close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს აპარატი „ლიუსი“ თავისი მისიის პირველ ასტეროიდს მიუახლოვდა

NASA-ს კოსმოსური აპარატი „ლიუსი“ მალე თავისი მისიის პირველ მიზანს შეხვდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ოთხშაბათს აპარატი ასტეროიდ დინკინეშთან ჩაიფრენს. „ლიუსი“ ასტეროიდს 425 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება, მონაცემებსა და ფოტოებს დედამიწაზე კი მომდევნო დღეებში გამოგზავნის. დინკინეშის დიამეტრი დაახლოებით 1 კილომეტრს შეადგენს, ის ასტეროიდის სარტყელში მდებარეობს – მარსსა და იუპიტერს შორის. ასტეროიდი 1999 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მას შემდეგ მასზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახლო ხედით შევხედავთ ობიექტს, რომელიც აქამდე მხოლოდ ტელესკოპებში ლაქა იყო. კაცობრიობა პირველად დაინახავს დინკინეშს“, – აღნიშნულია მისია „ლიუსის“ მთავარი მკვლევრის, ჰალ ლევისონის განცხადებაში.

დინკინეში პირველი იმ 10 ასტეროიდს შორის, რომლებსაც „ლიუსი“ თავისი 12-წლიანი მოგზაურობის განმავლობაში შეხვდება. აპარატი თითოეულ ასტეროიდს წამში 4,5 კილომეტრის სიჩქარით ჩაუფრენს. მისიის მთავარი მიზანი იუპიტერის ტროას ასტეროიდების ჯგუფებია, რომელიც აქამდე არავის შეუსწავლია.

„ლიუსი“ 2021 წლის ოქტომბერში გაუშვეს. მისიას სახელწოდება ავსტრალოპითეკ ლიუსის ჩონჩხის პატივსაცემად შეურჩიეს, იმიტომ რომ ტროას ასტეროიდების კვლევამ შეიძლება მზის სისტემის ადრეული ისტორიის ფაქტები გამოავლინოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ინდოეთი მზის შესწავლის მიზნით მისიას იწყებს

ინდოეთის პირველ კოსმოსურ ობსერვატორიას, რომელიც მზეს შეისწავლის, 2 სექტემბერს გაუშვებენ, – შესაბამისი განცხადება ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ გააკეთა.
Aditya-L1, ინდოეთის პირველი კოსმოსური მზის ზონდი, მიზნად ისახავს მზის ქარების შესწავლას.
Aditya-L1-ს, რომელსაც სახელი მზის ინდური სახელწოდების აღსანიშნავად დაარქვეს, შრიჰარიკოტაში მდებარე მთავარი კოსმოსური პორტიდან მძიმე გამშვები მანქანის, PSLV-ის გამოყენებით გაუშვებენ. ის დაახლოებით 1,5 მილიონ კმ-ს გაივლის.
„გაშვებიდან L-1-მდე (ლაგრანჟის წერტილი) მისასვლელად Aditya-L1-ს დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
კოსმოსური ხომალდის შიგნით განთავსებულია ექვსბორბლიანი მთვარემავალი, რომელიც, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მთვარის ზედაპირზე სურათებს და მონაცემებს შეაგროვებს.
მთავრობამ მისიისთვის დაახლოებით 46 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ 23 აგვისტოს, ინდოეთის Chandrayaan-3 პირველი კოსმოსური მისია გახდა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსთან დაეშვა, მას შემდეგ, რაც, რამდენიმე დღის წინ, რუსული ხომალდი „ლუნა-25“ მთვარის ზდაპირს შეეჯახა და შესაბამისად, მთვარეზე დაგეგმილი მისია ჩაიშალა.
ინდური მთვარის თვითმავალი აპარატი განკუთვნილია მთვარის ზედაპირის ქიმიური შემადგენლობის ანალიზისთვის და წყლის ძიებისთვის.

წყარო : reuters.com
BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენა მხოლოდ დროის საკითხია

ბევრი ასტრონომი აღარ სვამს კითხვას ასე : არის თუ არა სიცოცხლე სამყაროში სხვაგან. ისინი კითხულობენ: როდის ვიპოვით მას?
მრავალი მისია, რომელიც მიმდინარეობს, ან იგეგმება, აღნიშნავს ახალ კოსმოსურ რბოლას ყველა დროის უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენისთვის.
“ჩვენ ვცხოვრობთ უსასრულო სამყაროში, უსასრულო ვარსკვლავებითა და პლანეტებით. და ბევრი ჩვენგანისთვის ცხადია, რომ არ შეიძლება ვიყოთ ერთადერთი ინტელექტუალური სიცოცხლე. ახლა გვაქვს ტექნოლოგია და შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, ვართ თუ არა კოსმოსში მარტონი”, – აცხადებს შოტლანდიელი პროფესორი კატრინ ჰეიმანსი
პროფესორი კატრინ ჰეიმანსი, შოტლანდიელი ასტრონომი როიალი. „ახლა გვაქვს ტექნოლოგია და შესაძლებლობა, ვუპასუხოთ კითხვას, ვართ თუ არა მარტონი კოსმოსში.
“ოქროს ზონა”
ტელესკოპებს ახლა შეუძლიათ გააანალიზონ პლანეტების ატმოსფერო, რომლებიც შორეული ვარსკვლავების ორბიტებზე მოძრაობენ, ეძებენ ქიმიკატებს, რომლებიც, ყოველ შემთხვევაში დედამიწაზე, მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლიათ წარმოქმნან.
ასეთი აღმოჩენის პირველი გაელვება მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა, როდესაც პლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში, რომელიც დედამიწიდან 120 სინათლის წლის მანძილზეა, აღმოაჩინეს გაზის შესაძლო ნიშანი, რომელიც დედამიწაზე ზღვის მარტივი ორგანიზმების მიერ წარმოიქმნება.
პლანეტა K2-18b-ს ასტრონომები უწოდებენ “ოქროს ზონას” – ის მისი ვარსკვლავიდან შესაფერის მანძილზე იმყოფება იმისთვის, რომ ზედაპირის ტემპერატურა არ იყოს არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი, მაგრამ იყოს თხევადი წყალი, რომელიც აუცილებელია სიცოცხლის არსებობისთვის.
მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ ერთი წლის შემდეგ გაიგებენ, დადასტურება თუ არა მინიშნებები.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის პროფესორის, ნიკუ მადჰუსუდჰანის განცხადებით, თუ მინიშნებები დადასტურდება, „ეს რადიკალურად შეცვლის ჩვენს აზროვნებას სიცოცხლის ძიებაზე“.
ის პროგნოზირებს, რომ სამყაროში ცხოვრების შესახებ ჩვენს ცოდნაში ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მოხდება.
თუ ნიკუ მადჰუსუდჰანის გუნდი K2-18b-ზე სიცოცხლის ნიშანს ვერ აღმოაჩენს, მათ სიაში კიდევ 10 “ოქროს ზონის” პლანეტაა, რომელიც უნდა შეისწავლონ.
“ძიება სახლთან ახლოს”
ზოგი მეცნიერი სიცოცხლეს შორეულ პლანეტებზე ეძებს. სხვები კი ჩვენს მზის სისტემაში.
სიცოცხლის ყველაზე სავარაუდო ადგილი იუპიტერის ერთ-ერთი ყინულოვანი მთვარეა, რომელსაც მეცნიერები ევროპას უწოდებენ. ევროპას ყინულოვანი ზედაპირის ქვემოთ აქვს ოკეანე, საიდანაც წყლის ორთქლის გროვა კოსმოსში იღვრება.
ნასას Clipper-ი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების ზონდის მისიები იქ 2030-იან წლებში დაიწყება.
შეიძლება თუ არამ უცხოპლანეტელები ჩვენთან დაკავშირებას ცდილობდნენ?
ზოგიერთი მეცნიერი ამ კითხვას სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ თვლის, მაგრამ უცხო სამყაროდან რადიოსიგნალების ძიება ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, განსაკუთრებით არამიწიერ ცივილზაციათა ძიების ინსტიტუტის (Seti) მიერ.
სამყაროში სიცოცხლის შესწავლის სეტის კარლ სეიგანის ცენტრის დირექტორის, დოქტორი ნატალი კაბროლის თქმით, ამან ახალი იმპულსი გამოიწვია. ინსტიტუტმა მოახდინა ტელესკოპების მასივის მოდერნიზება და ახლა იყენებს ინსტრუმენტებს შორეული პლანეტების მძლავრი ლაზერული იმპულსების კომუნიკაციების მოსაძებნად.
კარდიფის უნივერსიტეტის დოქტორი სუბჰაჯიტ სარკერი, რომელიც K2-18b-ის შემსწავლელი გუნდის წევრია, აცხადებს, რომ ყველა ელემენტი ადგილზეა აღმოჩენისთვის, რომელიც იქნება მეტი, ვიდრე უბრალოდ წარმოუდგენელი სამეცნიერო მიღწევა.
”თუ ჩვენ ვიპოვით სიცოცხლის ნიშნებს, ეს იქნება რევოლუცია მეცნიერებაში და ასევე მასიური ცვლილება იმისა, თუ როგორ უყურებს კაცობრიობა საკუთარ თავსა და მის ადგილს სამყაროში”, – აცხადებს სუბჰაჯიტ სარკერი.

წყარო : BBC

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ინდოეთი 2040 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს

ინდოეთი 2040 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს.
ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ კოსმოსურ დეპარტამენტს ინსტრუქციები მისცა, რომელიც 2035 წლისთვის კოსმოსური სადგურის აწყობასთან დაკავშირებულ გეგმებსაც მოიცავს.
„პრემიერმა გასცა განკარგულება, რომ ინდოეთმა ახალი და ამბიციური მიზნები დაისახოს, მათ შორის 2035 წლისთვის ინდოეთის კოსმოსური სადგურის შექმნა და 2040 წლისთვის პირველი ინდოელის მთვარეზე გაგზავნა“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ინდოეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ ხედვის განსახორციელებლად, კოსმოსის დეპარტამენტი მთვარის კვლევის საგზაო რუკას შეიმუშავებს.
პრემიერ-მინისტრი მეცნიერებს ასევე მოუწოდებს, ვენერასა და მარსზე მისიების განხორციელებაზე იმუშაონ.
ინდოეთის კოსმოსური ამბიციები მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც ის გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მთვარის შეუსწავლელ სამხრეთ პოლუსთან აგვისტოში კოსმოსური ხომალდი დასვა. ამ წარმატების შემდეგ, ინდოეთმა მზის შესასწავლად რაკეტა გაუშვა.

წყარო : reuters.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

2030 წლისთვის მთვარეზე, როგორც აშშ-ის, ასევე ჩინეთის პირველი ბაზების დაფუძნება უკვე რეალურია – დედამიწის თანამგზავრზე სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყარო ნაპოვნია

მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ენერ­გი­ის წყა­რო, რო­მე­ლიც ას­ტრო­ნავ­ტებს მთვა­რე­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

ნა­სას წარ­მო­ე­ბუ­ლი პროგ­რა­მა არ­ტე­მი­დას” შე­დე­გად იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ აშშ 2030 წლის­თვის პირ­ველ ფორ­პოსტს და­ა­ფუძ­ნებს მთვა­რე­ზე.

ბან­გო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ყა­ყა­ჩოს თეს­ლის ზო­მის ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის უჯრე­დე­ბი და­აპ­რო­ექ­ტა, რო­მე­ლიც მთვა­რე­ზე სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ჭი­რო ენერ­გი­ას აწარ­მო­ებს.

“ბირ­თვუ­ლი მო­მავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის” პრო­ფე­სორ­მა, სა­ი­მონ მიდლბურ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი გუნ­დის ვა­რა­უ­დით, ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის სრუ­ლი­ად გა­მოც­და მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვე­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ის შე­საძ­ლე­ბე­ლია იქ­ცეს სხვა პლა­ნე­ტე­ბის ათ­ვი­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც.

მკვლევ­რებ­მა პარტნი­ო­რებს შე­სა­მოწ­მებ­ლად ახ­ლა­ხან გა­უგ­ზავ­ნეს პა­ტა­რა ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის უჯრე­დი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც Trisofuel.

ეს Trisofuel უჯრე­დი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ Rolls Royce-ის მიერ შექ­მნი­ლი მიკ­რო ბირ­თვუ­ლი გე­ნე­რა­ტო­რის კვე­ბის­თვის.

პრო­ფე­სორ მიდლბურ­გის გან­ცხა­დე­ბით, გე­ნე­რა­ტო­რი არის პორ­ტა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის რა­კე­ტა­ზე მი­მაგ­რე­ბა უპ­რობ­ლე­მოდ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მი­სი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ყი­ნუ­ლის პოვ­ნაა, რო­მე­ლიც, მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, მო­მა­ვალ­ში მთვა­რე­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ჟურ­ნა­ლის­ტი ტიმ მარ­შა­ლი აცხა­დებს, რომ საწ­ვა­ვის სა­კი­თხში გარ­ღვე­ვა ახა­ლი ნა­ბი­ჯია მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუ­სის ათ­ვი­სე­ბის­თვის რბო­ლა­ში.

“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ 2030 წლის­თვის მთავ­რე­ზე რო­გორც აშშ-ის, ასე­ვე ჩი­ნე­თის ბა­ზე­ბი გაჩ­ნდე­ბა”, – გა­ნა­ცხდა მან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

როგორი იყო მზის დაბნელება ამერიკაში – ფოტოგალერეა

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ცაზე მზის რგოლისებრი დაბნელება დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ტელეარხის ცნობით, მზის რგოლისებრი დაბნელების დროს, მთვარე დედამიწიდან ყველაზე შორ მანძილზეა, ამიტომ მზეს სრულად ვერ ბლოკავს. მზის შუქი კი მთვარის ჩრდილს რკალივით ედება და ე.წ. ცეცხლის წრეს ქმნის.

ამ ასტრონომიულ მოვლენას დედამიწის ამ ნაწილში 2046 წლამდე ვეღარ ნახავენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa-მ ასტეროიდ ფსიქესკენ მისია გაუშვა

Nasa-ს ზონდმა „ფსიქე“ დედამიწა დატოვა და მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ობიექტისკენ – ამავე სახელწოდების ასტეროიდისკენ მიემართება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფსიქე ლითონის სამყაროს წარმოადგენს და ტელესკოპით დაკვირვებით მიღებული მონაცემებით, 60% რკინისა და ნიკელისგან შედგება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდი პლანეტის მსგავსი ობიექტის ბირთვის ნარჩენია, რომელსაც გარე შრეები ჩამოშორდა.

ფსიქე (Nasa)

ფსიქე მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს. ზონდს მისკენ მისასვლელად 3,5 მილიარდი კილომეტრის გავლა მოუწევს და ამ მანძილს ის 2029 წლის აგვისტოში დაფარავს. მისი მიზანი ასტეროიდის რუკის შედგენა და მისი შემდგენლობის დადგენა იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa-მ ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშები წარადგინა

NASA-ს მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუდან მიღებული ნიმუშების ანალიზი დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სააგენტომ ასტეროიდის გრუნტის პირველი ფოტოებიც გაავრცელა. სპეციალისტებმა ტეხასში, სპეციალურ ლაბორატორიაში ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ბენუს გრუნტი მდიდარია ნახშირბადისა და წყლის შემცველი მინერალებით.

არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები სწორედ ბენუსნაირი ასტეროიდებმა მოიტანეს. მიღებული ნიმუშების დახმარებით სპეციალისტები ამ იდეებს გატესტავენ.

ზონდი OSIRIS-REx-ი დედამიწაზე 24 სექტემბერს, 7-წლიანი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა. მან შეაგროვა ნიმუშები ასტეროიდზე ბენუ, რომელიც 4,5 მილიარდი წლისაა. ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც მეცნიერებმა ასტეროიდის ნაწილაკების დედამიწაზე ჩამოტანა შეძლეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ასტეროიდის ნიმუშის სამეცნიერო ანალიზით, პლანეტების ფორმირებისა და დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

დედამიწაზე ასტეროიდიდან ნიმუშების ჩამოტანაში NASA-ს Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი დაეხმარა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

პლანეტა მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის პირველი ექსპერიმენტი დასრულდა

პლანეტა მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის პირველი ექსპერიმენტი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ნასას“ ექსპერიმენტის მიზანი წითელ პლანეტაზე ასტრონავტების დასახმარებლად ჟანგბადის გამოყოფა იყო.

მიკროტალღური ღუმელის ზომის მოწყობილობას „მოქსი“ ჰქვია.

ექსპერიმენტი ორი წლის წინ დაიწყო. „მოქსიმ“ ამ დრომდე 122 გრამი ჟანგბადი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რასაც პატარა ძაღლი 10 საათის განმავლობაში მოიხმარს. „ნასას თქმით, ინსტრუმენტი მარსზე არსებულ ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის.

შედეგად, „მოქსი“ საათში 12 გრამ ჟანგბადს აწარმოებდა, რაც 98 პროცენტით მეტია იმ მიზანსა და მოლოდინზე, რაც „ნასას“ ინსტრუმენტის გაგზავნისასა ჰქონდა. 7 აგვისტოს „მოქსიმ“ პლანეტაზე მუშაობის ციკლი დაასრულა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა შორეულ პლანეტაზე შესაძლო სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს

ტელესკოპმა „ჯეიმს ვები“ შორეულ პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პლანეტაზე K2-18b, რომელიც წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და ჩვენგან 120 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, პლანეტის ატმოსფეროში აღმოჩენილია მოლეკულა დიმეთილ სულფიდი (DMS), რომელსაც დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები გამოიმუშავებენ, კერძოდ ზღვის პლანქტონი. შესაბამისად, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ K2-18b-ზე ოკეანე არის.

ამასთან, პლანეტის ატმოსფეროში აღმოჩენილია მეთანი და CO2-ც.

თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პლანეტაზე DMS-ს არსებობის დასადასტურებლად მეტი ინფორმაციაა საჭირო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტრონომებმა შორეულ პლანეტაზე ამ მოლეკულის არსებობის შესაძლებლობა დაადგინეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 54
Page 5 of 54