close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატი შედიოდა, აქედან 5 ქალი იყო

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. მომდევნო წლებში რეპრესიებს ემსხვერპლნენ მისი ქმარი და შვილები, თავად მინადორა კი მრავალგზის გადაასახლეს. მხოლოდ 1950 წელს მიეცა თბილისში დაბრუნების საშუალება. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი

1902 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფი (რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ელეონორა) რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. ამის გამო 1908 წელს პირველად დააპატიმრეს. 1917 წლამდე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული.

1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო არალეგალურ, ანტი-საბჭოთა მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების შემდეგ აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 წელს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში.

საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ 1926 წელს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში; ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ქრისტინე შარაშიძე

ფოტო: ეროვნული არქივი

იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი 1905 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1906 წლებში ტფილისში რევოლუციურ გამოსვლებში; ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს; 1905 წლის ნოემბერში, ტფილისში სომეხ-თათართა შეტაკებების განმუხტვისას მონაწილეობდა ე.წ. მფრინავ რაზმში, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა დაშავებულებს.

1917 წელს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი.

1919 წელს არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით; შედიოდა პრეზიდიუმის სამდივნოში, ასევე იყო საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიის წევრი.

ანა სოლოღაშვილი

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

1903 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. 1925 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

1937 წელს დააპატიმრა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ. 1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. ტროიკა), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და “შოვინისტური” განწყობების, ასევე “მენშევიკთა” ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი

1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო მენშევიკებს. 1907 წელს გურიის პარტიულმა ორგანიზაციებმა აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიიის კომიტეტის წევრად. 1907 წელს გურიის კომიტეტის დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ ლიზა ნაკაშიძე გაძევებული იყო ამიერკავკასიის ფარგლებიდან. დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ.

1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ.1918 წლის მარტში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

“ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის” – ნოდარ დუმბაძისგან

ნოდარ დუმბაძემ თავისი მომავალი მეუღლე ნანული გუგუნავა უნივესიტეტში გაიცნო. ნოდარი ხშირად ელოდებოდა მას აუდიტორიის კართან, ლექციების შემდეგ კი გოგონას შინ მიაცილებდა.

თავდაპირველად ნოდარს ნანულის მეგობარი მოსწონდა და მასთან საქმის “მოეკვარახჭინებაში” სწორედ ნანული უწყობდა ხელს, მაგრამ ის გოგო რატომღაც თავს იკავებდა, ალბათ არ უნდოდა, რეპრესირებული მშობლების შვილისათვის დაეკავშირებინა თავისი მომავალი.

მერე უნივერსიტეტში ხმა გავარდა, ნოდარს იმ გოგოსთან დაქორწინებაში ნანული უშლის ხელსო.

ამას ძალიან გაუბრაზებია მწერალის მომავალი მეუღლე.

აი, რას იხსენებს ის:

“ლექციის დამთავრების მერე გამოვიდოდი აუდიტორიიდან და ნოდარი კართან მელოდებოდა. ლექციების მერე ხომ სულ ერთად ვიყავით. ჩვენი “მეგობრული ურთიერთობა” 6 თვე გაგრძელდა. 

ერთ მშვენიერ დღესაც ამბავი მომიტანეს, ნოდარს ერთი გოგო უყვარს, მაგრამ ნანულის გამო ცოლად ვერ მოჰყავსო. 

აღვშფოთდი და საქმის გასარკვევად ნოდარი შინ დავიბარე. მაშინვე გამოცხადდა. ბევრი ლაპარაკი არ დამიწყია, პირდაპირ მივახალე:

თუ სხვა გიყვარს, ჩემგან თავისუფალი ხარ. რატომ ამბობენ, რომ მე გიშლი ხელს გაბედნიერებაში-მეთქი?

ალმაცერად შემომხედა – არ გიყვარვარო? გავწიწმატდი,

– ეს მე უნდა გითხრა პირველმა? რატომ შენ არ მეუბნები-მეთქი.

ნოდარმა კი – თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ მიყვარხარ, არ ყოფილა შენი საშველი. ახლა შენც მითხარიო.

მეც იგივე გავიმეორე – შენც თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ მიყვარხარ, არც შენი საშველი ყოფილა-მეთქი.

გაეცინა: – აბა, ორივე უსაშველოები ვყოფილვართ და წამოი, გოგო, ჩემსასო.”

image

ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ ზრუნავდა და როგორ ეყვარებოდა ყველაზე მზიანი გულის კაცს, კაცს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული შეეძლო, თავისი მეუღლე.

მის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

“თხუტმეტი წელია ჩემი ცოლია…თითქოსდა კარგი ქმარი ვარ, ჯამაგირს კაპიკ-კაპიკ ვაძლევ, მე აქ რაში მჭირდება…საგზურს ვუღებ ყოველ წელს, საზღვარგარეთაც იყო სამჯერ…ბათუმში ახალი ბინა მივიღეთ, ავეჯი რიგის ვიყიდე, გოგო მუსიკალურ ტექნიკუმში გვყავს, ღვინოს მე არ ვსვამ და არაყს…შარშან დაბადების დღეზე კაბა ვუყიდე, ჩამეკრა გულში და ტირილი დაიწყო, ვეკითხები, რა გატირებს-მეთქი, ხმას არ იღებს, მეკვრის და ტირის…ეტყობა სხვა რამე სჭირდება ქალს….”

image

ეს კი დუმბაძისეული იუმორით გაჟღენითი ის კანონია, რომელსაც 

“ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის” – ასე ჰქვია :

1. არავითარ შემთხვევაში სამსახურიდან მოსულმა ქმარმა არ უნდა შეაწუხოს ოჯახი. ისე უნდა მოიქცეს, თითქოსდა ამ ქვეყანაზე საერთოდ არ ყოფილა;

2. თუ შია, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე შეეთრიოს სამზარეულოში და ჭამოს, თუ დახვდა რამე, თუ არადა გამოეთრიოს და დაეგდოს ტახტზე, სანამ არ მოსწყინდება, აკეთოს ეგრეთ წოდებული მკვდარი საათი;

3. რაც შეეხება გაზეთის კითხვას, ქმარმა უნდა იცოდეს, რომ სახლი სამკითხველო არ არის და რომ ქალები გაზეთს წასაკითხად არ ყიდულობენ;

4. თვითონ დარეცხოს და დაიუთოოს;

5. საჩუქრები იყიდოს ცოლის ამორჩევითა და დავალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტანილი ნივთები დაეფშვნება თავზე;

6. როდესაც ბავშვები თამაშობენ, გაეთრიოს გარეთ და დაელოდოს, სანამ არ დაუძახებენ სახლში;

7. დროზე მოიტანოს ჯამაგირი და ჩააბაროს ცოლს კაპიკ-კაპიკ;

8. დილით ადრე ადგეს, დახვეტოს ოთახი, დაადგას ჩაი, ასაუზმოს ბავშვები, სამსახურში წათრევის წინ, ჩაუწიოს ნავთქურას, ფეხაკრეფით მივიდეს ცოლის საწოლთან, შუბლზე აკოცოს ცოლს და უხმოდ გაიპაროს. მსგავსი შრომა ალამაზებს ადამიანს.

9. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულება მამაკაცის ძალ-ღონეს აღემატება, ჯობს, საერთოდ არ მოვიდეს სახლში.

ამ თემას კი ნოდარ დუმბაძის ყველასათვის ნაცნობი სიტყვებით დავასრულებთ და ჩვენს მკითხველს სიყვარულით სავსე დღეს ვუსურვებთ :

image

” – სიყვარულიც სულში შედის, ქალბატონო ანიკო? – დაინტერესდა კუკარაჩა.
– ალბათ, ყოველ შემთხვევაში თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია, ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.”

წყარო : http://intermedia.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

განქორწინება და მასთან დაკავშირებული კრიზისები ბავშვებში

განქორწინება და ამ საკითხის ირგვლივ განხილვა, ჩვენს რეალობაში ნაკლებად ცნობად თემას წარმოადგენს , ხშირად როდესაც წყვილები ამ გადაწყვეტილებამდე მიდიან, ისინი დგებიან რიგი სირთულების წინაშე , რომლებიც მათ ემოციურ მდგომარეობას დიდი საფთხის ქვეშ აყენებს , წარმოიდგინეთ ამ სითულეების პერიოდში ასევე არსებობს ბავშვები , განქორწინებული წყვილის შვილები .რომლებიც ორმაგად განიცდიან მათ გარშემო მომხდარ ცვლილებებს. რა ხდება ამ დროს ბავშვებში როგორ შეიძლება რომ დავიცვათ მათი ემოციური მგომარეობა , ამაზე და კიდევ უფრო მეტზე გვესაუბრა , კლინიკური ფსიქოლოგი , ევროპული სტანდარტის დიპლომირებული გეშტალტთერაპევტი , მრავალი ცოდნის მქონე ფსიქოლოგი დარეჯან თოლორდავა.

1. რა ფაქტორები იწვევს წყვილთა ურთიერთობაში განქორწინებამდე მისვლას ?
ცნობილია, რომ განქორწინების რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება. ქორწინება კი ხდება არასტაბილური ინსტიტუტი. განსხვავებული სტატისტიკა არის ისლამურ სახელმწიფოებში, სადაც მხოლოდ მამაკაცს აქვს განქორწინებაზე გადაწყვეტილების უფლება.ბოლო ათი წლის მონაცემებით საქართველოში განქორწინების რიცხვი დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა.
ქორწინება თავის მხრივ ორ ადამიანს შორის შეთანხმებაა,პასუხისმგებლობის გადანაწილება, სადაც მოიაზრება სხვადასხვა საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სიყვარულის , მიკუთვნებულობის,სექსუალური თუ ფინანსური სტაბილურობის,კეთილდღეობის, გამრავლების ,აღიარების. სწორედ ამ მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს განქორწინების მიზეზებს. რაც უფრო მეტია წყვილებში ილუზორული მოლოდინები და ნაკლები პასუხისმგებლობა ქორწინების მიმართ, მით მალე დგება იმედგაცრუება და განქორწინების კრიზისი. განქორწინების პროცესს აჩქარებს: ტოქსიური ურთიერთობები, ეჭვიანობა ,ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და თანადამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, ემპათიის ,ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების დეფიციტი,საერთო ინტერესების და ღირებულებების არქონა, სექსუალური შეუთავსებლობა,ძალადობა,ალკოჰოლიზმი და ადიქციები(ინტერნეტ და თამაშდამოკიდებულებები). ოჯახური პასუხისმგებლობების არასწორად გადანაწილება.
თითოეულ წყვილში სამი შემადგენელი ნაწილია: მე შენ და ჩვენ. თითოეულ ნაწილს უნდა ჰქონდეს პირობები და სივრცე არსებობისთვის,ზრდისთვის. როდესაც წყვილთა შორის ერთ-ერთი პიროვნულად იზრდება, ხოლო მეორე რჩება და რეგრესს განიცდის, განქორწინება გარდაუვალია.
განქორწინებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
ნაადრევი ქორწინება ხასიათდება წყვილებში თანაცხოვრებისა და სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილების არქონით.რაც გამოწვეულია ტრადიციითა და რელიგიური ღირებულებებით. დაქორწინება ამ მხრივ სექსის ლეგიტიმაციას ემსგავსება. დაქორწინების მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის მარტოობისგან გაქცევის, ოჯახური(იგულისხმება მშობლების ოჯახი)ურთიერთობის გაუცხოების შედეგად წარმოქმნილი ცარიელი ადგილის შევსების მცდელობა და არა საკუთარი ოჯახის შექმნის სურვილი და მზაობა. ახალგაზრდა წყვილი ადრეულ ასაკში ნაკლებად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას,რაც ოჯახს ახლავს თან. ამასთან ,მათი წარმოდგენები დაოჯახების შემდეგ თანაცხოვრების,ოჯახის ფუნქციების შესახებ ილუზორულია, ნაკლებად ეფუძნება რეალურ ფაქტორებს,რაც იწვევს სინამდვილესა და წარმოდგენებს შორის შეუსაბამობას, იმედგაცრუებებს,ფრუსტრაციას,კრიზისს.
ფინანსური სირთულეები, არასტაბილურობა. ოჯახის ფორმირების ეკონომიკური მიდგომის მიხედვით,წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძელებს მაშინ,როცა მათთვის ერთად ყოფნა უფრო მომგებიანია ეკონომიურად,ვიდრე ცალ-ცალკე. ხშირად დაქორწინების პროცესში არ ხდება რაციონალური(ეკონომიური ბენეფიტების)გააზრება.სტაბილური შემოსავლისა და საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონა წყვილში კონფლიქტის წარმოქმნის მნიშვნელოვანი მიზეზია. უმუშევარი ქმრები ამჟღავნებენ უყურადღებობას მეუღლისადმი(წარმოქმნილი პრობლემების მიმართ),რაც იწვევს ცოლების უკმაყოფილებას და გაღიზიანებას.იმაზე მეტ უკმაყოფილებასაც კი ,ვიდრე მეუღლის უმუშევრობა და ოჯახის ელემენტარული საჭიროებებით დაუკმაყოფილებლობა.
ფიზიკური და მორალური ძალადობა ოჯახში. ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობა ოჯახში განქორწინების ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორია.თუმცა ქალებს სასამართლო პროცესზეც ხშირად უჭირთ ძალადობაზე საუბარი და რეალური მიზეზების დაფარვით სულ სხვა საკითხზე მიმდინარეობს დავა.
ღალატი. ერთ- ერთი იჩენს სხვა სექსუალურ პარტნიორს და ამის გამო ტოვებს ოჯახს.
სექსუალური შეუთავსებლობა განქორწინების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რადგან ოჯახური კონფლიქტები ხშირად სექსუალური ურთიერთობის ნიადაგზე წარმოიშვება.
თანაცხოვრების პროცესში მესამე პირის ჩარევა. რაც შეეხება მშობლების ჩარევას , შეიძლება მივიჩნიოთ ერთ ერთ-ერთ დამაჩქარებელ ფაქტორად და არა მთავარ მამოტივირებელ მიზეზად.
დაბალი ფსიქოგანათლება ქორწინების კრიზისების შესახებ, პრობლემების გაცნობიერების,კრიზისის ამოცნობის, ხმამაღლა გაცხადების,ერთმანეთში გაზიარების და საუბრის დეფიციტი. დაბალი ცნობიერება ოჯახური ფსიქოთერაპევტის ჩართულობაზე განქორწინების კრიზისის დროს

2.როგორ უნდა მოხდეს წინასწარ ბავშვთა მომზადება განქორწინების ცვლილებებისთვის ?
განქორწინება ცვლილებაა, როგორც ბავშვისთვის, ისე იმ სისტემისთვის, რომელშიც ის იმყოფება. თუმცა ბავშვებზე ეს კრიზისი ბევრად მძიმედ აისახება, ვიდრე მშობლებზე: მშობლებმა თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ხოლო ბავშვი უნდა შეეგუოს ამ ცვლილებას და მიიღოს ახალი რეალობა, რაც საკმაოდ რთულია.
ბავშვზე მძიმედ მოქმედებს: ერთ- ერთ მშობელთან ურთიერთობის გაწყვეტა; მშობლებს შორის, როგორც კონფლიქტურ მხარეებს შორის, ყოფნა.
განქორწინების კრიზისი ბავშვისთვის უფრო დაძლევადი და ნაკლებ მტკივნეული ხდება, თუ მშობლები ითვალისწინებენ ბავშვის მდგომარეობას, მის გრძნობებსა და საჭიროებებს, თუ გაყრის პროცესი ბავშვისთვის მოულოდნელი არ არის და მხარს უჭერენ მას ცვლილებასთან შეგუებასა და კრიზისის დაძლევაში.
როგორ უნდა შევატყობინოთ ბავშვს განქორწინების შესახებ?
მშობლების განქორწინება ბავშვისთვის თავისთავად არის შოკი. ამიტომ საუბარი უნდა წარიმართოს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.როდესაც ეს გადაწყვეტილება უკვე საბოლოოდ არის მიღებული. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ჩამოყალიბებული, ნუ მოამზადებთ ბავშვს „შესაძლო განქორწინებისათვის“.რაც შეეხება კონკრეტულ დროს, უმჯობესია, ამის შესახებ შეატყობინოთ დასვენების დღეებში – ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო ამ ამბის „მოსანელებლად“. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ის არ რჩებოდეს სახლში მარტო. ასევე, არ ღირს ამის თქმა ძილის წინ, რათა ბავშვს მივცეთ მშვიდი ძილის საშუალება .
თუ ბავშვი ემოციურად მიჯაჭულია ერთ რომელიმე მშობელზე, აჯობებს, სიახლე მან ამცნოს. საუკეთესო ვარიანტია, რომ მშობლებმა საუბარი წარმართონ ერთად, მშვიდ გარემოში შეატყობინონ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ (ბუნებრივია, თუ გარემოება იძლევა ამის საშუალებას და მშობლებს არ აქვთ მწვავე კონფლიქტური ურთიერთობა).„ჩვენ გადავწყვიტეთ განქორწინება“, – ნუ გაექცევით სიტყვას „განქორწინება“ იმიტომ, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც ხდება თქვენს ოჯახში. „მე და მამა ბოლო დროს ვერ ვრიგდებოდით ბევრ რამეზე, ვერ ვმეგობრობდით და ხშირად ვკამათობდით. გადავწყვიტეთ, რომ თუ გავეყრებით ერთმანეთს, ორივესთვის უკეთესი იქნება“, – ეს ინფორმაცია საკმარისზე მეტია ბავშვისთვის. თუ ბავშვი ძალიან პატარაა და ვერ გაიგებს ამ სიტყვის მნიშვნელობას, მაინც გამოიყენეთ ეს ტერმინი და მერე განუმარტეთ, რას ნიშნავს ის: „განქორწინება ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით დაქორწინებულები, ჩვენ აღარ ვიცხოვრებთ ერთად“.
შემდეგ აუხსენით უშუალოდ მათი მდგომარეობის შესახებ. შეეცადეთ მხოლოდ არსებითზე ისაუბროთ და ნუ დაწვრილმანდებით, მოცემულ ეტაპზე საკმარისია საბაზისო ინფორმაცია. მაგალითად: ,,შენ (ან თქვენ)ისევ აქ იცხოვრებ, მხოლოდ მამა გადავა სხვაგან საცხოვრებლად ან თავის მშობლებთან (ბებოსთან და პაპასთან), შენ ყოველთვის შეძლებ მის ნახვას, შენ გაქვს და ყოველთვის გექნება სახლი, ყოველთვის გექნება საშუალება, ნახო მშობლები.
3. რა ხერხები უნდა მოიმოქმედოს წყვილმა რომ მოახერხოს ბავშვის ან მოზარდის ამ ცხოვრებისეული ცვლილებისკენ მომზადება და შემდგომ ადაპტაცია ამ სიტუაციისადმი ?
განქორწინების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისცეთ ბავშვს საშუალება, ჰქონდეს ორივე მშობელთან მჭიდრო კონტაქტი, არ აიძულოთ, რომ აირჩიოს თქვენ შორის ერთ-ერთი, არ ეცადოთ, ჩაუნერგოთ, რომ თქვენი ღალატი იქნება, თუ კარგი ურთიერთობა ექნება თქვენს ყოფილ მეუღლესთან .
ბავშვების უმრავლესობას სურს სტაბილური, მჭიდრო ურთიერთობა ორივე მშობელთან და უყვარს ორივე, მიუხედავად მათი უარყოფითი მხარეებისა და შეცდომებისა.
საუკეთესო რამ, რაც ამ დროს შეიძლება გააკეთოთ თქვენი ბავშვისთვის, ისაა, რომ აღიაროთ მისი უფლება, ჰქონდეს განსაკუთრებული გრძნობები (დამოკიდებულება) თქვენს ყოფილ მეუღლესთან, გრძნობები, რომლებიც არაა აუცილებელი, თქვენსას დაემთხვას.
თუ ბავშვს ეტყვით, რომ მხოლოდ ერთ მშობელს სურს განქორწინება და მეორეს – არა, ამით თქვენ ხსნით „პანდორას ყუთს“. ეს ლოგიკურია, რადგან ბავშვს არ უნდა, რომ მისი მშობლები განქორწინდნენ. ის სწრაფად იკავებს ,,მიტოვებული“ მშობლის მხარეს და იწყებს მანიპულირებას, განქორწინების ინიციატორის გადარწმუნებას, თავისი თავის იდენტფიცირებას მასთან, „ვისგანაც მიდიან“, მისი გრძნობების გაზიარებას.
განქორწინების დროს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული ფრაზაა: „მამა ჩვენგან წავიდა, მან მიგვატოვა, მისი დანახვა და გახსენება აღარ მინდა, ოჯახი საერთოდ არ ანაღვლებს“. ამ შემთხვევაში ბავშვი მთლიანად დედის მხარეს იჭერს და იზიარებს მის გრძნობებს მამის მიმართ. განქორწინება უფროსების დაშორებაა – ამ დროს სრულდება ურთიერთობა ცოლსა და ქმარს შორის, ხოლო დედისა და ბავშვის, მამისა და ბავშვის ურთიერთობა არასდროს სრულდება. ზუსტად მაშინ ტოვებთ ბავშვს ორივე მშობლის გარეშე, როცა მას აღიქვამთ, როგორც მოკავშირეს, თქვენს „ომში“ მეუღლის საწინააღმდეგოდ .
არასოდეს გარიოთ მეუღლის მიმართ თქვენს წყენასა და ბრაზში ბავშვი, არ უნდა გამოიყენოთ ის იარაღად ქმრის მიმართ ან მის დასასჯელად.
ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „მედეას კომპლექსი“ – ბავშვზე მზრუნველი მამისთვის შურისძიების მიზნით დედა არა ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად „აზიანებს“ შვილებს.
მთავარია, ბავშვი დაარწმუნოთ, რომ მშობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ბრალი არ არის, უნდა შეახსენოთ, რომ კონფლიქტში წვლილი არ მიუძღვის, რომ განქორწინება უფროსების ურთიერთობაა. აჩვენეთ თქვენი ნამდვილი გრძნობები, რომ ისინი ყველაზე მეტად გიყვართ და მათი სიყვარულია თქვენი ბედნიერების სათავე. მათ უნდა იგრძნონ, რომ თქვენი ბედნიერება მათ არსებობასთანაა დაკავშირებული.
4.როდის ხდება საჭიროება იმისა რომ ამ ცვლილებებში ჩაერთოს ფსიქოთერაპევტი ?
მშობლების განქორწინება შესაძლოა, ბავშვის ცხოვრების ერთ-ერთ ტრავმულ გამოცდილებად იქცეს. გაყრის კრიზისი, რომელიც თავისთავად გულისხმობს დანაკარგს ან დანაკარგის შიშს, მიმდინარეობს ძლიერი სტრესის ფონზე. კრიზისი შეიძლება გადაიზარდოს ბავშვის ემოციურ და ქცევით დარღვევებში. ბრაზი, უიმედობა დანაშაულის განცდა და დაბნეულობა ძირითადი ემოციებია, რომელთაც განიცდიან ბავშვები განქორწინებისას და შემდგომ პერიოდში. სტრესის შედეგად გროვდება უარყოფითი ემოციები (შიში, ბრაზი, აგრესია, შფოთვა და სხვა), ვერ ხერხდება მათი ე.წ. ,,ემოციური ვენტილაცია“. ეს ემოციები, თავის მხრივ, აზიანებენ ბავშვს და იწვევენ ფსიქოსომატურ დარღვევებს. ცვლილებებზე რეაქცია დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების დონეზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და განქორწინების პროცესის კონკრეტულ გარემოებებზე.
განქორწინების კრიზისის დროს ბავშვი ყევლაზე ხშირად განიცდის
– შოკს, როგორც პირველად რეაქციას;
– ოჯახის/მშობლის დანაკარგის განცდას, მონატრებას;
– დარდს, გლოვას დანაკარგზე;
– ბრაზს;
– შიშს, შფოთვას და გაურკვევლობას მომავალთან დაკავშირებით;
– საკუთარი თავის დადანაშაულებას;
– ერთ-ერთი ან ორივე მშობლის დადანაშაულებას.
განქორწინების კრიზისზე რეაქცია ქცევითი დარღვევებით დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.
სკოლამდელი ასაკი: 6 წლამდე
მოუსვენრობა და შფოთვა;
ქცევის მკვეთრი ცვლილებები (პასიურობა);
რეგრესი;
ფაქტის უარყოფა (თითქოს არაფერი მომხდარა, არ ახსენებს);
შიშები;
ფანტაზიები (რომ დაბრუნდება,შერიგდებიან);
თამაში (შინაარსი ყოველთვის ომია, სადაც ყოველთვის იმარჯვებენ ცუდები).
უმცროსი სასკოლო ასაკი: 6-9 წ.
დანაშაულის გრძნობა;(რომ მის გამო დაშორდნენ მშობლები ერთმანეთს)
ფანტაზიები (დაბრუნდება, მშობლები შერიგდებიან და სხვა);
სოციალური პრობლემები თანატოლებთან (რცხვენია დედის გამოჩენა იქ, სადაც მამა უნდა იყოს);
გამოხატული სევდა;
მონატრება ან ერთ-ერთი მშობლის დადანაშაულება;
შფოთვა, შიში, რომ მიატოვებენ;
მარტოობის და მიტოვების გრძნობა (სიცარიელის შევსება ასოციალური ქცევებით, საჩუქრების მოთხოვნით და ა.შ.);
ფსიქოსომატიკა (ავადმყოფობაში წასვლა, ნევროტული გამოვლინებები, ფრჩხილების კვნეტა, ტიკები და ა.შ.)

მოზარდები:
სიბრაზე;
იზოლაცია;
სახლიდან გაქცევები;
აგრესიული, მტრული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ;
დეპრესია;
სუიციდის მცდელობა;
სასკოლო, სასწავლო პრობლემებს თან ახლავს სევდის და სირცხვილის განცდა;
ფობიები;
დელინკვენტური ქცევა (ასოციალური, კანონდარმღვევი ქცევები).

სასოწარკვეთა და სევდა, დარდი, დათრგუნული მდგომარეობა ფაქტობრივად, განქორწინების კრიზისის მუდმივი თანამგზავრია. ეს მდგომარეობა ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი, კანონზომიერია. ბავშვსაც და უფროსსაც უწევს იმ მტანჯველი ეტაპის გავლა, რომელიც ოჯახის დაშლას ახლავს თან. დარდი, სევდა, დაბალი თვითშეფასება, ზოგჯერ არარაობისა და უსარგებლობის განცდა ამ პროცესის თანმხლები ემოციებია.
ბავშვურმა დარდმა და დათრგუნულმა მდგომარეობამ შეიძლება მიიღოს პასიური თვითიზოლაციის ფორმა. ბავშვმა შესაძლოა დაკარგოს ინტერესი იმის მიმართ, რაც ადრე მას სიამოვნებასა და სიხარულსა ანიჭებდა (სკოლასა და სწავლისადმი, მეგობრებისადმი…), ზოგჯერ კი პირიქით, ამ მდგომარეობას მიჰყავს ზეაქტიურობისაკენ, თითქოს ის ცდილობს სევდიანი აზრებისგან გაქცევას.
ბავშვი შეიძლება გახდეს მტირალა, ტიროდეს იმის გამო, რასაც ადრე საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, განიცადოს რეგრესი, დაეუფლოს შიშები, მაგალითად, სიბნელის შიში, რომელიც მან უკვე გადალახა ან შეიძინოს ახალი შიშები, დაეწყოს ენურეზი და ტიკები. შეიძლება მოითხოვოს მეტი ყურადღება და სკოლაში წასვლა აღიქვას აუტანელ ყოველდღიურ განშორებად, გაკვეთილზე დაეწყოს ფსიქოსომატური ჩივილები, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი ან მოუსვენრობა და ყურადღების დეფიციტი.
აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ დახმარებას. ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ბავშვს დაეხმარება ოჯახურ ცვლილებებთან დაკავშირებულ რთულ ემოციებთან გამკლავებაში.ხოლო მშობლებს დაეხმარება როგორ ისწავლონ ახალ სიტუაციაში „მშობლობა“.

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

„შავი პარასკევი“ – ტრადიცია, რომელიც მე-19 საუკუნიდან გრძელდება

ნოემბრის თვეში ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა განსაკუთრებით მობილიზებულია, რადგან საოცარი ფასდაკლებებისა და სანუკვარი ნივთების იაფად შეძენის დღე მოდის. ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან მაღაზიებიც, აძლიერებენ დაცვას, სპეციალურ გადამზადებას გადიან კონსულტანტები, რადგან ხალხის დიდ და ძლიერ მასას მომზადებული უნდა შეხვდნენ. ეს ნამდვილი ამერიკული დღესასწაულია, თუმცა 1980-იანი წლებიდან მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ და ელოდებიან ნოემბერს, „შავი პარასკევის“ დღეს.

რას ნიშნავს „შავი პარასკევი“?

„შავი პარასკევი“ მადლიერების დღის მეორე დღეა ამერიკაში. ამ დღეს ეწყობა მასშტაბური ფასდაკლებები და აქციები სხვადასხვა პროდუქციაზე. აშშ-ში მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ დღეს ელოდება, რათა ძვირადღირებული ნივთები მიზერულ თანხად შეიძინოს. „შავი პარასკევი“ არაოფიციალურად ითვლება საშობაო ვაჭრობის დაწყების სეზონად. ეს ყველაზე დატვირთული დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ზოგ შტატში დასვენების დღედაც კია გამოცხადებული.

როდიდან იწყება „შავი პარასკევის“ ტრადიცია?

ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. ტერმინი „შავი პარასკევი“ კი 1966 წლიდან დამკვიდრდა ფილადელფიის შტატში და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს, რადგან მადლიერების დღის მეორე დღეს შტატში განსაკუთრებული საცობები იყო.

 

სად აღნიშნავენ „შავ პარასკევს“? 


ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, „შავი პარასკევი“ აღინიშნება კანადაში, მექსიკაში, რუმინეთში, ინდოეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. ამ ქვეყნებში „შავი პარასკევი“ არაოფიციალურ დღესასწაულადაა ქცეული და ხალხი დღეების მანძილზე ელოდება მაღაზიების კარების გახსნას. ინტერნეტის მასშტაბურობის ზრდასთან ერთად „შავმა პარასკევმა“ ონლაინ მაღაზიებსა და საიტებზე გადმოინაცვლა.

საქართველო და „შავი პარასკევი“

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს „შავი პარასკევის“ შესახებ არც კი სმენია, ხოლო ისინი, რომლებმაც ამ დღეზე იციან, ძირითადად ონლაინ ფასდაკლებებს ელოდებიან. ამის მიზეზი, ერთი მხრივ ქართული მაღაზიების მიერ შემოთავაზებული მწირი ფასდაკლებებია და მეორე მხრივ, არაინფორმირებულობა. „შავ პარასკევს“ მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 20-30% – იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ლარისა პეტროვნა კოსაჩის – „ლესია უკრაინკას“ ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს

უკრაინულ ლიტერატურაში წამყვანი ქალის- ლარისა პეტროვნა კოსაჩის, იგივე „ლესია უკრაინკას“ ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს. 

იგი დაიბადა 1871 წელს ქალაქ  ნოვოგრად-ვოლინსკში. განსაკუთრებული ტალანტის და გამორჩეული გონების გოგონას ათი წლის ასაკში ჭლექი დაუდგინეს ექიმებმა. მოგვიანებით ავადმყოფობა ფილტვებსა და თირკმელზე გადაუვიდა.

90-იან წლებში ბერლინში გაიკეთა ოპერაცია პროფესორ ბერგმანთან. იტალიის ქალაქ სან-რემოში დასვენებამ ვერ გამოაკეთა. და აი, 1913 წლის  შემოდგომაზე ლესია პირველად ჩამოდის საქართველოში.  ლესია და მისი მეუღლე კლიმენტი კვიტკა დაუახლოვდნენ ზაქარია ფალიაშვილს. ცნობილია, რომ კვიტკამ და ზაქარიამ ერთად იმოგზაურეს სვანეთში.

პოეტი, პერიოდულად, 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ცხოვრებისას მან საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები შექმნა  – „ტყის ზღაპარი”, „ქვის ბატონი”, „რუფინი და პრისცილა”

ლესია უკრაინკა საქართველოდან თავის ოჯახის წევრებს წერდა: „ასეთი საინტერესო, განსაცვიფრებელი მხარე – საქართველო! შეუძლებელია იცხოვრო ასეთ მშვენიერ მხარეში და არ იყო პოეტი. მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემს სამშობლოსა და საქართველოს შორის. როცა ალაზნის ხეობას ვუყურებ, მშობლიური დნეპრის ნაპირები მაგონდება…”                                                                      

 ლესია უკრაინკა საბოლოოდ 1913 წლის  9 ივლისს ჩამოვიდა საქართველოში და სურამში, ზინდისის გორაკზე აგებულ პატარა სახლში დაბინავდა.  (სადაც დღეს-დღეისობით მისი სახლ-მუზეუმია)  მას იქაური ქალბატონი – სოფიოცუცქირიძე უვლიდა. ეს ჩამოსვლა პოეტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 1913 წლის 1 აგვისტოს იგი  გარდაიცვალა.

მისი ნეშტის გადასვენების ცერემონიალზე  გიორგი ლეონიძემ წაიკითხა ლექსი,  რომელშიც პარალელი გაავლო საქართველოს უდიდესი მგოსნის – დავით გურამიშვილის უკრაინაში, ხოლო  ლესია უკრაინკას ქართულ მიწაზე გარდაცვალებას შორის.

ლესია უკრაინკა საქართველო- უკრაინის კეთილგანწყობის და მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, ვინაიდან მის უდიდეს სიყვარულს საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი მოწმობს მთელი მისი ბიოგრაფია და პირადი ჩანაწერები:

 ”ქართველები კავკასიაში მუდამ პირველები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლის სულისკვეთებით… თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს მეზობელ ხალხთა ურთიერთობებს, უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ქართველები, როგორც მეზობლები, ქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესონი არიან”.

 “რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას. მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გალაკტიონის 10 იშვიათი ფოტო – ციფრული ფოტომატიანე

ფოტოები, რომლებიც ამ სტატიისთვის შევარჩიეთ, ციფრულ ფოტომატიანეშია დაცული. პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახებში დაცული, აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი ფოტოების ციფრული ვერსიები.

1. დედასთან და ძმასთან ერთად

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე

მარცხნიდან მარჯვნივ: პროკლე (აბესალომ) ტაბიძე – პედაგოგი, მაკრინე ადეიშვილი – პოეტის დედა, გალაკტიონი.

2. გალაკტიონი კითხულობს ლექსს აკაკის საფლავზე

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

აკაკის გარდაცვალების დღესვე გალაკტიონმა დაწერა და ჟურნალ განთიადის მესამე ნომერში გამოაქვეყნა ვრცელი ლექსი “აკაკის გარდაცვალების გამო”, რომელშიც რვაჯერ მეორდება “და აკაკიც არ მომკვდარა, არა!”

3. ტიციან ტაბიძესთან ერთად

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

ფოტო გადაღებულია 1922 წელს

4. მიხეილ ჯავახიშვილთან ერთად, 1928 წელს

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / მარინა შიშნიაშვილი

5. ლექსის წერის დროს

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

6. ვაჟას მეუღლესთან, თამარ დიდებაშვილთან ერთად

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / ირაკლი ვართაგავა

გადაღებულია ჩარგალში

7. თბილისის სამხატვრო გალერეაში ოს მხატვართა ნამუშევრების გამოფენაზე

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / ვ. უბოჟენკო

ფოტო გადაღებულია 1956 წელს

8. ბავშვთან ერთად თავფარავნის ტბის პირას

ფოტო გადაღებულია 1955 წელს

9. სანატორიუმში

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

10. გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის ბოთლით ხელში

ფოტოს უკანა მხარეს მიწერილი აქვს: გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის, “ვარძიის” ბოთლით ხელში. როდესაც სურათი გადაუღიათ, უთხოვია, არ დაებეჭდათ, რადგან “სხვებს ღვინო ეგონობათო”. 1955 წლის ივლისი

წყარო : On.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რადიოსადგური, რომელიც 1982 წლიდან საიდუმლოდ, უწყვეტად გადმოსცემს

რუსეთის დასავლეთში, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარეობს დაჟანგული რკინის ჭიშკარი, რომლის მიღმაც მიტოვებული შენობები, ელექტროგადამცემი ხაზები და რადიოანძები მდებარეობს. სწორდ ამ ადგილთანაა დაკავშირებული ერთი მისტიკური ისტორია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში იღებს.

მიჩნეულია, რომ სწორედ ამ ადგილას მდებარეობს მოჩვენება რადიოსადგური MDZhB, რომლის უკანაც არავინ დგას. დღეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე, ბოლო 37 წელიწადი, სადგური განუწყვეტლივ ერთი და იგივე მონოტონურ სიგნალს გადმოსცემს, რომელსაც ყოველ რამდენიმე წამში უცნაური, გემის საყვირის მსგავსი ხმა ანაცვლებს.

თუ სიხშირეს დიდი ხნის განმავლობაში მოუსმენთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ქალის ხმასაც გაიგონებთ, რომელიც რუსულად რამდენიმე სიტყვას ამბობს, — მაგალითად, ფერმერი, ან კატარღა. ეს არის და ეს. მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ამ რადიოსადგურს მოუსმინოს, ამისთვის რადიომიმღების 4625 კილოჰერცზე დაყენებაა საკმარისი.

აღსანიშნავია, რომ UVB-76 ერთადერთი გაურკვეველი წარმოშობის რადიოსადგური არ არის, რადიომოყვარულთა შორის ცნობილია კიდევ ორი სადგური: the Pip და Squeaky Wheel, რომლებიც მსგავს სიგნალებს ასევე განუწყვეტლივ, წლების განმავლობაში გადმოსცემენ.

“ამ რადიოსადგურის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს”, — აცხადებს ლონდონის სიტის უნივერსიტეტის სადაზვერვო რადიოკომუნიკაციების ექსპერტი დევიდ სტაპლსი.

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სიხშირეს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ეს მათ არასდროს უღიარებიათ. სიხშირემ ტრანსლაცია ცივი ომის დასასრულს დაიწყო. დღეს სიგნალი ორი სხვადასხვა ადგილიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვთან ახლოს მდებარე ლოკაციიდან გადმოიცემა. საინტერესო ის ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიხშირემ აქტივობა კი არ შეწყვიტა, არამედ პირიქით, ის უფრო გააქტიურდა.

ინტერნეტი UVB-76-ის შესახებ თეორიების სიმცირეს არ უჩივის, იქნება ეს წყალქვეშა ნავებთან კომუნიკაცია, თუ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი. ერთ-ერთი იდეის თანახმად, ეს სიხშირე რუსეთის ბირთვული შეტევისგან თავდაცვას ემსახურება. თუ რუსეთი ატომური შეტევის შედეგად განადგურდება, რადიოსადგური სიგნალის გადაცემას შეწყვეტს, რის შედეგადაც ავტომატური საპასუხო ბირთვული შეტევა განხორციელდება, ყოველგვარი დამატებითი კითხვების გარეშე.

მსგავსი მექანიზმი პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა, ეს კომპიუტერული სისტემა იყო, სახელად “მკვდარი ხელი,” რომელსაც ბირთვული დარტყმის ამოცნობა და საპასუხო შეტევის ავტომატურად განხორციელება შეეძლო. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი სისტემა რუსეთში კვლავ ფუნქციონირებს. თავად ვლადიმერ პუტინსაც უთქვამს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ ომს ვერავინ გადაურჩება. UVB-76, შესაძლოა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდეს.

გარკვეული ინფორმაციის ამოკითხვა სიგნალის ხასიათიდან შეგვიძლია. UVB-76 დაბალ სიხშირეზე ოპერირებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ რადიოს, ტელეფონებსა და სატელევიზიო სიგნალებთან შედარებით, UVB-76-ს სიგნალი ბევრად უფრო დიდ მანძილზე ვრცელდება. მაგალითად, BBC-ს ლონდონის რადიოს მოსმენა ბრიტანეთის მეზობელი ქვეყნიდანაც კი გაგიჭირდებათ, თუმცა BBC World Service-ის დაჭერას თითქმის ყველა კონტინენტიდან შეძლებთ. ამ დროს, ორივე სადგური ლონდონში, ერთი და იმავე შენობიდან ოპერირებს.2 ერთი დაბალ სიხშირეზე, ერთი კი მაღალზე.

ვუბრუნდებით “მკვდარი ხელის” თეორიას. დღეს დაბალი სიხშირეები განსაკუთრებით პოპულარულია, მას გემები, თვითმფრინავები და სამხედრო ძალები კონტინენტებსა და ოკეანეებს შორის სიგნალების გადასაცემად იყენებენ, თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა. თუ გსურს, რომ შენს რადიოსიგნალს მაქსიმალური გავრცელების არეალი ჰქონდეს (ხოლო თუ ამ სიგნალს ისეთი საკითხებისთვის იყენებ, როგორიც ბირთვული შეტევაა, ალბათ უნდა გსურდეს), დღისა და ღამის განმავლობაში რადიოსიგნალის სიხშირე უნდა ცვალო. კლიმატური მახასიათებლების გამო დღისა და ღამის განმავლობაში სიგნალი ატმოსფეროში განსხვავებულად ვრცელდება. საქმე ისაა, რომ BBC World Service საკუთარი სიგნალის გასაუმჯობესებლად ამ ხერხს იყენებს, UVB-76 კი — არა.

განსხვავებული თეორიის მიხედვით, რადიოსადგური, შესაძლოა, რადარების მუშაობის ოპტიმიზაციას ემსახურებოდეს.

“რადარებით ოპტიმალური შედეგების მისაღებად საჭიროა იცოდე, ატმოსფეროში შენგან რა მანძილზეა დამუხტული ნაწილაკების ღრუბელი. თუ გეცოდინება, რა დროში ბრუნდება რადიოსიგნალი მიწაზე, ამის გამოთვლას შეძლებ”, — აცხადებს სტაპლსი.

თუმცა, ეს თეორია ნაკლებად სავარაუდოა. ატმოსფეროში არსებული დამუხტული ნაწილაკების გასაანალიზებლად სპეციალური ხმოვანი ტალღის შემცველი სიგნალის გაგზავნაა საჭირო.

“UVB-76-ს კი სრულად განსხვავებული ჟღერადობა აქვს”, — ამბობს სტაპლსი.

საინტერესო ფაქტია, რომ მსოფლიოში სხვა მსგავსი სადგურებიც არსებობს. რადიოსადგური Lincolnshire Poacher 1975-იანი წლებიდან 2008 წლამდე ოპერირებდა. Buzzer-ის მსგავსად, მისი მოსმენა ნებისმიერი ადგილიდან იყო შესაძლებელი. ყოფილი რადიოსადგურის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია, თუმცა ის კვიპროსის მახლობლად უნდა ყოფილიყო. მის მიერ გადაცემული სიგნალები კი, უბრალოდ, უცნაური მოსასმენი იყო.

ყოველი საათის დასაწყისში სადგური ინგლისური ფოლკლორული სიმღერის, Lincolnshire Poacher-ს მელოდიას უკრავდა. მელოდიის 12-ჯერ გამეორების შემდეგ კი ქალის ხმა, ბრიტანული აქცენტით, ციფრების წარმოთქმას იწყებდა.

სიტუაციის უკეთ აღსაქმელად 1920-იან წლებში უნდა გადავინაცვლოთ. ამ დროს რუსების მფლობელობაში არსებული სავაჭრო ასოციაცია Acros ბრიტანეთსა და ადრეულ საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ტრანზაქციებს აკონტროლებდა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად მათი დანიშნულება ეს იყო. სინამდვილეში კი ისინი რუსეთის სადაზვერვო დავალებებს ასრულებდნენ. 1927 წლის მაისში ბრიტანელმა სამართალდამცავებმა Acros-ის ოფისი დაიკავეს და შენობის სარდაფში სპეციალური ტექნიკა და საიდუმლო ოთახები აღმოაჩინეს, რომლებშიც თანამშრომლები Acros-ის მფლობელობაში არსებული დოკუმენტების დაწვას ცდილობდნენ, რათა ისინი ბრიტანელ სამართალდამცავებს ხელში არ ჩავარდნოდათ.

ასეა თუ ისე, გადარჩენილ დოკუმენტებში ბრიტანელებისთვის მნიშვნელოვნად ღირებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა, თუმცა ბრიტანელებმა ოპერაციის შედეგად რუსების დაშიფრული კომუნიკაციის მეთოდების შესახებ შეიტყვეს, რის საპასუხოდაც საბჭოთა კავშირმა სიგნალების დაშიფვრის მეთოდი პრაქტიკულად ერთ ღამეში სრულად შეცვალა.

ახალი მეთოდი ერთჯერადი გამოყენების დაშიფრულ კოდურ გასაღებს იყენებდა. ამ დროს სიგნალის გამგზავნსა და მიმღებს პაწაწინა, იდენტური წიგნაკები ჰქონდათ, რომლის თითოეულ გვერდზეც უნიკალური კოდი იყო. ამ კოდის გამოყენებით ციფრების ასოებად და სიტყვებად გარდაქმნა (და პირიქით) იყო შესაძლებელი. ეს ერთადერთი ხერხია, რომელიც წიგნაკის ქონის გარეშე, საიდუმლო სიგნალის გაშიფვრას შეუძლებელს ხდის.

ამ მეთოდის გამოყენების შედეგად სადაზვერვო სამსახურებს იმაზე ფიქრი აღარ უწევდათ, თუ ვინ მოისმენდა ციფრებს. მის გაშიფვრას მხოლოდ ის შეძლებდა, ვისაც წიგნაკი ჰქონდა. ამის გამო შეიქმნა რადიოსადგურები, რომლებშიც ქალის ან კაცის ხმა უბრალოდ ციფრებს აცხადებდა. ამ მეთოდის გამოყენება ბრიტანელებმაც მალევე დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ თუ წიგნაკში არსებული კოდი სრულად შემთხვევითი არ არის, დაშისფრული სიგნალის გატეხვა თეორიულად შესაძლებელი ხდება. პრობლემა კი ისაა, რომ ციფრების სრულად შემთხვევითად გენერირება რთულია. ასეთ სისტემაში ყოველთვის ჩნდება რაიმე კანონზომიერება, რაც კოდს წინასწარ განჭვრეტადს ხდის. ბრიტანელებმა ამის თავიდან ასაცილებლად ჭკვიანური ხერხი მოიფიქრეს. მათ ოქსფორდის ქუჩაზე ერთ-ერთ ფანჯარაში მიკროფონი დაკიდეს, რომელიც მანქანების მოძრაობის ხმას იწერდა.

“მიკროფონმა ერთდროულად, შესაძლოა, მანქანის ხმა, პოლიციელის ყვირილი და ძაღლის ყეფა ჩაწეროს. ხმების ყოველი ეს კომბინაცია უნიკალურია, რომელიც აღარასდროს განმეორდება. ბრიტანელებმა ამ ჩანაწერის წიგნაკის კოდად გარდაქმნა დაიწყეს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს გაშიფრავდა”, — აცხადებს სტაპლსი.

დაშიფვრის ეს მეთოდი ძალიან ეფექტური იყო, რის გამოც ციფრების მოკარნახე რადიოსადგურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჩნდა.

2010 წელს აშშ-ში FBI-მ 10 რუსი აგენტი დაიჭირა, რომლებიც ინსტრუქციებს სწორედ მსგავსი რადიოსადგურის საშუალებით იღებდნენ, სადგური 7887 კილოჰერცზე ოპერირებდა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ მსგავსი რადიოსადგურები 21-ე საუკუნეშიც გამოიყენება, თუმცა მათ ერთი დიდი უპირატესობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ იმის გამოცნობა, თუ ვინ გადმოსცემს სიგნალებს, ადვილია, მათი მოსმენა ყველას შეუძლია, შესაბამისად, რთულია გაიგო, თუ ვინაა სიგნალის ადრესატი. ინტერნეტი და ტექსტური შეტყობინებები, შესაძლოა, უფრო სწრაფია, თუმცა აგენტი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას ინტერნეტით გადასცემს განწირულია.

ეს საინტერესო თეორიაა, UVB-76 რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ შექმნილი რადიოსადგურია, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ აგენტებთან კომუნიკაცია ხდება. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა, UVB-76 ციფრებს არასდროს გადმოსცემს. თუმცა, ამას, შესაძლოა, მნიშვნელობა არ მქონდეს. წიგნაკების გამოყენებით ნებისმიერი რამის გადათარგმნაა შესაძლებელი, იქნება ეს სიტყვები, თუ ასოების თითქოს არაფრისმთქმელი კომბინაცია.

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, UVB-76 ერთგვარი ჰიბრიდია. უწყვეტი მონოტონური სიგნალი უბრალოდ მარკერია, რომელიც სიხშირეზე მუდმივ ტრანსლაციას უზრუნველჰყოფს, რათა ის სხვებმა არ გამოიყენონ. საჭიროების შემთხვევაში კი UVB-76 ციფრების გადაცემას იწყებს და მისი საშუალებით რუსეთის სადაზვერვო სამსახური სხვადასხვა კონტინენტზე მყოფ აგენტებთან კავშირს ამყარებს.

როგორც უკვე ვთქვით, UVB-76 საკმაოდ აქტიურია. 2013 წლის 25 იანვარს UVB-76-მა შემდეგი მესიჯი გადმოსცა: МДЖБ ОБЪЯВЛЕНА КОМАНДА 135. როგორც ცნობილია, ეს სრული სამხედრო მზადყოფნის გამოსაცდელი შეტყობინება იყო.

მოჩვენება რადიოსადგურისთვის მოსმენა თავადაც შეგიძლიათ, ამისთვის საკმარისია მოცემულ ბმულზე გადახვიდეთ, სიხშირეში 4625 კილოჰერცი მიუთითოთ, რეჟიმი კი USB-ზე დააყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს მოსასმენი რადიოსადგური ნიდერლანდებშია განთავსებული, ხოლო 4625 კილოჰერცზე მიღება ღამის საათებში უფრო ძლიერია. დღის განმავლობაში The Buzzer-ის მონოტონური ხმოვანი სიგნალის გაგებას, დიდი ალბათობით, აღნიშნული რადიოსადგურით ვერ მოახერხებთ, თუმცა თუ ვებგვერდს მზის ჩასვლის შემდეგ, ღამით ესტუმრებით, The Buzzer-ის რადიოსადგურის სიგნალს მკაფიოდ გაიგებთ. ხოლო თუ გაგიმართლათ, ვინ იცის, შესაძლოა, რუსეთის საიდუმლო აგენტებისთვის განკუთვნილი სიგნალიც კი მოისმინოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკატეგორიის გარეშესაქართველო

სამჯერ დასაფლავებული უკვდავი ქართველი პოეტი!

21 ოქტომბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეა. 1845 წლის 21 ოქტომბერს ელიზავეტპოლში (განჯაში), „ავი მალარიით“ თუ „ხურვებად“ მონათლული ფილტვების ანთებით, გარდაიცვალა 28 წლის გენიოსი, რომლის დაუტირებელი სხეული მესამე დღეს, იქვე დაასაფლავეს ციხის ეკლესიის გალავანში. გავა დრო და ნიკოლოზ ბართაშვილის ძვირფას ნეშტს ჯერ დიდუბის, შემდეგ კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ;

გავა დრო და მასზე იტყვიან: „არც ერთი ქართველი პოეტი, რუსთაველის შემდეგ, არ ამაღლებულა ბარათაშვილის ლირიკამდე!“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე, განჯაში იმყოფებოდა ბარონი ნიკოლაი (ალ. ჭავჭავაძის სიძე), რომელსაც დღიურში ჩაუწერია, ჩამოვხტი თავად მამუკა ორბელიანის სახლში, საშინელ ქოხშიო.

მამუკა ორბელიანი მაზრის უფროსი იყო, ნიკოლოზ ბარათაშვილი კი – მისი თანაშემწე. მნიშვნელობა არ აქვს, ერთად ცხოვრობდნენ თუ ცალ-ცალკე, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა საცოდაობა იქნებოდა ადგილი, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა დალია სული.

„გულს ცეცხლი მეკიდება, ვგიჟდები და აღარა მესმის რა; ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას და იფიქრე ჩვენი ცხოვრებაც“, – ასე შეატყობინა საყვარელი დისშვილის გარდაცვალება ილია ორბელიანმა თავის უფროს ძმას, გრიგოლს. კიდევ უფრო მწარე და გულისმომკვლელი იყო დედის, ეფემია ორბელიანის გოდება: „მე უბედური უბედურად ქმნილი მოვაკლდი ჩემს სიხარულს შვილს და რა შვილს, რომლისგანაც მოველოდი ყოველ სიხარულს. ვუი და ვაი ჩემს მოსწრებას, ჩემს თვალების დაბნელებას.“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამი, პოლიციის მოხელის „მუნდირში“ გახვეული, დაკრძალეს ციხის პაწია ეკლესიის გალავანში, მაღლობზე. მიცვალებულს წესი აუგო მღვდელმა, სტეფანე ვერდერევსკიმ, რომელიც, თურმე, პოეტის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს დასწრებია. ახალგაზრდა უფროსისა და თანამოსამსახურის წინაშე უკანასკნელი ჩინოვნიკური ვალი მოიხადეს ელიზავეტპოლის (განჯის) მოხელეებმა, რომლებიც „სამსახურეობრივი მოვალეობისამებ“ გამოცხადნენ მის დასაფლავებაზე. როგორც მიხეილ თუმანიშვილი, მ. ხელთუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ნაშრომში, „უკანასკნელი წელი ნიკ. ბარათაშვილის ცხოვრებისა“ წერს, „ერთ-ერთმა ამ უსახელო ადამიანთა შორის, ვინმე ბ. პონაროვსკიმ – წვრილფეხა მოხელემ თუ ეკლესიის მსახურმა – უჩვენა შემდგომ პოეტის მახლობლებს ბარათაშვილის თითქმის დაკარგული საფლავი“.

გამწარებული ეფემია 1849 წელს გარდაიცვლება, თუმცა მოასწრებს განჯაში ჩასვლას და შვილის საფლავის მონახულებას.

„აქ მას გადასცეს შვილის შემდეგ დარჩენილი რაღაც საცოდაობის ქონება, რომელიც ისე იყო დამპალი, რომ სახმარლად არ ვარგოდა და მან აქვე დაურიგა იმ პირთ, ვინც განსასვენებელს ემსახურებოდა“, – წერს მიხეილ თუმანიშვილი.

განჯაში მომხდარმა უბედურებამ ნამდვილი სულიერი ბორგვა გამოიწვია ტფილისში – პოეტის მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მეგობრებში, თუმცა ისე მოხდება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი მთელი 48 წლის განმავლობაში დარჩება უცხო მიწაში;

გვიან დაფასდება მისი ლიტერატურული მემკვიდრეობაც – ცალკე წიგნად ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები პირველად 1876 წელს ანუ პოეტის გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგ დაიბეჭდება.

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაისმება პირველად პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი (გაზეთი „დროება“) და აღიძვრება შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, მაგრამ თხოვნა შეუსმენელი დარჩება. …გავა დრო და 1891 წელს გაზეთი “ნოვოე ობოზრენიე” დაბეჭდავს წერილს, რომლის მიხედვითაც ელიზავეტპოლის ადმინისტრაციას მიზნად აქვს დასახული ეკლესიის გალავანში, სადაც პოეტია დასაფლავებული, გაიყვანოს გზა. ცნობას მყისიერად ეხმაურება გაზეთი „ივერია“, რომლის რედაქცია აფუძნებს ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების ფონდს, სადაც შემოწირულობები საქართველოს ყველა კუთხიდან ირიცხება. საქმეში ერთვება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებული საზოგადოება, რომლის 1892 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებულ სხდომის ოქმში ვკითხულობთ:

„საგანი განხილვისა: მოხსენება საზოგადოების თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძისა პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის გადმოსვენების შესახებ.

განჩინება: ეთხოვოს თავად გ. ორბელიანს, როგორც მახლობელ ნათესავს, ნებართვა მიიღოს გადმოსვენებისა. დაინიშნოს თანაშემწედ: თ. (ნ.) ორბელიანისა, ი. ჭყონია და დ. კარიჭაშვილი“.

პოეტის ნათესავებს მთელი თვეები მოუწიათ ცდა, ვიდრე მთავრობისგან ნეშტის ჩამოსვენების ნებართვას მიიღებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ნებართვა გაიცა. 1893 წლის 23 აპრილს განჯაში გაითხარა პოეტის საფლავი… აი, როგორც აღწერ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ტფილისში ჩამოსვენებას 1893 წლის 27 აპრილს გამოსული „ივერია“ (1893 წ. N86):

„კვირა დილას, 25 აპრილს, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ტფილისის რკინის-გზის ვაგზალზე… ვაგზლის არემარესა და თვით მისასვლელ მიედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი …09.30 საათზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდან გადმოასვენეს კუბო ძვირფასი ნეშტით… აქ ვაგზალთან ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა და პატივი სცა დიდებულს მგოსნის ცხედარს. შემდეგ ეს აუარებელი ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისაკენ. ამფიონი შემკული იყო ძვირფასი სხვადასხვაგვარის გვირგვინებით, და კუბო ხელში ეჭირათ ხან ქალებს, ხან ახალგაზრდობას, ხან ნათესავებს, და ისე მიასვენებდნენ… როცა ლიტანია მიუხალოვდა დიდუბეს, ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი… საფლავზე სიტყვები და ლექსები წარმოთქვეს: აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ნინო ორბელიანისამ, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა თუმანიანმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვებმა“.

1900 წელს გადაწყდა საფლავზე დასადგმელი ძეგლის – დეკორატიული ქანდაკების დადგმის საკითხი. 1905 წლის 10 ოქტომბერს, მიუხედავად წინა დღის კოკისპირული წვიმისა, დიდუბის ეკლესიის ეზოში თავი მოეყარა დიდძალ საზოგადოებრიობას. საზეიმოდ გაიხსნა მგოსნის ძეგლი, რომელიც თბილისში გამოაქანდაკეს იტალიელმა სკულპტორებმა ვილიმ და რიჩიმ. ძეგლი წარმოადგენს ალგეთის ქვის 3,195 მეტრი სიმაღლის ღარებიან სვეტს, რომელიც ეყრდნობა კიდეებჩამოთლილ კვარცხლბეკს და თავდება მარმარილოს ჩანგით. ძეგლის კვარცხლბეკზე ოთხივე მხრიდან მიმაგრებულია ნაცრისფერი მარმარილოს ფილები, რომლებზედაც ამოკვეთილია პოეტის ლექსები.

ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ძეგლი
ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ძეგლი

35 წელი განისვენებდა დიდი პოეტის ნეშტი დიდუბის მიწაში, ვიდრე 1938 წლის 15 ოქტომბერს, ქართველმა მწერლებმა მთაწმინდაზე არ გადაასვენეს. საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინახება გადაწყვეტილების ამსახავი დოკუმენტი – „აქტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადასვენების შესახებ დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის მწერალთა პანთეონში“. აქტში ვიკითხულობთ:

„1938 წლის 15 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმომტანი კომისიის წევრების ა. მაშაშვილის, შ. დადიანის, გ. ლეონიძის, ი. მოსაშვილის და პროფესორ ვლადიმერ ჟღენტის თანდასწრებით დიდუბის პანთეონში გათხრილ იქნა პოეტის, ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის საფლავი. საფლავიდან ნეშტის ამოღებას დაესწრო მწერალთა აქტივი.

საფლავში აღმოჩნდა ცინკის კუბო დახურული, კარგად შენახული. კაკლის ხის კუბო დაშლილია. ცინკის კუბო არის სიგრძით 97 სმ, სიმაღლით 25 სმ, სიგანით – 56 სმ.

08.30 საათზე ნ. ბარათაშვილის ნეშტი გადასვენებული იქნა მთაწმინდის მწერალთა პანთეონში. პროფ. ჟღენტმა მოახდინა ნეშტის მეცნიერული დათვალიერება და ჩონჩხის აღდგენა-გაზომვა. ასისტენტობდა დოც. ა. ჯორბენააძე.

მეცნიერული ექსპერტიზის დასკვნა ასეთია: ნ. ბარათაშვილის ნეშტის ჩონჩხი ძირითადად კარგად არის შენახული. ჩონჩხის აღდგენის სურათი ადასტურებს, რომ პოეტი საშუალო ტანის და ძვალმსხვილი კაცი ყოფილა. მარცხენა ქვედა კიდურის წვივკოჭის მიდამოში ძვლებს ეტყობა ოდნავი დაკოჟრება. თავის ქალა და პირისახის ჩონჩხი კარგად შენახულია. თავის ქალა საშუალო ზმოისაა.

12.45 საათზე ნ. ბარათაშვილის ნეშტი ჩასვენებულ იქნა ახალ აკლდამაში.

კომისიის თავმჯდომარე ა. მაშაშავილი. კომისიის წევრები: შ. დადიანი, გ. ლეონიძე, ი. მოსაშვილი, ვლ. ჟღენტი. მდივანი: გ. აბზიანიძე”

დიახ, მთაწმინდაზე გაიჭრა ნიკოლოზ ბარათაშვილის მესამე და უკანასკნელი საფლავი, მთაწმინდაზე, რომლის მომნუსხველმა იდუმალებამ ერთით მეტი შედევრი შეაქმნევინა პოეტს:

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ძეგლზეც, რომელიც საფლავზე დგას, ამოკვეთილია ფრაგმენტები პოეტის ნაწარმოებებიდან. სამხრეთის მხრიდან – ნაწყვეტი პოემიდან „ბედი ქართლისა“, დასავლეთიდან – ნაწყვეტი ლექსიდან „ფიქრნი მტკვრის პირას“, სხვა მხრიდან კი ნაწყვეტები „მერანიდან“.

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

ასეთი იყო პოეტის მიერ განჭვრეტილი მომავალი, გარდაუვალი ბედისწერა, რომლის შეცვლა თვითონ ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო მისმა შემოქმედებამ, მისმა დიდებულმა პოეზიამ, რომლის წყალობითაც აწ უკვე დამარხულია თავის მამუმლში, თავის დიდებულ წინაპართა საფლავებს შორის და, ტირილითაც, მის საფლავს სულმუდამ დასტირიან საქართველოს საუკეთესო შვილები…

ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი
ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი

წყარო : radiotavisupleba.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

როგორ იცნო გერმანიაში, ავტობუსის მძღოლმა საუკუნეების წინ დაკარგული მშობლიური ქართული ენა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი, ლიკა წიქარიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით  ქალაქ ვუპერტალში შემთხვევით გაცნობილი “გურჯის” შესახებ გვიყვება – როგორ იცნო ავტობუსის მძღოლმა საუკუნეების წინ დაკარგული მშობლიური ენა და როგორ უწოდებს დღემდე საკუთარ თავს გურჯს…

“წერა დიდად არ მიყვარს, რადგან ვფიქრობ რომ წერა ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. უბრალოდ დღეს ისეთი რამ შემემთხვა, მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ და გამიხარდება, თუ წაიკითხავთ.

მოკლედ, ავედი ავტობუსში და თან დედას ვესაუბრებოდი ტელეფონზე. მძღოლის უკან სავარძელზე დავჯექი და გავაგრძელე საუბარი (ვაღიარებ, ცოტა ხმამაღალი საუბარი ვიცი). დავინახე, რომ მძღოლმა რამდენჯერმე დაკვირვებით შემომხედა და შევეცადე, მაქსიმალურად ხმადაბლა მესაუბრა. ვიფიქრე, რომ საუბარმა შეაწუხა.

მოკლედ, ავტობუსიდან ჩასვლისას ისევ ვსაუბრობდი ტელეფონზე (იმდენი სათქმელი გვიგროვდება ხოლმე, რახანია ერთმანეთი არ გვინახავს). მაინც ხმამაღლა მკითხა:

-თქვენ გურჯისტანიდან ხართ, ხომ ასეა?

-კი, საქართველოდან ვარ. ვუპასუხე მე.

-თქვენ გურჯი ხართ? საუბარი ვიცანი. ჩვენ მეზობლები ვართ. საქართველოს საზღვართან ახლოს, თურქეთში ჩემს ქალაქში, 5000 გურჯი ცხოვრობს.

-სასიამოვნოა, ანუ თქვენ თურქეთიდან ბრძანდებით?! მივუგე მე.

-არა მე გურჯი ვარ – გუჯისტანიდან, მაგრამ ახლა გურჯისტანის ეს ნაწილი, სამწუხაროდ, თურქეთშია, ოსმალოების პერიოდიდან. მე კი თურქი კი არა, გურჯი ვარ.

მე გავოცდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. იმდენად გულიდან იყო მისი სიტყვები წამოსული. მივუბრუნდი და ვუთხარი:

-თქვენ გულიანი გურჯი ხართ! დღეს იშვიათად შევხვედრივარ უცხოეთში ქართველს, ვისაც თქვენსავით გაეხარდებოდა ქართული ენის გაგონება და მით უმეტეს გამოგელაპარაკებოდა-მეთქი, სასიამოვნოა, რომ გაგიცანით-მეთქი და ავტობუსიდან ჩავედი.

მერე კიდევ დიდხანს მედგა თვალწინ გერმანელების გაოცებული სახეები, რომლებსაც საერთოდ ვერ გაეგოთ რა ხდებოდა და კიდევ იმ კაცის სახე –  თურქული შესახედაობის, მაგრამ ნამდვილი გურჯის გული რომ ჰქონდა.

ყოველთვის მეგონა, რომ საუკუნეების წინ დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები ქართველები აღარ იყვნენ, რადგან მათ აღარც ენა, აღარც სარწმუნოება და მით უმეტეს აღარც საქართველო გააჩნდათ.

მიხარია, რომ ვცდებოდი!

დღეს 10-15 წლით რომ წავალთ საზღვარგარეთ საცხოვრებლად, ლამისაა, ეროვნებადაც ის ქვეყანა დავიწეროთ ხოლმე ფეისბუქზე, ქუჩაში შეხვედრისას ცხვირის აბზუებაზე ხომ აღარც ვლაპარაკობ.

ის გურჯი ვუპერტალში 642 ნომერი ავტობუსის მძღოლია!”

წყარო : ქართული კვირა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

უსაფრთხოა თუ არა ასპირინი ინსულტ გადატანილი პაციენტებისთვის

ახალი კვლევის თანახმად, პაციენტებს, რომლებსაც თავის ტვინში გაჟონვისგან გამოწვეული ინსულტი აქვთ გადატანილი, შეუძლიათ ასპირინის მიღება, რათა მომავალში ინსულტისა და გულის პრობლემების რისკი აიცილონ. 

ასპირინი ათხელებს სისხლს, რის გამოც ექიმები მის გამოყენებას სიფრთხილით ეკიდებიან იმის შიშით, რომ მედიკამენტმა შესაძლოა სისხლჩაქცევის განვითარებას შეუწყოს ხელი. 

თუმცა, The Lancet-ის კვლევის თანახმად, ასპირინი გაჟონვის გამეორების რისკს არ ზრდის და პირიქით, ამცირებს კიდეც მას.

ექსპერტები კვლევას დადებითად აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად საკითხის მეტას შესწავლაა საჭირო.

ასპირინი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. შედარებით ნაკლები დღიური დოზა (75 მ/გრ) კი სისხლის სიბლანტეს ამცირებს და პაციენტს გულის შეტევისა და ინსულტისგან იცავს.

ზოგიერთი ინსულტს ტვინის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა იწვევს – ზოგს- სისხლჩაქცევა. იმის გამო, რომ ასპირინი სისხლს ათხელებს, ბევრი პაციენტისთვის მისი მიღება რეკომენდირებული არაა და მისი მიღება ყველასთვის უსაფრთხო არ არის. მან შესაძლოა დისპესია (საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა) და კუჭის წყლული გამოიწვიოს.

ექიმის დანიშნულების გარეშე არასდროს მისცეთ 16 წლამდე ასაკის ბავშვს ასპირინი. მან შესაძლოა ბავშვებში იშვიათი დაავადება – რეიეს სინდრომი გამოიწვიოს. ეს გახლავთ დაავადება, რომელიც აზიანებს ყველა ორგანოს, თუმცა ყველაზე მეტი ტვინსა და ღვიძლს – იწვევს ტვინის შეშუპებას,  ღვიძლსა და სხვა ორგანოებში ცხიმების დაგროვებას.

The Lancet-ის კვლევის ფარგლებში 600-მდე ადამიანს 5 წლის განმავლობაში იკვლევდნენ. ის არ ამტკიცებს, რომ ასპირინი პაციენტებს სრულად იცავს ინსულტისგან, თუმცა აღნიშნავს, რომ რისკი მცირდება. კვლევა არც იმას ამტკიცებს, რომ ასპირინის მიღება ყველასთვის უსაფრთხოა. კვლევა მიანიშნებს, რომ მისი მიღება სასარგებლოა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰემორაგიული (სისხლჩაქცევა ტვინში) ინსულტი აქვს. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნებისა გასაკეთებლად და რეკომენდაციების გასაცემად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

BBC

სრულად ნახვა
1 2 3 4 40
Page 2 of 40