close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოარობოტექნიკა

მსოფლიოში პირველი სახლის რობოტი – ჯიბო [ვიდეო]

მსოფლიოს თითქმის ყველა კომპანია უკვე აქტიურადაა ჩართული რობოტებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოგონებაში, მათ შორის არის „Amazon-ი“ და „Google-ი“,  ბოლო რამდენიმე წელია, ისინი თავდაუზოგავად  მუშაობენ პერსონალურ რობოტთა დამუშავებაზე, თუმცა, აქამდე, ძირითადად, მათი პროდუქცია მანათობელი დინამიკით შემოიფარგლებოდა.

 ახალი რობოტი „Jibo“ ასეთი არ არის,  ის ,,Pixar-ის” ცნობილ პერსონაჟ ,,Ivo–ს“ ჰგავს, დიდი მრგვალი თავითა და სახით, რომელიც ემოციებს ანიმაციური აიკონკების საშუალებით გამოხატავს. ჯიბოს შეუძლია სიცილი, ცეკვა და თქვენი მითითებების შესრულება. ის მსოფლიოში პირველი სახლის რობოტია. ჯიბოს ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებაც შეუძლია. მას დასწავლის უნარიც აქვს. რობოტი აზროვნებს და აანალიზებს სიტუაციას.

ამ ყველაფრის წყალობით, რობოტი ძალიან ემსგავსება ადამიანს, რაც ბევრისთვის გამოწვევაა, მათში ცნობისმოყვარეობა იღვიძებს და ცდილობენ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტები.

წყაროEngadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი გიჩვენებთ, როგორი შესახედაობა გექნებათ წლების შემდეგ

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმის განსაზღვრა მოახერხეს, თუ როგორი გარეგნობა ექნება ამა თუ იმ ადამიანს რამდენიმე წლის შემდეგ.

სისტემა იყენებს ორ ნაწილიან AIალგორითმს, რომელსაც უწოდებენ  GANსისტემას. პირველი ნაწილი იღებს ინდივიდის სახეს და წარმოადგენს იმავე პიროვნების სახეს ამა თუ იმ ასაკში. მეორე ნაწილი ამ გამოსახულებას ადარებს ამ პიროვნების რეალურ დროში გადაღებულ რეალურ ფოტოს და ახდენს შედარებას, რაც პირველ ნაწილს საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. GAN-ი დაბერების სხვა ხელოვნურ სისტემებსაც გამოუყენებიათ, თუმცა სხვებისგან გასნხვავებით, აღნიშნული სისტემა შუბლსა და თმაზეცაა ორიენტირებული.

 მეცნიერებმა თავიანთი ხელოვნური ინტელექტი ორი მონაცემთა ბაზის 100,000 ფოტოზე გამოსცადეს. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ადამიანები 20 წლით ,,დააბერეს”, როდესაც მისი რეალურობა კომპიუტერული პროგრამით შეამოწმეს, თითქმის 100-პროცენტიანი სიზუსტე გამოავლინეს.

წყაროhttp://www.sciencemag.org/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

19 ივნისი მამების დღეა – „კაცები ზრუნავენ“

19 ივნისი მამის საერთაშორისო დღეა. დღესასწაული, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში  აღინიშნება. მათ შორის, საქართველოშიც.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე საქართველოში წელს მესამედ აღინიშნება.

მამის დღის ცენტრალური ღონისძიება ხვალ, 19 საათზე, თბილისში, „მზიურის“ სცენაზე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წარმოადგენენ სპეკტაკლს ,,შოუ ზღაპართა ქვეყანაში”. „მზიურის“ სტუმარ ბავშვებსა და მშობლებს შემეცნებითი და გასართობები თამაშებიც ელით.

ასევე, მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილია ღონისძიებები თელავსა და ზუგდიდში. მწერალი ტორესა მოსი თელავში, წიგნის მაღაზია ,,ბიბლუსში” გამართავს  მკითხველთან შეხვედრას, სადაც წაიკითხავს ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნს ,,იავნანა ლილისთვის”, ხოლო ზუგდიდში, ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში, მწერალი ზვიად კვარაცხელია იმავე წიგნით შეხვდება მკითხველს. „იავნანა ლილისთვის“გასულ წელს, კამპანიის ,,კაცები ზრუნავენ” ფარგლებში გამოიცა.

მამის დღის აღნიშვნას უერთდებიან სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციატივით, 17 ივნისს „დინამოს“ სტადიონზე დაგეგმილი თამაშის მონაწილე ფეხბურთელები, მამის დღისა და გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად, სპეციალური მაისურებითა და ბანერით გამოვლენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) ამბობენ, რომ კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით – ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

მოწყობილობა, რომელიც წყალს ფილტრავს

კიდევ ერთი ძალიან საჭირო გამოგონება, რომელიც  ლაშქრობის მოყვარული ადამიანებისთვის ძალიან მიმზიდველია, რადგან ექსტრემალურ პირობებში შესაძლებელია სასმელად ვარგისი წყალი ვერ მოძებნონ, შესაბამისად, მათ ესაჭიროებათ რაიმე მსგავსი მოწყობილობა და არა მარტო მათ, ასევე ისეთ რეგიონებსა თუ სოფლებს, სადაც სუფთა წყალი რთული მოსაპოვებელია.

ეს საინტერესო და ძალიან პრაქტიკული ნივთი წყლის საფილტრია რომელიც 99%-ით ფილტრავს ბინძურ წყალს. ამ გამოგონებამ ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია.

 ამ წყლის საფილტრს დიდი რაოდენობით ურიგებენ აფრიკულ ოჯახებს. როგორც იცით, აფრიკა არ გამოირჩევა წყლის სიუხვით და, მით უმეტეს, სასმელად ვარგისი წყლით.

წყაროEngadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოასაქართველო

პირველი ქართული ვისკი ,,JIMSHER-ი” მსოფლიოს საუკეთესო ვისკების სამეულშია

საფერავის კასრში დავარგებული ,,JIMSHER-ი” საერთაშორისო კონკურსზე WHISKY COMPETITION-ზე ნომინაციაში – მსოფლიოს საუკეთესო ვისკი (BEST WORLD WHISKY) მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

როგორც კომპანიის ოფიციალურ Facebookგვერდზეა აღნიშნული, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, ქართული ვისკი საუკეთესოთა სამეულში შეიყვანა.

პირველი ქართული ვისკი ,,JIMSHER-ი“ რამდენიმე თვის წინ, დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ,,The Travel Retail Masters 2017-ზე” ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა და ის მსოფლიოს საუკეთესო ალკოჰოლური სასმელების ათეულში მოხვდა.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა ფეხბურთის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონი გამოავლინა

რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. სანამ მილიონობით გულშემატკივარი იმაზე მსჯელობს და კამათობს, ვინ გახდება წელს ჩემპიონი, ხელოვნურმა ინტელექტმა, 100,000 სიმულაციაზე დაყრდნობით, ჩემპიონატის ფინალის შედეგი „იწინასწარმეტყველა“.

მკვლევართა გუნდი შედგება დორტმუნდის Technische Universitat-ის, მიუნხენის Technical University-ისა და ბელგიის Ghent University -ის აკადემიკოსებისგან.

მათ კვლევისთვის სამი ტექნოლოგია გამოიყენეს: Poisson regression-ი (სხვადასხვა ცვლადი სიდიდეების ინტერპრეტირება და აწონვა), ranking method-ი (თითოეული გუნდის ძალის შეფასება)  და random forest-ის მიდგომა.

აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ, სავარაუდოდ, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. კერძოდ, ესპანეთს მოგების ყველაზე მაღალი შანსი – 17.8 პროცენტი აქვს, გერმანიას – 17.1 პროცენტი, ბრაზილიას – 12.3 პროცენტი, საფრანგეთს – 11.2, ხოლო ბელგიას –10.4. კვლევის თანახმად, საუდის არაბეთს ფინალამდე მიღწევის 0 შანსი აქვს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები – ინოვაცია გარემოს დაცვით საქმიანობაში

გარემოს დაბინძურება დღვანდელი მსოფლიოსთვის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, გარდა იმისა, რომ ქარხნები და მანქანის გამონაბოლქვები აბინძურებენ ჰაერს, ნაგავიც, პოლიეთილენის პარკები და ბოთლები ასევე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ ბუნებას.

საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები, სახელწოდებით „Ooho“ – შეფუთვის ორიგინალური სახეა, რომელიც გარემოსათვის მავნე პლასტმასის ბოთლების შემცვლელია. წყალმცენარეებისგან დამზადებულ ჭურჭელში შეიძლება ჩაისხას წყალი, ხილის წვენები და სხვა მსგავსი სითხეები. დაცლის შემდეგ ბუშტების გამოყენება თამამად შეიძლება საკვებად, მაგრამ თუ მათი გემო არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა: გადაგდებიდან 4-6 კვირის შემდეგ ისინი ბოლომდე დნებიან და წყლად იქცევიან.

ინოვაციის ავტორმა  კომპანია „Skipping Rocks Lab-მა“ გარემოს დაცვის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის საკმაოდ ბევრი ჯილდო მიიღო.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

Google Analytics-ი – ნაკლები დრო კვლევის ჩატარებაში!

კომპანია „Google–მა“ საზოგადოებას მრავალი მომსახურება შესთავაზა, რაც მათ გაუადვილებთ სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას, ერთ–ერთი სწორედ მათ მიერ დაწყებული კამპანია „Google Analytics–ია“, მასში ატვირთულია უამრავი მასალა თითქმის ყველა ონლაინჟურნალის მონაცემები, შესაბამისად ყველა კომპანიისთვისაა ხელმისაწვდომი შეამოწმოს საკუთარი ვებგვერდის მკითხველთა სხვადასხვაგვარი სტატისტიკა, შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენი ადამიანი სტუმრობს გვერდს, რამდენი ხანი ჩერდება და ძირითადად რომელი ფენის წარმომადგენლები არიან ისინი.

ეს კამპანია უადვილებს კომპანიებს საქმეს, მათ დრო აღარ დაეკარგებათ კვლევების ჩატარებაში, ენერგია, რაც იხარჯებოდა ახლა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება გადანაწილებული.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ინოვაციური კედელი, რომელიც დადებითი თვისებებით 275 ხეს უთანაბრდება

იმისათვის, რომ ჟანგბადი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ – რაც შეიძლება სუფთა იყოს, ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს, რომ იპოვოს ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის გზა.  მოდი, ასე ვთქვათ – მოჭრილი ხეების ადგილზე შენობების აღმართვა წარმატებას არ მოგვიტანს.

კომპანია ,,Green City Solutions-ის“ მიერ შემუშავებული კამპანია ,,ქალაქის ხე” არის მწვანე კედელი, სადაც გამოსახულია ბუნება. სხვადასხვა ჯიშის ხავსისაგან შექმნილი კედელი ასუფთავებს ჰაერს და დადებითი თვისებებით 275  ხეს უთანაბრდება, ანადგურებს დღეში 250 გრამ მტვერს, გამონაბოლქვ აირებს, ხოლო მზის პანელებთან ერთად – კომპლექსში მას შეუძლია შეაგროვოს წვიმის წყალი და აკონტროლოს ნიადაგის მდგომარეობა. ,,ქალაქის ხე” უკვე მსოფლიოს 25 დიდ ქალაქშია დამონტაჟებული, მათგან ყველაზე მეტი ინდოეთშია.

 

წყარო:  Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიო

კანადაში სამსახურს საცხოვრებელიც მოყვება

კანადაში მდებარე მცირე საოჯახო ბიზნესი ცდილობს თანამშრომლები აიყვანოს. სამსახურთან ერთად საცხობი მათ უფასო საცხოვრებელსაც სთავაზობს.

„კეიპ ბრეტონი“ კუნძულია, რომელიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პატარა დასახლებას  ყველაფერი აქვს, ერთადერთი, რის ნაკლებობასაც განიცდის, არის ხალხი. კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 150 ათასია, ეს რიცხვი კი – ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, ადგილობრივმა ბბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, რომ მუშა ხელის მოსაზიდად მსურველებს საცხოვრებელი მიწაც გადასცენ. ამიტომ, ყველა ადამიანი ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურსა და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს.

 აღსანიშნავია, რომ, მას შემდეგ, რაც საცხობის მეპატრონემ „Facebook“-ზე განაცხადა, ძალიან ბევრა ადამიანმა გამოთქვა სურვილი კუნძულზე გადავიდეს საცხოვრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია, უპირველეს ყოვლისა, კანადელებისთვის გამოაცხადეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, უცხოელებმაც მიიღონ სამუშაო.

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 63 64 65 66 67 99
Page 65 of 99