close

კატეგორიის გარეშე

ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიორელიგია და მეცნიერება

მუსლიმი ქალი ჩადრით – სურვილი თუ რელიგიური ვალდებულება?!

ისლამის ფუნდამენტალური მკვლევარები, რომლებიც სწავლობდნენ ისლამის ისტორიას და მუსულმანურ ცივილიზაციას ამტკიცებენ, რომ ქალი თანაბარია მამაკაცთან, რომ ისინი ერთ მთლიანობას ქმნიან და მათი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელია. ,,ქალი თუ კაცი ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე სავარცხლისკბილებივით თანაბარნი არიანო’’, ამბობს მუჰამმედ შუამავალი.

წმინდა ყურანში ,,ქალები’’–ს სახელის სურაც კია მოცემული, ასევე ერთ–ერთი სურაც წმინდა მარიამისსახელს ატარებს. აქედან  ჩანს რომ ყურანი ქალს ანიჭებს უდიდეს ღირსებას. ზოგიერთი მცდარი შეხედულება იმისა, რომ სამოთხეში თითქოსდა წმინდა ევამ მიაწოდა წმინდა ადამს აკრძალული ხის ნაყოფი და ამის გამო ქალი არის წყეული, ყურანი ამ აზრს არ ეთანხმება.

ისლამი ავალდებულებს ქალს მიიღოს განათლება, აქვთ უფლება  ჰქონდეთ საკუთარი ქონება, ეწეოდენ კომერციულ საქმიანობას, საკუთარი ნება სურვილით აირჩიონ  მეუღლე და მშობელს არა აქვს უფლება მათი  ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით გათხოვება–დაქორწინებისა. ისლამმა მისცა ქალს ნება იმისა, რომ თავისი სურვილით განქორწინდეს. ქალი თანასწორუფლებიანია მამაკაცისა ღვთისმსახურებაშიც. ევალება ლოცვა, მარხვა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა ქააბაში.

მუსლიმი ქალის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ნიშანი ალაჰისადმი მისი ღრმა ერთგულება და გულახდილი რწმენაა. ყოველდღიური ხუთი ლოცვიდან, მუსლიმი ქალი, თითოეულს მისთვის განკუთვნილ დროს აღავლენს და ამაში სხვა მოვალეობები ხელს არ უშლის.

მუსლიმი ქალი ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა. სწორედ ამ საკითხზე მინდა შევაჩერო ტქვენი ყურადღება, რადგან დღემდე კამათი არ წყდება მუსლიმი ქალების იმ ტანსაცმლის ნაწილობრივი აკრძალვის გამო, რომელიც სახეს ფარავს. მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე, ყურანის ქართულად მთარგმნელი, პროფესორი გიორგი ლობჟანიძე, „რადიო თავისუფლებასთან“  საუბრისას ამბობს, რომ  „ირანში არსებობს ერთი ლოზუნგი, რომელიც ხშირად წამიკითხავს: „ჰიჯაბი არის ჩემი ციხესიმაგრე და არა ციხე“, ამბობს ქალი.“

ჰიჯაბი ჩაცმულობას ჰქვია და რამდენიმე სახისა, თუ ფორმისაა,  ისლამის სხვადასხვა განშტოების მიხედვით ვარირებს. განსხვებული სტილის მიუხედავად, შემოსვის უმთავრესი პრინციპი, ზოგადად, მოკრძალებულობასა და ზომიერებას ეფუძვნება, რაც ყოველმა მუსლიმმა უნდა გაითვალისწინოს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმთა სამოსი ისლამური კულტურის განუყოფელი ნაწილიცაა.

ქალის სამოსის სახეებია:

ჰიჯაბი – რაც არაბულად “დამალვას” ნიშნავს. ასე უწოდებენ სამოსს, რომელიც მუსლიმან ქალს თავიდან ფეხებამდე ფარავს. თუმც “ჰიჯაბს” უფრო ვიწრო მნიშვნელობითაც ხმარობენ და ამ სახელით მუსლიმი ქალის თავსაბურავს მოიხსენიებენ, რომელიც მთლიანად ფარავს თმას, ყურებს , ყელს და უმეტეს შემთხვევაში მხრების ნაწილსაც. სახე არ იფარება.

ამირას ჰიჯაბი – ეს თავსაბურავი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი თავზე მჭიდროდაა შემოხვეული ქუდის მსგავსად, მეორე შარფია, რომელსაც ხშირად სახელოების ფორმა აქვს და ზემოდან იცმევა ისე, რომ მხრებს ფარავს. სიტყვა “ამირა” არაბულად “პრინცესას” ნიშნავს.

ნიქაბი – შავი ფერის თავსაბურავი, მთლიანად ფარავს სახეს, თმას და მხოლოდ თვალებისთვის აქვს ჭრილი. ნიქაბს მუსლიმური ტანსაცმლის სხვა სახეობებთან ერთადაც ატარებენ. მაგალითად აბაისთან-გრძელ კაბასთან ქამრის გარეშე. ყველაზე ხშირად ნიქაბს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ხმარობენ, იემენში და პაკისტანში.

ჩადრი – სამოსი, რომელიც ფარავს მთლიანად სხეულს თმის ღერიდან ფეხის ტერფის ჩათვლით, თუმცა სახე არ არის დაფარული. მას ხშირად ნიქაბთან ერთად ატარებენ. გავრცელებულია ირანში.

ფარანჯა – ხალათის მსგავსი უხელო სამოსი, რომელიც მთლიანაც ფარავს სხეულს და ასევე სახეს. თვალების ჭრილი დაფარულია მჭიდრო ბადით-ჩაჩვანით. ტანსაცმლის ეს სახეობა შუა აზიაში და ავღანეთშია გავრცელებული.ამ სამოსის ტიპს მიეკუთვნება ბურკაც – ის სრულიად ფარავს ქალის სხეულის ზედა ნაწილს.

ხიმარი – ეს არის მოსაცმელი, რომელსაც სახის გამოსაყოფი აქვს. ფარავს თმას, ყურებს, მხრებს და წელამდე ჩამოდის. გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში.

როგორ ვხედავთ მუსლიმანი ქალის სამოსის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს იმ კუთხისკულტურა, სადაც ის ცხოვრობს და რაღა თქმა უნდა რწმენა.

თვლიან, რომ ისლამი უკრძალავს ქალს მსგავსი სამოსის გარეშე საზოგადოებაში გამოჩენას, რომ თითქოს ყურანი ითხოვდეს თავსაბურავისა თუ ჩადრის ტარებას. ზოგიერთი კი ამ მოსაზრებას უარყოფს და  ამბობენ, რომ ყურანში არაფერი წერია ქალის ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ფაქტია, დღეს საზოგადოებაში იქმნება ერთგვარი განცდა მუსლიმი ქალების ჩაგვრისა ისლამის წესებით,  თუმცა აქაც აზრი ორად შეიძლება გაიყოს,  ის რაც ერთვისთვის  რელიგიური იდნეტურობის გამომხატველია,  მეორესთვის – ქალის უფლებების შეურაცხყოფად გაიონიხილება.

ჩაცმულობის მთავარი პრინციპი ისლამში არის უბრალოება. ვიცით, რომ ყურანსა და ჰადისებში განსაზღვრულია მოთხოვნები ქალის სამოსთან დაკავშირებით: აუცილებელია, რომ სხეულის ყველა ნაწილი, აგრეთვე თმა, სახის და ხელის მტევნების გარდა, დაფარული იყოს; ტანსაცმელი უნდა იყოს გაუმჭვირვალე; სამოსი უნდა იყოს ქალის ტანსაცმლის, და არა მამაკაცის კატეგორიიდან; ტანისამოსს არ უნდა ჰქონდეს სუნამოს ან რაიმე მძაფრი არომატი. ქალის მიერ თმის დაფარვა ქუჩაში, და საერთოდ, უცხო ადამიანების თანდასწრებით, რაც შეეხება კონკრეტულად ქალებს, ერთ-ერთ სურაში მათგან მოთხოვნილია, თვალი არ გაუსწორონ თანამოსაუბრეს, საქვეყნოდ არ გამოაჩინონ თავიანთი გარეგნული მშვენიერება გარდა იმისა, რაც ჩვეულებრივ, ბუნებრივად ჩანს. ქუჩაში და უცხო ადამიანების თანდასწრებით თმა დაფარული უნდა ჰქონდეთ, მკერდი მოსასხამით დამალონ. ქალის სამოსი სქელი ქსოვილისაგან უნდა იყოს დამზადებული და ტან-ფეხის მოყვანილობას მალავდეს… ეს წესები თუ მოთხოვნები იმის მიხვედვით შეიძლება იცვლებოდეს თუ რა კონიუნქტურაა, როგორი კულტურული თავისებურებები, ტრადიციები, პოლიტიკური რეჟიმია  ქყვეყანაში, რომლეშიც მუსლიმანს უწევს ცხოვრება.

ასე მაგალითად,  1996 წლის სექტემბერში, როცა ქაბულში თალიბანის მმართველობა დამყარდა, რადიო”შარიათმა” ყველა ავღანელისათვის სავალდებულო თექვსმეტი მითითება გამოაცხადა. ერთ-ერთის მიხედვით ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა.
მძღოლებს არ აქვთ უფლება, თავდაუბურავ ან გამომწვევად შემოსილ ქალებს, რომლებიც თანმხლებინათესავი მამაკაცის გარეშე არიან, ტრანსპორტში ასვლის ნებართვა მისცენ. ყველას ვინც ასე მოიქცევა, დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ქალის ქმარი დაისჯება და მათი სახლი გაიჩხრიკება.  ქალებს დამატებით სპეციალურად მოდური ტანისამოსით, მაკიაჟით, ჩადრის გარეშე სიარული სასტიკად ეკრძალებათ. მათ არ უნდა მიიქციონ სხვა ადამიანების ყურადღება. ურჩ ქალებს შარიათის კანონების მიხედვით დასჯიან და შეაჩვენებენ. მათთვის ყველა გზა ზეციური სასუფევლისკენ მოჭრილი იქნება!
კანონის დამრღვეევების საქმიანობას რელიგიური პოლიცია გამოიკვლევს, რომელთაც აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ყველანაირი ზომის გამოყენების უფლება აქვთ მინიჭებული.

არიან ქვეყნები სადაც მუსლიმი ქალი თავად წყვეტს, იაროს ჩადრით თუ ჩადრის გარეშე, მაგრამ მაგ. საუდის არაბეთში ქალს მსგავსი არჩევანის თავისუფლება არ აქვს. სხვადსახვა მიზეზით, რიგმა ქვეყნებმა მკაცრად  აუკრძალეს მუსლიმ ქალებს თავსაბურავის ტარება, კონსტიტუციურად დაამტკიცეს  და გარკვეული ჯარიმებიც კი დააწესეს.

საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც 2010 წელს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალა ჩადრის ტარება.  საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აღნიშნავდა, რომ ფარანჯის ტარება, არ შეესაბამება არც ქვეყნის ინტეგრაციის იდეას და არც საფრანგეთის თანამედროვე და მოდურ სტილს. ქალები, რომლებიც  საჯარო ადგილებში, სახეს მთლიანად ჩადრით  დაიფარავენ, 150 ევროთი დაჯარიმდებიან. მათ ვინც ქალებს აიძულებს სახე დაფაროს,  ჯარიმასთან ერთად, 1 წელი თავისუფლების აღკვეთაც შეეფარდებათ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საფრანგეთის აკრძალვას მხარი დაუჭირა და უარყო არგუმენტები, თითქოს, პირბადეების ტარების აკრძალვა რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავდა.

საფრანგეთის გადაწყვეტილებას ბელგიაც შეუერთდა. მათ აკრძალეს ისეთი სამოსისა თუ ნივთებისტარება, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში პიროვნების იდენტიფიცირებას ხელს უშლის.

ჰოლანდიაში აკრძალულია ჩადრის ტარება  სკოლებში, სატრანსპორტო საშუალებებსა და  უნივერსიტეტებში.

ჩადრის ტარება აკრძალეს აფრიკულ ქვეყანაში – ჩადში, გაბონსა და კონგოში (ბრაზავილი). კამერუნმა სამოსის ტარება ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში აკრძალა. სენეგალის ხელისუფლებამაც გადაწყვიტაშემოიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც ქალებს ფარანჯის ტარება აეკრძალებათ. მიზეზი კი, რის გამოცაკრძალვა დაწესდება შემდეგია: ამგვარ სამოსში, დაფარული სახით, ბოროტმოქმედებს ადვილადშეუძლიათ თავდასხმების განხორციელება. მათი აზრით მსგავსი სამოსი დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჩადში აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც თვითმკვლელმა, რომელსაც ჩადრი ეცვა, ივნისში თავი აიფეთქა და დედაქალაქ ნჯამენში 33 ადამიანი იმსხვერპლა. კამერუნში ორმა ჩადრში გამოწყობილმა ქალმა აიფეთქა თავი საჯარო ადგილას, რასაც 13 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

ბულგარეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქალები, რომლებიც საჯარო ადგილებში ბურკასა და ნიქაბს ატარებენ, 770 ევროთი დაჯარიმდებიან.

ჰოლანდიაში 2007 წელს სრულად აკრძალეს სკოლებში ჩადრის ტარება, მოგვიანებით კი ყველა საჯარო თავშეყრის ადგილზეც. ჰოლანდიელმა კანონმდებლებმა საჯარო ადგილებში, ისლამური პირბადეების ნაწილობრივ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. შეზღუდვა ეხება სკოლებს, საავადმყოფოებს, სამთავრობო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ამჟამად დასავლეთ ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაშია აკრძალული ჩადრის ტარება, დანარჩენებში რეგიონალური შეზღუდვები მოქმედებს. ბარსელონაში აკრძალულია სახის დაფარვა საჯარო შენობებსა და ბაზარში. დანიაში იგივე აკრძალვა მოქმედებს სასამართლოებში. ჩადრი აკრძალულია გერმანულ ქალაქ გესენში და იტალიის ზოგიერთ ქალაქებში.

ეს ფაქტებია,  ვიღაც მუსლიმი ქალის სამოს ძალადობის სახელს უკავშირებს, ქართულენოვან საიტზე islam.ge აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით, „ხიჯაბი (ქალთა მუსლიმური სამოსი) ძალადობის წინააღმდეგ“, სადც ვკითხულობთ „ხიჯაბში შემოსილი ქალი–ისლამის სიმბოლოა, იმისი მაჩვენებელი, რომ მასზე  ძალაუფლება მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის, იმის დასტური, რომ ის არ არის სუსტიდა ადვილად დასაჩაგრავი არსება, არამედ პიროვნება, რომელსაც  თავისუფლების, დაცულობისა დადაფასების არანაკლები უფლება აქვს ვიდრე ნებისმიერ მამაკაცს.“

ქვემოთ კი, „ჭეშმარიტად, ხიჯაბს შეზღუდვა არ აქვს, ვინაიდან ის საჭიროა, რადგანაც დაწესებულია.ხიჯაბი – არ არის მარტო ცხოვრების წესი, ის იცავს თავის მეპატრონეს მრავალი ცხოვრებისეულიპრობლემისა და შემთხვევისაგან, მათ შორის ძალადობისგან.“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

დაღესტანში აღმოჩენილი უძველესი ქართული ოთხთავის თავგადასავლი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილებაში, წლებია, სხვა ათასობით ხელნაწერს შორის ინახება, სავარაუდოდ, XV საუკუნის არაბული ხელნაწერი ტექნიკური ნომრით N1012, რომლის გაციფრების პროცესმა დაღესტნელი მეცნიერები მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაშე დააყენა: არაბულის ქვეშ იკითხება ქართული ასომთავრულით შესრულებული უძველესი ტექსტი.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერების დახმარებით გაირკვა, რომ საქმე გვაქვს VI-VII საუკუნის ხანმეტ ოთხთავთან.

დაღესტანში აღმოჩენილი წერილობითი ძეგლი პალიმფსესტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტი დატანილია ეტრატზე, რომლის ძველი ფენა (ამ შემთხვევაში ქართული ტექსტი) გადაფხეკილია, მაგრამ მისი წაკითხვა შესაძლებელია.

ქართველმა ენათმეცნიერებმა ამ მნიშვნელოვანი პალიმფსესტის არსებობის შესახებ პირველად ხუთი წლის წინ შეიტყვეს. 2014 წელს თბილისში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე შამილ შიჰალიევმა – დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა – წარმოადგინა პალიმფსესტის გადარეცხილი ფენის ერთი გვერდის ფოტოასლი, რომლის გაშიფრვას ვერ ახერხებდნენ დაღესტნელი მეცნიერები. ხელნაწერი წაიკითხა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ, რომლის ვარაუდით, საქმე გვქონდა ხანმეტი ენის ძეგლთან – ლუკას სახარებასთან.

2018 წლის შემოდგომაზე დაღესტანში ორი კვირით იმყოფებოდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი, რომელმაც ადგილზე შეისწავლა ხელნაწერი და თბილისში მისი სრული ციფრული ვერსია ჩამოიტანა.

ქართული ხელნაწერის შინაარსი და მოცულობა

„ხელნაწერი შეიცავს ოთხთავის ფრაგმენტებს“, – ამბობს დალი ჩიტუნაშვილი, – „გვაქვს ოთხივე მახარებელი, ანუ ფრაგმენტები როგორც მათეს სახარებიდან, ასევე მარკოზიდან, იოანედან და ლუკადან, ანუ ოთხივე მახარებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოთხთავის ძველი თარგმანების კვლევისათვის, არამედ თავად ოთხთავის ტექსტის კვლევისთვისაც“.

მთლიანად ხელნაწერი შედგება არაბული ტექსტის 84 და ქართული ტექსტის 42 ფურცლისგან. დალი ჩიტუნაშვილის განმარტებით, ქართული ხელნაწერის ერთი ფურცელი ორად არის გაყოფილი, გაკეცილი და ისეა გამოყენებული არაბულისთვის.

„42 ფურცელი ძალიან ბევრია ხანმეტი ტექსტისათვის“, – ამბობს ქართველი ენათმეცნიერი.

წყარო: .radiotavisupleba.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პოლონეთში იპოვეს საფლავი, რომელშიც ადამიანების 17.5 ტონა ფერფლია

ჩრდილოეთ პოლონეთში, ყოფილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკთან ახლოს, იპოვეს საფლავი, რომელშიც ადამიანების 17,5 ტონა ფერფლია, – ამის შესახებ BBC წერს.

არსებული ინფორმაციით, საფლავში, სულ მცირე, 8 000 მსხვერპლის ფერფლია.

„საკონცენტრაციო ბანაკი 1939 წელს აშენდა და ნაცისტური ოკუპაციის დროს გამოიყენებოდა. ნაცისტები კლავდნენ ებრალებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და პოლონური ელიტის წევრებს“, – წერს BBC.

საერთო საფლავის თხრის დროს, ტანსაცმლის ნარჩენები, ღილები და ასობით სხვა ნივთი იპოვეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ნასა-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული პირველი ფოტოები გამოაქვეყნა

ნასა-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული პირველი ხუთი განსაცვიფრებელი ფერადი ფოტო გამოაქვეყნა.

სამხრეთის რკალის ნისლეული (NGC 3132)

54DE5278-CAFC-46C4-958C-A5B4D8FD1BC4.jpg

სამხრეთის რგოლის ნისლეული, AKA NGC 3132, ჩვენგან დაახლოებით 2500 სინათლის წლითაა დაშორებული.

ფოტოზე ჩანს ნისლეულის 2 ვარსკვლავი, ერთ-ერთი უფრო სუსტი ჯუჯაა, მკვდარი ვარსკვლავის ჩამოშლილი ბირთვი, რომელიც სიცოცხლის მანძილზე მზის მასას რვაჯერ აღემატებოდა.

მეორე ვარსკვლავი კი უფრო კაშკაშაა და ევოლუციის ადრეულ ეტაპზეა და ერთ დღეს საკუთარ ნისლეულში აფეთქდება.

ეგზოპლანეტა WASP-96b

E0BABFA4-7C8A-4998-A422-64987F504688.jpg

ცხელი პლანეტა, რომელიც იმდენად ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, რომ ორბიტაზე შემოვლას მხოლოდ დაახლოებით 3.4 დღეს ანდომებს. ის მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს, რომელიც ჩვენგან 1150 სინათლის წლითაა დაშორებული.

სტეფანეს კვინტეტი

859E9835-4B31-4222-873A-16BB3C4A4E63.jpg

სტეფანის კვინტეტი 5 გალაქტიკისგან შედგება. მათგან მხოლოდ ოთხია რეალურად ერთმანეთთან ახლოს – მარცხნივ, NGC 7320, ჩვენთან ბევრად უფრო ახლოსაა, ის 40 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, ხოლო დანარჩენები ჩვენგან დაახლოებით 290 მილიონი სინათლის წლით არიან დაშორებული.

კარინას ნისლეული

2D0A4D8B-1D6B-4B0F-B4E6-FCEBD72F4D98.jpg

“კოსმოსური კლდეების” სახელით ცნობილ ამ სურათზე ყველაზე მაღალი მწვერვალი 7 სინათლის წლის სიმაღლეზეა. მწვერვალი არის ადგილი, სადაც ახალშობილი ვარსკვლავები ფეთქდებიან და მათ მიერ წარმოქმნილი ვარსკვლავური ქარი ნარინჯისფერ-y გაზებს წარმოქმნის, რაც თავის მხრივ ასევე წარმოშობს ახალ ვარსკვლავებს.

ღრმა ველის გამოსახულება SMACS 0723

A87D3096-0B26-40F1-8292-D7CA581E2CC2.jpg

 

ჯეიმს ვების ახალი კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო. მიიჩნევენ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ინფრაწითელი ხედია.

 

ფოტოზე ჩანს სამყაროს პატარა მონაკვეთი, სახელწოდებით SMACS 0723, მოციმციმე გალაქტიკების, მათ შორის უძველესი გალაქტიკების, სინათლე.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ნასა-მ პირველად 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვა. ტელესკოპა ორი ძირითადი მიზანი აქვს : პირველი არის ვარსკვლავების ფოტოების გადაღება, რომლებიც სამყაროში 13.5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ანათებდნენ და მეორე არის შორეული პლანეტების გამოკვლევა, რათა დადგინდეს, არიან თუ არა ისინი საცხოვრებლად ვარგისი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერები – მარსზე სიცოცხლის არსებობის ნებისმიერი ნიშანი 2 მეტრის ქვეშ იქნება დამარხული

მარსზე სიცოცხლის ძიება შესაძლოა ბევრად უფრო გართულდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მარსმავლები, ე.წ. მარს „როვერები“,  როგორიცაა Curiosity და Perseverance, პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლის კვალს ეძებენ, თუმცა, ახალი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მათ საპოვნელად შეიძლება უფრო ღრმად ჩასვლა იყოს საჭირო, რადგან ამინომჟავების ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც დარჩა იმ დროიდან, როდესაც მარსი შესაძლოა საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო, სავარაუდოდ, დამარხულია ზედაპირიდან მინიმუმ 2 მეტრის სიღრმეში.
ეს იმიტომ ხდება, რომ მარსი, თავისი მაგნიტური ველის ნაკლებობითა და სუსტი ატმოსფეროთი, განიცდის კოსმოსური გამოსხივების ბევრად უფრო დიდ დოზას ზედაპირზე, ვიდრე დედამიწა. ჩვენ ვიცით ეს და ვიცით ისიც, რომ კოსმოსური გამოსხივება ანადგურებს ამინომჟავებს.
ახლა, ექსპერიმენტული მონაცემების წყალობით, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს პროცესი, გეოლოგიურად რომ ვთქვათ, ძალიან მოკლე დროში მიმდინარეობს.
ფიქრობენ, რომ მარსს ოდესღაც ჰქონდა გლობალური მაგნიტური ველი და გაცილებით სქელი ატმოსფერო, ისევე როგორც დედამიწას. ასევე არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ ოდესღაც თხევადი წყალი განთავსებული იყო მარსის ზედაპირზე ოკეანეების, მდინარეების და ტბების სახით.
მახასიათებლების ეს კომბინაცია მიუთითებს იმაზე, რომ მარსი, შეიძლება, წარსულში დასახლებული ყოფილიყო.
ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ მარსი დასახლებული პლანეტა იყო, ამინომჟავების არსებობაა. ეს ორგანული ნაერთები სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალაა.
ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ უფრო მეტის გასარკვევად, შესაძლოა, საჭირო იყოს ლოდინი მანამ, სანამ მარსზე თხრისთვის საჭირო უკეთესი ხელსაწყოები გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა მსოფლიოს უდიდესი ბაქტერია აღმოაჩინეს

მეცნიერებმა გიგანტური ზომის ბაქტერია აღმოაჩინეს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
1 სანტინეტრი სიგრძის ბაქტერიას, T. magnifica-ს, რომელსაც ადამიანის წამწამის ზომა და ფორმა აქვს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაქტერიის კლასიფიკაცია მიანიჭეს.
T. magnifica  ჩაძირულ, ლპობაშეპარულ მანგრის ხის ფოთლებზე, კარიბის ზღვის აუზში აღმოაჩინეს.
ორგანიზმი არ არის საშიში და  ადამიანებში დაავადებებს არ იწვევს, მაგრამ გაოცდებით მისი პროპორციებით.
“ეს ბაქტერიები დაახლოებით 5000-ჯერ აღემატება ბაქტერიების უმეტესობას და ჩვენთვის, ადამიანებისთვის, იგივეა, რომ შევხვდეთ სხვა ადამიანს, რომელიც იქნება ისეთივე მაღალი, როგორც „ევერესტის” მთა,”- განაცხადა აშშ-ის ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ერთობლივი გენომის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ჟან-მარი ვოლანდმა.

ასევე აღმოჩნდა, რომ ბაქტერია შეიცავს სამჯერ მეტ გენს, ვიდრე ბაქტერიების უმეტესობა და ასობით ათასი გენომის ასლი ვრცელდება თითოეულ უჯრედში, რაც მას უჩვეულოდ რთულს ხდის.

T. magnifica თავდაპირველად 2009 წელს, გვადელუპეში, მცირე ანტილის კუნძულებზე აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ექიმმა ვოლანდმა და კოლეგებმა მისი დეტალური შესწავლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

წყარო : BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ავღანეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 1000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 1000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უსახლკაროდ დარჩა ასობით ადამიანი.

მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ეპიცენტრი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ პაკისტანსა და ირანში, თუმცა, ამ ქვეყნებში ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა USAID-ს და სხვა ფედერალურ სამთავრობო უწყებებს დაავალა, შეაფასონ, როგორ შეიძლება რეაგირება ავღანეთის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა თვალშიდა ინექციისთვის ბიოდეგრადირებადი მიკრონემსი შექმნეს

ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ საჭიროა წამლების ფრთხილად შეყვანა თვალში.
პროცესს, შესაძლოა, გარკვეული  გართულებები მოჰყვეს, მაგალითად, არსებობს ენდოფთალმიტის განვითარების რისკი, ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერიების შეღწევა ხვრელში, სადაც ნემსი შევიდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შეიმუშავა ახალი, პოტენციურად უკეთესი სისტემა მედიკამენტების თვალში ამ გართულებების გარეშე ინექციისთვის.

თვალის ინექციის მეცნიერული ტერმინია “ინტრავიტრეალური ინექცია”, რადგან ხდება წამლის მინისებრ სხეულში მოთავსება (ჟელესმაგვარი სითხე, რომელიც ავსებს თვალის კაკალს). იგი გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციისა (AMD) და დიაბეტური თვალის დაავადება.
ამჟამად მკურნალობა არის სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის საწინააღმდეგო წამლის მრავალჯერადი ინექცია თვალის ჟელესმაგვარ ნივთიერებაში.

ჯგუფმა შექმნა ულტრა თხელი მიკრონემსი, რომელიც რეალურად რჩება თვალში და საბოლოოდ ბიოდეგრადირდება.

მიკრონემსს აქვს ჰიდროგელის „საცობი“ შექმნილი ნახვრეტის დასახურად და თანდათან უშვებს წამალს.

მკვლევარებმა, რომელთა უმეტესობა სამხრეთ კორეის ინსტიტუტებიდან არიან,  ახალი სისტემა რამდენიმე გზით გამოსცადეს.
თავდაპირველად ჯგუფმა მიკრონემსები  ღორის ამოკვეთილ თვალებზე გამოსცადა. ცდამ აჩვენა, რომ ხვრელი ინექციის შემდეგ დაიხურა და წამალი თვალში ისე გავრცელდა, როგორც მოსალოდნელი იყო.

შემდეგ გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მიკრონემსი ცოცხალ ღორებზე გამოსცადა. ინექციას გაჟონვა ან ანთება არ გამოუწვევია და შვიდი დღის შემდეგ ნემსის წვერი კვლავ დამაგრებული ადგილზე.

ისევე როგორც ყველა ამ ტიპის ექსპერიმენტების შემთხვევაში, დიდი გზაა გასავლელი მანამ, სანამ პაციენტებს კლინიკებში ინექციას ბიოდეგრადირებადი თვითჩამკეტი მიკრონემსის გამოყენებით ჩაუტარებენ, მაგრამ ამ დროისთვის შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს არის საინტერესო აღმოჩენა და შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა შეძლოს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ საეჭვო სიგნალები დააფიქსირეს, რომელიც, შესაძლოა, უცხოპლანეტელებთან იყოს დაკავშირებული

ჩინელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთის უზარმაზარმატელესკოპმა, „ცის თვალმა“, შესაძლოა, შორეულიუცხოპლანეტელების ცივილიზაციისგან სიგნალები დააფიქსირა.

კერძოდ, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისსამინისტროს ოფიციალურ გამოცემა Science andTechnology Daily–ში გამოქვეყნებულ აანგარიშშიაღნიშნულია, რომ პეკინის Normal University-ის ასტრონომებმა დააფიქსირეს “რამდენიმე შემთხვევადედამიწის მიღმა შესაძლო ტექნოლოგიური კვალისადა არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის შესახებ“.

ანგარიშის თანახმად, სიგნალები დააფიქსირაჩინეთის რადიოტელესკოპმა (FAST), რომელსაც “ცისთვალს” უწოდებენ და რომელიც მსოფლიოშიყველაზე დიდი რადიოტელესკოპია.

ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, საეჭვო, ვიწროხაზოვანი, პოტენციურად ხელოვნური რადიო სიგნალები სამჯერ დააფიქსირეს, მათ შორის ერთხელ 2022 წელს.

ვინაიდან სიგნალები ვიწროზოლიანირადიოტალღებია, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ ადამიანის თვითმფრინავებისა და თანამგზავრების მიერ, ისინი შეიძლება წარმოებული ყოფილიყო უცხოპლანეტელების ტექნოლოგიით. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ მათი დასკვნები წინასწარია დასიფრთხილით უნდა მოეკიდონ მანამ, სანამ ანალიზი დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში გამოქვეყნების შემდეგ მალე წაშალეს, მისი მოულოდნელი წაშლის მიზეზები გაურკვეველია.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ევროპა-აზიის სატრანზიტო დერეფანში

გასაკვირი არ არის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპასა და აზიას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით ტრანზიტი საკმაოდ გაზარდა. მას შემდეგ, რაც რუსულ რკინიგზაზე სანქციები დაწესდა, საერთაშორისო კომპანიები რუსეთის გზის ავლით ცდილობენ ტვირთის გადაზიდვას. 2022 წლის ბოლოსთვის გადაზიდვების მოცულობის 6-ჯერ გაზრდას ელოდებიან.
ტრანზიტზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, აზერბაიჯანმა, საქართველომ, ყაზახეთმა და თურქეთმა რეგიონული ტრანსპორტირების პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა დაისახეს მიზნად და 31 მარტს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. სავარაუდოდ, დაბალგანვითარებული ინფრასტრუქტურის გამო, სამხრეთ კავკასიას მზარდი სატრანზიტო მოთხოვნის დაკმაყოფილება გაუჭირდება. ერთ-ერთი პრობლემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ტრანსკასპიური კორიდორის მთავარ სატრანზიტო გზად გადაქცევაში.
რუსეთის ალტერნატიული, ტრანსკასპიური გზით ჩანაცვლების მცდელობა ახალი არ გახლავთ. აქედან დაიბადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ასევე 2013 წელს, ჩინეთმა შეიმუშავა პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა“. იგი ორი ნაწილისგან შედგებოდა – აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და საზღვაო აბრეშუმის გზა, რომლებიც ჩინეთს საშუალებას მისცემდა ევროპას სახმელეთო და საზღვაო გზებით დაჰკავშირებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 … 41
Page 4 of 41