close

ეკონომიკა

ბიზნესიეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროგრამა დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაზე რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე  11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები 40 %-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.

პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერატივებს შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა 2015 წლიდან ხორციელდება. ჯამში 203 კოოპერატივს, მიღებული აქვს – 18,433 სკა. 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს – 112 000 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი, 48 კოოპერატივს -48 ერთეული თაფლის საწური ციბრუტი, ხოლო 22 კოოპერატივს – 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.

ვრცლად პროგრამის შესახებ. 

ბმული რეგისტრაციისათვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკაკვლევებიპოლიტიკასაქართველოსოციოლოგია

სიმბოლურად ბავშვთა დღისთვის: საარსებო შემწეობას 150 186 არასრულწლოვანი იღებს

საქართველოს სახალხო დამცველმა – ნინო ლომჯარიამ  ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

როგორც კვლევიდან ირკვევა,  ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

,,საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186- შეადგენს, თუმცა ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩებიან, როგორიცაა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ასევე არიან ბავშვები, რომლებიც, სიღარიბის მიუხედავად, ვერ ხვდებიან სახელმწიფო შემწეობის პროგრამაში.

საგანგაშოა ისიც, რომ 2017 წელს, სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო გაიყვანეს”, -წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მთავარ პრობლემად რჩება ბავშვების დაცვა ძალადობისგან.  აქვე – საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცისას და დახმარების ეფექტიანი სისტემა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოასამართალისაქართველო

ონლაინსესხების აღება შესაძლოა გარკვეული კატეგორიის პირებს შეეზღუდოს

საფინანსო სექტორი ონლაინსესხების აწყობილი ბაზრის შენარჩუნებას ითხოვს, თუმცა გარკვეული რეგულირებით. ინფორმაციას GBC-ი ავრცელებს

მ/ო „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ მარეგულირებელთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არ ჩამოიშალოს გამართული ონლაინსესხების ბაზარი, რამდენიმე ურჩი და პრობლემური მსესხებლის გამო.

არჩილ ბაკურაძის თქმით, საფინანსო სექტორი მთავრობას სთავაზობს სწრაფი მსესხებლების კატეგორიებად დიფერენცირებას და ახალ რეგულაციას, რომლითაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული პირები, პენსიონერები და ,,კრედიტ ინფოს” მონაცემთა ბაზაში ნეგატიური ისტორიის მქონე პირებს ავტომატურად შეეზღუდოს წვდომა სწრაფ სესხებზე. ამავე დროს, უნდა შენარჩუნდეს გამარტივებულად სესხის აღება მათთვის, ვისაც სესხს გააზრებულად იღებს და მისი მომსახურებაც შეუძლია.

მიკროსაფინანსო სექტორი მარეგულირებელთან პრუდენციული ნორმების შემსუბუქებაზეც საუბრობს.

არჩილ ბაკურაძე მიიჩნევს, რომ კაპიტალის და ლიკვიდობის გამკაცრებული მოთხოვნები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საქმიანობას შეუზღუდავს, რაც კაპიტალის ბაზარზეც აისახება, რომლის განვითარებითაც მთავრობა გამკაცრებული ზედამხედველობით მიღებული შედეგების დაბალანსებას ელის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოამსოფლიოსამართალი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბიტკოინის ფასის შესაძლო მანიპულირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ფასის შესაძლო მანიპულირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც გამოცემა ,,Bloomberg-ი“ იუწყება, გამოძიება ეხება უკანონო პრაქტიკას, რაც ზეგავლენას ახდენს ფასზე, მათ შორის სპუფინგს ანუ ბაზარზე ყალბი შეკვეთების განთავსებას – სხვა მოვაჭრეების მოტყუების მიზნით.

ბაზრის ზოგიერთი მოთამაშე მიიჩნევს, რომ გავრცელებულია კრიპტომანიპულაცია. შარშან ბლოგერმა მონიშნა (flagged) ,,სპუფის” მოქმედებები, მოვაჭრე ან მოვაჭრეთა ჯგუფი, რომელმაც, სავარაუდოდ, 1 მილიონი ყალბი შეკვეთა განათავსა.

,,Bloomberg-ის“ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ბიტკოინის ფასის დაცემა მოყვა.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის  ფასმა გასულ წელს 20 000 აშშ დოლარს მიაღწია, 2018 წლის დასაწყისში კი, მისი ფასი 1 000 აშშ დოლარამდე დაეცა. აპრილში კრიპტოვალუტამ Bitfinex-ზე 8,5 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა.

 ასევე, გაიზარდა სხვა ციფრული ვალუტების ფასი: Ethereum + 6,27%, 592,4 დოლარამდე, Ripple + 16,68%, 0,87 დოლარამდე, Bitcoin Cash 17,24%-ით 1,129 დოლარამდე, IOTA 11,56%-ით 1,95 დოლარამდე.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

,,H&M-ის” ტანსაცმელი საქართველოში შეიკერება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას, შპს „ემჯიემტექს“, ოფიციალურად გახსნის.

17 მაისიდან საწარმო პირველ შეკვეთას მიიღებს კომპანია H&M-სგან.

შპს „ემჯიემტექსი” ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოა. თავად შპს „ემჯიემტექსი“ კი რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose-ის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis-ი“ და სხვა.

საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს.

რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას – საწყის ეტაპზე 1 200 000 ლარია, ხოლო, შემდეგ ეტაპზე, კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტირებას აპირებს.

წყარო:  imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასამართალისაქართველო

ლომბარდებთან მიმართებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდებთან მიმართებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი წერს.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა და ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯები გადაიდგმება.

„მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში, და ეს მაისის თვეს არ გასცდეს, მივიღოთ ახალი თამაშის წესები ლომბარდებთან მიმართებით. ის საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებით უკავშირდება ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდებას, არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა. ეს მომხმარებლებზე ცუდად აისახება და ხშირ შემთხვევაში გახდა კრიმინალის წყაროც. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც უნდა გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები. გვჭირდება პრინციპულად და ხარისხობრივად ახალი წესები“, – განაცხადა ბახტაძემ.

სტატისტიკის სამსახურმა ლომბარდები დეტალურად ორჯერ – 2013 და 2017 წლებში გამოიკვლია. 2013 წელს რეგისტრირებული იყო 1031 ლომბარდი ანუ მათი რაოდენობა ოთხ წელიწადში 156-ით შემცირდა, თუმცა თითქმის გაორმაგდა ნასესხები ფულის მოცულობა – 209,9 მილიონიდან 405,8 მილიონამდე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკამსოფლიო

კოლუმბიის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობა პროდუქტის საფასურს კოკაინით იხდის

ანდების მთებში, კოლუმბიის ერთ-ერთ სოფელში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 300 ადამიანია, თვეში 100 კილოგრამამდე კოკაინი იწარმოება. ეს სოფელი, რომელსაც არ აქვს წვდომა ელექტროობაზე, წყალზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე, მაინც ახერხებს კოკაინის ცენტრის სტატუსის შენარჩუნებას, რადგან ტერიტორიაზე კოკას ხის ფოთლების, კოკაინის დამზადებისთვის საჭირო რესურსის, კულტივირება ხდება.

სხვადასხვა შეფასებით, სოფელში წარმოებული კოკაინის ღირებულება თვეში 3 მილიონი დოლარია. თუმცა, სოფლის მოსახლეობისთვის კოკაინი არა მხოლოდ შემოსავლის წყაროა, არამედ ადგილობრივი ვალუტაც.  მოსახლეობა კოკაინის კონკრეტულ რაოდენობას კონკრეტული ნივთის შესასყიდად იყენებს, ბარტერული გაცვლის მეთოდით. მაგალითად, თუკი 4 ქილა ლუდის ღირებულება 27 000 პესოა, მომხმარებელს პესოს მაგიერ შეუძლია გადაიხადოს 10,8 გრ. კოკაინით.

კოლუმბიის ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით ცდილობს მსგავს დასახლებებში კოკაინის პროდუქციის აღკვეთას, რასაც ხშირად თან სდევს ადამიანთა სიკვდილი საპასუხოდ, კი მოსახლეობის აჯანყებები სახელმწიფოს წინააღმდეგ.

კოლუმბიის იუსტიციისა და სამართლის სამინისტროს განცხადებით,  „სახელმწიფო  უნდა დაეხმაროს ამ სოფლებს, რომ განადგურდეს კოკაინის ხის პლანტაციები და ხალხს ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯანსაღი ცხოვრებისთვის“.

წყარო: mirror.co.uk

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკონომიკაკვლევებისაქართველო

საქართველოს ეკონომიკა 5.6 %-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდა კი –  5,2 პროცენტი.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის მარტში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტში, უძრავი ქონებით ოპერაციებსა და ვაჭრობაში.

 

წყარო:  http://www.geostat.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიოსაქართველო

მამუკა ბახტაძე ხვალ ბილ გეიტსს შეხვდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე 2021 წლამდე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას ვარაუდობს. მისი თქმით,  ჩქაროსნული მაგისტრალისა და ღრმაწყლოვანი პორტის პროეტების გახირციელებაში მსოფლიო ბანკი აქტიურად აპირებს ჩარევას.

თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან და ევროკავშირთან –  ეს იყო ერთერთი მთავარი საკითხი ვაშინგტონში მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ქართულ ჩინური საწარმოები ამოქმედდეს.

მათი შექმნილი პროდუქცია კი რეალიზებისთვის ევროკავშირის ბაზარზე გავა. მამუკა ბახტაძეს დაგეგმილი აქვს შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან, სადაც მთავარი აქცენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.

ხვალ ფინანსთა მინისტრი კომპანია ,,Microsoft-ის” დამფუძნებელს – ბილ გეიტსს შეხვდება.

მამუკა ბახტაძე აშშ-ში 18 აპრილს გაემგზავრა.

წყარო:   Imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოტურიზმი

საქართველოში ფასდაკლების კვირეული მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018 წლის 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული – ,,Discount Week-ი” მიმდინარეობს.

“Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდატურიზმის წახალისება. პროექტი ამ ეტაპზე მოიცავს სასტუმროების და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრების ფასდაკლებებით სარგებლობას. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში და სეზონის გახანგრძლივებაში.

ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები – მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე.

ფასდაკლების კვირეულში ჩართულია ჩვიდმეტი სასტუმრო და  სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ორი ცენტრი. ისინი მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 12
Page 7 of 12