close
ეკონომიკამსოფლიო

კოლუმბიის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობა პროდუქტის საფასურს კოკაინით იხდის

ანდების მთებში, კოლუმბიის ერთ-ერთ სოფელში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 300 ადამიანია, თვეში 100 კილოგრამამდე კოკაინი იწარმოება. ეს სოფელი, რომელსაც არ აქვს წვდომა ელექტროობაზე, წყალზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე, მაინც ახერხებს კოკაინის ცენტრის სტატუსის შენარჩუნებას, რადგან ტერიტორიაზე კოკას ხის ფოთლების, კოკაინის დამზადებისთვის საჭირო რესურსის, კულტივირება ხდება.

სხვადასხვა შეფასებით, სოფელში წარმოებული კოკაინის ღირებულება თვეში 3 მილიონი დოლარია. თუმცა, სოფლის მოსახლეობისთვის კოკაინი არა მხოლოდ შემოსავლის წყაროა, არამედ ადგილობრივი ვალუტაც.  მოსახლეობა კოკაინის კონკრეტულ რაოდენობას კონკრეტული ნივთის შესასყიდად იყენებს, ბარტერული გაცვლის მეთოდით. მაგალითად, თუკი 4 ქილა ლუდის ღირებულება 27 000 პესოა, მომხმარებელს პესოს მაგიერ შეუძლია გადაიხადოს 10,8 გრ. კოკაინით.

კოლუმბიის ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით ცდილობს მსგავს დასახლებებში კოკაინის პროდუქციის აღკვეთას, რასაც ხშირად თან სდევს ადამიანთა სიკვდილი საპასუხოდ, კი მოსახლეობის აჯანყებები სახელმწიფოს წინააღმდეგ.

კოლუმბიის იუსტიციისა და სამართლის სამინისტროს განცხადებით,  „სახელმწიფო  უნდა დაეხმაროს ამ სოფლებს, რომ განადგურდეს კოკაინის ხის პლანტაციები და ხალხს ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯანსაღი ცხოვრებისთვის“.

წყარო: mirror.co.uk

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid