close

გეოგრაფია

გეოგრაფიამსოფლიოსაქართველოტურიზმი

მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოშია!

ის ფაქტი, რომ საქართველო ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა ეს  ბევრმა იცის… ამიტომაც თუკი ჩვენს ისტორიას გადავხედავთ ძალიან ბევრი მტერი  ზუსტად ქვეყნის  სილამაზის და დედაბუნების გამო გვყავდა. თემას რომ არ გადავუხვიოთ, მოდით, გავახაროთ მკითხველის გული  და  ეს სტატია   მივუძღვნათ ქვეყნის პატრიოტ შვილებს.
ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე  ღრმა გამოქვაბული სწორედ საქართველოში მდებარეობს. გამოქვაბული სახელად კრუბერი  აფხაზეთში არაბიკის მასივშია მოთავსებული.  იგი მსოფლიოში აღმოჩენილი გამოქვაბულებიდან ყველაზე ღრმაა, მისი სიგრძე კი   2191  მეტრია.  სიდიდით მას მოყვება საფრანგეთში მდებარე გამოქვაბული სახელად ჟან ბერნარი, რომლის სიღრმეც 1535 მეტრია,  მის შემდეგ კი ასევე საქართველოში მდებარე   გამოქვაბული  სახელად თოვლიანი უფსკრული, რომლის სიღრმეც 1370 მეტრია.

გამოქვაბულს სახელი საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძმდებლის ალექსანდრე კრუბერის  პატივსაცემად ეწოდა. წლების მანძილზე მას იკვლევდნენ სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, რომელთა მტკიცებითაც კრუბერი მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოქვაბულად იქნა მიჩნეული.  მასში შეხვდებით მინიატურულ სტალაქტიტებს ანუ გამოქვაბულის თაღიდან სვეტებად ჩამოსული შვერილებს და სტალაგმიტებს ანუ წვეთებისგან შექმნილ წამონაზარდებს. ეს ყველაფერი არ არის, გამოქვაბულში ასევე რის წყლის ნაკადები და პატარა ტბები.

ძალიან საამაყო და სასიხარულო ამბავია ის,  რომ ასეთი პატარა ქვეყანა ყველაფრის მიუხედავად,  მაინც ახერხებს მსოფლიოს გაოცებას   და იმსახურებს დიდ მოწონებას.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეკოლოგიასაქართველო

🐆12 წლის შემდეგ პირველად – ჯიქი კვლავ საქართველოშია!

12 წლის შემდეგ, ჯიქი, იგივე ლეოპარდი, საქართველოში დააფიქსირეს.

ინფორმაციას ორგანიზაცია „ნაკრესი“ და დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

იგი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES) ფოტოხაფანგმა აგვისტოში დააფიქსირა.

საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. მისი ბოლო ნაკვალევი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იქნა ნაპოვნი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

არალის ზღვა-ტბის აღდგენა

არალის ზღვა-ტბა, რომელიც ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე მდებარეობს იყო მეოთზე უდიდესი ზღვა ჩვენს პლანეტაზე. თუმცა, 50 წლის წინ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა მდინარის წყალი, რომლითაც ზღვა-ტბა იკვებებოდა გამოეყენებინა ბამბის პლანტაციებისთვის, რის გამოც დაშრა, მიმდებარე ტერიტორიამ კი გაუდაბნოება დაიწყო.
მაგრამ დღეს მილიონობით დოლარი იხარჯება ზღვის უკან დასაბრუნებლად. მაგალითისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე რგავენ ხეებს, იმ ადგილას, სადაც ადრე ზღვის ფსკერი იყო. რაც შეაკავებს ქვიშის შტორმს ამ ტერიტორიაზე და გაუდაბნოების პროცესს. ისინი აშენებენ ტყეს ზღვისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით.
გარდა ამისა, ფერმერები არალის ზღვა-ტბის მიმდებარედ ნაკლებად იყენებენ მდინარის წყალს ირიგაციისთვის. ისინი იყენებენ სარწყავ სისტემას, რის დროსაც გამოიყენება 50%-ით ნაკლები წყლის რესურსი. მართალია, ყველაფერი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია, რომ ამ პროცესით საბოლოოდ არალის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი აღდგეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწა

ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მცენარე

დედამიწაზე უამრავი უცნაური და გასაოცარი მცენარე არსებობს, მათი ნაწილი გამოირჩევა სილამაზით, ნაწილიც სიცოცხლისუნარიანობით. მიუხედავად იმისა, რომ უდაბნო ნამდვილად არ არის შესაფერისი ადგილი მცენარეებისთვის, ნამიბიის უდაბნოში ხარობს მეტად საინტერესო მცენარე, სახელად ველვიჩია.
გასაოცარი ის არის, რომ ველვიჩიის ჯიშის ყველაზე დიდი მცენარეები 3000-ზე მეტი წლის არიან. შორიდან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მას ბევრი ფოთოლი აქვს, თუმცა სინამდვილეში მას მხოლოდ ორი ფოთოლი გააჩნია, ისინი დროთა განმავლობაში იყოფა და იგრიხება. ფოთლები მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ცვივა და არ კვდება.
ახალი კვლევის თანახმად, გენეტიკური საიდუმლოება, რაც ხსნის უნიკალურ ფორმას, მისი სიცოცხლის გასაოცარ ხანგრძლივობასა და გამძლეობას, არის ის, რომ დაახლოებით 86 მილიონი წლის წინ, რეგიონში განსაკუთრებული გვალვის პერიოდში, უჯრედის გაყოფაში შეცდომის შედეგად, მთლიანი ველვიჩიის გენომი გაორდა. ხოლო რაც უფრო დიდია გენომი, მით მეტი ენერგია იხარჯება სიცოცხლის შენარჩუნებაზე.
დაახლოებით 1-2 მილიონი წლის წინ, სხვადასხვა გენეტიკური ცვლილებების შედეგად, ველვიჩიის გაორებული გენომის შენარჩუნებისთვის საჭირო რესურსები შესამჩნევად შემცირდა და ეკონომიური გახდა. ის ფაქტი, რომ ველვიჩიას ფოთლები კენწრული მერისტემიდან იზრდება, რომელიც მცენარეს ახალი უჯრედებით ამარაგებს, ასევე უჯრედული ზრდა და ზეწოლის მიმართ რეზისტენტულობა ველვიჩიას შესაძლოა ექსტრემალური ბუნებრივი ზეწოლის ქვეშ ზრდის გაგრძელებაში ეხმარებოდეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

უდიდესი გადაშენებული ზვიგენის, მეგალოდონის კბილი იპოვეს ტროპიკული შტორმის შემდეგ

უკანასკნელი ტროპიკული შტორმის, ელზას წყალობით იპოვეს ორი მეგალოდონის კბილი სამი კვირის ინტერვალით. აღმოჩენის ავტორი 6 წლის ბავშვია.

მეგალოდონი არის უზარმაზარი გადაშენებული ზვიგენის სახეობა, რომელიც უდიდეს თევზად არის აღიარებული მსოფლიოს ისტორიაში. სიტყვა “მეგალოდონის” ეტიმოლოგია ბერძნული ენიდან იღებს სათავეს და “გიგანტურ კბილს” ნიშნავს. ზვიგენის არსებობას მსოფლიო ოკეანეებში 3.6 მილიონიდან 20 მილიონი წლის წინ მოიაზრებენ. მისი ზომები იმდენად მასშტაბური იყო, რომ თეთრ ზვიგენს სამჯერ აღემატებოდა, ზურგის ფარფლი დაახლოებით ზრდასრული ადამიანის სიმაღლის იყო, თვითონ სიგრძეში რამდენიმე ათეული მეტრს აღწევდა და კბილების რამდენიმე მწკრივი ჰქონდა.

მეგალოდონის კბილი მეტად ფასდაუდებელი მონაპოვარია კოლექციონერებისთვის, მაგრამ მის მიმართ სამეცნიერო ინტერესი, შეიძლება ითქვას, რომ დიდი არ არის, რადგან ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში, ანტარქტიდის სანაპიროს გარდა, ყველა კონტინენტის სანაპირო ზოლთან არის ნაპოვნი მისი ნაშთები. მეგალოდონის გადაშენებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, ერთ-ერთი ოკეანის წყლის ტემპერატურის შემცირებაა, ხოლო მეორე ვეშაპების რაოდენობის შემცირება, რითიც ისინი იკვებებოდნენ.

ელზას მსგავსი ქარიშხლის დროს, ოკეანის დიდ ტალღებს სანაპიროზე ამოაქვს ზღვის ფსკერზე არსებულ ნაშთები, რომლებიც მილიონობით წლის ისტორიას ინახავენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგეოგრაფია

იშვიათი რვაფეხა, რომელსაც გამჭვირვალე თავი აქვს

ფოტოგრაფმა იშვიათი რვაფეხა დააფიქსირა, რომელსაც გამჭვირვალე თავი აქვს

🐙Wunderpus რვაფეხა, რომელსაც Wunderpus photogenicus (ფოტოგენური საოცრება) ეწოდება, პირველად 2006 წელს იქნა რეგისტრირებული ახალ სახეობად. რვაფეხას სხვა სახეობებთან შედარებით, იგი ჯერ ისევ არ არის კარგად შესწავლილი. ის წყნარ ოკეანეში, ფილიპინების სანაპირო წყლებში ბინადრობს და მოზრდილობის ასაკიდან წითელი შეფერილობითა და თეთრი ლაქებით ან ზოლებით გამოირჩევა. მას უნარი აქვს დაემსგავსოს ზღვის ისეთ ცხოველებს, როგორიცაა შხამიანი ეკლებიანი ლომთევზა🦑
📸Wu Yung-sen

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

🐼 გიგანტური პანდები გადაშენების პირას აღარ არიან – BBC

ჩინეთში დიდი პანდები გადაშენებისგან იხსნეს. ამ სახეობას შეეცვალა სტატუსი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ნუსხაში აღარ ირიცხება. ჩინეთში პანდების პოპულაცია გაიზარდა. ახლა ველურ ბუნებაში 1 800 დიდი პანდა ბინადრობს. ამის შესახებ Global Times წერს.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინფორმაციით, დიდი პანდა დათვის ოჯახის იშვიათი წარმომადგენელია. 1961 წლიდან პანდა WWF-ის სიმბოლოა. დიდი პანდები ჩრდილოეთ ჩინეთში ბამბუკის ტყეებში ბინადრობენ. ერთი მოზრდილი პანდა დღეში 12-დან 38-კილოგრამამდე ბამბუკით იკვებება.

ამ სახეობის პოპულაციის შემცირება გარემო პირობების გაუარესების პირდაპირპროპორციულად მოხდა. ამის მიზეზია ბრაკონიერების მიერ ბამბუკის ტყეების გაჩეხვა.

დიდი პანდების აქტიური დაცვა ჩინეთში 1980-იანი წლებიდან დაიწყეს. ხელისუფლებამ პანდის ბეწვით ვაჭრობა აკრძალა. 1988 წელს აიკრძალა პანდებზე ნადირობა, ხოლო 1992 წელს ჩინეთში გაიხსნა ნაკრძალები, სადაც პანდების უმეტესობა ბინადრობს. ამ ზომების მიღების შედეგად, 2004-დან 2014 წლამდე ველურ ბუნებაში პანდების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

ბერმუდის სამკუთხედზე გადაფრენისას 5 000 მტრედი გაუჩინარდა

გასულ თვეში, 250 000-მდე ფრინველი გაათავისუფლეს, თუმცა, მათგან მხოლოდ 10%-მა მოახერხა დაბრუნება მოსალოდნელ დროში, მათი ნაწილი კი გაუჩინარდა.

ფრინველების მოყვარულები ვერ ხსნიან მოვლენას, თუ როგორ გაუჩინარდა 5 000 მტრედი ბერმუდის სამკუთხედში. ფრინველებმა ფრენა დაიწყეს პეტერბურგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ფრინველების ჯგუფი ფრენის დაწყებიდან  9 000-ს შეადგენდა, თუმცა დანიშნულების ადგილს მხოლოდ 4 000-მა მიაღწია.

ფრინველების გაუჩინარება შესაძლოა უბრალოდ კლიმატის ცვლილებას და ატმოსფერულ ფაქტორს დავუკავშიროთ, მათ შორის, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ფრინველები შტორმში მოჰყვნენ.

თუმცა, სპეციალურ ჯგუფს დაევალა ამინდის მდგომარეობის შემოწმება, ადგილისა და დროის შერჩევა და მათივე თქმით, რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი არ ყოფილა და მოღრუბლული დილის მიუხედავად, იმ დროისათვის ხილვადობა კარგი იყო. რეალურად, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ თუ რა მოხდა, აცხადებს რიჩარდ სეიერი. მაგრამ ამ მოვლენას მისტიკურს ის ხდის, რომ მტრედების დიდი ნაწილი სწორედ ბერმუდის სამკუთხედის გადაფრენისას გაუჩინარდა და მიიჩნევენ, რომ ადამიანის თვალისთვის უხილავმა ძალამ გამოიწვია მტრედების კურსის შეცვლა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაკვლევებიმსოფლიო

მკვლევრებმა დედამიწის ზედაპირის ყველაზე ცხელი ადგილი გამოავლინეს

კალიფორნიაში მდებარე სიკვდილის ველს ხშირად დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილად მიიჩნევენ. ტემპერატურა იქ რეკორდულ ნიშნულს, 56,7 გრადუს ცელსიუსს აღწევს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ჰაერის ტემპერატურაა.

დედამიწის ზედაპირის ყველაზე ექსტრემალური ტემპერატურების ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე ცხელი ზედაპირი ირანის დაშთე-ლუთის და ჩრდილოეთ ამერიკის სონორის უდაბნოშია.

გასული ოცი წლის განმავლობაში შეგროვებული მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, ამ ორი რეგიონის მიწისპირი ხშირად წარმოუდგენლად ცხელდება, 80,8 გრადუს ცელსიუსამდე.

ხმელეთის ზედაპირის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაშთე-ლუთის უდაბნოშია. 2002-2019 წლებს შორის, ამ ქვიშიან უდაბნოში ექსტრემალური ტემპერატურები ფიქსირდებოდა; ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის მოქცეულია მთის ქედებს შორის, რომელიც ცხელ ჰაერს დიუნებს მაღლა ამწყვდევს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც შავი ვულკანური ქანებია.

ეს კვლევა ეთანხმება 2011 წელს ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, დაშთე-ლუთის უდაბნო დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია.

2004-დან 2007 წლამდე და შემდეგ 2009 წელს, ამ ქვიშაში უმაღლესი ზედაპირის ტემპერატურა დაფიქსირდა დედამიწაზე. ამ კვლევის მონაცემების მიხედვით, 2005 წელს რეგიონში ტემპერატურამ 70,7 °C-ს მიაღწია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწა

მასიური ხვრელი მექსიკის ცენტრში

დაახლოებით 60 მეტრი დიამეტრის მქონე ხვრელი გაჩნდა მექსიკის ცენტრში, ერთ-ერთი ფერმერის მინდორში. აღნიშნული ხვრელი საფრთხეს უქმნის ახლოს მდებარე სახლებს.

ორშაბათს პრესკომფერენციაზე შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ  ხვრელის სიღრმე 20 მეტრია და ახლოს მდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. ამ დროისათვის არავინ დაშავებულა და გუბერნატორი მოუწოდებს მოსახლეობას მაქსიმალურად მოერიდონ მიმდებარე ტერიტორიას.

ხვრელის დიამეტრი, როდესაც ის პირველად გამოჩნდა, იყო მხოლოდ 5 მეტრი, შემდეგ საკმაოდ სწრაფი ტემპით გაიზარდა, სულ რამდენიმე საათში. მკვლევართა მოსაზრებით, ხვრელის გაჩენა შესაძლოა ორი ფაქტორის კომბინაციას გამოეწვია: მთლიანი ტერიტორიის დიდი რაოდენობით მორწყა და ასევე  მიწისქვეშა წყლები, რომლებიც იწვევს ნიადაგის დარბილებას.

მსგავში შემთხვევა მოხდა 2021 წლის იანვარში, რომელმაც იტალიაში რამდენიმე მანქანა დააზიანა. ხოლო 2020 წლის იანვარში, მინიმუმ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და 16 ადამიანი დაშავდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მსგავსი ხვრელი გაჩნდა, რამაც ავტობუსიც თან ჩაითრია, რომელშიც მგზავრები ისხდნენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 8
Page 3 of 8