close
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

დავირუსებული ლეპტოპი აუქციონზე 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

ლეპტოპი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე სახიფათო 6 ვირუსითაა დავირუსებული, აუქციონზე 1.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
მყიდველი ანონიმურია. რაც შეეხება ლეპტოპს, რომელიც ჩინელი ციფრული მხატვრის გო დონგის არტ პროექტის ნაწილია. დავირუსებულ ლეპტოპს „მდგრადი ქაოსი“ უწოდეს.
დონგი კიბერუსაფრთხოების ფირმასთან Deep Instinct-თან ერთად მუშაობდა, რათა ლეპტოპში სახიფათო კოდი ჩაეტვირთა. მას აქვს უსაფრთხოების ზომები, რაც მას ნებისმიერ სხვა ქსელებთან დაკავშირებისა და მავნე ვირუსის შემდგომი გავრცელებისგან იცავს.
საინტერესოა, რა „ფასეული“ მავნე ვირუსებია აღნიშნულ ლეპტოპში ჩატვირთული?
კომპიუტერში ჩატვირთული მავნე ვირუსის ყველაზე ძველი ფორმები გახლავთ ე.წ. ელექტრონული ფოსტის „მატლები? – მესიჯები სახიფათო ბმულებით, რომლის გახსნის შემთხვევაში შესაძლოა დაგიზიანდეთ ფაილები და კომპიუტერი ხელმისაწვდომი გახდეს ჰაკერებისთვის.
„მდგრადი ქაოსი“ შეიცავს 2000 წლის ILOVEYOU-ს განსაკუთრებით დამაზიანებელი მატლი, რომელიც ელ-ფოსტაზე “ILOVEYOU”-ს სახელით მოდის. მან წაშალა ლოკალური ფაილები და როგორც ამბობენ, აღნიშნულმა ვირუსმა მილიარდობით აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია.
2003 წლის ვირუსი- Sobig-ი ILOVEYOU-ზე დიდია და ის მსოფლიოს ყველზე სწრაფად გავრცელებადი ვირუსი გახდა. Sobig-ი ჰაკერებს კომპიუტერთან წვდომის საშუალებას აძლევს.
კიდევ ერთი ვირუსი, რომელიც 1.3 მილიონიან კომპიუტერშია ჩატვირთული 2004 წლის Mydoom-ია, რომელმაც ორივე ვირუსი – ILOVEYOU და Sobig-ი დაასუსტა. ის ყველაზე სწრაფად გავრცელებად ელ-ფოსტის „მატლად“ ითვლება. Mydoom-ი გარკვეულ სერვერებზე ონლაინ დარტყმას ახორციელებს.
„მდგრად ქაოსში“ ჩატვირთული კიდევ ერთი ვირუსია – 2007 წლის BlackEnergy-ი, რომელიც გახლავთ არა ელ-ფოსტის „მატლი“, არამედ კიბერშეტევის საშუალება, რომელსაც შეუძლია კომპიუტერები, სერვერები და სხვა ინფრასტრუქტურა დისტანციურად დააზიანოს.
შემდეგ მოდის DarkTequila, რომელიც 2013 წლიდან გააქტიურდა, განსაკუთრებით ლათინო ამერიკულ ქვეყნებში. მისი მიზანი დაუცველი მომხმარებლებისგან ფინანსური ინფორმაციისა და პერსონალური ლოგინის დეტალების მოპარვაა.
და ბოლოს – WannaCry – ცნობილი ვირუსია, რომელიც 2017 წელს გამოჩნდა. ის მომხმარებლისგან ფაილების წაშლის თავიდან არიდების სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდას ითხოვს.
ექვსივე ზემოთხსენებული ვირუსი 10.2 ინჩიან სამსუნგის ლეპტოპშია ჩატვირთული, რომელშიც Windows XP-ია დაინსტალირებული.
https://www.sciencealert.com

გაზიარება:
fb-share-icon0