close

ეკონომიკა

ბიზნესიეკონომიკასაქართველოტურიზმი

საქართველოში ფასდაკლების კვირეული მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018 წლის 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული – ,,Discount Week-ი” მიმდინარეობს.

“Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდატურიზმის წახალისება. პროექტი ამ ეტაპზე მოიცავს სასტუმროების და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრების ფასდაკლებებით სარგებლობას. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში და სეზონის გახანგრძლივებაში.

ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები – მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე.

ფასდაკლების კვირეულში ჩართულია ჩვიდმეტი სასტუმრო და  სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ორი ცენტრი. ისინი მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოაკვლევებისაქართველო

2017 წლის ბოლოსთვის 5 მილიონი ონლაინსესხის ხელშეკრულება შედგა

2017 წლის ბოლოსთვის 5 მილიონი ონლაინსესხის ხელშეკრულება შედგა, ამის შესახებ ,,კრედიტინფო საქართველოს“ წარმომადგენელმა – ლაშა ბაღათურიამ რადიო ,,პალიტრის“ გადაცემა ,,საქმის” ეთერში განაცხადა. 

კომპანიის საკრედიტო ბაზაში ონლაინგამსესხებლების მხრიდან 5 მილიონი ჩანაწერი დაფიქსირდა, უფრო კონკრეტულად – ბაზაში ონლაინგამსესხებლების მხრიდან 2015 წელს – 2 მილიონი სასესხო კონტრაქტი, 2016 წელს – 4 მილიონი, ხოლო 2017 წლის ბოლოს 5 მილიონი სასესხო ჩანაწერი აღინიშნებოდა.

იმის გამო, რომ  2018 წლის 16 იანვრიდან  ონლაინსესხებთან მიმართებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა, დღეის მდგომარეობით, 46 ონლაინსესხის გამცემი კომპანიის რაოდენობა 22-მდე შემცირდა. 24-მა კომპანიამ რეგულაციებს ვერ გაუძლო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოასაქართველო

შესაძლოა, სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცეს

შესაძლოა, არასაბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს  დოკუმენტზე მუშაობა. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტაცია 2018 წლის ბოლოსთვის იქნება მზად.

დოკუმენტი გულისხმობს „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს“ შექმნას, რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა ეს შეზღუდვები არასაბანკო სექტორზეც ეფექტურად გავრცელდეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკაეს საინტერესოასაქართველო

სვანური მარილის ექსპორტით გატანა იგეგმება

სვანური მარილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მამა-შვილისთვის ბიზნესიდეად იქცა. მათი საწარმო მესტიაშია განთავსებული და ამ ეტაპზე, მისი აღჭურვა მიმდინარეობს.  უახლოეს მომავალში კი სვანური მარილის რეალიზაცია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე დაიწყება.

დიდი ალბათობით ახალი პროდუქტი ბრენდად ჩამოყალიბდება და როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწევს, ბოლო დროს ქართული კომპანიები უცხოურ ბაზარზე აქტიურობენ, საზოგადოება ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანას სახელი გაუთქვან.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველოტექნოლოგიები

საქართველო ,,ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტზე მუშაობს

საქართველო ,,ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტზე მუშაობს. ეს პროექტი აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზებას ითვალისწინებს.

პროექტისა და იდეების შესახებ პრეზენტაცია დღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამართეს.

მათი განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიოტექნოლოგიები

,,Google-ი” კრიპტოვალუტის რეკლამებს დაბლოკავს

კომპანია ,,Google-ი” გეგმავს, რომ დაბლოკოს კრიპტოვალუტის რეკლამები, სკოტ სპენსერმა, კომპანიის დირექტორმა, განაცხადა, რომ ივნისისთვის ვებგვერდზე აიკრძალება ონლაინვალუტასთან დაკავშირებული ყველანაირი რეკლამა.
მიზეზი ამ ყველაფრისა არის ის, რომ კომპანიას სურს მომხმარებელს მოარიდოს ონლაინვალუტასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან, ბოლო დროს, საზოგადოება თითქმის ყოველდღიურად ახალ ინფორმაციას იგებს მათ შესახებ, შესაძლოა სწორედ ეს გახდა ბიტკოინის ღირებულების კვლავ გაზრდის მიზეზი, რაც მსოფლიოს ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს.
ბიტკოინი საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალური გახდა, ბევრი სწორედ მის ფასსა და მნიშვნელობაზე დავობს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი ფასის დარეგულირება შესაძლებელია და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

 

წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში „საკურას“ კონკურსზე ჯილდოები მიიღო

 ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა. 

ჯილდოებს შორისაა:  „ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული; „ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ოქრო“ – „მწავნე 2015“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული; „ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიო

ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი მომხმარებელს კრიპტოვალუტის ყიდვის შესაძლებლობას უზღუდავს

ბრიტანეთის უმსხვილესმა საბანკო ჯგუფმა – ,,Lloyds Banking Group Plc-მა” (LLOY.L) განაცხადა, რომ მისი საკრედიტო ბარათის მომხმარებელს შეზღუდული ექნება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა.

,,Lloyds Bank-ი”, შოტლანდიის ბანკი, ,,Halifax and MBNA-ი” ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ საკრედიტო ბარათით ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომელიც კრიპტოვალუტის ყიდვასთანაა დაკავშირებული,”- განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

ბრიტანეთის უმსხვილესი გირავნობის კრედიტორი  მისი საკრედიტო ბარათის მომხმარებლებს ბიტკოინის ყიდვის შესაძლებლობას შეუზღუდავს, რათა თავიდან ააცილოს მოსალოდნელი ფინანსური ზარალი.

ორშაბათიდან კომპანია მომხმარებლებს დაუბლოკავს საკრედიტო ბარათით ბიტკოინის ყიდვის მცდელობას. თუმცა, ისინი ამ საბანკო ოპერაციის შესრულება სადებეტო ბარათით შეძლებენ.

კომპანია შიშობს, რომ საკრედიტო ბარათის მფლობელები ბიტკოინებს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მაშინ შეიძენენ, როცა ფასი აიწევს, თუმცა ამის ნაცვლად ფინანსურ ზარალს ნახავენ, როცა ამ კრიპტოვალუტის ფასი დავარდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოყენებას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ის კრიმინალებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.

ციფრული ვალუტის ფასი პარასკევს საგრძნობლად დაეცა, ბიტკოინის ასეთი გაუფასურება 2013 წლის შემდეგ პირველად გამოვლინდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეკონომიკაკვლევებიმსოფლიო

კრიზისები, რომლებიც არ გახმაურებულა: 70 მილიონი ადამიანი დახმარების მოლოდინშია

ჟენევაში მოქმედი, 1945 წელს დაარსებული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია CARE-ს განცხადებით, 70 მილიონამდე ადამიანი ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფება. კრიზისებმა ვერ დაიმსახურა საკმარისი ყურადღება სხვადასხვა ქვეყნის მედიის მხრიდან, შესაბამისად, ნაკლებად, ჰუმანიტარული მისიები ნაკლებად დააფინანსეს საერთაშორისო დონორებმა და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა.

ჩრდილოეთი კორეა, ერითრია და ბურუნდი „2017 წლის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ჰუმანიტარული კრიზისების“ სიის სათავეშია.  დანარჩენი ქვეყნებია: სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალი, ვიეტნამი, ჩადის ტბის აუზის რეგიონი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, პერუ.

როგორც აღინინიშნა, კვლევა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია CARE-ს ორგანიზებულია. ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ლაურა ლის განცხადებით, „ზოგიერთი კრიზისული შემთხვევა თითქმის შეუმჩნეველი დარჩა საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენს ანგარიშში ჩანს, რომ 70 მილიონი ადამიანი 10 ყველაზე ნაკლებად ცნობილ ჰუმანიტარულ კრიზისში, სიჩუმეში იტანჯებოდა“ .  დღეს მსოფლიოში დაახლოებით 220 მილიონი ადამიანია ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში, ზემოთ აღნიშნული რაოდენობა კი მის 1/3-ს შეადგენს. მიუხედავად დიდი რაოდენობისა, ამ 10-მა ქვეყანამ ჯამში მთლიანი დაფინანსების 2%-ზე ნაკლები მიიღო.

როგორც ირკვევა, ყველაზე დიდ დახმარებას ჩრდილოეთი კორეის მოსახლეობა საჭიროებს: 18 მილიონი ადამიანი, რომლებიც ვერ იღებენ სიცოცხლისთვის საჭირო საკვებს, დამოკიდებულნი არიან ხელისუფლებაზე, რომ იარსებონ. გაეროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ კორეაში ყოველი მეორე ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. გარდა ამისა, გლობალური დათბობის გამო, ხშირია წყალდიდობები და სხვა ბუნებრივი კატასტროფები.  მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეა თითქმის ყოველდღე ფიგურირებს სხვადასხვა მედია საშუალებებში მისი ბირთვული იარაღისა თუ საგარეო პოლიტიკის კამო, ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, თუ რა ჰუმანიტარული სიტუაციაა იქ და როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარების დაწყება. CARE-ს არ  აქვს ჩრდილოეთ კორეაში ოპერირების უფლება, თუმცა, გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მსგავსი ლიცენზიით სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ 10 კრიზისიდან, 3 აფრიკაშია:

მაგალითად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული კონფლიქტის შედეგად, 2017 წელს, ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ, გაორმაგდა და 8 მილიონს გაუტოლდა.

„ჩვენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ  მედიაში გავრცელებულ მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია გამოიწვიოს ეფექტიანი და დროული ქმედება საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხრიდან. თუმცა, ამ ქვეყნების მოსახლეობა ძალიან შორს არიან „ჩვენი სამყაროს“ კამერების, მიკროფონებისა და ოპერატორებისაგან.“

ორგანიზაცია იყენებდა მედიამონიტორინგის ჯგუფ Meltwater-ის სერვისს. გაანალიზდა მსოფლიო ახალი ამბების მონაცემები (ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე).

2017 წლის განმავლობაში მომხდარ 39 ადამიანის მიერ გამოწვეულ თუ ბუნებრივ კატასტროფაში, რომელმაც 1 მილიონზე მეტი ადმაიანი დააზარალა, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებზე ყველაზე ნაკლებად წერდნენ სხვადასხვა სიანფორმაციო საშუალებებში.

მედიის მიერ კონკრეტული პრობლემის გაშუქება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევებით დადასტურებული პირდაპირპროპორციული კავშირი არსებობს ინფორმაციის გავრცელებასა და დონორების მიერ გამოყოფილ ჰუმანიტარული დახმარებისთვის საჭირო თანხას შორის.

 წყარო: care.org, nbc news

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა

ბოლო თვეების განმავსობაში მსოფლიოს ახალი ამბების სათავეში მუდმივად აქტუალური იყო ციფრული ფული – ბიტკოინი, მისი ფასი 18,000 დოლარამდეც კი იყო ასული, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ამხელა თანხას გაუტოლდებოდა.

,,ბიზნეს ინსაიდერი” იუწყება, რომ გასულ კვირას ბიტკოინის ფასი 8%–ით შემცირდა, ანუ $10,594 ამერიკულ  დოლარს გაუტოლდა, რაც არც ისე ცოტაა, მაგრამ, ფაქტია, რომ საგრძნობლად შეიცვალა მისი ღირებულება.

ამ მონაცემებით, ერთი ბიტკოინის ფასი $11,018.40 არის, რაც 1,65%-იან ზრდაზე მეტყველებს წინა მონაცემთან შედარებით.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეკონომიკურ საკითხებში ახლო მომავალში ყველაფერი დარეგულირდება, რადგან ღირებულების ამხელა სხვაობა დიდ ზიანს აყენებს დაბალ ფენას ანუ იმ საზოგადოებას, რომლებსაც არცთუ ისე დალხენილი ცხოვრება აქვთ.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 12
Page 8 of 12