29 წლის მეცნიერი, ქეითი ბოუმანი ის ადამიანია, რომლის დახმარებითაც შავი ხვრელის ფოტო შეიქმნა, წერს BBC.
შავ ხვრელს, რომელიც დედამიწიდან 500 მილიონ ტრილიონი კილომტერის დაშორებით მდებარეობს, ფოტო 8 ტელესკოპისაგან შემდგარმა ქსელმა (Event Horizon Telescope) გადაუღო, ბაუმანის გუნდის მიერ შექმნილმა ალგორითთმა კი ტელესკოპების მიერ გადაღებული გიგანტური ზომის მონაცემები დაამუშავა და ფოტო იმ სახით გამოიყვანა, რომლითაც მთელმა მსოფლიომ ნახა.
ქეითი ბოუმანი სათავეში ედგა პროექტს, რომელშიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის, ჰარვარდ-სმიტსონური ასტროფიზიკის ცენტრისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჰავსთექის ობსერვატორიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ალგორითმზე მუშაობა ბოუმანმა 3 წლის წინ დაიწო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის სტუდენტი იყო.
“არ მჯეროდა, როდესაც ვუყურებდი, რომ შავი ხვრელის პირველი ფოტო რეკონსტრუქციის პროცესში იყო,” – წერს ბოუმანი ფეისბუკზე.
CNN-თან ინტევრიუში ის ამბობს, რომ ფოტო გუნდური მუშაობის შედეგია და ცალკე აღებული მას ერთი ადამიანი ვერ დაამუშავებდა.
შავი ხვრელი მდებარეობს გალაქტიკაში, სახელად M87. მეცნიერების ცნობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ხვრელია, რომელიც გალაქტიკაში არსებობს.
ხვრელის ირგვლივ წარმოქმნილი “ცეცხლის ბეჭედი”, სავარაუდოდ, გადახურებული გაზის შედეგია. ეს სინათლე უფრო კაშკაშაა, ვიდრე გალაქტიკის სხვა მილიარდობით ვარსკვლავი ერთად აღებული. სწორედ ამიტომ შეიძლება ტელესკოპით მისი დედამიწიდან დანახვა.
შავი ხვრელი არის სივრცე კოსმოსში ძლიერი გრავიტაციული ველით, რომლისაგან თავის დაღწევა სინათლესაც არ შეუძლია. შავი ხვრელი, სავარაუდოდ, ვარსკვლავის კვდომის შედეგად წარმოიქმნება და არავინ იცის, რა მოსდის ობიექტს, რომელიც ხვრელში აღმოჩნდება.




























პოლკოვნიკმა ვილბუამ შეიტყო, რომ მტერი აპირებდა დელარეის დივიზიისთვის ალყის შემორტყმას და განადგურებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თავად ვილბუას პოლკი და ნიკო ბაგრატიონი. დაზვერვამ, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც მონაწილეობდა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. ბურებმა დაასწრეს მტრებს და დილაადრიან მიიტანეს იერიში ინგლისელებზე, ინგლისელები დააბნია მოულოდნელმა იერიშმა, მაგრამ მალე მოეგნენ გონს და პირველი დღის ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მეორე დილას ინგლისელების არმიამ, რომელსაც კიტჩენერი მეთაურობდა არტილერიით მიიტანა იერიში ბურებზე. არც ერთი მხარე არ აპირებდა ჯერ გადამწყვეტ იერიშს. კიტჩენერეი დამხმარე ძალებს ელოდა რკინიგზით, ხოლო გენერალი კრონიე კი ელოდა, რომ მტერი გადმოვიდოდა შეტევაზე და ადვილად გაანადგურებდა მათ. მოხალისეთა პოლკს, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც იყო, ნაბრძანები ჰქონდათ არ გასცილებოდნენ სანგრებს და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავდნენ მათ.