2050 წლისთვის, არსებობს საფრთხე, რომ დედამიწაზე კაკაოს პლანტაციები ვეღარ გაიხარებს. მიზეზი ჰაერის გამოშრობა და გლობალური დათბობაა. შედეგად, ჩვენი პლანეტიდან შოკოლადი გაქრება.
გლობალური დათბობის შედეგად ადამიანი კიდევ უფრო გამხდარი და მაღალი აგებულების გახდება. როგორც ვიდეოშია ნათქვამი, ასეთი სხეულის ფორმის მქონე ადამიანი სიცხეს უფრო მეტად აიტანს.
დოქტორი ალან კვანის თქმით ჩვენი სახეებიც შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს. ალან კვანმა შექმნა გამოსახულებების განსაცვიფრებელი სერია, რომელიც წარმოადგენს ადამიანის რასის ერთ-ერთ შესაძლო ევოლუციას მომდევნო 100,000 წლის მანძილზე.
ალან კვანი მიიჩნევს, რომ ჩვენი მომავალი ევოლუციის გასაღები იქნება ადამიანის ფორმის ბუნებრივ ევოლუციასთან დაშორება და მისი ბიოლოგიურ ვარიანტთან ადაპტაცია ადამიანის საჭიროებებიდან გამომდინარე.
„იმდენად, რამდენადაც გენური ინჟინერია ნორმა ხდება, მომავალში ადამიანის სახეს კიდევ უფრო მეტად განსაზღვრავს მისივე გემოვნება. რაც შეეხება ადამიანის შუბლს, ის უფრო ფართო გახდება, ვინაიდან ადამიანის ტვინი კიდევ მეტად განვითარდება და გაიზრდება,“ – აცხადებს დოქტორი ალან კვანი.
იმდენად, რამდენადაც ადამიანი აღწევს გენეტიკაზე სრულ ბატონობას, ადამიანის სახე გახდება ძალიან სუბიექტური იმ მახასიათებლებისადმი, რასაც იგი ძირითადად უჩივის : სწორი ცხვირი, შთამბეჭდავი თვალები, სახის ნაკვთების ოქროს პროპორცია და მარცხენა / მარჯვენა სრულყოფილი სიმეტრია.
დოქტორი კვანი მიიჩნევს, რომ იმ დროისთვის ადამიანს დიდი ზომის თვალები ექნება, ამას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ ადამიანი მზის სისტემის კოლონიზირებას მოახდენს და ხალხი მზისგან შორს, უფრო ბნელ გარემოში დაიწყებს ცხოვრებას.
ფაქტობრივად, 2050 წლისთვის რადიკალური ახალი ტექნოლოგიის შედეგად სრულიად ახალი ტიპის ადამიანი ჩამოყალიბდება.
როგორც Global Brain Institute-ის მეცნიერი კადელ ლასტი აცხადებს, რომ კაცობრიობა მთავარ “ევოლუციურ ტრანზაციას“ გადის. მისი თქმით, დაახლოებით 40 წელში ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებენ, უფრო გვიან ასაკშიც შეეძლებათ შვილების გაჩენა და შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღიური საქმიანობა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შეასრულონ.
წყარო: Dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”


































