close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოაკულტურასაქართველო

ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი გახდება

ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი გახდება. ამ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტი „ბორჯომი-სამუზეუმო ქალაქი“ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით ბორჯომში ხუთი მუზეუმი იმუშავებს. ესენია:

• ახალი კავალერიის კორპუსში – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი;

• რომანოვების ყოფილ კანცელარიაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი;

• მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი;

• ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი;

• ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი;

ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მოეწყობა საიტი- ატრაქცია. ღია ცის ქვეშ ,,პირველი რკინიგზა”, რომელიც პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით იქნება შექმნილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

სპერმის ახალი სტრუქტურა, რომელიც შესაძლოა უნაყოფობას უკავშირდებოდეს

მეცნიერებმა სპერმის სრულიად ახალი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც ნაწილობრივ პასუხისმგებელია ყველაფერზე – განაყოფიერებიდან დაწყებული ნაადრევი მშობიარობითა და დაბადების დეფექტებით დამთავრებული.

თუკი სკოლაში ნასწავლ ბიოლოგიას გადავხედავთ, გავიხსენებთ, რომ ცენტრიოლი არის უჯრედის ციტოპლაზმაში მდებარე სტრუქტურა, რომელიც უჯრედის გაყოფას უწყობს ხელს.

 ის, რაც ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს არის ის, რომ სპერმაში არსებობდა მეორე ექსტრაცენტრიოლი, რომელსაც მკვლევარებმა ,,ატიპიური” ცენტრიონი უწოდეს. ეს ორი ცენტრიოლი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

,,ატიპიური ცენტრიონის ფორმაციისა და ფუნქციონირების პათოლოგია შესაძლოა წყვილების უშვილობის, ადრეული მშობიარობისა და ემბრიონის განვითარების დეფექტების გამომწვევი მიზეზი იყოს,” – აცხადებენ მეცნიერები. მათი მიზანი იმის დადგენა გახლდათ, საიდან მოდის ცენტრიოლი ზიგოტაში.

ატიპიური ცენტრიოლი პროტეინების სრულ კომპლექტს შეიცავს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განაყოფიერების შემდეგ სრულყოფილი და ფუნფუნქციონალური ცენტრიოლი წარმოქმნას.

ეს ექსტრაცენტრიოლი მენციერებს ახალ შესაძლებლობას აძლევს მაშინ, როცა ცნობილი პრობლემებით უნაყოფობის, ნაადრევი მშობიარობისა და დაბადების დეფექტების ახსნა ვერ ხერხდება – თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ატიპიური ცენტრიოლი ყოველთვის ,,დამნაშავეა”.

,,ტოლედოს უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტთან მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ატოპიური ცენტრიოლის კლინიკური შედეგები შევისწავლოთ და ამ გზით დავადგინოთ, ასოცირდება თუ არა ის უნაყოფობასთან,” – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

ნასას სენსაციური აღმოჩენა: მარსი სიცოცხლისთვის საჭირო კომპონენტებს შეიცავს

ნასას როვერმა მარსის ზედაპირზე ორგანული ნაერთების სიმრავლე და ატმოსფერული მეთანის სეზონური ცვლა აღმოაჩინა, ეს კი საკმაოდ მყარი მტკიცებულება გახლავთ იმისა, რომ, შესაძლოა, დედამიწის მეზობელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდეს.

თუმცა,  აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აცხადებს, რომ როვერ ,,Curiosity-ის“ მიერ ე.წ. გალაკრატერზე გაკეთებულ აღმოჩენას შესაძლოა ბიოლოგიური ახსნა ვერ მოეძებნოს, რაც მარსზე სიცოცხლის არსებობა-არარსებობის საკითხს კვლავ ბურუსით მოცულს დატოვებს.

ნასას როვერმა პლანეტაზე სამი განსხვავებული ტიპის ორგანული მოლეკულა აღმოაჩინა. ამავდროულად ,,Curiosity-მა“ ატმოსფერულ მეთანში მოულოდნელად დიდი სეზონური ციკლი.

დედამიწის ატმოსფეროში მეთანის დაახლოებით 95 პროცენტი ბიოლოგიური აქტივობის შედეგად წარმოიქმნება. თუმცა, მეცნიერების განცხადებით, ჯერ ადრეა გადაჭრით იმის მტკიცება, რომ მარსის მეთანიც სიცოცხლესთანაა დაკავშირებული.

ორგანული მოლეკულები სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებია, თუმცა ისინი შესაძლოა ისეთი ქიმიური რეაქციებისგან წარმოიშვან, რომლებიც სიცოცხლესთან კავშირში არ არიან. მეცნიერების განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის ცოდნა, წარმოიშვნენ თუ არა მარსის კომპონენტები ბიოლოგიურ პროცესებში. მათივე განმარტებით, არსებობს ორგანული მასალის სამი შესაძლო წყარო: სიცოცხლე, მეტეორიტები და გეოლოგიური პროცესები. დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, თუ რომელმა მაათგანმა გამოიწვია ორგანული მოლეკულების წარმოშობა.

ნასა იმედოვნებს, რომ Curiosity-ის ან სხვა როვერის საშუალებით მალე უკეთესად შემონახული ორგანული კომპონენტების მოპოვებას შეძლებენ, რაც მათ სიცოცხლის ქიმიური ხელწერის შემოწმების საშუალებას მისცემს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაციატექნოლოგიები

,,Facebook-მა” 14 მილიონი მომხმარებლის პერსონალური პოსტი გაასაჯაროვა

საუბარია პოსტებზე, რომლებიც 18-დან 27 მაისამდე გამოქვეყნდა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ამის მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.

როგორც წესი, თითოეული პოსტის აუდიენციას თავად მომხმარებელი პერსონალურად ირჩევს. ,,Facebook-ის” განმარტებით, პრობლემის შესახებ 22 მაისს შეიტყვეს, მაგრამ ხარვეზის აღმოფხვრას 5 დღე დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ,,Cambridge Analytica” ,,Facebook-ის” მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. კომპანიამ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ მომხმარებელთა ინფორმირების გარეშე, ბოლო 10 წლის განმავლობაში ,,Facebook-ი” 60-მდე კომპანიას საკუთარი პლატფორმის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს უზიარებდა. ამის შესახებ ,,The New York Times-ის” მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა.

,,Facebook-ის” მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში განმარტებულია, რომ გადაცემული ინფორმაცია კომპანიებმა მხოლოდ საკუთარ ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ,,Facebook-ის” აპლიკაციის მორგების მიზნით გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად, ამ დროისთვის თავად ტექნოლოგიური გიგანტები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

,Facebook-მა” გუშინ ჩინური კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება აღიარა.

წყარო: imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

დედამიწაზე დღეების ხანგრძლივობა მატულობს 

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ ყველაფერი პირიქითაა – დღეები დედამიწაზე დროთა განმავლობაში უფრო  ხანგრძლივი ხდება, ეს კი ჩვენი პლანეტის ბრუნვაზე მთვარის ზეგავლენის გამო ხდება.

ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ 1,4 მილიარდი წლის წინ დედამიწასა და მთვარეს შორის ურთიერთობა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მაშინ დღე არა 24-საათიანი, არამედ 18-საათიანი იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ დროიდან დღემდე დღე 6 საათით გახანგრძლივდა ანუ წელიწადში საშუალოდ 0.00001542857 წამით.

ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მთვარე ნელ-ნელა შორდება დედამიწას. 1,4 მილიარდი წლის წინ ის ცოტა უფრო ახლოს იყო დედამიწასთან, ჩვენი პლანეტა კი უფრო სწრაფად ბრუნავდა.

კოლომბიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოყენებული ტექნოლოგია – TimeOptMCMC აერთიანებს ასტრონომიულ თეორიას, გეოლოგიურ მონაცემებს და სტატისტიკას. მისი საშუალებით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ იცვლება მზის სისტემა დროთა განმავლობაში.

TimeOptMCMC-ის საშუალებით განხორციელებული რეკონსტრუქციის გზით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღის ხანგრძლივობა ყოველწლიურად 0.000018 წამით მატულობს, მთვარე კი დედამიწას წელიწადში დაახლოებით 3.82 სანტიმეტრით შორდება.

 

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

5 რამ, რაც 25 წლამდე უნდა გაიაზროთ

მეცნიერების აზრით ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს 25 წლამდე, გადაწყვიტოს, რა ინტერესები აქვს ცხოვრებაში, სად ხედავს საკუთარ თავს მომავალში.

იპოვეთ ნამდვილი მეგობარი, ხელი ჩასჭიდეთ მაგრად და ერთად გაემგზავრეთ ცხოვრების აღმოსაჩენად. იარეთ ერთად წინ და უკან მოიტოვეთ ყველა, ვინც მეგობრობის სიწმინდე ვერ დააფასა.

აღმოაჩინეთ თავიდან – ვინ ხართ,  თუ ჯერ კიდევ არ იცით, რომ ხართ უნიკალური, თქვენ ხართ ერთადერთი ამ სამყაროში, რომლის ზუსტი ანალოგი არ არსებობს,  თქვენ უკვე ხართ ბედნიერი, ყველაფერი შეგიძლიათ, რასაც წარმოიდგენთ,  თქვენ უკვე გაქვთ ყველა რესურსი აისრულოთ  ოცნებები.

აღმოაჩინეთ აქამდე დაფარული ტალანტები და შეიყვაროთ საკუთარი თავი მთელი თავისი დიდებულებით.

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატექნოლოგიებიქიმია

მსოფლიოს უმსხვილესი ალმასის კომპანია – ,,De Beers-ი“ ხელოვნურ ბრილიანტს შექმნის

მსოფლიოს უმსხვილესი ალმასის კომპანია  – ,,De Beers-ი ხელოვნური ალმასის წარმოებას იწყებს. არსებობის 130-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება პირველად მიიღო.

ხელოვნურ ალმასს  1950 წლიდან აწარმოებენ, კომპანია ,,De Beers-ი“ კი – სინთეტიკურ ბაზარზე გადასვლას გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ბოლო დროს დამოკიდებულება შეცვალა და აცხადებს, რომ ხელოვნური ალმასის წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ ეფექტურია იმისათვის, რომ საუკეთესო ხარისხის ძვირფასი ქვის მსგავსი ალმასი დიდი რაოდენობით აწარმოონ.

ალმასი გახლავთ ძვირფასი ქვა, რომელიც ყველაზე მეტად ბრწყინავს, გახლავთ ერთ-ერთი მტკიცე მასალა და შეხებისას სიცივე იგრძნობა. 

ყველა ეს თვისება განპირობებულია ალმასის კრისტალში ატომების სრულყოფილი განლაგებით – ეს ატომები ნახშირბადია. ამ განლაგებაში მცირე დეფექტიც კი ალმასის ფერის მკვეთრ ცვლილებას იწვევს. მაგალითად, ყოველ 10,000 ატომში ერთის გადანაცვლება გამჭირვალე ძვირფას ქვას ყავისფერს ხდის. ნახშირბადის ატომების განლაგების სიზუსტის დაცვა იოლი არაა.

ბუნებრივი ბრილიანტი მზადდება დედამიწის სიღრმეში, სწორი ტემპერატურისა და, წნევის წყალობით, ინგრედიენტები იკრიბება და მილიონობით წლის შემდეგ – ზედაპირზე ამოდიან.

პირველი ხელოვნური ბრილიანტი დაამზადეს ლაბორატორიაში, სადაც ეს პირობების უზარმაზარ დანადგარებში შექმნეს. ეს გახლავთ პატარა ბრილიანტების წარმოების გზა.

ასევე – შესაძლებელია, მაღალხარისხიანი ხელოვნური ალმასის კრისტალების წარმოქმნა ნახშირბადის ატომების ფენების მეთანის გამოყენებით გაზრდის გზით. ეს კეთდება წყალბადის მოშორებით მეთანიდან მოლეკულებისგან სუპერსუფთა რეზერვუარებში ცხელი პლაზმის გამოყენებით.

ამის შემდეგ, ნახშირბადს ალმასის კრისტალებად გარდაქმნიან. ამ პროცესის – ქიმიური ორთქლის დეპონირების (CVD) მთავარი გამოწვევა გახლავთ ხარჯეფექტიანობა. კომპანია ,,De Beers-ი“ მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევას თავს გაართმევს და მაღალი ხარისხის ხელოვნურ ბრილიანტს შექმნის.

წყარო: https://www.sciencealert.com

 მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიებიტურიზმი

ყურსასმენი გიდი – იაფი და კომფორტული მომსახურება

ტურისტებს ხშირ შემთხვევაში აინტერესებთ,  თუ როგორ შეიძლება მიიღონ ინფორმაცია ამა თუ იმ ადგილზე დაბალ ფასებში და, სამწუხაროდ, ასეთი გიდის რჩევა ძალიან რთულია, რადგან ინდივიდუალური გიდის მომსახურება ერთ ადამიანზე საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება.

ახალი პროდუქტი არის ძალიან კომფორტული ყურსასმენი, რომლის მეშვეობითაც ტურისტებს შეეძლებათ, რომ თავისი სურვილისამებრ გადაადგილდნენ ნებისმიერ ადგილზე, დაათვალიერონ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა და ყურსასმენი გიდის მეშვეობით მოისმინონ მაქსიმალურად ზუსტი და ვრცელი ინფორმაცია.

ყურსასმენი გიდი ეს არის ძალიან მარტივი გამოსაყენებლად,  მისი მოხმარება დამხმარე რუკის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება ღირსესანიშნაობების სურათები და თითოეულ მათგანს ექნება თავისი ნომერი. რომლის მიხედვითაც, ტურისტს გაუმარტივდება ინფორმაციის მოძებნა მოწყობილობაში. მსგავსი ტექნოლოგია უკვე დაინერგა რამდენიმე ქვეყანაში.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

იაპონიის დამსახურება რობოსამყაროში და მოაზროვნე რობოტები

იაპონია ტექნოლოგიური განვითარებით მსოფლიოში  პირველ ადგილზე რომ არის – ეს ყველასთვის  ცნობილია.  სწორედ იაპონიაში  80–იანი წლებიდან კორპორაცია  „Honda Research Institute Japan-ი“ ცდილობს, შექმნას რობოტი ადამიანი, მსგავსად ადამიანისა – მასაც რომ შეეძლოს სიარული, სირბილი  და უფრო მეტიც – დამოუკიდებლად აზროვნება.

 ეს უკანასკნელი იაპონელი მეცნიერებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესია,  რათა ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინონ მთელ მსოფლიოში.

 აი, უკვე რამდენიმე წელია  „Honda Research Institute Japan-ის“ ლაბორატორიებში მიმდინარეობს თავდაუზოგავი მუშაობა და სატესტო გამოცდა რობოტ „Asimo–ზე“.  რობოტი  „Asimo“ 2000 წელს შეიქმნა და პირველად სწორედ იაპონელმა  საზოგადოებამ  გაიცნო იაპონელი რობოტი. სახელი  „Asimo“ ინგლისურად ასე იშიფრება– „Advanced Step in Innovative Mobility“ , რაც ქართულად ნიშნავს – „ახალი ნაბიჯი ტექნოლოგიურ  სამყაროში“.  პირველი სერიის რობოტები მოძრაობდნენ შედარებით ნელა   – 1,6 კმ /საათი სიჩქარით.  შეეძლოთ ერთეული ფრაზების თქმა და ესმოდათ დაპროგრამებული სიტყვები. ახლა კი – თქვენ უამრავი გასაოცარი უნარის მქონე რობოტს ნახავთ – მზარეულის, პოლიციელის, მაშველისა და სხვა საჭირო ფუნქციების მქონეს.

წყარო:Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

გამოვლინდა გენები, რომლებმაც ადამიანის ტვინის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი

მეცნიერებმა სამი გენი გამოავლინეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ადამიანის ევოლუციაში – ტვინის ზომის ზრდაში, რამაც შემეცნებით პროგრესს შეუწყო ხელი და განსაზღვრა ჩვენი, როგორც ადამიანების, ჩამოყალიბება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს გენები, რომლებიც მხოლოდ ადამიანებშია ნაპოვნი,   3-4 მილიონი წლის წინ გამოჩნდა ანუ იმ პერიოდის წინ, როდესაც არქეოლოგიურ ნამარხებში ვლინდება ადამიანის წინაპრის სახეობებში ტვინის ზომის მკვეთრი ზრდა.

სამ ახლახან აღმოჩენილ გენს, მეოთხე – უფუნქციო გენთან ერთად, NOTCH2NLგენებს უწოდებენ. ისინი განსაკუთრებით აქტიურია ცერებრალური ქერქის ნერვული ღეროვანი უჯრედების რეზერვუარში, ეს გახლავთ ტვინის გარეფენა, რომელიც პასუხისმგებელია ისეთი მნიშვნელოვანი ფსიქიკური ფუნქციებისათვის, როგორიცაა – შემეცნება, ენა, მეხსიერება, აზროვნება და ცნობიერება.

,,ცერებრალული ქერქი არის ის, რაც უმეტესწილად განსაზღვრავს – თუ რა სახეობას მივეკუთვნებით და ვინ ვართ ჩვენ, როგორც ინდივიდები. მისი ევოლუცია კი ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც კაცობრიობის წარმოშობას ეხება,” – აცხადებენ მეცნიერები.

აღნიშნული გენები ადამიანის უახლოეს ნათესავებშიც კი არ არსებობს. არცერთი მათგანი არაა აღმოჩენილი მაიიმუნებსა და ორანგუტანებში. მეცნიერებმა ამ გენების უფუნქციო ,,ბიძაშვილი” გორილებსა და შიმპანზეებში აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ NOTCH2NL-ი აღმოჩნდა ადამიანის ხაზის ორ გადაშენებულ სახეობაში –  ნეანდერტალელებსა და დენისოვანსებში.

მეცნიერები აცხადებენ, რომ NOTCH2NL-ი  დაკავშირებულია ისეთ ნევროლოგიურ მდგომარეობებთან, როგორიცაა აუტიზმი,  შიზოფრენია და თავის უჩვეულოდ დიდ ან პატარა ზომასთნ.

NOTCH2NLგენების შესახებ ჩატარებული 2 კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ ,,Cell-ში“ გამოქვეყნდა.

წყარო: https://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 61 62 63 64 65 95
Page 63 of 95