close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის დატოვების გამო ამერიკის მთავრობამ კომპანია პირველად დააჯარიმა 🛰️

დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის დატოვების გამო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კომპანია პირველად დააჯარიმა, – ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ (FCC) კომპანია Dish Network 150 ათასი დოლარით დააჯარიმა, რადგან მათ ძველი თანამგზავრი სხვა სატელიტებისგან საკმარის მანძილზე ვერ გასწიეს.

FCC-ში განმარტავენ, რომ Dish-ის სატელიტი საფრთხეს უქმნის დედამიწის ორბიტაზე მოძრავ სხვა თანამგზავრებს. კომპანიას ის პლანეტიდან 186 მილის მანძილზე უნდა გადაეყვანა, მაგრამ მხოლოდ 76 მილის მანძილზე შეძლო ობიექტის გადაწევა, სანამ მას საწვავი არ გაუთავდა.

კომპანიამ დანაშაული აღიარა და ჯარიმის გადახდაზეც თანახმაა.

1957 წელს დედამიწიდან პირველი სატელიტის გაშვების შემდეგ, პლანეტის ორბიტაზე 10 ათასზე მეტი თანამგზავრია გაყვანილი. ნახევარზე მეტი მწყობრიდან უკვე გასულია. Nasa-ს ცნობით, ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის 10 სანტიმეტრზე დიდი ნაწილების რაოდენობა 25 ათასს აღემატება, რაც საფრთხეს წარმოადგენს, მაგალითად ღია კოსმოსში გასული ასტრონავტებისთვის, რადგან საათში 17 500 მილის სიჩქარით მოძრავ მცირე ობიექტსაც სერიოზული ზიანის გამოწვევა შეუძლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa-ს მთვარის მისიის ასტრონავტებისთვის სკაფანდრებს Prada შექმნის🧑‍🚀

2025 წლის Nasa-ს მთვარის მისიისთვის სკაფანდრებს Prada დაამზადებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოდის იტალიური სახლი ამაზე კერძო კომპანია Axiom Space-თან ერთად იმუშავებს. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Prada პროექტს სხვადასხვა კომპოზიტურ ქსოვილთან მუშაობის გამოცდილებას შესძენს.

Prada-ს სკაფანდრებს მისია Artemis 3-ის ასტრონავტები მოირგებენ, რომლებიც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე გაივლიან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

რომელია ყველაზე ძვირადღირებული კოსმოსური მისია მსოფლიოში?

სამყაროს საიდუმლოებების ამოცნობის მცდელობები არასოდეს ყოფილა იაფი. სხვადასხვა მისიებმა ადამიანის ცოდნისა და ტექნოლოგიური ინოვაციების საზღვრები გააფართოვა. კოსმოსური მისიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროგრესში.

საინტერესოა, რა თანხებთან არის დაკავშირებული დედამიწის გარეთა სამყაროს შესწავლა?

New Horizons – 700 მილიონი დოლარი

15-078b-s-1691391564.webp

NASA-ს რევოლუციურმა მისიამ New Horizons-მა პლუტონსა და იდუმალ სარტყელზე გაამახვილა ყურადღება. კოსმოსური ეპიკური მოგზაურობისთვის, შორეული ვარსკვლავების საიდუმლოებების გამოსავლენად 2006 წელს გაუშვეს.

New Horizons-ის უახლესი სამეცნიერო ინსტრუმენტებმა და ბორტზე მყოფმა სამეცნიერო აღჭურვილობამ მოხიბლა მსოფლიო, როდესაც მან პლუტონისა და მისი მთვარეების პირველი ახლო ხედის სურათები გადაიღო. უკიდეგანო სირთულეების მიუხედავად, მისია შესრულდა, რომელიც დაახლოებით, 700 მილიონი დოლარი ღირდა.

მარსის სამეცნიერო ლაბორატორია (Curiosity Rover) – 2,5 მილიარდი დოლარი

379-msl20110519-pia14156-1691391619.jpg

NASA-ს ინოვაციური მისია სახელწოდებით Mars Science Laboratory (Curiosity Rover) მარსზე 2012 წლის აგვისტოში დაეშვა.

Curiosity თითქმის ტონას იწონის და აღჭურვილია უახლესი სამეცნიერო ხელსაწყოებით. მას აქვს ორი ძირითადი მიზანი: განსაზღვროს, არის თუ არა პლანეტა დასახლებადი და ეძებს წარსული მიკრობული სიცოცხლის მტკიცებულებებს.

გამოკვლევებმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მარსის ეკოსისტემის შესახებ, მათ შორის უძველესი მდინარის კალაპოტებისა და ქიმიური მოლეკულების ნიშნები.

Mars 2020 Perseverance Rover – 2,8 მილიარდი დოლარი

mars2020-rover-factfile-full-widthjpgthumb1160-1691391655.1160.jpg

2020 წლის ივლისში გაშვებული მკვლევარი რობოტი Mars 2020 Perseverance Rover აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით და სამეცნიერო ინსტრუმენტებით, რომლებიც შექმნილია მარსის გეოლოგიური ისტორიის ამოსახსნელად.

მისი მოწინავე ნიმუშების ქეშირების სისტემა მიზნად ისახავს მარსის კლდისა და ნიადაგის ნიმუშების შეგროვებას და შენახვას. იხილეთ სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რამდენიმე საათში დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის

NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის (JPL) ცნობით,  დედამიწასთან  3 ოქტომბერს გამთენიისას
პოტენციურად საშიში, 671-მეტრიანი ასტეროიდი ჩაივლის. ასტეროიდის 349507 (2008 QY) დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 6,3 მილიონი კმ-ია, ასტეროიდის სიჩქარე კი საათში 75 456 კმ-ია.

აღსანიშნავია, რომ თუ ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება 7,4 მილიონ კმ-ზე უფრო ახლოს და მისი ზომა 150 მ-ზე მეტია, მაშინ NASA მას “პოტენციურად საშიშ ობიექტად” მიიჩნევს – შესაბამისად, იმის გამო, რომ ეს ასტეროიდი აკმაყოფილებს ორივე კრიტერიუმს ერთდროულად, ის “პოტენციურად საშიშ” ასტეროიდად ითვლება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

“ნასას” განცხადებით, უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მათი არსებობა გამორიცხული არაა

“ნასას” ე.წ. უცხოპლანეტელების (ამოუცნობი მფრინავი ობიექტების) კვლევის შესახებ ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ამ ამოუხსნელი ფენომენის უკან უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.
ამასთან, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მათ არსებობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ საჭიროა ამოუცნობი ანომალიური ფენომენების გაუმჯობესებული ტექნოლოგიით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამოკვლევა.
“ნასას” ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა განაცხადა, რომ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო არა მხოლოდ უხელმძღვანელებს ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებთან დაკავშირებულ შესაძლო ინციდენტების კვლევას, არამედ მონაცემებს მეტი გამჭვირვალობით გააზიარებს.
36-გვერდიანი ანგარიში ფორმალურად ცნობილია, როგორც “ამოუცნობი ანომალიური ფენომენის დამოუკიდებელი კვლევა” და მის ბოლო გვერდზე აღნიშნულია, რომ “არ არსებობს დასკვნის საფუძველი”, რომ “ნასას” მიერ გამოკვლეული ასობით ამოუცნობი ანომალიური ფენომენის უკან არამიწიერი არსებები დგანან. მიუხედავად ამისა, ნასა “დედამიწის ატმოსფეროში პოტენციური უცხოპლანეტელი ტექნოლოგიის მოქმედებას არ გამორიცხავს”.
აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ზოგიერთი მოულოდნელი შეხვედრის გასაგებად, რომლებიც ახსნას ეწინააღმდეგება, უკეთესი მონაცემებია საჭირო.
“როდესაც საქმე ეხება ამოუცნობ ანომალიურ ფენომენს, ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ მონაცემები, რომლებიც საჭიროა ამ ანომალიური ხილვების ასახსნელად, ხშირად არ არსებობს”, – აღნიშნულია ანგარიშში.
BBC-ის რეპორტიორმა სემ კაბრალმა ნასა-ს მიერ ორგანიზებულ პანელზე დასვა შეკითხვა იმ ვოთომდა არამიწიერი ცხოველების ფოტოების შესახებ, რომლებიც მექსიკის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა.
კერძოდ, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თვითგამოცხადებულმა ექსპერტმა, ჯეიმ მაუსანმა, კონგრესის მოსმენაზე წარადგინა, მისი თქმით, ორი უძველესი “უცხოპლანეტელის გვამი”. მისი თქმით, ცხედრები იპოვეს კუსკოში, პერუში, 2017 წელს და რადიოკარბონის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ობიექტები 1800 წლამდე ასაკის იყვნენ.
„გახდეს ნიმუშები მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და ვნახავთ, რა არის”, – განუცხადა “ნასას” მეცნიერმა, დოქტორმა დევიდ სპერგელმა BBC-ს.

წყარო : cbsnews.com
BBC

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa-მ დედამიწაზე ასტეროიდის ნიმუში ჩამოიტანა

ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ Nasa-მ მზის სისტემიდან დედამიწაზე ასტეროიდ ბენუს ზედაპირიდან აღებული მტვრის ნიმუშები ჩამოიტანა.
მასალები კაფსულით ჩამოიტანეს, რომელიც იუტას შტატის დასავლეთ უდაბნოში დაეშვა.
ნიმუშები ასტეროიდ ბენუს ზედაპირიდან 2020 წელს კოსმოსურმა ხომალდმა Osiris-Rex-მა აიღო.
ნიმუშები, სავარაუდოდ, იძლევა ახალ ინფორმაციას მზის სისტემის ფორმირების შესახებ 4.6 მილიარდი წლის წინ და, შესაძლოა, იმაზეც, თუ როგორ დაიწყო ცხოვრება ჩვენს სამყაროში. კერძოდ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ნიმუშები მათ დაეხმარება იმ ინგრედიენტების ამოცნობაში, რომლებისგანაც იყო შექმნილი პლანეტები, მათ შორის ჩვენი პლანეტა და ასევე იმის გაგებაში, თუ როგორ გაერთიანდნენ ეს მასალები სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემოს შესაქმნელად.
მეცნიერები ნიმუშების ანალიზს უახლოეს მომავალში დაიწყებენ. პირველად შეფასებას 6-კაციანი ჯგუფი განახორციელებს.

წყარო : BBC

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მკვლევრები ფიქრობენ, რომ მზის სისტემაში დედამიწის მსგავსი კიდევ ერთი პლანეტაა

მზის სისტემის კიდე ბუნდოვანი და შორეული ნაწილია, რომელსაც კარგად ვერ ვხედავთ. მზის შუქისგან ასე შორს, დიდი პლანეტაც კი შეიძება იმალებოდა და ჩვენ მასზე არ ვიცოდეთ.

ნეპტუნის შემდეგი ობიექტები (TNO), რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ თავისებური შეჯგუფებით გამოირჩევიან. ეს მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ იქ “სადღაც” მეცხრე პლანეტა იმალება. მიუხედავად ამისა, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს.

ახლა, ორი მეცნიერი ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობს: არც შავი ხვრელი და არც ყინულის გიგანტი. მათი აზრით, შესაძლოა, საქმე დედამიწის მსგავს პლანეტასთან გვქონდეს. ის “მეცხრე პლანეტასთან” შედარებით უფრო ახლოს უნდა იყოს და მას დახრილი ორბიტა აქვს.

იაპონელი პლანეტოლოგების აზრით, ეს პლანეტა გაყინულია და დედამიწაზე არაუმეტეს 3-ჯერ უფრო მასიურია. რაც შეეხება მის ორბიტას, ის დაახლოებით 500 ასტრონომიული ერთეულითაა მზისგან დაშორებული.

“ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ მზის სისტემის კიდეში დედამიწის მსგავსი პლანეტა უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ნიშნები არსებობს და შემდგომი კვლევებია საჭირო”, — წერენ მკვლევრები.

ყველაზე შორეული ობიექტი, რომელსაც მზის სისტემაში მივაგენით ჩვენგან 132 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. მაგალითისთვის, პლუტონი მზიდან დაახლოებით 40 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული.

თუმცა, ნეპტუნის მიღმა (30 ასტრონომიული ერთეული მზიდან) უამრვი ყინულოვანი ობიექტი და ჯუჯა პლანეტაა. საუბარია კოიპერის სარტყელზე, რომელშიც შემავალ ობიექტებს TNO ეწოდება.

ბოლო წლების განმავლობაში, ტელესკოპების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი TNO აღმოვაჩინეთ.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია კლასტერირება. TNO-ების ზოგიერთი ჯგუფი დახრილი ორბიტის გარეშემო ერთად მოძრაობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ობიექტებზე რაღაცას გრავიტაციული გავლენა აქვს. ეს გაცილებით დიდი ობიექტი უნდა იყოს, ვიდრე ჯუჯა პლანეტაა.

ახლა, მონაცემების გაანალიზებით იაპონელმა ასტრონომებმა “მეცხრე პლანეტის” იდეა დახვეწეს. ამან შეიძლება ახსნას კოიპერის სარტყელში ობიექტების უცნაური ქცევა.

“დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელსაც დახრილი ორბიტა აქვს კოიპერის სარტყელის სამ ფუნდამენტურ თვისებას ხსნის. ესენია: TNO-ების ნეპტუნის გრავიტაციის მიღმა დაჯგუფება, მაღალი დახრილობის ობიექტების არსებობა და უცნაური ობიექტების ორბიტების არსებობის ფენომენი”, — ამბობენ მკვლევრები.

დედამიწის მსგავსი პლანეტის არსებობას შეუძლია ახსნას 45 გრადუსზე მეტი დახრილობის მქონე ობიექტები და ისეთი ობიექტების ორბიტები, როგორიცაა ჯუჯა პლანეტა სედნა.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიფოტო

როგორი იყო ლურჯი სუპერმთვარე – ფოტოგალერეა

მიმდინარე კვირას ცაში ლურჯი სუპერმთვარე გამოჩნდა. ლურჯი მთვარე ეწოდება ასტრონომიულ მოვლენას, როდესაც სავსე მთვარე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მეორედ ფიქსირდება. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. თუმცა წელს ამას ისიც დაემთხვა, რომ თანამგზავრი დედამიწას მაქსიმალურად ახლო დისტანციაზე მიუახლოვდა. ბოლო ლურჯი სუპერმთვარე 2009 წელს დაფიქსირდა, შემდეგ კი მას მხოლოდ 2037 წელს ვნახავთ.

ეს ასტრონომიული მოვლენა ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღბეჭდეს. გთავაზობთ ლურჯი მთვარის ყველაზე შთამბეჭდავი სურათების გალერეას:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დღეს ცაზე „ლურჯი სუპერმთვარე” გამოჩნდება – რა უნდა ვიცოდეთ

ოთხშაბათს, 30 აგვისტოს ცაზე სავსე, მანათობელი მთვარე გამოჩნდება. ექსპერტები კამათობენ სუპერმთვარის ზუსტ განმარტებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წლის მოვლენაა – და არა მარტო!

ზოგადად, სუპერმთვარესთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც თანამგზავრი ორბიტაზე დედამიწასთან უახლოეს წერტილზეა. ეს ცნობილია როგორც პერიგე.

ამ დროს მთვარე ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 357 343 კილომეტრით იქნება დაშორებული და 7%-ით უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივ.

მოვლენის შეუიარაღებელი თვალით დანახვაც იქნება შესაძლებელი.

რატომ ლურჯი?

სუპერმთვარე ახალი ტერმინია და ის 1979 წლიდან დამკვიდრდა.

მარწყვის მთვარისა და ვარდისფერი მთვარის მსგავსად, არც ლურჯი მთვარე მომდინარეობს უშუალოდ მისი ფერიდან.

რაც შეეხება კონკრეტულად სუპერმთვარეს, ის იშვიათი მოვლენა არ არის. ეს ჩვეულებრივ წელიწადში სამი-ოთხჯერ ხდება.

თუმცა, ლურჯი სუპერმთვარე შედარებით იშვიათი მოვლენაა. ეს დაახლოებით ყოველ 10-20 წელიწადში ერთხელ ხდება. NASA-ს ცნობით, შემდეგ ლურჯ სუპერმთვარეს 2037 წელს ვიხილავთ.

1883 წელს კრაკატაუს მომაკვდინებელი ვულკანის ამოფრქვევამ 36 000 ადამიანი იმსხვერპლა. გოგირდის დიოქსიდმა და ფერფლმა ჰაერი გაავსო, რის გამოც მთვარე ლურჯად ჩანდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სახელწოდება სწორედ აქედან მომდინარეობს.

ლონდონის ისტორიის მუზეუმის თანახმად, ტყის ხანძრებმა შეიძლება იგივე ეფექტი გამოიწვიოს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

30 აგვისტოს ცაზე “ლურჯი სუპერმთვარე” გამოჩნდება — რა უნდა ვიცოდეთ

ოთხშაბათს, 30 აგვისტოს ცაზე სავსე, მანათობელი მთვარე გამოჩნდება. ექსპერტები კამათობენ სუპერმთვარის ზუსტ განმარტებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წლის მოვლენაა — და არა მარტო!

ზოგადად, სუპერმთვარესთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც თანამგზავრი ორბიტაზე დედამიწასთან უახლოეს წერტილზეა. ეს ცნობილია როგორც პერიგე.

ამ დროს მთვარე ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 357 343 კილომეტრით იქნება დაშორებული და 7%-ით უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივ.

მოვლენის შეუიარაღებელი თვალით დანახვაც იქნება შესაძლებელი.

რატომ ლურჯი?

სუპერმთვარე ახალი ტერმინია და ის 1979 წლიდან დამკვიდრდა.

მარწყვის მთვარისა და ვარდისფერი მთვარის მსგავსად, არც ლურჯი მთვარე მომდინარეობს უშუალოდ მისი ფერიდან.

რაც შეეხება კონკრეტულად სუპერმთვარეს, ის იშვიათი მოვლენა არ არის. ეს ჩვეულებრივ წელიწადში სამი-ოთხჯერ ხდება.

თუმცა, ლურჯი სუპერმთვარე შედარებით იშვიათი მოვლენაა. ეს დაახლოებით ყოველ 10-20 წელიწადში ერთხელ ხდება. NASA-ს ცნობით, შემდეგ ლურჯ სუპერმთვარეს 2037 წელს ვიხილავთ.

1883 წელს კრაკატაუს მომაკვდინებელი ვულკანის ამოფრქვევამ 36 000 ადამიანი იმსხვერპლა. გოგირდის დიოქსიდმა და ფერფლმა ჰაერი გაავსო, რის გამოც მთვარე ლურჯად ჩანდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სახელწოდება სწორედ აქედან მომდინარეობს.

ლონდონის ისტორიის მუზეუმის თანახმად, ტყის ხანძრებმა შეიძლება იგივე ეფექტი გამოიწვიოს.

მოვლენას თბილისშიც აღნიშნავენ. შებსაბამისი ღონისძიების ნახვა აქ შეგიძლიათ.

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 54
Page 6 of 54