close
ბიოლოგია

აღმოაჩინეს ბაყაყი, რომელზეც უჩვეულო სოკო იზრდება

მეგობრებთან ერთად ბუნებაში სეირნობისას ინდოელმა მეცნიერმა უცნაური ბაყაყი აღმოაჩინა, რომლის ზურგზეც სოკო იყო ამოსული.

New York Times-თან ინტერვიუში, მდინარისა და ჭაობების სპეციალისტმა ი.ტ. ლოჰიტმა თქვა, რომ თავის მეგობრებთან ერთად საინტერესო ცხოველებს ეძებდა. სწორედ ამ დროს ბაყაყები შენიშნეს.

„ჩვენ ხუთნი ვიყავით. ძიების ადგილად ინდოეთის დასავლეთით, გატის ტერიტორია ავარჩიეთ”, — თქვა ლოჰიტმა.

რაოს ოქროს ზურგიანი ბაყაყების შესწავლისას, მეცნიერებმა რაღაც უცნაური დააფიქსირეს. ერთ-ერთ ბაყაყს, ზურგზე საინტერესო ამონაზარდი ჰქონდა. გადაიღეს სურათებიც და უფრო დეტალურად დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ წვრილფეხა ამფიბიას უკანა მხრიდან სოკო იყო ამოზრდილი.

ლოჰიტმა ბაყაყის ახლოდან გადაღებული ფოტოები ინტერნეტში გამოაქვეყნა. საპასუხოდ, მოყვარულმა და პროფესიონალმა მიკოლოგებმა, დაწერეს, რომ ამონაზარდი კაპოტის სოკოს ჰგავდა. სოკოს ეს სახეობა ძირითადად დაშლილ მცენარეულ მატერიაზე იზრდება. შესაბამისად, ფაქტი, რომ სოკო ბაყაყის ზურგზე ამოვიდა, საკმაოდ უჩვეულო და საინტერესოა.

ზრდის ტემპი
ცოცხალ ორგანიზმებში სოკო არახალია. ვიცით საფუარიც, რომელიც ჩვენს კანზე იზრდება. თუმცა, ასეთი სოკოების უმეტესობა (fungi) ბოლომდე არ ვითარდება. მსგავსი განვითარებისთვის სოკოს საკვები ნივთიერებებით მდიდარი ზედაპირი სჭირდება. ეს მიცელიის უჯრედების აყვავებას იწვევს, ამისთვის კი შესაბამისი გარემოა საჭირო. როგორც წესი, ასეთი გარემო ცოცხალ ორგანიზმზე არ გვხვდება.

თუმცა, ცოცხალ ორგანიზმებზე სოკოების გამრავლების რამდენიმე დოკუმენტირებული შემთხვევაც არსებობს. ამას ზომბ სოკოებს უწოდებენ, რომელიც მწერების სხეულისა და ტვინისგან იკვებება. ეს სოკო თავისი მასპინძლის ტვინის კონტროლს იწყებს და შემდეგ კლავს მას.

და მაინც, ბაყაყის შემთხვევა უნიკალურია. როგორც ჩანს, სოკო ბაყაყზე უარყოფითად არ მოქმედებს. მეცნიერები შემთხვევის უფრო კომპლექსურად შესწავლას გეგმავენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0