმე, ეს საზოგადოების საქმეა. საზოგადოებას თითოეული ჩვენგანი ვქმნით. რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული ხელოვნურ ბედნიერებაზე? სინამდვილეში, წამალი და ნარკოტიკი ხომ ტვინში ოპიატის აქტივაციას იწვევს. არადა ადამიანს აქვს უნარი, თავისივე ცხოვრებით, ხელოვნური ჩარევის გარეშე გამოიწვიოს საკუთარ თავში ბედნიერება.

„ბედნიერების განცდა იწყება ბავშვობიდან. ბედნიერ ბავშვს ვერ გაზრდი, როცა ბავშვობიდანვე მხოლოდ საბაზისო მოთხოვნილებებზეა საუბარი და არა აღიარების, სოციალური მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.“

ჩვენ თავიდანვე არ ვაჩვევთ ბავშვებს, რომ სიამოვნების მიღება ცხოვრებიდან – არ ნიშნავს ყველა თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. დაბრკოლების გადალახვა არ არის ბედნიერება? რაღაც უბედურება რომ შეგემთხვევა, ცუდი რამეა, მაგრამ მასაც აქვს თავისი პოზიტიური მხარე; ჩვენ კი ამ მხარის დანახვა გვიჭირს. ჩვენ არ გვაქვს მადლიერების გრძნობა – მეზობელმა რომ თუნდაც პატარა რაღაც გაგვიკეთა – არ გვახსოვს, მეგობარმა რომ გაგვიკეთა – არ გვახსოვს; ცოცხალი რომ ხარ და მზე რომ ამოვიდა, ამით კმაყოფილი რომ უნდა იყო, რატომ არ გახსოვს? მატერია დეპრესიას იწვევს. როცა არ გაქვს, კიდევ და კიდევ გინდა უსასრულოდ და, როცა არ გაქვს, მის გარეშე სტატუსსაც კარგავ. თუ ჯიპზე არ დაჯექი, სტატუსი აღარ გაგაჩნია, შენ რომ მიკუთვნებულობა გქონდეს საზოგადოებასთან – როგორც ინდივიდს, ჯიპის გარეშეც პატივსაცემი იქნებოდი. ბავშვი უნდა გაზარდო როგორც ინდივიდი, რომელსაც შეუძლია რაღაცაზე თქვას – „არა,“ რაღაცაზე თქვას – „კი,“ რაღაცაზე თქვას, რომ არ უნდა, რაღაცაზე – რომ უნდა. ბედნიერების ფორმულა ესაა. ამერიკაში ჩატარადა უზარმაზარი გამოკვლევა იმის შესახებ, თუ რა არის სიცოცხლის ხანგრძლივობის პრედიქტორი – აღმოჩნდა, რომ ესენია: სოციალური მხარდაჭერა და სოციალური ინტეგრაცია. ეს არის მთელი ფორმულა ჩვენი ბედნიერების. ბედნიერების მდგომარეობა გადამდებია. სამწუხაროდ, ყველაფერი აქამდე ნათქვამი, არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს მსოფლიოს პრობლემაა… ყველანი თუ საკუთარ თავს შევხედავთ, ვინმეზე გაღიზიანებისას საკუთარ თავს წარმოვიდგენთ მის ადგილას, აგრესიაც მარტივად გაქრება. მე მინდა, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ ბედნიერები, ხომ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს თითქოს, მაგრამ ეს სიმძიმე ჩვენშია, ჩვენი შვილები რომ წამალზე დამოკიდებულები ხდებიან, ეს ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვიცოდეთ კარგად! ციხით ამას ვერ გამოვასწორებთ, ძალით ამას ვერ გამოვასწორებთ, ვერც ფულით და ვერც ცემით – ამას ვერ გამოვასწორებთ! ამ ყველაფერს გამოვასწორებთ, თუ ჩვენ, ყველა ერთად მოვინდომებთ და ყველანი საკუთარ ადგილას ჩვენ-ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და დავიცავთ ამ საქმეს, თუ გვეცოდინება, რომ ადამიანის სულზე ღირებული არაფერი არ არის მსოფლიოში და ჩვენ ეს სულები არ უნდა დავღუპოთ…

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე  

წყარო : აზროვნების აკადემია

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორ მოვუხსნათ ბავშვს სკოლაში წასვლის შიში? – ფსიქოლოგის რჩევა

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში, 

 სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები

მარიამ დევიძე – ექიმი პედიატრი , პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი

 

  1. როგორ მოვუხსნათ ბავშვს სკოლაში წასვლის შიში და რა გავაკეთოთ,რომ არ დაისტრესოს და მარტივად შეეგუოს ახალ გარემოს?

6 წლის ასაკი ბავშის განვითარებაში ერთ-ერთ კრიზისულ პერიოდადაა მიჩნეული. სკოლაში წასვლით,მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. იმისათვის რომ, ბავშვი ადვილად ადაპტირდეს ახალ გარემოში,ის მზად უნდა იყოს მისთვის.უნდა გააჩნდეს სასკოლო მზაობა. სასკოლო მზაობაში იგულისხმება-ემოციური სფეროს,შემეცნების, აზროვნების, მოძრაობის,შეგრძნების და ნებელობის მზაობა.

ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე ბავში იწყებს მასზე ფიქრს, როგორც სამწუხარო აუცილებლობაზე.რაც სერიოზულ ბარეირს უქმნის კრიზისული პერიოდის წარმატებულად დაძლევისთის. სკოლაშ შესვლა,რომ უმტკივნეულოდ მოხდეს ამისათვის ბავშვმა უნდა გააცნობიეროს,რომ სწავლა მოსაწყენი მოვალეობა კი არა,მოზარდად გახდომის ბუნებრივი პროცესია.

მნიშვნელოვანია ბავშვს შევუქმნათ პოზიტიური განწყობა სკოლის შესახებ:

გაუზიარეთ თქვენი ემოციები მის ასაკში.

ხშირად ესაუბრეთ არა იმაზე,რაც ,,უნდა’’ გააკეთოს სკოლაში, არამედ,რისი კეთების საშუალება ექნება. მაგ.,,ჯერ ვერ კითხულობ სათამაშოების ინსტრუქციას მაგრამ სკოლაშრომ წახვალ კითხვას ისწავლი და თვითონ შეძლებ ყველაფრის წაკითხვას,რაც შენთის საინტერესოა.’’ სცადეთ წამოწიოთ მისი ინტერესი და უთხარით,რომ სწორედ სკოლით შეუძლია მას ამის მიღწევა.

ბავშვთან ერთად შეარჩიეთ სკოლა.ეცადეთ სწავლის დაწყებამდე დაათვალიერებინოთ შენობა,გააცნით პედაგოგები.

დაეხმარეთ გაიცნოს და დაუმეგობრდეს თანაკლასელებს, დაამყაროს ურთიერთობა სხვა ბავშვებთან.

შეუქმენით პოზიტიური შინაგანი მოტივაცია- ერთად წადით სასკოლო შოპინგზე და მიეცით საშუალება თვითონ აირჩიოს სასურველი ნივთები.

  1. რა იწვევს ბავშებში მავნე ჩვევებს, ,,ტიკებს’’(ფრჩხილების კვნეტა,თვალის პაჭუნი)?

მავნე ჩვევა ქცევაში გამოხატული და მოთხოვნილებად ქცეული უარყოფითი მიდრეკილებაა.მავნე ჩვევით ბავშვი გამოხატავს საკუთარ შინაგან მდგომარეობას,ემოციურ სფეროში მომხდარ ცვლილებას.ასეთი ქცევით იპყრობს უფროსის ყურადღებას. მავნე ჩვევა(ფრჩხილების კვნეტა,თმის ტრიალი,თითის წოვა და ა.შ) კომპენსატორული მექანიზმია და შესაძლოა იყოს თავის დამშვიდების,შფოთვის მოხსნის,ბრაზის ან აგრესიის გამოხატვის საშუალება.ზოგჯერ შესაძლოა მავნე ქცევა უფროსების კოპირების შედეგიც იყოს.

ტიკი გახლავთ უნებლიე,სტერეოტიპულად განმეორებადი მოძრაობები.ვლინდება 3-5 წლის ასაკიდან,განსაკუთრებით ხშირია 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ფსიქო-ემოციური ტრამვა,შფოთვა, ფიბია,სტრესი ან ქრონიკული დაღლილობა.ასევე, ნევროლოგიური დარღვევები და მემკვიდრული წინასწარგანწყობა.

 

  1. მეგობრებთან დროის გატარება არის 13-14 წლის გოგონებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.როგორ დააინტერესოს მშობელმა სხვა თემით ან რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს?

როგორი შესანიშნავიც არ უნდა იყოს მშობელი ბავშვისთის აუცილებელია თანატოლებთან ურთიერთობა.მათ აქვთ საერთო ინტერესები,საერთო პოზიცია,მსგავსი სირთულეები.

13-14 წლის ასაკშ მოზარდი თავს გრძნობს ზრდასრულად და აქვს სურვილი გარემომ მიიღოს და აღიაროს მისი დამოუკიდებლობა.პუბერტატის ასაკში ბავშის მიჯაჭვულობა მშობელთან სუსტდება. მათ აქვთ სეპარაციის მოთხოვნილება. ბავშვისთვის მშობელი კარგავს ავტორიტეტულობას და მის ადგილს იკავებს თანატოლი,რომლისგანაც ის იღებს აღიარებას და ემოციურ მხარდაჭერას.

შეეცადეთ დარჩეთ ავტორიტეტულ მშობლად თქვენი შვილისთის და იმეგობროთ მასთნ.მიიღეთ ისეთი,როგორიც არის, დაინახეთ როგორც პიროვნება,გქონდეთ მასთან თნასწორი ურთიერთობა,მიეცით არჩევანის თვისუფლება და დააკისრეთ ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობა.მისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს თქვენგან უპირობო სიყვარული,აღიარება, თანასწორი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა.

  1. 13-14 წლის გოგონები არ არიან ცართულები სახლის საქმიანობაში დედასთან ერთად,არ აინტერესებთ. როგორშეიძლება დააინტერესოს მშობელმა?

სახლის საქმიანობაში მონაწილეობას ბავშვი 3-4 წლის ასაკიდან უნდა მიეჩვიოს.დედასთან ერთად მოამზადოს სადილი, დაეხმაროს მარტივად შესასრულებელი სამუშაოს შესრულებაში. ეს მათთვის სახალისო და სასიამოვნო პროცესია. მოზარდობის ასაკში ასეთი ბავშვისთვის დახმარების თხოვნა პროტესტს არ იწვევს.

როგორ მივაჩვიოთ მოზარდი შრომას:

მიეცით მაგალითი. ბავშვი უნდა ხედავდეს,რომ მშობლები თავად საქმიანობენ.

მიმართეთ დახმარების თხოვნით.მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აფასებთ მის მონაწილეობას და გჭირდებათ მისი დახმარება.

მიეცით თავისუფლება საქმის კეთების დროს. თუ შესასრულებელი სამუშაო რთულია აჩვენეთ,როგორ გააკეთოს.

რაიმეს კეთების სურვილის შემთხვევაში წაახალისეთ მისი წამოწყება.

შეაქეთ შესრულებული სამუშაოსთვის და გამოხატეთ მადლიერება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

მართალია თუ არა, რომ ინტროვერტულობა ლიდერობასთან ძალიან ახლოსაა

იყო ინტროვრტული ნიშნავს იყო ჩაფლული საკუთარ ფიქრებში, არ გაინტერესებდეს გარშემო მომხდარი, ძირითადად ასეთ ადამიანებს უჭირთ  საზოგადოებასთან ურთიერთობა, ისინი ამჯობინებენ განცალკევებას და საკუთარ ფიქრებში და მიზნებში ჩაფლობას.

Enterpreneur.com–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ინტროვერტები საზოგადოების 50 % შეადგენენ, ისინი დასაფასებელი ლიდერები და ინოვატორებიც კი არიან. მიზეზი, თუ რატომ არიან უკეთესები ამა თუ იმ საქმეში არის ის, რომ მათ ურჩევნიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მეტი ფიქრის დრო რჩებათ და შესაბამისად უფრო ინოვაციურები და კრეატიულებიც არიან.

ინტროვერტეებისთვის მიუღებელია ჯგუფური სამუშაოები, არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, არამედ არა კომფორტულად გრძნობენ თავს, რაც ხელს უშლის მათ იყვნენ უფრო პროდუქტიულები.

 Entrepreneur.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 20
Page 4 of 20