close

ეკონომიკა

ეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

2017 წელს ექსპორტზე 58 ათასი ლიტრი ნატურლური ღვინო გავიდა

საქსტატის ცნობით, 2017 წელს წელს ექპორტზე 58 050.2 ათასი ლიტრი ნატურლური ღვინო გავიდა (171 357.3 ათასი დოლარი). რიცხვი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

საქართველოში 2017 წელს 233.5 ათასი ლიტრი (1 806.2 ათასი დოლარი) ყურძნის ნატურალური ღვინო შემოვიდა. რიცხვი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. იმპორტირებული ნატურალური ღვინის რაოდენობა 2016 წელს 164.9 ათასი ლიტრი იყო( 1 220.8 ათასი დოლარი).

 

 

სრულად ნახვა
ეკონომიკაეს საინტერესოასაქართველო

საარსებო მინიმუმი 4,8 ლარით შემცირდა და 290 ლარია

ივნისში მაისთან შედარებით, შრომისუნარიანი კაცისთვის საარსებო მინიმუმი 4.8 ლარით შემცირდა და 173 ლარი შეადგინა. 4,3 ლარით შემცირებულია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და ის დღევანდელი მონაცემებით, 153.2 ლარია.

საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 8 ლარით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით და 290.2 ლარია. ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 1,3 ლარით გაიზარდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

საქართველოს ჰოლივუდელი სტუმრები ჰყავს

2018 წლის 10-დან 17 ივლისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად, ცნობილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ.

ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ე.წ  ლოკაციის მენეჯერები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „Momentum-ი“, „The Air I breathe-ი“, „The Patriot-ი“, „Joe“, „Shallow Hal-ი“, „Outcast“, „Legendary“, “The Last Castle-ი” 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს   ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და  გააცნობენ  ქართული კინოს შესაძლებლობებს  და არსებულ ინფრასტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც შემოსული 15 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა  26,9 მლნ ლარს შეადგენს.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

 „აწარმოე საქართველოში“ მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშოები იწყება

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშოები იწყება. 2018 წლის აგვისტოში ანაკლიაში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბისა და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოები დაიწყება.
ნავსადგურის საზღვაო სამუშაოებს მსოფლიოში წამყვანი ჰოლანდიური კომპანია ,,Van Oord-ი” განახორციელებს, რომელიც პორტის აქციონერიც ხდება და მისი მშენებლობის პროცესში ეს კომპანია უკვე საგრძნობ ინვესტიციას ახორცილებს.

 უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ანაკლიის საზღვაო აკვატორიაში შემოვა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, ,,Van Oord-ის” მფლობელობაში მყოფი გემი „ათენა“, რომელიც ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და რეკლამაციის სამუშაოებს შეასრულებს. მოხდება ზღვიდან 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება და ფსკერის დაღრმავება.

„ეს ისტორიული მომენტია, რადგან მსგავსი ტიპის საზღვაო სამუშაოები თავისი მოცულობით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მოხარული ვართ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია უერთდება“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამშენებლო გუნდის დირექტორმა რონი სოლბერგმა.

ჰოლანდიური საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია ,,Van Oord-ი” მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო მიმართულებით პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაზე მუშაობს. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: დუბაის „პალმების კუნძული“, როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის აშენება, უდიდესი მილსადენებისა და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. კომპანია Van ,,Oord-მა” ასევე განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო კვლევითი სამუშოები.

„ანაკლიის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ეფექტურად დააკავშირებს კავკასიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას, განვითარდება, როგორც რეგიონული ვაჭრობის და ლოგისტიკური ჰაბი. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვერთვებით ამ პროექტში. სამშენებლო სამუშაოებისთვის ანაკლიაში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა შემოგვაქვს რათა მსგავსი მასშტაბის სამუშაო მოცემულ დროსა და მაღალ ხარისხში შესრულდეს”, – განაცხადა კომპანია „Van Oord”- ის რეგიონულმა დირექტორმა – გოვერტ ვან ოორდმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ ეტაპზე, უკვე დასკვნით ეტაპზეა ნავსადგურის ადრეული სახმელეთო სამუშაოები. მათ ფარგლებში აშენდა 2.5 კმ-მდე სამელიორაციო არხი, მილხიდები, წყალსაქაჩი სადგური. დასრულდა 110 ჰექტარზე ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის მოხსნა; სამშენებლო არეალის ნარჩენებისგან, მათ შორის, შენობა-ნაგებობებისგან და სახიფათო ნარჩენებისგან გათავისუფლება. საზღვაო აკვატორიის გასუფთავების მიზნით, ზღვის ფსკერიდან ამოღებული იქნა 550 ერთეული ტეტრაპოდი და ტერიტორია მომზადა საზღვაო სამუშაოების დასაწყებად.

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა

2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
იაპონია – 200% (130 638 ბოთლი),
ჩეხეთი – 134% (30456),
ყირგიზეთი 81% (140370),
სამხრეთ კორეა – 78% (31650),
ნიდერლანდები – 68% (38799),
დიდი ბრიტანეთი – 67% (46782),
გერმანია – 43% (286054),
უკრაინა – 41% (4191217),
ყაზახეთი – 42% (1652292),
ლატვია – 32% (905982),
პოლონეთი – 30% (1573328),
რუსეთი – 24% (24022113),
ესტონეთი – 22% (294900),
ლიეტუვა – 9% (188052),
აშშ – 7% (188762) და სხვა. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

8 რეგიონში რძის გადამამუშავებელი 13 საწარმო აშენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გვესოს ფერმა“ თხის ყველის წარმოებას გეგმავს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები.

სამინისტროს ცნობით, პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკაკვლევებისაქართველოსოციოლოგია

მაისში საქართველოს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა.

„წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში“, – აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკასაქართველო

საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა

 საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს – ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ-კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ (Edward YAU TANG-WAH) მოაწერეს ხელი.

შეთანხმებას ხელი მოეწერა Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიალზე, სადაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეთანხმება პირველია რეგიონში, რომელიც ჰონგ-კონგმა გააფორმა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის, სამთავრობო-და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესშიც ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა.

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ-კონგს შორის  საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა – საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. 

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ-კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას  და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო-საფინანსო საერთაშორისო  ცენტრს. მისი ყოველწლიური სატრანზიტო ტვირთგამტარიანობა 500 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად 60 მილიარდამდე იმპორტს მოიხმარს.

ჰონგ-კონგი არის საქართველოსთვის როგორც არსებული, ასევე პოტენციური საექსპორტო პროდუქციის ისეთი მნიშვნელოვანი იმპორტიორი და ტრანზიტული ქვეყანა, როგორიცაა ყველი,  უალკოჰოლო სასმელები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თხილი, ხილი, თაფლი, ტექსტილის მზა ნაწარმი, ტყავის სამგზავრო ჩანთები, მეტალის ნაწარმი და სხვა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძემ.

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შესაბამისად, მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7-მილიონიან მაღალმსყიდველობითუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკამსოფლიოსაქართველოტრანსპორტი

პოლონეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზა საქართველოზე გაივლის

პოლონეთი ჩინეთთან სარკინიგზო კავშირისთვის ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო ,,Trend-ი”იუწყება.

სააგენტოს ცნობით, პოლონურმა კომპანია,, PKP LHS-მა” უკვე გააგზავნა საცდელი კონტეინერი ახალ მარშრუტზე. ტვირთი გაივლის უკრაიანას, შავ ზღვას, საქართველოს, აზერბაიჯანს, კასპიის ზღვას, ყაზახეთს და ჩავა ჩინეთში.

„ჩვენ გავუშვით მარშრუტი, რომელიც საზღვაოზე მოკლე და საჰაეროზე ბევრად იაფია. ის შეესაბამება ექსპედიტორებისა და ოპერატორების მოთხოვნებს, რომელთაც სურთ, თავი აარიდონ ხანგრძლივვადიან საზღვაო ტრანსპორტს და რიგებს აზიურ პორტებში, ეფექტურად გადალახონ ევრაზიული კავშირის საზღვარი და უზრუნველყონ ტვირთის მიტანა just-in-time რეჟიმში”, – განაცხადა ,,PKP LHS-ის” ხელმძღვანელმა, ზბიგნევ ტრაჩიხლებმა.

ტრანსკასპიური საერთაშორიო სატრანსპორტო დერეფანი მოიცავს მარშრუტს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის გავლით ევროპამდე.

 

წყარო:  imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

საქართველოში „თაფლის საბჭო“ შეიქმნება

გორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი, რომლის საექსპორტო პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქვეყანას მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი აქვს.

„მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით.

თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი – ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

წყაროპირველი არხი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 12
Page 6 of 12