close

ბიოლოგია

ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მე-18 ქრომოსომის ტრისომია ანუ ედვარდსის სინდრომი

ედვარდსის სინდრომი წარმოადგენს ერთ-ერთ ქრომოსომულ დაავადებას, რომელიც ვლინდება შემდეგი ნიშნებით:  შინაგანი ორგანოების მრავალმხრივი დარღვევა, პატარა სახე, სახსრების კონტრაქტურა – რაც მე-18  ქრომოსომის ტრისომიითაა გამოწვეული.

ეს სინდრომი პირველად  ედვარდსმა აღწერა  თანამშრომლებთან ერთად 1960 წელს.

ძირითადი სიმპტომები: საშვილოსნოში ზრდის შეფერხება, პატარა სახე, ახალშობილის წონა 2200გ, პატარა ქვედა ყბა, დაბლა დაწეული და მარტივი აგებულების ყური ნიჟარები და ა.შ გარდა ამისა, გვხვდება თირკლმის განვითარების მანკები, განსაკუთრებით, ნალისებრი თირკმელი. სიხშირე 1:3000. თითქმის ყოველთვის აღინიშნება მე-18 ქრომოსომის ტრისომია, იშვიათია მოზაიციზმი და ტრანსლოკაცია. სიკვდილიანობის შემთხვევა – 30% იღუპება დაბადებიდან 1 თვეში, 50% პირველ 3 თვეში ხოლო 20% კი 1 წლამდე.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგია

ადამიანის უჯრედის აგებულება

უჯრედი  ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ერთეულია. ადამიანის ორგანიზმში 100 ტრილიონი (1014) უჯრედია. ტიპური უჯრედის ზომა დაახლოებით 10 მიკრონი (µm), მასა კი 1 ნანოგრამია. ყველაზე დიდი ზომის უჯრედს სირაქლემას კვერცხი წარმოადგენს.

უჯრედული თეორია 1839 წელს შლეიდენმა და შვანმა ჩამოაყალიბეს. მისი მიხედვით, ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება და მისი ცხოვრებისეული პროცესები უჯრედებში ან უჯრედების საშუალებით ხორციელდება. ყველა უჯრედი უჯრედისგან ვითარდება და ყველა უჯრედი შეიცავს მემკვიდრეობით ინფორმაციას მისი ფუნქციების რეგულირებისათვის და უჯრედების შემდეგი თაობისათვის გადასაცემად.

უჯრედის სტრუქტურა ასეთია:

ბირთვი

ეუკარიოტული უჯრედ ორმაგი მემბრანითშემოსაზღვრულ ერთ ან რანმდენიმე ბირთვს შეიცავს,რომელშიც დნმ–ის ძირითადი ნაწილია თავმოყრილი.დმნ მჭიდროდაა დაკავშირებული ცილებთან და მათჰისტონურ ცილებს უწოდებენ, დნმ-სთან ერთად ისინიქრომატინს ქმნიან. ქრომატინის სპირალიზაციისშედეგად მიიღება ქრომოსომა. ბირთვი ამოვსებულიაბირთვის წვენით, მატრიქსით. მატრიქსში ერთი ანრამდენიმე ბირთვაკია , რომელიც შედგება რნმ+ცილა. ბირთვაკები წარმოქმნიან რიბოსომის მცირე და დიდ სუბერთეულებს.ბირთვის გარსში არის ფორები, რომლის მეშვეობითაც ბირთვის მატრიქსსა დაციტოპლაზმას შორის მუდმივად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა.

ენდოპლაზმური ბადე

ენდოპლაზმური ბადე ბირთვთან ახლოს მდებარეობს და ის ყველაზე დიდი ორგანოიდია. არსებობს ხორკლიანი და გლუვი ენდოპლაზმური ბადე, რომლებიც ერთმანეთის გაგრძელებებს წარმოადგენენ. ენდოპლაზმური ბადეები არიან ერთმემბტანიანი სტრუქტურები.
გლუვი ენდოპლაზმურ ბადეშიჩაშენებული ფერმენტები ასინთეზებს სხვადასხვა ცხიმებს (ფოსფოლიპიდს, ცხიმოვან მჟავებს, სტეროიდებს) დამონაწილეობენ ნახშირწყელბის გარდაქმნაში. ღვიძლის შემადგენელი გლუვი ენდოპლაზმური ბადე შეიცავს დეტოქსიკაციურ ფერმენტებს, რომლებიცაუვნებლებს ბაქტერიებს, როგორ უჯრედში ქიმიური გარდაქმნების დროს ასევე მედიკამენტებსა და ეგზოტოცინებს. ფერმენტები ტოქსიკურ ნივტიერებებს ჰიდროფილურ ნივთიერებებად გარდაქმნის. ისინი წყალში აბსოლიტურად ხსნადები ხდებიან და თირკმელებით ადვილად გამოიდევნებიან. გლუვი ენდოპლაზმური ბადე წარმოადგენს კალციუმის დეპოს. კალციუმი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს, ის ფერმენტების აქტივობაზე კუნთის შეკუმშვაზე და ანტიგენების მოქმედებაზე ზემოქმედებს. კალციუმი დეპოდან გაადვილებული დიფუზიით გადადის ციტოპლაზმაში, ხოლო მისი უკან, კონცენტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგოდ, გადატუმბვა Ca++ატფ-აზა განაპირობებს.
ხორკლიან (გრანულარული) ენდოპლაზმური ბადე რიბოსომებითაა დაფარული, მაგრამ ისინი ძლიერ კავშირს არ წარმოქმნიან. ენდოპლაზმური ბადეს მხოლოდ მაშინ უერთქდება, როდესაც ცილების სინთექს აწარმოებენ. ასე რომ გრანულარული ენდოპლაზმური ბადის ფუნქციაა ცილების სინთეზი.

რიბოსომა

რიბოსომა უჯრედის ყველაზე მცირე ზომის ორგანოიდიდია. მისი დიამეტრი 20ნმ-ს არ აღემატება. ის უმემბრანო სტრუქტურაა და დიდი და მცირესუბერთეულისგან შედგება, რომლებიც ბირთვაკებში წარმოიქმნება. შედგება რ-რნმ+ცილა, მთავარი ფუნქციაა ცილის სინთეზი (იგი ცილის პირველად სტრუქტურის პოლიპეპდიდს აწყობს). რიბოსომები არიან გრანულარულ ენდოპლაზმურ ბადეზე (ბმული რიბოსომები) და თავისუფლად ციტოპლაზმაში, პოლისომის სახით (მრავალი რიბოსომა ერთად). თავისუფალი რიბოსომები ასინთეზებენ ციტოპლაზმის შემადგენლობაში შემავალ ცილებს (გლიკოლიზის კატალიზური ფერმენტები ან ჰემოგლობინი), ხოლო ბმული რიბოსომები სეკრეტორულ და მემბრანულ ცილებს ასევე ლიზოსომის ჰიდრულიზურ ფერმენტებს.

გოლჯის აპარატი

ენდოპლაზმურ ბადეებში წარმოქმნილი ვეზიკულები გოლჯის აპარატისკენმიემართება და მათი მიღება შენახვა დახარისხება და ტრანსპორტირება გოლჯის აპარატის ფუნქციაა. გოლჯის აპარატი ერთი მემბრანით შემოსაზღვრული ცისტერნების დასტებს წარმოადგენს რომელიც ერთმანეთზეა დალაგებული. მას 2 მხარე აქვს მიმღები და გამგზავნი მხარე. მიმღები მხარე ენდოპლაზმური ბადისკენაა მიმართული, ისინი ვეზიკულებს ერწყმიან, ცისტერნებში ხდება დახარისხება და შენახვა და სახეცვლილება (ტრანსფოტმაცია) ნივთიერებები საბოლოოდ აქ ყალიბდება. ტვირთი გამგზავნი მხარისკენ გადაადგილდება, და შიგთავსს გარეთ გამოყოფს. გოლჯის აპარატს აქვს ასევე შემდეგი ფუნქციები: მემბრანების განახლება, ლიზოსომების წარმოქმნა ნახშირწყლების და ცხიმების სინთეზი.

ლიზოსომა

ლიზოსომები (ლიზის-დაშლა) წარმოიქმნებიან გოლჯის კომპლექსში და მათ პირველადი ლიზოსომები ქვიათ. შიგნით ძლიერი მჟავე არეა, სწორედ ასეთ არეშია აქტიური ლიზოსომის ჰიდროლიზური ფერმენტები. ლიზოსომები უმარტივებესებისთვის უჯრედშიგა მონელებას უზრუნველყოფს. მაგალითად, ამებაში ფაგოციტოზის გზით მოხვედრილი საკვები მემბრანაშია შეფუთული, პირველადი ლიზოსომები მიემართება მისკენ, შეერწყმება და მომნელებელ ვაკუოლს წამოქმნის. ლიზოსომის ფერმენტები საკვებს შლის და საკვები ნივთიერებები ციტოპლაზმაში გამოიყოფა. მოუნელებელი ნივთიერებები ეგზოციტოზით გამოიდევნება.
ლიზოსომის ფუნქცია
უჯრედის დაზიანებული ორგანოიდების მონელებაა. პირველადი ლიზოსომა ერწყმის დაზიანებულ ორგანოიდს და წარმოიქმნებამეორეული ლიზოსომა, სადაც დაშლის პროცესები მიმდინარეობს. ამასაუტოფაგია ეწოდება. დაშლის პროდუქტებს უჯრედი ახალი სტრუქტურების ასაწუყობად გამოიყენებს.
ცალკელული ლიზოსომების დაზიანება უჯრედს საფრთხეს არ უქმნის რადგანაც ციტოპლაზმაში სუსტი ტუტე, თითქმის ნეიტრალური არეა, ამიტომ ჰიდროლიზური ფერმენტების მოქმედება იზღუდება. მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე ლიზოსომა ერთმანეთს ერწყმის, შემდეგ მათი შემომსაზღვრელი მემბრანა იშლება და დამშლელი ფერმენტები მთელ უჯრედს მოინელებენ. ამას აუტოლიზი ქვია.(ამ გზით ხდება თავკომბალის კუდის უკუგდება). აუტოლიზის ორი ფორმა არსებობს, აპოპტოზი და ნეკროზი.
აპოპტოზი უჯრედის პროგრამული სიკვდილია. ამ დროს ლიზოსომა ისე ინელებს უჯრედს რომ მეზობელ უჯრედებს საფრთხეს არ უქმნის და უჯრედის პლაზმური მემბრანა არ ზიანდება, შესაბამისად, შიგთავსი გარეთ არ გადმოიღვრება და ანთებითი პროცესი არ მიმდინარეობს.
ნეკროზი კი უჯრედის იძულებითი სიკვდილია და აპოპტპზოს შებრუნებული პროცესია.

მიტოქონდრია

მიტოქონდრია ორმემბრანიანი სტრუქტურაა, გარეთა გლუვი და შიგა დანაოჭებული. მათი რაოდენობა და სიდიდე დამოკიდებულია უჯრედის აქტივობაზე. გარეთა გლუვი მემბრანა დიდი რაოდენობით არხებს შეიცავს, რომელშიც თავისუფლად მოძრაობს შაქრები და ამინომჟავები, თუმცა დიდი ზომის მოლეკულები სპეციალური გადამტანების, ტრანსლოკაზებისმეშვეობით აღწევს მემბრანთშორის უჯრედის სივრცეში. შიგა მემბრანა მრავალრიცხოვან ქედებს – კრისტებსშეიცავს. კრისტებში ფერმენტებია ჩაშენებული, რომლებიც უჯრედულ სუნთქვაში მონაწილეობენ.
კრისტებს შორის მიტოქონდრიის თხევადი შიგთავსი –
მატრიქსიამოთავსებული. მატრიქსში რიბოსომები და დნმ-ს მცირე ზომის წრიული მოლეკულა მდებარეობს.
  • მონაწილეობენ უჯრედულ სუნთქვაში
  • ასინთეზებენ ატფ-ს, ანუ ენერგიის ძალურ სადგურებს უწოდებენ
  • ხდება მცირე რაოდენობით ცილის სინთეზი (რიბოსომების არსებობის გამო)
  • მრავლდებიან გაყოფით (აქვს საკუთარი დნმ) და ასევე დაკვირტვით

პლასტიდები

ლასტიდები მხოლოდ მცენარეული უჯრედისთვის არის დამახასიათებელი. ქლოროპლასტების ორმემბრანიანი გარსი გლუვია, რომელიც ციტოპლაზმისგან მიჯნავს მის შიგთავს. ქლოროპლასტოს შიგნით, მემბრანით შემოსაზღვრული პატარა ტომსიკები –თილაკოიდებია, რომელშიც ქლოროფილი და სხვა პიგმენტებია მოთავსებული. თილაკოიდების ერთობლიობა გრანებს ქმნის.
გრანებს შორის კავშირი ხორციელდება არხების –
ლამელების საშუალებით. შიგნითა შიგთავსი ჩაძირულია თქხევად მატრიქსში , რომელსაც სტრომა ქვია. მიტოქონდრიების მსგავსად შიეცავს რიბოსომებსა და წრიულ დნმ-ს. ძირითადი ფუნქცია ფოტოსინთეზი, რომლის დროსაც სინთეზდება ატფ, რომელიც ხმარდება ნახშირწყლების აწყობას.
ქლოროპლასტები – მწვანე ფერის პიგმენტი, რომელიც ფოტოსინთეზს ახორციელებს.
ლეიკოპლასტები – უფერო, რომელიც პიგმენტს არ შეიცავს და სამარაგო ფუნქციისაა.
ქრომოპლასტები – შეიცავს წითელი და ყვითელი ფერი პიგმენტებს.
  • ახორციელებენ ფოტოსინთეზის პროცესს.
  • მცირე რაოდენობით ასინთეზებს ატფ-ს და ცილას.
  • ასინთეზებს ნახშირწყლებს
  • მრავლდება გაყოფით. (აქვს საკუთარი დნმ)

ციტოჩონჩხი

ციტოჩონჩხი ცილოვანი ძაფების ქსელია და მთელ ციტოპლაზმას მოიცავს. ის იგივე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემაა უჯრედისთვის, რომელიც 3 სახის ძაფს შეიცავს: მიკრომილაკები, მიკროფილამენტები და შუალედური ფილამენტები.


მიკრომილაკი ყველაზე დიდი ზომისაა. იგი 25ნმ დიამეტრის მილია და კედლებიცილა ტუბულინს შეიცავს. მიკრომილაკები მთავარი როლი უჯრედის ორგანოიდების გადაადგილებაა, ისინი ქმნიან „ბილიკებს“, რომელთა გასწვრივ სხვადასხვა სტრუქტურა მოძრაობს. მაგალითად, გოლჯის აპარატიდან წამოსული ვეზიკულები.

მიკროფილამენტებს სხვაგვარად მას აქტინისფილამენტებსაც უწოდებენ, რადგანაც ისინი ბოჭკოვანი ცილა აქტინისგან შედგება, რომელიც გლობულარული აქტინის პოლიმერიზაციით მიიღება. მიკროფილამენტებს აქვს მინუს (-) და პლიუს (+)ბოლოები. მას მინუს ბოლოდან სცილდება აქტინის გლობულები რის გამოც იგი მოკლდება, ხოლო პლიუს ბოლოს ემატება და გრძელდება. აქტინის ძაფების სიგრძის ასეთი ცვლილება უჯრედის ფორმის ცვლილებას და მის მოძრაობას უზეუნველყოფს. აქტინის ძაფების დაგრძელება-დამოკლებით ამება და ლეიკოციტები გადაადგილდება.

შუალედური ფილამენტიუჯრედის ნამდვილი ჩონჩხია. მისი მტკიცე და ამავდროულად ელასტიური ცილოვანი ძაფები უკავშირდება ბირთვს, ენდოპლაზმურ ბადეს და სხვა. და აფიქსირებს და განსზაღვრავს მათ ადგილს ციტოპლაზმაში. ამ ცილების დამსახურებაა, რომ ორგანოიდები თავისუფლად არ დაცურავს. მიუხედავად იმისა რომ ეს ბადე ძალიან მტკიცეა, ისინი მარტივად იშლება მიტოზის დროს.

დასკვნის სახით ციტოჩონჩხის ფუნქციებია:

  • ქმნის უჯრედის საყრდენს, კარკასს, რომელიც უჯრედს ფორმას უნარჩუნებს. ხელს უწყობს პლაზმურ მემბრანასა და ორგანოიდებს შორის კავშირს. ცოტოჩონჩხი მუდმივად ცვალებადი სტრუქტურაა, რომელიც გარემო პირობების ცვლილებასთან ერთად მუდმივად ახლდება
  • მონაწილეობენ უჯრედის ნებისმიერი სახის მოძრაობაში მაგ., შოლთებით. უჯრედის გაყოფის დროს ქრომოსომების გადაადგილებასა და ციტოკენეზში.
  • ასრულებს ლიანდაგის ფუნქციას, რომლის გასწვრივ გადაადგილდებიან უჯრედის ორგანოიდები და სხვა რთული კომლექსები (მაგ., ფაგოციტური ბუშტუკები)

ვაკუოლი

ცენტრალური ვაკუოლი მხოლოდ მცენრეული და სოკოს უჯრედებისთვის არის დამახასიათებელი. იგი მემბრანით შემოსაზღვრული უჯრედის წვენით სასვსე პარკია. უჯრედის მოცულობა მის ზრდაზეა დამოკიდებული. ცენტრალური ვაკუოლი გოლჯის აპარატიდან გამოსული ვაკუოლების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება.

  • ნაწილობრივ ლიზოსომის ფუნქცია, შეიცავს ჰიდროლიზურ ფერმენტებს.
  • ნაყოფის და გვირგვინის ფურცლის ვაკუოლში გროვდება პიგმენტები.
  • დამცველობითი, ზოგიერთი ფოთლის ვაკუოლი შხამიანია.
  • წამოადგენს K(კალიუმი) და Cl(ქლორი) იონების საცავს.

უჯრედის გარსი


უჯრედის კედელი
მცენარეული უჯრედის გარსია. იგი პლაზმურ მემბრანაზე სქელია დაცელულოზისგან შედგება, რომელსაც პლაზმური მემბრანა გამოიმუშავებს.
მისი გრძელი ბოჭკოები მატრიქსშია ჩალაგებული, რომელიც
პოლისაქარიდებისა დაცილებისგან შედგება, მთავარი ფუნქცია კი უჯრედის ფორმის შენარჩუნება და დაცვაა. კედელი იცავს მცენარეულ უჯრედს დიდი რაოდენობით წყლის შეღწევისგან. უჯრედის კედელი გააჩნიათ სოკოებსაც და პროკარიოტებსაც. სოკოების უჯრედის კედლის შემადგენლობაში შედის ნახშირწყალი ქიტინი, რომელიც ცხოველური წარმოშობისაა და ფეხსახსრიანთა გარეგანი ჩონჩხში შედის.

გლიკოლალიქსი ცხოველური უჯრედის გარსია და უჯრედის კედელზე გაცილებით თხელია. მისი შემადგენელი კომპონენტი გლიკოპროტეინი კოლაგენია, რომელოც სხვა გლიკოპროტეინებისგან წარმოქმნილ მატრიქსშია მოთავსებული. გლიკოკალიქსი მემბრანული ცილების – ინტეგრინებისსაშუალებით ციტოჩონჩხს (მიკროფილამენტებს) უკავშირდება და უჯრედგარე სივრცეში მომხდარ ცვლილებებს გადასცემს ბირთვს. გლიკოკალიქსი ცხოველების სასიცოცხლო პროცესების რეგულაციაში მონაწილეობს. გლიკოკალიქს აქვს რეცეპტორული ფუნქციაც. სპეციალური რეცეპტორების მეშვეობით უჯრედები ცობენ ერთმანეთს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილების ჩამოყალიბებაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეკოლოგიაკვლევები

იაპონელმა მეცნიერებმა მცენარეთა ხელოვნური დამტვერვის გზას მიაგნეს

იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მცენარეთა ხელოვნური გზით დამტვერვა საპნის ბუშტებითაა შესაძლებელი.

ბევრი მცენარის დამტვერვა და შესაბამისად, გამრავლება თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ბუნებრივ დამამტვერიანებლებზე- ფუტკრებზე, მაგრამ ფუტკრის ბოლო წლების განმავლობაში ფუტკრის  სახეობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პესტიციდების, პარაზიტების, სხვა მწერების სახეობებთან კონკურენციის, კლიმატის ცვლილების ან სხვა ფაქტორების გამო.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საპნის ბუშტის ხსნარი ოპტიმიზებული pH-ით, კალციუმითა და სხვა მინერალებითა და ქიმიკატებით, ყველაზე ეფექტური კონცენტრაციაა მცენარეების ხელოვნურად დამტვერვისთვის.

მეცნიერებმა კვლევა  ბუშტების ავტომატური წარმომქმნელით დრონის საშუალებით ხელოვნურ ლილიებზე ჩაატარეს, ვინაიდან ყვავილობის პერიოდი არ იყო. აღმოჩნდა, რომ ბუშტები ყვავილების თითქმის 90 პროცენტზე მოხვდა.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო : edition.cnn.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

კვლევა: ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს და სიმსივნეს იწვევს

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ცნობილი გახდა, რომ ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს, რიგ შემთხვევებში კი – ბაქტერიები, რომლებიც დამაბინძურებლები არიან, სხვადასხვა დაავადებას იწვევენ, მათ შორის კი – სიმსივნეს.

ალკოჰოლურ სასმელებში მოიაზრება ლუდი, ღვინო, ლიქიორები. როგორც მკვლევარები ამბობენ, კბილების გახეხვა გამოსავალი არ არის, ერთადერთი შედეგი სმის შეწყვეტით მიიღება.

წყარო:  Usatoday

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგეოგრაფია

იშვიათი რვაფეხა, რომელსაც გამჭვირვალე თავი აქვს

ფოტოგრაფმა იშვიათი რვაფეხა დააფიქსირა, რომელსაც გამჭვირვალე თავი აქვს

🐙Wunderpus რვაფეხა, რომელსაც Wunderpus photogenicus (ფოტოგენური საოცრება) ეწოდება, პირველად 2006 წელს იქნა რეგისტრირებული ახალ სახეობად. რვაფეხას სხვა სახეობებთან შედარებით, იგი ჯერ ისევ არ არის კარგად შესწავლილი. ის წყნარ ოკეანეში, ფილიპინების სანაპირო წყლებში ბინადრობს და მოზრდილობის ასაკიდან წითელი შეფერილობითა და თეთრი ლაქებით ან ზოლებით გამოირჩევა. მას უნარი აქვს დაემსგავსოს ზღვის ისეთ ცხოველებს, როგორიცაა შხამიანი ეკლებიანი ლომთევზა🦑
📸Wu Yung-sen

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაბიოლოგიაისტორია

88 წლის წინ ჩინეთში ნაპოვნი თავის ქალა შესაძლოა ადამიანის აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნოდეს

ჩინელმა მეცნიერებმა 88 წლის წინ აღმოჩენილი თავის ქალა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ის ადამიანის აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნის. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავის ქალა 1933 წელს, ხარბინში ხიდის მშენებელმა იპოვა. მაშინ ქალაქი იაპონური ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. კაცს ეჭვი ჰქონდა, რომ მის აღმოჩენას კულტურული ღირებულება აქვს და თავის სახლში, ჭის ფსკერზე დამალა, სადაც ის 80 წლის განმავლობაში ინახებოდა. კაცმა ამ ამბის შესახებ ოჯახს თავისი სიკვდილის წინ უამბო, მათ კი თავის ქალა მეცნიერებს გადასცეს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ თავის ქალა აღმოსავლეთ აზიაში სულ მცირე 146 ათასი წლის წინ მცხოვრებ 50 წლის კაცს ეკუთვნის. ახალ სახეობას Homo longi („ადამიანი-დრაკონი“) დაარქვეს. ევოლუციური თვალსაზრისით, ის თანამედროვე ადამიანის უახლოესი ნათესავია. ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ და Homo longi უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებულია ​Homo sapiens-თან ვიდრე ნეანდერტალელებთან.

ადამიანი-დრაკონი“ სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდა

„აღმოჩენა კაცობრიობის ცალკეულ შტოს წარმოადგენს, რომელიც რეგიონში რამდენიმე ასეული ათასი წლის განმავლობაში ვითარდებოდა და ბოლოს გადაშენდა. ბოლო მილიონი წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამარხი ნეშტია“, – განაცხადა ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის პროფესორმა კრის სტრინგერმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგია

აშშ-ის ზოოპარკებში ცხოველების ვაქცინაცია დაიწყო

აშშ-ში, ჩრდილოეთ კალიფორნიის შტატში, ქალაქ ოკლენდის ზოოპარკში ცხოველებს კოვიდვაქცინით ცრიან. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

პირველად ვაქცინაცია ჩაუტარდათ რისკ-ჯგუფის ცხოველებს: ვეფხვებს, დათვებს, გრიზლის, მთის ლომებს, მაჩვებს. ამ ცხოველებმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს. შემდეგ ვეტერინარები პრიმატებს, ღამურებს და ღორებს აცრიან.

„ამ დრომდე ვიყენებდით ბარიერებს იმისთვის, რომ ცხოველები COVID-19-ით ინფიცირებისგან დაგვეცვა, ახლა კი მოხარულები ვართ, რომ ცხოველების დაცვა ვაქცინაციის შედეგად შეგვიძლია“, – განაცხადა ოკლენდის ზოოპარკის ვეტერინარიის სამსახურის ხელმძღვანელმა ალექს გერმანმა.

ცხოველებისთვის ვაქცინა აშშ-ში ზოოპარკებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მიიღეს. ვაქცინა ზოოპარკებს კომპანია Zoetis-მა გადასცა. გამოცდილმა მკვლევრებმა ასევე დაამზადეს ვაქცინა კატების, ძაღლების, შინაური ფრინველებისა და მსხვილი რქოსანი პირუტყვის ასაცრელად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგია

დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტს აშშ-ს სამხედროები მომავალი წლიდან მიიღებენ

მომავალი წლიდან აშშ-ს სამხედრო ძალების სპეციალური ოპერაციების სამსახური (SOCOM) ექსპერიმენტული აბის შემოწმებას დაიწყებს, რომელიც, მათი თქმით, ჯარისკაცებში დაბერების ეფექტს შეაყოვნებს.

როგორც Breaking Defense იუწყება, ექსპერიმენტის მიზანი მებრძოლებისთვის ჯანმრთელობისა და ენერგიულად მუშაობის უნარის უფრო დიდი ხნით შენარჩუნებაა. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური შემოწმებები კარგად ჩაივლის და წამლის მოქმედება ეფექტიანი აღმოჩნდება, მაშინ, შესაძლოა, მან აშშ-ს სამხედრო ძალებიდან საზოგადოებამდეც გაიკვლიოს გზა.

“ამის მიზანი ისეთი ფიზიკური მახასიათებლების დამატება არაა, რაც უკვე ისედაც გვაქვს ადამიანებს ბუნებრივად. მისი მიზანი არის ჩვენი ძალების მისიის მზაობის გაზრდა მებრძოლებში იმ ფიზიკური თვისებების გაუმჯობესებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად სუსტდება”, — განუცხადა Breaking Defense-ს SOCOM-ის წარმომადგენელმა და საზღვაო ძალების სარდალმა, ტიმ ჰოუკინსმა.

არსებითად, ეს აბი საკვები დანამატია, რომელიც ორგანიზმში მოლეკულა NAD+-ის დონეს ზრდის. ეს უკანასკნელი ხშირად გამოიყენება ნოოტროპების წარმოებაში. ეს უკანასკნელი უკავშირდება დაბერებას და სხვა მრავალ გზას, რომლებითაც ადამიანის სხეული დროთა განმავლობაში რეგრესს განიცდის.

ჯარისკაცებისთვის NAD+-ის მიწოდებით, SOCOM იმედოვნებს, რომ შეძლებენ მებრძოლების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათში ასაკთან დაკავშირებული ტრავმებისა და მუშაობის ხარისხის დაქვეითების პრევენციას მთელი კარიერის მანძილზე.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ფუკუშიმის რადიოაქტიურ ზონაში ცხოველის ახალი ჰიბრიდული სახეობა აღმოაჩინეს

იაპონიაში, ფუკუშიმის რადიოაქტიურ ზონაში ტახისა და ღორის ჰიბრიდი ბინადრობს. ამის შესახებ Daily Mail-ი ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ფუკუშიმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დონოვან ანდერსონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს. მეცნიერები რადიოაქტიურ ზონაში ბინადარი გარეული ტახების დნმ-ს იკვლევდნენ, რათა დაედგინათ რა გავლენა აქვს მათზე რადიაციას.

სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ მაღალ რადიაციულ დონეს ფუკუშიმის ტახების გენები არ შეუცვლია, თუმცა ამასთან დადგინდა, რომ გამოკვლეული ცხოველების 16% ტახისა და ღორის ჰიბრიდია. როდესაც ფუკუშიმაში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილობრივებმა იქ ასობით ცხოველი დატოვეს, მათ შორის ფერმებზე მცხოვრები ღორები. შინაური ცხოველები ფერმებიდან საკვების საძიებლად წავიდნენ და ტახებთან შეჯვარება დაიწყეს.

იაპონიის მთავრობის მონაცემებით, 2014 წელს ზონაში გარეული ტახების პოპულაცია 49 ათასს შეადგენდა, 2018 წელს მათი რიცხვი 62 ათასამდე გაიზარდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებისგან შემდგარი ემბრიონები შექმნეს

მეცნიერებმა ჩინეთში, კუნმინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აშშ-ის ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებთან ერთად შექმნეს ემბრიონები ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებით. ექსპერიმენტი ნამდვილად ინოვაციური და ამავე დროს საკამათოა.

სპეციალისტებმა ჩვენთან ევოლუციურად ბევრად ახლოს მდგომი სახეობის, კიბორჩხალაჭამია მაკაკის ჩართვა გადაწყვიტეს ექსპერიმენტში. მათ მაიმუნის თითოეულ ემბრიონში შეიყვანეს ადამიანის 25 პლურიპოტენციური უჯრედი. 132 ჩანასახიდან 10 დღის შემდეგ 103 მათგანი ისევ განაგრძობდა ჩამოყალიბებას. თუმცა, მე-19 დღემდე მხოლოდ სამმა ჩანასახმა მიაღწია და მეცნიერებმა წესის შესაბამისად გაანადგურეს.

ადამიანისა და ცხოველების ჰიბრიდების კვლევას საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია და 1970-იანი წლებიდან იწყება. მაგალითად, 2017 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველად ღორისა და ადამიანის ჰიბრიდული ემბრიონი.

მსგავსი კვლევები მიზნად ისახავს ორგანოების ტრანსპლანტაციის გამარტივებას. თუკი ეს ოდესმე შესაძლებელი იქნება, შეიძლება გადაიჭრას ადამიანის ორგანოთა უდიდესი დეფიციტის პრობლემა, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტზე დაკვირვებით ბევრი საინტერესო რამ გამოავლინეს, რაც შემდგომში ეფექტიანი ექსპერიმენტების განხორციელებაში დაეხმარება მათ, თანაც ეთიკის ფარგლებში, რაც ბევრს აღელვებს კიდეც.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 16
Page 9 of 16