close

გეოგრაფია

გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ავსტრალიაში ტყის ხანძარს ასეულობით კოალა ემსხვერპლა, სახეობა გადაშენების პირასაა

ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსის შტატში  რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარს ერთ-ერთი ნაკრძალის ბინადარი 350 კოალა ემსხვერპლა.

„ავსტრალიის კოალების დაცვის“ პრეზიდენტის სიუ ეშტონის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე ნაკრძალში 500-600 კოალა ცხოვრობდა, მათგან 350-მდე კოალა დაიღუპა, გადარჩენილებს კი სპეციალურ კოალების ჰოსპიტალში მკურნალობენ.

ზანტი ჩანთოსანი დათვი – კოალა ანუ ავსტრალიური ზარმაცა – ხეზე ცხოვრობს. აბორიგენების ენაზე მისი სახელი ნიშნავს ”ვინც წყალს არ სვამს”. მისი სიგრძე 60 – 85 სანტიმეტრია, წონა კი დაახლოებით 14 კილოგრამი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოალების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის კლიმატის ცვლილებას და გახშირებულ ტყის ხანძრებს.

ახალი სამხრეთ უელსის ბუნების დაცვის საბჭოს წარმომადგენლის ჯეიმს თრემეინის შეფასებით, თუკი კოალების რაოდენობის შემცირება ბოლო 20-30 წლის მსგავსი ტემპით გაგრძელდება, საუკუნის შუა პერიოდში კოალები, შესაძლოა, საერთოდ გადაშენდნენ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რამდენიმე დღეა უპრეცედენტო მასშტაბის  ხანძარი მძვინვარებს. 1 300-მდე მეხანძრე ხანძრის ასამდე კერას ებრძვის. სტიქიის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი. ათასობით მოქალაქე კი ევაკუირებულია.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიასაქართველო

პონტოს მუხის გადასარჩენად გურიაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა.

აღკვეთილი გურიაშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს დამისი ფართობი 443 ჰექტარია. ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული. აღკვეთილის შექმნისმიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

შესაბამისი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და WWF კავკასიის პროგრამული ოფისი.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაგეოგრაფიადედამიწაისტორია

ჩრდილოეთის ზღვაში სავარაუდოდ ქვის ხანის პერიოდის სამყარო იპოვეს

დიდ ბრიტანეთში, ბრედფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩრდილოეთის ზღვაში ჩაძირული უძველესი ლანდშაფტი, გაქვავებული ტყის კვალი იპოვეს, რომელიც შესაძლოა ადრეულ მონადირე-შემგროვებელთა ნაშთებს ინახავდეს. ამის შესახებ ინფორმაცია Live Science-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა 11-დღიანი ექსპედიციის ფარგლებში სინჯები აიღეს. ჩაძირული ლანდშაფტის ასაკი 10 ათას წელს აღწევს და რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. 

ნიმუშების პირველადი მონაცემების მიხედვით, ზღვის ფსკერზე არის შეკუმშული ტორფის ფენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იქ წარსულში ადამიანისთვის საცხოვრებლად შესაფერისი წყლები იყო. მეცნიერებს სჯერათ, რომ უახლოეს მომავალში ამ ადგილზე ადამიანის კვალსაც მიაგნებენ. 

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

მეცნიერებმა მარიანის ღრმულში უნიკალური ბაქტერიები აღმოაჩინეს

მეცნიერების მტკიცებით ოკეანის ფსკერის მხოლოდ 5%-ია შესწავლილი. პლანეტა მარსის და მთვარის მეორე მხარის შესახებ უფრო მეტია ცნობილი.

techcult-ის ცნობით, მალე ოკეანის ერთი საიდუმლო კიდევ გამჟღავნდება. მარიანისღრმული ყველაზე ღრმა და ნაკლებად შესწავლილი ადგილია. ბოლო კვლევების შედეგად, მხოლოდ ის დადგინდა, რომ წყლის სიღრმიდან ხმა ისმის. ახლა კი მეცნიერებმა უნიკალური ბაქტერიები აღმოაჩინეს.

კვლევაზე ბრიტანელი მეცნიერები მუშაობდნენ. მათ მარიანის ღრმულიდან მიკრობები ამოიღეს. ლაბორატორიაში კვლევისას აღმოაჩინეს, რომ ეს ბაქტერიები მოიხმარენ ნახშირწყალბადებს. მეცნიერებაში ასეთი თვისება არც ერთ მიკროორგანიზმს არ აქვს.

ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, სად „ისწავლეს“ ეს მარიანის ღრმულის მიკრობებმა? მეცნიერებმა სინჯები მარიანის ღრმულის წყლის ზედაპირზეც აიღეს. ასევე 2000, 4000 და 6000 მეტრის სიღრმეზე. ყველა სინჯში აღმოაჩინეს ნავთობპროდუქტების ნაწილები. ამის მიზეზი გარემოს დაბინძურება.

მეცნიერების ვარაუდით, ნახშირწყალბადების მოხმარება და გამოყოფა მიკროორგანიზმებს მაღალი წნევის პირობებში არსებობაში ეხმარებათ. მეცნიერები აღმოჩენილ ბაქტერიებს იკვლევენ.

მარიანის ღრმული მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ფილიპინისზღვაში.

გადაჭიმულია დაახლოებით 2500 კმ-ზე მარიანას კუნძულების გასწვრივ. აქვს V-სებრიპროფილი, ციცაბო (ქანობი 7-9°) კალთები, ბრტყელი ძირი (სიგანე 1-5 კმ). სიღრმე 11023 მ (სიღრმე გაზომა 1957 წელს სსრკ-ს საკვლევ გემ „ვიტიაზის“ ექსპედიციამ, პირველი გაზომვა — 11034 მ), რითაც ის მსოფლიო ოკეანის უღრმესი ადგილია.

დაზუსტებით, გაზომვა რომელიც იაპონურმა ზონდმა აწარმოა 1995 წელს – 10920 მ–ს არ აღემატება. ბოლო გაზომვით კი, რომელიც 2011 წელს ამერიკულმა ოკეანოგრაფიულმაექსპედიციამ ჩაატარა, დაფიქსირდა 10,994 მ (± 40 მ) სიღრმე.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

აფრიკაში ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს

აფრიკაში, კერძოდ კი კენიაში, ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს. ამის შესახებ ფოტოგრაფი უილ ბერარ ლუკასი იტყობინება.

მან ექსპედიცია სან დიეგოს ზოოპარკის მეცნიერებთან ერთად მოაწყო და ფოტოაპარატმაც იშვიათი სანახაობა აღბეჭდა.

შავი ლეოპარდის უკანასკნელი ფოტო 1909 წელს გადაიღეს

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

აფრიკაში ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს

აფრიკაში, კერძოდ კი კენიაში, ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად შავი ლეოპარდი გადაიღეს. ამის შესახებ ფოტოგრაფი უილ ბერარ ლუკასი იტყობინება.

მან ექსპედიცია სან დიეგოს ზოოპარკის მეცნიერებთან ერთად მოაწყო და ფოტოაპარატმაც იშვიათი სანახაობა აღბეჭდა.

შავი ლეოპარდის უკანასკნელი ფოტო 1909 წელს გადაიღეს

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

აშშ-სა და კანადაში ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილი გაიყინა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილი გაიყინა. გაყინული ჩანჩქერს ფოტო კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის მიმდებარედ მცხოვრებმა მოქალაქეებმა გადიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამის შესახებ CNN წერს.

„წყალი იყინებოდა ჰაერში“, „დილა მშვიდობისა, ულამაზესი სანახაობაა“, ჩანჩქერი გაიყინა და არნახული ფოტოები გადავიღეთ“- ასეთი კომენტარები ახლავს კადრებს, სოციალურ ქსელში, რომლებიც მომხმარებლებმა ცოტა ხნის წინ ატვირთეს.

ნიაგარის ჩანჩქერის გაყინვა იშვიათი მოვლენაა, აქამდე არსებული ცნობებით, ჩანჩქერი მთლიანად სულ ორჯერ გაიყინა 1848 და 1912 წლებში გაიყინა.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ნასა – ანტარქტიდის აქამდე უძრავი მყინვარები კატასტროფული სისწრაფით დნება

„ნასა“ აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე მდებარე აქამდე უძრავმა მყინვარებმა „გაიღვიძა“ და ლღობა დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზღვების დონეებმა შესაძლოა კატასტროფულად მოიმატოს. აღსანიშნავია, რომ კონტინენტის ამ ნაწილს აქამდე ბევრად უფრო სტაბილურად მიიჩნევდნენ, ვიდრე დასავლეთს.

ამერიკის კოსმოსური სააგენტო ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარები, მათ შორის Totten Glacier-ი, რომელიც 2,400 კვადრატულ მილს ფარავს, მნიშვნელოვანი რაოდენობის ყინულს კარგავს.

„ნასა“ ამ კონკრეტული მყინვარის ლღობას აღწერს, როგორც „ბეჰემოთს, რომელიც ისეთი რაოდენობის ყინულს შეიცავს, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ზღვის დონე სულ ცოტა 3,3 მეტრით გაზარდოს.“  Totten-ი ერთ-ერთია იმ მყინვარებს შორის, რომლებმაც ბოლო პერიოდში დნობა დაიწყო, თუმცა ის მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, ვინაიდან აღმოსავლეთ ანტარქტიდის უდიდესი მყინვარია.

„ნასას“ კვლევის თანახმად, Vincennes Bay-ში მდებარე მყინვარების დონემ 2008 წლიდან დღემდე 2, 7 მეტრით დაიწია. გაცილებით მძიმე სიტუაციაა კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, სადაც მყინვარები გაცილებით სწრაფად დნებიან.

ამერიკის კოსმოსური სააგენტო 2019 წლის დასაწყისიდან ახალ პროექტს – Inter-mission Times Series of Land Ice Velocity and Elevation-ს იწყებს, რომლის მიზანი მსოფლიოს ყინულის საფარის  კონტროლია.

პროექტი გულისხმობს 30-წლიანი სატელიტურ ჩანაწერებზე დაყრდნობით მყინვარების, ყინულის ზედაპირისა და ყინულის შელფების ცვლილებების შესწავლას.

წყარო : independent.co.uk

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაგეოგრაფიასაქართველოტურიზმი

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, 50 ათასი წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს

ქუ­თა­ის­ში, კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (ჭა­ხ­ა­თას უბა­ნი) ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძემ მღვი­მე აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც მრავ­ლა­დაა სტა­ლაქ­ტი­დე­ბი და სტა­ლაგ­მი­ტე­ბი.

მღვიმე უკვე დაათვალიერეს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა. სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელია.

„მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ ორი დარბაზია, მათი სიგრძე 80 მეტრია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ეს პირველია და სწორედ ეს სძენს მღვიმეს უნიკალურობას“, – ამბობს ვალერი ბარბაქაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოასამართალისაქართველო

წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და მათი დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით კონტროლს ახორციელებს – წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდგომ, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა (ფრინველთა) მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

რაც შეეხება, იმ სახეობებს, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ – მათი  უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი – 153, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ შეტყობინება ამ და სხვა ტიპის  გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია, მათთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 8
Page 5 of 8