close

ეკონომიკა

კონომიკა

ჩინეთი საქართველოს ჯანდაცვის რეფორმის მხარდასაჭერად 9.1 მილიონ დოლარს გამოყოფს

37

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს, ჭანგ გაოლის უმასპინძლა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით. აღნიშნული თანხა მიმართული იქნება საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც თავმოყრილი იქნება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქო-რეაბილიტაციის განყოფილება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მოზრდილებისთვის.
დღესვე მხარეებმა ”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის“.
დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთსა და საქართველოში შეიქმნება სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანა მეწარმეების გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება იქნება. საბჭოს ბაზაზე იფუნქციონირებს სამდივნოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ორივე ქვეყნის, როგორც კერძო სექტორის, ისევე მთავრობის წარმომადგენლები.

წყარო: http://gov.ge/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კონომიკა

გარდაბანში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმო შეიქმნება

36

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს შექმნის და წარმოების დაწყების მიზნით 321 728 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და იგი ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ტონა ბიტუმოვან ნარევს გამოუშვებს. საწარმოში პირველ ეტაპზე 10 ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ჯორჯიან ინდასთრის“ ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოს გახსნის მიზნით სახელმწიფოს საკუთრებაში გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 10 054 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჯამში 177 საწარმოს დაუჭირა მხარი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 380 მილიონ ლარს აჭარბებს, საწარმოებში კი 7700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კონომიკა

ჩინეთში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა

39

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში “ქართული ღვინის სახლი” გაიხსნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 600 მ2-ზე ფართობზე განლაგებული „ქართული ღვინის სახლი“ ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას სთავაზობს.
სინძიანის ცნობილი შეფმზარეულები ქართულ ღვინოსთან სპეციალურად შეხამებულ ჩინურ კერძებს ამზადებენ. ურუმჩის „ქართული ღვინის სახლი“, მომხმარებელს ჩინურ კულინარიასა და ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ კულტურას ეროვნული ცეკვისა და ფოლკლორის თანხლებით გააცნობს.

სრულად ნახვა
1 10 11 12
Page 12 of 12