close
ბიზნესი

რა არის ინდივიდუალურობა?

Professor looking at notes --- Image by © Ben Hupfer/Corbis

პიროვნებას სჭირდება იმიჯი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ინდივიდუალურობას და გამოარჩევს სოციუმისგან. მეტიც, საჭიროა უნიკალური თვისებები, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება. სწორედ ეს უკანასკნელნი ეხმარებიან ადამიანს, რომ გახდეს გამორჩეული და თავი უცხოებსაც კი დაამახსოვროს. სულაც არაა საჭირო რომ იყო ლამაზი, რადგან ინდივიდუალურობა შესახედაობით არ განისაზღვრება. უცნაურად ჟღერს, მაგრამ უნიკალურობა შესაძლოა ყველაზე შეუხედავ ადამიანშიც კი იყოს. ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი  თვისებები ყოველ მოძრაობაში, ჭესტში, სახის გამომეტყველებაში ჩანს. სწორედ ამიტომაა ის უნიკალური. იმიჯი ერთგვარი სტილია, რომელიც ყველა ადამიანის პიროვნულ თვისებას განსაზღვრავს. მაგალითი ამისა ბევრია:

  • ჩარლი ჩაპლინი-ულვაში, სმოკინგი, ხელჯოხი
  • ტილდა სუინტონი-ასექსუალობა, არანაირი მაკიაჟი
  • უინსტონ ჩერჩილი-სიგარა
  • იოსებ სტალინი-ულვაში, ჩიბუხი, აქცენტი
  • ადოლფ ჰიტლერი-ორიგინალური ფორმის ულვაში, ინტონაცია
  • დიტა ფონ ტიზი-წითელი პომადა, 40იანების ჩაცმის სტილი
  • მერლინ მონრო-გამოკვეთილი ქალური ფორმები, თმის ფერი
  • სალვადორ დალი-ულვაში, სახის გამომეტყველება.

Sciencealert.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0