close

ბიზნესი

ბიზნესი

როგორ მოვახდინოთ პირველი შთაბეჭდილება

ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. სამომავლო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვაინია, პოზიტიური შთაბეჭდილება მოვახდინოთ  ახლად გაცნობილ ადამიანზე,

თუ თქვენ პირველად მიდიხართ სამსახურში, აუცილებლად წინასწარ უნდა მოემზადოთ ამისთვის.  უფროსზე და თანამშრომლებზე შთაბეჭდილების მოსახდებან   საჭიროა სპეციალური ცოდნა, ძალისხმევა და ტაქტი.  ბიზნეს ინსაიდერმა შემოგვთავაზა რამდენიმე პუნქტი , რომლის გათვალისწინებითაც მარტივად მივაღწევთ შედეგს:

  1. მოისმინეთ 10–ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ილაპარაკეთ
  2. გადადეთ ყველაფერი, არ მიაქციოთ ყურადღება თქვენს ტელეფონს და სხვა ნივთებს.
  3. აჩვენეთ, რომ სხვა ადამიანები უფრო მნიშვნელოვნები არიან
  4. კარგად შეარჩიეთ სიტყვები.

წყარო : Businessinsider.com
მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

5 წიგნი, რომელიც ყველა ლიდერმა უნდა წაიკითხოს წარმატებისთვის

ერთ–ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ თქვენს წინსვლაში დარწმუნდეთ არის კითხვა.

გასაკვირი არ არის, რომ უმეტესობა წარმატებული ხალხისა „ წიგნის ჭიაა “. სისტემატიური კითხვა ხელს უწყობს მათი ინტელექტისა და მსოფლხედვის გაფართოებას.

არ გეგონოთ, რომ ყველა წიგნი პროდუქტიული იქნება თქვენთვის. იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ თქვენ თავს, რომ გახდეთ წარმატებული, Enterpreneur.com – მა შემოგვთავაზა, რეკომენდაცია გაუწია იმ5 საუკეთესო წიგნს, რომლებიც თქვენი წარმატების საწინდარი გახდება:

  1. „Managing the Mental Game“ by Jeff Boss.
  2. “Start With Why” by Simon Sinek
  3. “The Go-Giver Leader” by Bob Burg and John David Mann
  4. “The Dip” by Seth Godin
  5. “Freakonomics” by Steven D. Levitt and Stephen J. Dubner

წყარო : Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ადგილები

მსოფლიოში ძალიან, ძალიან ბევრი ფანტასტიკური ადგილია, რომელსაც თითოეული ადამიანი სიამოვნებით ესტუმრებოდა.

ადამიანები მშობლიურ ქალაქს ყოველთვის წინ აყენებენ, ისინი არ აღიარებენ ხოლმე სხვა ქალაქის უპირატესობებს და ყოველთვის საკუთარის წარმატებაზე სურთ საუბარი. ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა სტატია, სადათ მათ გვაჩვენეს მსოფლიოს მასშტაბით საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სია:

  1. სიდნეი, ავსტრალია
  2. ჰონგ კონგი, ჩინეთი
  3. ვანკუვერი, კანადა
  4. სანტა კრუზი, აშშ–კალიფორნია
  5. სან ხოსე, აშშ–კალიფორნია

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო :  Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

რა არის საჭირო იმისთვის, რომ Wall Street – ზე მოხვდეთ

თუ თქვენ გრძნობთ, რომ გაქვთ ისეთი ჩვევები და ხასიათი, როგორიც Wall Streetზე მუშაობისთვისაა საჭირო, მაშინ თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან მცირე დროში მილიონერად ქცევა გაგიადვილდებათ, ძირითადი საქმიანობა Wall Street- ზე ბროკერობა, ანუ აქციების გაყიდვებია, ასევე კოეფიციენტების მართვა და ფსონების გაკეთება, ეს ყველაფერი კი გეხმარებათ გახდეთ ერთ–ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ადამიანი.

იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას Wall Street- ზე აუცილებლად დაგჭირდებათ პროგრამა, რომელიც მოგეხმარებათ შეაგროვოთ ის უნარ ჩვევები, რაც შესაძლოა თქვენით ვერ ისწავლოთ, თუ წარმატებულ, გამოცდილ ხალხს დავუჯერებთ, არსებობს ბევრი წარმატებული ბიზნეს სკოლა, სადაც ასწავლიან თუ როგორ უნდა განვითარდეთ მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ბაზარზე.

  1. Standfor university
  2. Massachusetts institute of tech
  3. University of California at Berkeley
  4. Harvard university
  5. University of California at Los Angeles

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო : Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა არის მთავარი ვიდეო რეკლამის შექმნისას

ნამდვილად დიდი გამოწვევაა, მაყურებელი დაარწმუნო იმაში, თუ რატომ უნდა უყურონ შენს რეკლამას, როდესაც ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოპოვება ასეთი მარტივია.  საბედნიეროდ ტექნოლოგიების პროგრესი ისაა, რომ ვიდეოს ყურება უკვე  შესაძლებელი HD ფორმატში მობილური ტელეფონიდანაც კი.

უნდა გვახსოვდე ის, რომ თქვენი გაკეთებული ვიდეო არ უნდა იყოს ძალიან მომაბეზრებელი და დამღლელი, რათა არ გაუჩინოთ მაყურებელს იმისი სურვილი, რომ გამორთოს იგი დასრულებამდე. ეს ფაქტი ეფექტურობას დაუკარგავს აწ უკვე შეფუთულ პროდუქტს.

„ვიდეო უნდა იყოს მაქსიმუმ 2-3 წუთიანი“-ასეთ რჩევას აძლევს დამწყებ მარკეტოლოგებს ალექს ჩარფენი, ორგანიზაცია „ჩარფენის“ დამფუძნებელი.იგი ეხმარება ვიზუალურ მეწარმეებს აამაღლონ თავიანთი ბიზნესის დონე რეკლამითა და პრეზენტაციებით. თუკი თქვენ შეძლებთ, რომ გადმოცემული ინფორმაცია იყოს მოკლე და კონკრეტული და ეძღვნებოდეს მკაფიო აზრს, გექნებათ აუდიტორიასთან კონტაქტი, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ. პრეზენტატორმა უნდა შეძლოს, რომ უფრო ადვილად გასაგები და მოსახმარებელი გახადოს რეკლამა.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო : Harvardbusinessreview

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა საერთო აქვს კარიერულ ზრდასა და ვარჯიშს?

ადამიანების უმრავლესობა მთელი ცხოვრების განმავლობაში იმაზე ზრუნავს, რომ წარმატებული კარიერა მოიწყოს, განვითარდეს და მიაღწიოს იმ დასახულ მიზანს, რაც ცხოვრების ადრეულ წლებში დაისახა.

ადამიანი სურვილის მიხედვით შეძლებს ნებისმიერი მიზნის მიღწევას, მთავარია რამდენად დიდია მოთხოვნა, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გარდა სურვილისა არსებობს სხვა მრავალი ხელის შემწყობი, ან შემშლელი ფაქტორი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

სწორედ ერთ–ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი არის ვარჯიში, როდესაც ადამიანი იმყოფება კარგ ფიზიკურ კონდიციებში, აქვს ნავარჯიშები ორგანიზმი, მისი ტვინიც შესაბამისად აზროვნებს, ბევრი კვლევა ჩატარდა იმის შესახებ, რომ ვარჯიში ადამიანზე ძალიან ბევრ დადებით გავლენას ახდენს.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო : Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

10 საუკეთესო ბიზნეს სკოლა მსოფლიოს მასშტაბით

კვლევითმა ცენტრმა  Quacquarelli Symonds-მა ბიზნეს ადმინისტრირების სასწავლებლად მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტის რეიტინგი გამოაქვეყნამსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული ბიზნეს ადმინისტრირების კატეგორიაში  ასე გამოიყურება:

 

  1. ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ (Harvard University) – 97 ქულა;
  2. ლონდონის ბიზნეს სკოლა (London Business School) – 95 ქულა;
  3. მსოფლიო ბიზნეს სკოლა (INSEAD) – 94.3 სკოლა;
  4. სტენფპრდის უნივერსიტეტი, აშშ (Stanford University) – 92,6;
  5. პენსილვანიის უნივერსიტეტი, აშშ (University of Pennsylvania) – 92,1 ქულა;
  6. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აშშ (MIT) – 92 ქულა;
  7. კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი (University of Cambridge) – 91,7 ქულა;
  8. ოქსფორდის უნივერსიტეტი (University of Oxford) – 91,5 ქულა;
  9. ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა (London School of Economics and Political Science) – 90,7 ქულა;
  10. ლუიჯი ბოკონის უნივერსიტეტი, მილანი (Università Commerciale Luigi Bocconi) – 88,6 ქულა.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო : www.Inc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

ნიუ იორკის მარეგულირებელმა პირველი სტაბილური კრიპტო ვალუტები დაამტკიცა

ნიუ იორკის შტატმა ორშაბათს Gemini Trust Company- სა და Paxos Trust Company-ის დოლართან დაკავშირებული ციფრული ვალუტები დაამტკიცა. Gemini dollar და Paxos Standard პირველი ე.წ. სტაბილური კოინებია (stablecoins), რომლებმაც რეგიონის მარეგულირებლისგან მახრდაჭერა მოიპოვეს.

Gemini dollar გახლავთ  ტყუპი ძმების – კამერონ და ტეილორ უინკლევოსების მიერ დაარსებული ციფრული აქტივის ბირჟა. ე.წ. სტაბილური კოინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააგზავნოს, ან მიიღოს აშშ დოლარი ეთერიუმ ბლოკჩეინზე. რაც მთავარია, ის მკაცრად, ერთი ერთზე იქნება მიბმული აშშ დოლარზე.

Paxos სტაბილური კოინი, Paxos Standard, ასევე აშშ-ის დოლარით იქნება უზრუნვბელყოფილი  და ასევე “ერთი-ერთზეს” პრინციპით.

“ეს ნებართვები აჩვენებს, რომ კომპანიებს შეუძლიათ შექმნან ცვლილება და შესაბამისობის ძლიერი სტანდარტები სახელმწიფო მარეგულირებლის მიერ დადგენილი ჩარჩოების ფარგლებში, რომლებიც დაზარალებისგან იცავენ  რეგულირებად ორგანიზაციებს და მომხმარებელთა ინტერესებს”, – განაცხადა ფინანსური სერვისების  ნიუ-იორკის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა  მარია ვულომ.

ორივე ბიტკოინი ორშაბათს შესაბამის ბირჟაზეა ხელმისაწვდომი.

ე.წ. სტაბილური კოინი (stablecoin) გახლავთ ციფრული ვალუტა, რომელიც მიბმულია ისეთ სტაბილურ აქტივზე, როგორიცაა დოლარი ან ოქრო.

აღსანიშნავია, რომ უინკლევოსები პირველი ბიზნესმენები არიან, რომლებმაც ბიტკოინით მილიარდი დოლარის კაპიტალის დააგროვება მოახერხეს. მათი ვარაუდით კი, მომავალში ბიტკოინის კაპიტალიზაცია 5 ტრილიონი დოლარი იქნება.

წყარო:   reuters.com 

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაგანათლებაკომუნიკაციასაქართველოტექნოლოგიები

გიორგი კონტუაძე – 28 წლის ლექტორი და ,,Giffer-ის” დამფუძნებელი

28 წლის გიორგი კონტუაძე ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გახლავთ, რომელიც ასევე  არის ერთ-ერთი წარმატებული ქართული ინოვატორული სტარტაპის – ,,Giffer-ის” დამფუძნებელი და სათავეში უდგას ციფრულ საკომუნიკაციო სააგენტო ,,Kraken-საც”. გავიცნოთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ისტორიას თავად გვიამბობს.

-ციფრული მარკეტინგი 21-ე საუკუნის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა ყოველთვის უჭირთ ხოლმე მისი ზუსტი განმარტების შემოთავაზება, შენ, პირადად, როგორ აუხსნიდი მის მიზნებსა და დანიშნულებას მკითხველს?

რთულია, განსაზღვრო ის რაც დღევანდელ დღეს შეიძლება ყველაფერი იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა დოზით არის ტექნოლოგიები და ციფრული კომუნიკაცია ჩვენს ცხოვრებაში. ეს იმდენად სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომ რთულია განისაზღვროს სად ვიქნებით ხვალ და რასთან ადაპტირება მოგვიწევს უახლოეს მომავალში, ტექნოლოგიები ხომ მუდმივად ვითარდება. ხშირად მითქვამს, რომ ხანდახან რთულია მიხვდე რომელია რეალური სამყარო, ის სადაც ვცხოვრობთ თუ მეორე, ჩვენი მოწყობილობების მიღმა არსებული, ალბათ უკვე მეორე, რადგან იქ გაცილებით მეტ დროს ვატარებთ. მეგობრები აღარ გვენატრებიან, რადგან უკვე ყოველდღიურად შეგვიძლია ვადევნოთ მათ თვალი. ეს ძალიან ვრცელი თემაა, საინტერესო და ამოუწურავი და მასზე საუბარიც ძალიან დიდხანს შეიძლება.

-საინტერესოა, როდის დაინტერესდი ციფრული მარკეტინგით და რა მიგაჩნია საქმიანობაში მთავარ ფაქტორად, რამაც შენი წარმატება განაპირობა?

– ამ მიმართულებით სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი, პირველ კურსზე რომ ვიყავი, მუდმივად ვეცნობოდი მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობდი არასდროს ჩამოვრჩენილიყავი ციფრულ სამყაროში დანერგილ სიახლეებს. ჩემი მიზანი დღესაც უცვლელია, კომპანია რომელიც უკვე 60-ზე მეტ კომპანიას ემსახურება, სრულ სერვისს სთავაზობს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. აქამდე მოსვლა კი შეუძლებელი იქნებოდა რომ არა დაუღალავი შრომა და მაქსიმალური აქცენტი მომსახურებაზე, რადგან საქართველოში კარგი და კომფორტული მომსახურების შეთავაზება არ არის მარტივი.

-სტარტაპი ,,Giffer-ი” უკვე ბევრისთვის კარგადაა ცნობილი, მოგვიყევი მისი შექმნის ისტორია და გზა, რომლის გავლაც დაგჭირდათ სანამ წარმატებას მიაღწევდით?

– მაშინ როდესაც კრაკენი მუშაობდა ერთ-ერთ პროექტზე და რიგითი შეკრება გვქონდა სადაც ვფიქრობდით სხვადასხვა იდეებზე, დაიბადა გიფერის იდეაც, რომ შეგვექმნა მოწყობილობა რომელიც იქნებოდა განსხავებული და ადამიანებისთვის დადებითი ემოციების მომგვრელი. მოგეხსენებათ ფოტოების ბეჭდვა უკვე დიდი ხანია ჩვენთან პოპულარულია ამიტომ გადავწყვიტეთ ყოფილიყო გიფი, განსხავებული, ახალი ხილი ჩვენი ხალხისთვის. საამაყოა ის ფაქტი რომ სამმა მეგობარმა, ფაქტობრივად ნულიდან, ჩვენივე ფინანსებით ავაწყეთ პირველი აპარატი, სტარტაპის წარმატება, ჩემი აზრით, დამოკიდებულია კარგ პროდუქტზე და იმ სტრატეგიაზე თუ როგორ გააკეთებ პროექტის პოზიციონირებას ბაზარზე. ჩვენს შემთხევაში, ეს იყო ,,თბილისი ოფენ ეარი”, სადაც უფასოდ დავდგით ,,გიფერი”, ამ სამი დღის შემდეგ კი – მისი ცნობადობა და პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა, და იზრდება ახლაც, ,,გიფერი” უკვე 5 ქვეყანაში ოპერირებს.

როდესაც გჯერა იდეის, გარისკვას არ უნდა მოერიდო, როდესაც საწყის ეტაპზე ხარ, გაქვს ექსპერიმენტების შესაძლებლობა, გაქვს უფლება დაუშვა შეცდომები, რადგან სტარტაპი ხარ. მერე ამას არავინ გაპატიებს.

დღევანდელ დღეს უკვე ძალიან ბევრი პროექტი არსებობს რომელიც სტარტაპებს ეხმარება განვითარებაში და ეს მისასალმებელია, ჩვენ ყველაფერი ჩვენით გვქონდა მოძიებული, არ ყოფილა არანაირი ფინანსური ან მსგავსი ხელშეწყობა, მიუხედავად იმისა რომ ყველგან გვახსენებდნენ და გვპატიჟებდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტარტაპს.

-რა მომსახურება გვთავაზობს თვითონ ,,Kraken-ი”? ასევე, საინტერესოა რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ასე დაგერქმიათ მისთვის სახელი.

-,,კრაკენი” საკომუნიკაციო სააგენტოა, რომელიც კომპანიებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით აუთსორსულ მომსახურებას სთავაზობს. კრაკენი მითიური არსებაა, რომელსაც გაჭირვების დროს უხმობენ ხოლმე, ასე ვართ ჩვენც, კომპანიებს ვშველით, საცეცებით უამრავ საქმეს ვასრულებთ და თან ყოველთვის აქვთ ჩვენი იმედი. კომპანია მეხუთე წელია აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და საკმაოდ წარმატებულადაც, ის რომ უკვე 60 კომპანიაზე მეტი სარგებლობს ჩვენი მომსახურებით,  ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ გვენდობიან და ჩვენი ხარისიხი მათთვის მისაღებია, ჩვენ კი მუდმივად ვიზრდებით.

-პარალელურად ლექტორის საქმიანობასაც ითავსებ, როგორია ახალგაზრდა ასაკში ამ სტატუსის მორგება?

-22 წლის ვიყავი როცა ილიას უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად დავიწყე მუშაობა, ცოტა არ იყოს ამ დროს რთულია რადგან ასაკოობრივი განსხვავება არ არის, სტუდენტები თანატოლად აღგიქვამენ, თუმცა ჩემს ლექციებზე ყოველთვის კარგი დასწრება და დისციპლინა იყო, სტუდენტებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს, არასდროს არ მინდოდა სტანდარტული ლექტორი ვყოფილიყავი, ამიტომ სულ ვცდილობდი ლექციები სახალისო და მეგობრული მქონოდა.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიაეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლები გადასახადისგან გათავისუფლდებიან

,,საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ე.წ. ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა” –  ამის შესახებ პრემიერმა გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-ს გადასახადისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენ შემოდგომაზე ამ პოლიტიკას წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი სოფლის მეურნეობაში, სადაც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე. ჩემი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა ბახტაძემ.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 59
Page 23 of 59